6.10.2011

ევროპული ვნებების ისტორიიდან:

კულტურა ოკუპაციის პირობებში- III

Gueorgui Mardjanichvili-ის მიერ 2011 წლის 08 06, ოთხშაბათი, 11:03-ზე
სერჟ ლიფარი
წარმატებული ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ არა იმდენად ტერორს რამდენადაც ადამიანთა ისეთ მანკიერებებს როგორებიცაა მაგალითად სიხარბე თუ პატივმოყვარეობა... ფრანსის პულენკის წერილი : არსებობის მაღალი დონის შენარჩუნებით გერმანელების ხელმძღვანელობით არსებულ კინოსტუდიებშიც კი ფრანგი შემოქმედები ცდილობენ რომ ფრანგული კულტურა არ დაეშვას გებელსისთვის საურველ დონეზემუსიკის სფეროში ბევრი რამ იყო გაკეთებული კარგ ფრანგ კომპოზიტორთა წასახალისებლადრიდინგს მოჰყავს პულენკის წერილი რომელიც მან თავის მეგობარს მისწერა 1941 წლის დეკემბერში : “ მუსიკალური ცხოვრება პარიზში ინტენსიურია.შარლ მუნშმა ( ის კონსერვატორიის კონცერტების საზოგადოების ორკესტრის ხელმძღვანელი იყოძალიან კარგი კონცერტები გამართა და ყველა ცდილობს ჩვენს კარგ ქალაქში სულიერი ატმოსფეროს შენარჩუნებას». პულენკის მიერ გამოთქმული დამოკიდებულება იმ დროს მცხოვრებ მრავალ ადამიანს მიაჩნდა წინააღმდეგობის ერთგვარ ფორმადმაღალი ფრანგული კულტურის მიერ გერმანული ვულგარული პროპაგანდისტული მანქანის დამარცხებადგამონაკლისი იყო ჟან გეენო რომელიც აბსოლუტურად უარს ამბობდა ნებისმიერი რამის გამოქვეყნებაზე ოფიციალურ ორგანოებში ( ასევე იქცეოდნენ რენე შარის მიშელ ლეირისის და როჟე მარტან დიუ გარი). მეტიცჟან გეენოს ეზიზღებოდა ის მწერლები რომლებიც ისევ წერდნენ თავისი საკუთარი სახელით და არა ფსევდონიმით იატაკქვეშა პრესაშიფრანგ მწერალთა უმრავლესობა არ გაყოლია ამ მაგალითს და ამას აქვს მრავალი მიზეზიერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ გერმანელებმა შეგნებულად შექმნეს მრავალი რუხი ზონა სადაც შემოქმედები ისევ მუშაობენ ეშმაკისთვის სულის მიყიდვის გრძნობის გარეშენაცისტების მიერ ოკუპირებულ პარიზში შესაძლებელი იყო დიდი ხარისხის ხელოვნების შექმნა ისე რაც მიუღებელი იყო ვარშავაში და ბერლინშიც კიამას ნაწილობრივ განაპირობებდა გამარჯვებულთა მიერ გატარებული მოხიბლვის პოლიტიკაგერმანელები ვისაც ევალებოდათ საფრანგეთში კულტურული პოლიტიკის გატარებამაგალითად ოტო აბეცი ან გერჰარდ ჰელერი ( პროპაგანდაშტაფელის ლიტერატურული ცენზურის ხელმძღვანელიმთლიანად ერთგულები იყვნენ ნაცისტური მიზნებისამაგრამ თავის თავს გარკვეულად ფრანკოფილებად თვლიდნენფრანგზე დაქორწინებულ აბეცს მისივე თქმით უყვარდა ფრანგული ლიტერატურააბეცი და გერმანული ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ ფრანგული კულტურის გასაწმენდად ებრაული და მათი აზრით მავნებლური გავლენებისგანმაგრამ ეს არ აწუხებდა ჟუჰანდოს თუ ანრი დე მონტერლანის მსგავსი კონსერვატორების სვინდისსმოჩვენებითმა კულტურამკულტურის ილუზიამ ყველანაირი პროვილეგიების დაპირებებთან ერთად გერმანელ მოხელეებს მისცა გამომცემლებისსურათებით ვაჭრებისგალერეების მფლობელებისმწერლების და თეატრის ხალხის თავის თანამზრახველებად გადაქცევის საშუალებაცენზურა მნიშვნელოვანწილად თვითცენზურა იყო და საკმარისად ჭკვიანი გერმანელები ნიჭიერ არაებრაელ მწერლებს და იმათ ვინ ცარ ყოფილან გერმანიის ღია მოწინააღმდეგეები კარგი ნაწარმოებების შესაქმნელად საკმარის თავისუფლებას უტოვებდნენნაცისტური კულტურული პოლიტიკის გამტარებელი გერმანელი მოხელეები ხშირად უფრო ზრდილობიანები და არადოგმატურები იყვნენ ვიდრე ვიშის მთავრობის ბიუროკრატებიასე მაგალითად ვიშის ცენზურამ « იმორალობის » საბაბით აკრძალა კოქტოს პიესა « საბეჭდი მანქანა » სადაც ლაპარაკი იყო დაბეზღების ანონიმურ წერილებზემაგრამ გერმანულმა პროპაგანდის დეპარტამენტმა გააუქმა ეს აკრძალვა «შემოქმედების თავისუფლების » სახელითამას გარდა აბეციჰელერი და პარიზის გერმანული ინსტიტუტის დირექტორი კარლ ეპტინგი აწყობდნენ მდიდრულ საღამოებს და მიღებებს რომელთა მიზანიც იყო ფრანგულ-გერმანული კავშირების განმტკიცებაიქ უხვად იყო რაფინირებული საჭმელ-სასმელიიშვიათი რამ ომისდროინდელ პარიზშირა თქმა უნდა შეიძლებოდა ყველაფერი ამისგან განზე დარჩენა და მრავალი შემოქმედი ასეც მოიქცამაგრამ განსხვავებები დამოკიდებულებებს შორის შეიძლებოდა არ ყოფილიყო თვალში საცემიკომპოზიტორი ანრი დიუტილეს აზრით კოლაბორაციონიზმთან ბრძოლა მოვალეობა იყო მაგრამ კარგად ცხოვრებაც საჭირო იყო « ფიქრობდნენ რომ გერმანელების წინაშე დაკვრა გარდაუვალი იყო მაგრამ გარდაუვალი არ ყოფილა მონაწილეობა « რადიო პარიზის » მიერ მოწყობილ კონცერტებში ვინაიდან « რადიო პარიზი » იყო პროპაგანდის რადიოსადგური რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გერმანელები. . ომის დროს პიერ დაგის სახუმარო სიმღერა ამბობდა :« რადიო პარიზი ტყუისრადიო პარიზი ტყუისრადიო პარიზი გერმანულია».  «რუხი ზონები» იზიდავდა განსაკუთრებით იმ მამაკაცებსა და ქალებს ვისა ცარ შეეძლოთ უარის თქმა სცენაზემორის შევალიემარტო ის რომ დავასახელოთწარბის შეუტოკებლად ქმნიდა რადიო პარიზისთვისწარმოშობით უკრაინელი მოცეკვავე,XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მოცეკვავედ აღიარებული,პარიზის ქორეოგრაფიის უნივერსიტეტის დამაარსებელი სერჟ ლიფარი სიხარულით ცეკვავდა გერმანიის საელჩოშიის ბერლინშიც კი ჩავიდა ჰიტლერთან შესახვედრადპულენკმა ლიფარის ეს « ბავშვური უსირცხვობა » ახსნა სახელის სიყვარულითწარმატებული ავტორიტარული რეჟიმები ეყრდნობიან არა იმდენად ტერორს რამდენადაც ადამიანურ მანკიერებათამაგალითად სიხარბის ან პატივმოყვარეობისექსპლუატაციასამ თვალსაზრისით გერმანელებმა წარმატებით მოხიბლეს ფრანგული ინტელიგენცია გერმანული მამაკაცურობა და ფრანგული დეკადანსი : რიდინგი ეხება აგრეთვე სქესის და სექსის საკითხს რაზეც მას შეეძლო ცოტა მეტის თქმაცსაოკუპაციო ჯარებს ხშირად აქვთ მამაკაცური დიდების აურაუნიფორმებიძალაგამარჯვების არომატი- -დიდება რომელმაც იმოქმედა მრავალ ქალზე და ზოგ კაცზეცნაცისტური პოლიტიკის მიზანი იყო ფრანგული კულტურის გადაქცევა მოცეკვავეთა და ეროტიკული ფრუ-ფრუების დაუსრულებელ სპექტაკლად რასა ცარ ჰქონდა მხოლოდ ჯარისკაცების გართობისა და დასვენების დანიშნულებამთავარი მიზანი იყო ფრანგული დეკადანსისა და ქალურობის ფონზე გერმანული კულტურის მამაკაცურობა-ვაჟკაცობის გამოვლენაზოგ ფრანგ მწერალსრომელსაც ისედაც არ მოსწონდა საფრანგეთიეს მოსწონდამონტერლანმარომელიც წერდა ნაცისტების წინააღმდეგდამოკიდებულება შეცვალა საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ. 1941 წელს გამოქვეყნებულ ესეების კრებულში ის დამარცხების მიზეზად აცხადებდა საფრანგეთის კორუფციას და სისუსტეს დაროგორც ამბობს რიდინგი, “გერმანელ დამპყრობლებს ხვდებოდა როგორც შუა საუკუნეების ვაჟკაც და გმირ რაინდებს.” მაგრამ იმავე მონტერლანმა გერმანიაში წასვლაზე 1941 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მიწვეულ ფრანგ მწერალთა ოფიციალურ დელეგაციასთან ერთადჟუანდოაბელ ბონარიბრაზილაში და სხვები წავიდნენჟუანდომ გაამართლა თავისი ნაბიჯი იმის განცხადებით რომ მას სურდა თავისი სხეულის გადაქცევა “ძმურ ხიდად გერმანიასა და საფრანგეთს შორის”. რიდინგის თქმით ის ლაპარაკობდა მეტაფორულად,სხვების აზრით ეს დეკლარაცია სიტყვა-სიტყვით უნდა გავიგოთჰომოსექსუალებისთვის ოკუპირებული პარიზი იყო როგორც საშიში ადგილი ისე ხელსაყრელ შესაძლებლობათა არენაცისტების იდეოლოგია გააფთრებით ებრძოდა ჰომოსექსუალობას და ფაშისტური პრესა კოქტოსა და სხვა ჰომოსექსუალებს ხშირად გადაგვარებულ ადამიანებად მოიხსენებდაჰომოსექსუალი შეიძლებოდა მოხვედრილიყო საკონცენტრაციო ბანაკშიდა მიუხედავად ამისა მწერალმა როჟე პეირეფიტმა განაცხადა რომ მან ცხოვრების საუკეთესო მომენტები გაატარა ომის დროინდელ პარიზში სადაც ქუჩებში სეირნობდა ათასობით ახალგაზრდა ფორმაში თუ უფორმოდრიდინგი ახსენებს “ჰომოსექსუალთა უამრავ ბარს რომლებიც ძალიან მოსწონდათ გერმანელენს”. მაგრამ იყო თუ არა ოკუპანტთან კარგ ურთიერთობებთან დაკავშირებული ის რომ კოსტოჟუანდობრაზილაშიმონტერლანილიფარი და ბონარი ჰომოსექსუალები იყვნენასე ფიქრობდა ჟან გეენორიდინგი კი სწრაფად ცვლის თემასიმის თქმა რომ გეი კოლაბორაციონიზმი უბრალოდ აიხსნება კარგად გაწმენდიალი ჩექმებიანი დაკუნთული ვაჟების სიყვარულით ბანალური იქნებაჟუანდოს ანტისემიტიმიტიზმი ალბათ უფრო დაკავშირებული უნდა იყოს მის კათოლიკურ კონსერვატიზმთან და არა ტყავის და უნიფორმების სიყვარულთანზოგი ჰომოსექსუალიამას გარდაოკუპანტით შეიძლება დააინტერესოს უფრო სოციალურმა პრობლემებმა ვიდრე სექსუალურმაკოქტოს გერმანელ ნაცნობებზე მეტად ფრანგი მუზმუზელების და ფარისევლების ეშინოდაზოგი ჰომოსექსუალის აზრით ნამდვილი მტერი შეიძლება ყოფილიყო ეჭვის და გზმკიცხველი თვალით მაცქერალი ფრანგი ბურჟუასაშუალო კლასის კარგი მეოჯახე რომელიც მზად იყო ვინმე შეეზღუდა მისი გადახრილი სექსუალური ორიენტაციების გამო და არა გერმანელი ოკუპანტიაი როგორ განსაზღვრავდა ბრაზილაში ფაშიზმს : “ ესაა პირველ რიგში ანტიკონფორმისტიშემდეგ ანტიბურჟუაზიული სული და მასში თავისი წილი აქვს უპატივცემულობას... ესაა თვითონ მეგობრობის სული რომელიც ჩვენ გვინდოდა და რომელიც მაღლდება ეროვნულ მეგობრობამდე”. მამაკაცური მეგობრობა ასეთ ბოდვებში იღებს სოციალური იდეალის რანგსზოგ ცნობილ ჰომოსექსუალს ალბათ იგივე მიზეზების გამო იზიდავდა კომუნისტური უჯრედები და ჯგუფებიბევრის მთქმელია კოქტოს რეაქცია ომის შემდეგ მისთვის წაყენებულ კოლაბორაციონიზმის ბრალდებებზეკოქტო არასოდეს ყოფილა ნაცისტიის არასოდეს დხმარებია აქტიურად ნაცისტებს მათი დანაშაულების ჩადენაში მაგრამ ის უპრინციპო იყო მეგობრების შერჩევის საკითხშიმის მეგობრებს შორის იყვნენ ნაცისტი დიდმოხელეებიცმასა ისევე როგორც ლიფარს ალბათ არ შეეძლო ჩრდილში მოკრძალებულად და თავმდაბლად ცხოვრებაის იყო შემოქმედიარტისტი და განათლებული გერმანელების საზოგადოებაზე უარის თქმა მას ვუკგარულობად უნდა მოსჩვენებოდამას უნდოდა მოქანდაკე არნო ბეკერთან შეხვედრა და მისი არიელი ათლეტების გიგანტური ქანდაკებების გავრცელება და უნდა ჰქონოდა ამის შესაძლებლობასწორედ ამიტომ ბრალად დასდო თავის ბრალმდებლებს რომ ისინი არიან უშვერი და ძუნწი ბურჟუები: “ რატომ უნდა შეიცვალოს პოეტის ბედიჩემი სამეფო არაა ამქვეყნიური და მე მთხოვენ ამქვეყნიური კანონების შესრულებასმე მუდამ გამტანჯავს ერთი და იგივე უსამართლობა”.ლაპარაკობდა კოქტო როგორც პოეტი თუ როგორც ჰომოსექსუალი პოეტიმის მიერ საკუთარი თავის შებრალება არაა მაინც და მაინც ბრწყინვალე მაგრამ მისი მიერ ნახსენები უშვერი სული ხშირად ასულდგმულებდა შურისძიებას ომის შემდეგადამიანის ხასიათს გამოსცდის როგორც დიქტატურის თუ უცხოური ოკუპაციის დროს ცხოვრება ისე მათი შემდგომი ხანაროდესაც ყველამ დაინახა რომ გერმანიამ ნამდვილად დაიწყო ომის წაგება მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა წინააღმდეგობის მონაწილეთა რაოდენობაზოგი წინააღმდეგობაში ჩაება სულ ბოლო წუთს და ზოგი საფრანგეთის ნაცისტებისგან განთავისუფლების შემდეგდა ასეთი “პატრიოტების” მსხვერპლები ხშირად იყვნენ ნაკლებად მავნებელი მაგრამ უფრო ხილული კოლაბორაციონისტებიმორალურად და ზოგჯერ ფიზიკურადაც სპობდნენ ხოლმე ქალებს ვინც ერთხელ მაინც დაწოლილა გერმანელთან ან სხვათა დასანახად გაუსეირნია მასთან ერთადდაიწყო კარგი მეოჯახე მამის საშიში შურისძიების ხანამრავალი კოლაბორაციონისტი მოკლეს მემარცხენეებმა კომუნისტთა ჯგუფების მიერ მოწყობილი პოლიტიკური წმენდების დროსკომუნისტთამათ შორის წინააღმდეგობის ძველ მონაწილეთა ქცევა ხშირად დიდად არ განსხვავდებოდა მათი მტერი ვიშისტების ქცევისაგანძველი ფრანგული განხეთქილებები 1944 წელსაც უცვლელი იყოოკუპირებული პარიზის რუხი ზონების მიუხედავად ვიშის ადმინისტრაციამ და გერმანულმა ოკუპაციამ მათი რაოდენობა უფრო გაზარდაეს სინამდვილე სწირავდა ბრაზილაშის ნაირ კოლაბორაციონისტებს ვისი გავრცელებული შეხედულებებიც ნაკლებად მავნებელი იყო ვიშის მოხელეთა და მეწარმეთა საქციელთან შედარებითდრიე ლა როშელმა თავი მოიკლა და მისი გასამართლება ვერ მოასწრესბრაზილაშს სიკვდილი მიუსაჯეს 1945 წელსმისი მოძღვარი შარლ მორასიმიუხედავად იმისა რომ მას სძულდა გერმანიადაიჭირეს და გაასამართლესკამიუ მართლმსაჯულების სახელით თავიდან ემხრობოდა წმენდასმაგრამ ის მალე დაეჭვდა იმაში თუ რამდენად სამართლიანი იყო ადამიანთა სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ცუდად ფიქრობდნენუფრო ვაჟკაცურად ხშირად მოიქცნენ მწერლებიკამიუპოლანიმორიაკი და სხვები მოითხოვდნენ შეწყალებას და შერიგებას ( წმენდა შეეხო ყველას და ყველაზე საშინლად ქალებსგერმანელების საყვარლობაში ეჭვმიტანილ საცოდავ ქალებს ხშირად ტიტვლებს ქუჩებში დაატარებდნენ ცემდნენ და საჯაროდ ხოტრავდნენკოლაბორაციონიზმში ეჭვმიტანილ მამაკაცებს გაუსამართლებლად ხვრეტდნენმთარგმნელი). დე გოლი მიხვდა რომ საფრანგეთი ვერ აიტანდა სამოქალაქო ომს და მან ბოლო მოუღო წმენდას მან ხელი შეუწყო შექმნას ილუზიისა რომლის თანახმადაც პარიზმა თვითონ გაინთავისუფლა თავი და საფრანგეთის მოქალაქეთა უმრავლესობა შედგებოდა მამაცი პატრიოტებისაგანმაგრამ მართლმსაჯულების აღსასრულებლად ყველაზე ცნობილი კოლაბორაციონისტები უნდა გაესამართლებინათ და სიკვდილით დაესაჯათ ნაჩქარევი და საკმაოდ საკამათო სასამართლო პროცესების შემდეგერთი იყო პიერ ლავალიპეტენი მეტისმეტად მოხუცი და მეტიმეტად პატივცემული იყო და დე გოლმა ის შეიწყალა სამუდამო პატიმრობითდა ლავალი იყო ყველაზე ოდიოზური საზოგადოებრივი აზრის თანახმადკიდევ იყო ბრაზილაშიმორიაკისკლოდელის და ვალერის პროტესტების მიუხედავადვალერის აზრით ბრაზილაშის დაკარგვა იყო დააზარალებდა ფრანგულ მწერლობასრამდენად სამართლიანი იყო ესნაცისტების მომხრე მწერლის დანაშაულები განა შეიძლება შედარდეს სისხლიანი პოლიტიკოსის დანაშაულებსეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ვაფასებთ მწერლის როლსომის დროს უმწიკვლო ჟურნალისტი ჟან გალტიე-ბუასიე ფიქრობდა რომ თავისი კალმით მცხოვრებს უნდა შეხედონ ისევე როგორც უყურებენ ქარხნის მუშასმან დაწერა : “ განა ბრალს სდებენ რენოს მუშებს იმას რომ მათ ტანკები გააკეთეს ვერმახტისთვისგანა ტანკი უფრო სასარგებლო არ იყო ფრიცებისთვის ვიდრე გაზეთ “პატარა პარიზელში” გამოქვეყნებული შენიშვნა?” მაგრამ მწერლებს ტრადიციულადსაზოგადოდ და განსაკუთრებით საფრანგეთში სხვანაირად უყურებენალან რიდინგი თავის შთამბეჭდავ წიგნს ამთავრებს იმის შენიშვნით რომ საფრანგეთშიც კი მწერლის პატივისცემა დღეს შესუსტდარომ “ პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს მწერლებს და შემოქმედებს ალბათ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათდა ეს მათ “ნაკლებად საშიშ არსებებად” აქცევს”. ის ფიქრობს რომ უტოპიური წარმოდგენების მარცხის შედეგად მწერლები “ აღარ ფიქრობენ რომ ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ მარტო იდეებს”. ეს არაა ესოდენ სარწმუნოასე რომ იყოს ეს შეიძლებოდა ყოფილიყო დროებითი ფენომენიხანმოკლე პაუზა XX საუკუნის ტოტალიტარიზმის ხანასა და სხვანაირი მაგრამ ასევე საშიშიჩვენი მომავლის შემქმნელი იდეოლოგიების ხანას შორისამას გარდა ბრაზილაში სხვებთან ერთად არ ეწეოდა მარტო მავნე იდეების პროპაგანდასის საჯარო შურისძიებას გმობდა ებრაელებს რათა ისინი დაეჭირათ ან მათთვის უარესი ექნათოკუპირებული პარიზის ისტორიამ გვასწავლა რომ რომ მწერლები და შემოქმედები მათ შორის საუკეთესოებიც არ არიან გამორჩეულად მამაცებიგამორჩეულად სათნოები და ღირსეულებიამ გაგებით ისინი არც უკეთესები და არც უარესები არ არიან რენოს ქარხნებში ტანკების დამამზადებელ მუშებზე.

No comments:

Post a Comment