4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა,დასავლეთის შიშის კულტურა,დღევანდელობასთან დაპირისპირების სირთულე-3.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 12 05, ოთხშაბათი, 17:24-ზე
საკმაოდ ბევრს ეშინია ეიფელის კოშკის
მინარეთად გადაქცევისა.
დღევანდელობასთან დაპირისპისპირების სირთულე-3:  
სხვის შიში გულისხმობს ტერორისტის შიშსაც,განსაკუთრებით მაშინ როდესაც მას განასახიერებს ბომბების დამდები მაჰმადიანი ინტეგრისტი. ეს შიში უზომოა ყველაზე მშიშრებში და მაშინ იწყება საუბარი ევროპის დაპყრობაზე მაჰმადიანთა მიერ. 
«ევრაბიად» გარდაქმნილ ევროპაში მაჰმადიანები ოდესმე დაიკავებენ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს დემოგრაფიული და რელიგიური თვალსაზრისით
ცნება «ევრაბია» გამოიყენა აწ გარდაცვლილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ორიანა ფალლაჩიმ და მას იყენებენ ამერიკელი ისტორიკოსი უოლტერ ლაქერი და გამოჩენილი ორიენტალისტი ბერნარდ ლიუისი. 

«
ევრაბიის» საშიშროება ვერ უძლებს ფაქტებით გამოცდას. მათ შესანიშნავ ნაშრომში საფრანგეთზე და მის მაჰმადიანებზე «ისლამის ინტეგრაცია» ჯონათან ლორანსი და ჟუსტა ვაისი იძლევიან საინტერესო სტატისტიკას. 

ინტეგრაცია ხდება და ყველაზე ინტიმური ინტეგრაციაა განსაკუთრებით ქორწინებით როდესაც « ნარევობის» ოდენობა აღწევს 40%-,ესე იგი მაჰმადიანთა 40% ქორწინდება მათი საწყისი თემის გარეთ. წარმოშობით თურქ გერმანელთა,წარმოშობით ალჟირელ,მაროკოელ თუ ტუნისელ ფრანგთა, წარმოშობით ინდოელ თუ პაკისტანელ ბრიტანელთა დიდ უმრავლესობას უნდათ ინტეგრაცია ქვეყნებში სადაც ცხოვრობენ. ისინი ელიან რომ მათ მისცემენ სოციალური დაწინაურების შანსებს, რომ მათ მოეპყრობიან სამართლიანად და ძმურადაც კი. მე 7 წლის მანძილზე ვასწავლიდი ევროპის კოლეჯში,პოლონეთში და ზოგი ჩემი საუკეთესო სტუდენტი ფრანკო-ალჟირელი იყო. მათ უნდოდათ წარმატების მოპოვება როგორც ფრანგებს, ან, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, « სულ მცირე როგორც ევროპელებს.». მაგრამ განა ვეპყრობით ჩვენ მათ სამართლიანად,თანასწორად, ა, რაც ბევრად უფრო ძნელია, ძმურად?. 
უცხოთა შემოსევის შედეგად დაპყრობის შიშის უკან იმალება რაღაც ყუმბარაზე აფეთქების შიში. 
ტერორიზმის შიში ევროპაში არ გაუჩენია, ისე როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა, უზომო და უნიკალურ შოკს. მადრიდის 2004 წლის და ლონდონის 2005 წლის ტერაქტები ვერ შეედრება 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ იორკის კატაკლიზმს. 

ამას გარდა ბასკმა და ირლანდიელმა ტერორისტებმა უკვე გამოაწრთეს ევროპელები. 
და გარკვეულად ევროპის მოქალაქე არ არსებობს. ევროპელებმა გულის სიღრმეში მადრიდის და ლონდონის ტერაქტებზე მეტად განიცადეს ამერიკულ კატასტროფა როდესაც პრესის დიდი სათაურები ამბობდნენ « ჩვენ ყველანი ნიუ იორკელები ვართ 

მიუხედავად ამისა ევროპელებს თანდათანობით მოუწიათ მკაცრ სინამდვილესთან დაპირისპირება : 
ევროპა არ ყოფილლე მხოლოდ ტერორისტების მიზანი თუ სამიზნე, ის იყო ტერორისტების ბაზაც. ლონდონის საჯარო ტრანსპორტში ბომბების ამფეთქებელ ტერორისტთა უმრავლესობას შეადგენდნენ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები რომლებიც დაიბადნენ დიდ ბრიტანეთში და განათლებაც იქ მიიღეს. 

11
სექტემბრის საჰაერო პირატთა უმრავლესობასაც ევროპის ტექნიკური სკოლების მოწაფეები შეადგენდნენ. 

ვერც ევროპელებთან ცხოვრებამ და ვერც ევროპელ პროფესორთა გაკვეთილებმა ვერ გადააფიქრებინა მათ ამ საშინელი ჩანაფიქრის აღსრულება. 

ცხადია რომ ჩვენმა უნივერსიტეტებმა ვერ უბიძგეს მათ ჰუმანიზმისაკენ ვერც მათი სწავლების შინაარსით და ვერც მათი კულტურულად და სოციალურად ინტეგრაციის სუსტი და უსუსური მცდელობებით. 

ეს ხაზს უსვამს ისლამური სამყაროდან მოსული სიძულვილის პირისპირ მდგარი ევროპის მოწყვლადობას და სისუსტეს. 

მაგრამ ამას გარდა ყველაფერი თავის კონტექსტში უნდა მოვაქციოთ. 

საფრთხის არსებობის უყურადღებოდ დატოვება თვითმკვლელური იქნებოდა, 
მაგრამ ამ საფრთხის აკვიატებულ-აჩემებულ იდეად გადაქცევა კონტრ-პროდუქტიული იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ ინტეგრაცია მიგრანტებისა რომლებსაც ვჭირდებით ჩვენ, მაგრამ რომლებიც ჩვენც გვჭირდება.

No comments:

Post a Comment