7.11.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-2

«მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს, მე ფეხი დავადგი პროზერპინას (ჯოჯოხეთის ქალღმერთის) ზღურბლს  მე გავიარე ყველა ელემენტი. და დავბრუნდი, უბნელეს ღამეში მე ვნახე მზის უძლიერესი ელვარება მე ვნახე ზეცის და ჯოჯოხეთის ღმერთების პირისპირ დგომა და სულ ახლოდან ვეცი თაყვანი მათ » (პულეუსი, მეტამორფოზები, XI,23,6-8).
   
დიონისე
«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის».
ეგვიპტოლოგი, ჟურნალისტი და ესეისტი ფლორანს ქვენტა

ანტიკური ხანის მისტერიების კულტები: 
წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ელევსისის,დიონისეს, დიდი დედის, იზისის და მითრას მისტერიები, ინიციაციის ესრიტუალები ადამიანს სთავაზობენ თვალისმომჭრელ შეხვედრას ღვთაებრივთან, საიქიოში მარადიული ბედნიერების დაპირებას (მითრაიზმი საქართველოშიც იყო დიდად გავრცელებული, მთარგმნელი).

«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის », ელევსისის მისტერია-საიდუმლოებებში განდობილის ეს სიტყვები გამოხატავდნენ ა,ტიკურ ხანაში გაჩენილი და წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ამ განსაკუთრებული ცერემონიების დროს მომხდარ შინაგან გარდაქმნას.   


«მისტერიები იყო ნებაყოფლობითი, პერსონალური და საიდუმლო ინიციაციის რიტუალები რომელთა მიზანიც იყო ცნობიერების შეცვლა საკრალურის, წმინდას განცდით», აზუსტებს ანტიკური ხანის რელიგიების სპეციალისტი ვალტერ ბურკერტი.
 
ანტიკურ ხანაში მისტერიებში მონაწილეობენ მხოლოდ პირადი გადაწყვეტილებით. სხვა ტრადიციების საწინააღმდეგოდ ამ დემარშს სავალდებულოდ არ ხდის ინდივიდის არც ტომობრივი და არც ოჯახური წარმომავლობა.
 
ბერძნულად მოლაპარაკე ნებისმიერ ადამიანს, მამაკაცს, ქალს, უცხოელს, მონას თუ თავისუფალს შეუძლია ინიციაცია იმ პირობით რომ მისტმა ანუ მისტერიების ადეპტმა არ უნდა გაამხილოს ამ საიდუმლო რიტუალების მსვლელობა.
     
ამ ინიციაციით მისტი მიზნად ისახავს ღვთაებასთან «უშუალო»კონტაქტს რომელიც მას მიიყვანს ხსნის იმ ფორმამდე რომელიც არაა ეგზოტერულ რელიგიაში.
 
ასე ხდება რომ ფატუმის, ბედის გამგებელი იზისი მისი მისტერიების მონაწილეს მფარველობს და,მეტიც, აძლევს ახალ დაბადებას და მარადიულ სიცოცხლე. ასეთივე დემეტრეს და დიონისოს დამოკიდებულება მათი მისტერიების მონაწილეების მიმართ:
  «ზედიზედ კვდები და იბადები », იკითხება დიონისური კულტის გარდაცვლილ მონაწილეზე დადებულ ოქროს ნივთზე? «და მიწის ქვეშ შენე გელის ზეიმი რომელსაც სხვა ნეტარები ზეიმობენ».
 
მისტერიაში ინიციაცია, განდობა ანთავისუფლებს ადამიანს ტანჯვისაგან, მაგრამ არაინიციირებულები საიქიოში, ჰადესში ასრულებენ უაზრო სამუშაოებს, მაგალითად საცერით მიაქვთ წყალი ქვევრამდე რომელიც მათ გაურბით.
   
ანტიკურ ხანაში არსებობს მისტერიების მქონე მრავალი კულტი რომლებიც უწყვეტი ტრადიციის წყალობით ინარჩუნებენ გარკვეულ მეობას. ხუთი მთავარი მათგანი კარგად აჩვენებენ მათ განსხვევებებს და მათ განსაკუთრენულ ხასიათს.
   
იზისის, დიდი დედის თუ მითრას მისტერიული კულტები რეალურად იფურჩქნებიან II-IV საუკუნეებში, მაშინ როდესაც ორი ქალღმერთისადმი, დემეტრესა და მისი ქალიშვილი კორასადმი (პერსეფონასადმი) მიძღვნილი მისტერიები უწყვეტად პოპულარულები არიან საბერძნეთში ძვ.წ. VI საუკუნიდან.
 
მითის თანახმად პურეულის ქალღმერთი დემეტრე მიდის ჰადესის, საიქიოს ღმერთის მიერ გატაცებული მისი ქალიშვილი კორას საძებრად. ის ზევსს გამოსთხოვს იმის უფლებას რომ მისი ქალიშვილი მასთან ერთად ელევსისში იყო წლის 2/3-ის მანძილზე. ყოველ შემოდგომაზე ელევსისში ჩადიან ათენელები და ყველა მხრიდან მიმავალი მლოცველები. ეს მისტერიები იძენენ პანელინურ, საერთოელინურ ხასიათს. იმართება პროცესიები და ღამის ცერემონია იმ ადგილას რომელიც იტევს ათასობით ინიციირებულს.
 
იქ უდიდეს საიდუმლოში ქურუმი ინიციირებულებს აჩვენებს ქალღმერთთან დაკავშირებულ სიწმინდეებს. ქალღმერთი მისტებს აძლევს ორ ძღვენს: ხორბალს და საიქიოში იმედების მომცემ სახელგანთქმულ “საიდუმლოებებს”.
         
დამცირება და საბოლოო ნეტარება:

     ღვინისა და ექსტაზის ღმერთ დიონისეს კი თაყვანს სცემენ ყველგან სადაც ანტიკურ სამყაროში ჩანს ბაკხიური მისტერიები, შავი ზღვიდან ეგვიპტემდე და მცირე აზიიდან სამხრეთ იტალიამდე. ისინიც პირდებიან ინიციირებულს მარადიულ ბედნიერებას საიქიოში. პომპეის « მისტერიების ვილას » იდუმალი სცენები აჩვენებს ამ მისტერიების დროს ჩატარებული რიტუალის ნაწილს ; სატირებს უკავიათ თასი ( მინიშნება ღვინოზე) და ნიღაბი, ახალგაზრდა ქალი საფარველს ხდის ფალოსს, შემდეგ მოდის შოლტით ცემა და ექსტატიური ცეკვა, რაც არის დამცირების ნიშანი და შემდეგ საბოლოო ნეტარება ( პომპეი მოსპო ვულკანმა).
ჰორუსის თვალი 
«მატერ მაგნერ», დიდი დედა, სწორედ ასე უწოდებენ მცირე აზიის დედა ქალღმერთს თუ კიდევ “მეტერ”, “დედა”,ბერძნული გამოთქმის თანახმად. მას ეძღვნება სხვადასხვა ინიციაციური რიტუალი. ყველაზე შთამბეჭდავი მისტისთვის არის ტავრობოლიუმი, ხის გისოსით დაფარულ თხრილში მჯდომ მომავალი ინიციირებულის თავზე კლავენ ხარს და დაკლულის სისხლი თხრილში მჯდომს ეღვრება თავზე.  
 
ეგვიპტური რელიგიის არქეტიპულ წყვილ იზისს და ოსირისს განსაკუთრებულად დიდხანს სცემდენენ
თაყვანს. არქაული ხანიდან ბერძნები მათ აიგივებდნენ დემეტრესთან და დიონისესთან, დაემატა სინკრეტული სარაპისი რომელიც შექმნეს ეგვიპტური ღმერთი აპისისა და ზევსისი, ასკლეპიოსის და ჰადესის ძალთა შერწყმით.

ამ რიტუალური მიზანცენების ცენტრში იმეორებენ სეტის მიერ მისი ძმა ოზირისის მკვლელობას, მისი სხეულის დაფლეთას, იზისის მიერ მის ძიებას, მის აღდგომას, შემდეგ კი მათი შვილი ჰორუსის («მამისთვის შურისმაძიევლის») ბრძოლებს.
   
თავის ადეპტებს მარადიულ ბედნიერებას პირდება დაუმარცხებელ მზესთან გაიგივებული ძალიან ძველი ირანული ღვთაება მითრაც. მის მისტერიებში მხოლოდ მამაკაცებს აქვთ მიწისქვეშა კრიპტებში ჩასვლის უფლება. ეს კრიპტები განასახიერებენ სამყაროს, კოსმოსს. იქ  ეწყობა შვიდსაფეხურიანი ინიციაციის რიტუალები რომელთაც წარმართავს 7 პლანეტა.სხვა მისტერიებში არარსებული ასტროლოგია მითრაისტულ მისტერიებში ასრულებს «ეზოტერული ფილოსოფიის» როლს.
            
შეგრძნება და განცდა: 
ზოგი ინიციაცია იწვევს ადეპტის საბოლოო გარდაქმნას, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ ანტიკური მისტერიები შეიძლება გამეორდეს. ასე მაგალითად ტავრობოლიუმი მეორდება ოცი წლის შემდეგ. მსხვერპლად შეწირული ხარის სისხლმა თავისი სასიცოცხლო ენერგიით უნდა ისევ აღადგინოს მისტი და დაიცვას ის ყველა ჭირისგან.
   
ეს რიტუალები ზოგჯერ ასრულებენ თერაპიულ როლს, მათი მეშვეობით კურნავენ ყველანაირ ფსიქოსომატურ უწესრიგობებს : ღამის ამ რიტუალების მიერ გაჩენილი ძლიერი ემოცია ავლენს და ანთავისუფლებს ძველ, ადრე დათრგუნულ განცდებს.
 
«ამ რიტუალების მიმდევარები, წერს არისტოტელე ამ სამკურნალო კათარზისული მისტერიების შესახებ, განიცდიან სიხარულთან შერეულ შემსუბუქებას, ნუგეშისცემას».
განსაკუთრებულის ეს განცდა ჩვენ გვაფიქრებინებენ სახელგანთქმუმ « საიდუმლოზე » რომლის მემკვიდრეებადაც თავს აცხადებენ თანამედროვე ინიციაციური საზოგადოებები. რატომ ვიცით ასე ცოტა ამ მისტერიების შესახებ? იმიტომ რომ ისინი ითვლება გამოუთქმელად, იმად რაც ვერ გამოითქმის სიტყვით. ადეპტის წინაშე გამოდიან «საკრალური სიტყვით» ( «ჰიეროს ლოგოს»), მაგრამ აქცენტი კეთდება განცდაზე, გამოცდაზე.
         
ნათესაობა ღმერთებთან:   
«მისტი ხედავს ხორციელი თვალებით, მას სწადია სულით და სჭვრეტს სამშვინველში», წერს კლიმენტ ალექსანდრიელი II საუკუნეში.
 
შთაბეჭდილების მოსახდენად მისტერიებში ენად იყენებენ ალეგორიას და მიმართავენ სიმბოლოებს ვინაიდან ძველთა აზრით « ბუნება ვერ იტანს თავისი სიშიშვლის ჩვენებას». იზისის და ოსირისის მისტერიების დროს პროცესიის მონაწილეებს მიჰქონდათ ნილოსის წყლით სავსე ლარნაკი. ქალღმერთი გაიგივებული იყო ბუნების გამანაყოფიერებელ ძალასთან. ოსირისი კი მცენარეულ აღორძინებასთან.

 პლატონი
ინიციაციაში მონაწილეობა ერთმანეთთან ანათესავებს მონაწილეებს და მეტიც, ისინი ხდებიან ღვთაებათა ნათესავები. მათ ინიციაციურ დემარშში მისტერიების მონაწილეები თავს აიგივებენ ღვთაებებთან. ელევსის მისტერიების მონაწილეები მარხულობენ როგორც ქალიშვილის გარეშე დარჩენილი დემეტრე, იზისის ადეპტები გლოვობენ ოსირისის აქვითინებული მეუღლის მსგავსად, შემდეგ კი დიდად ხარობენ როდესაც იზისი ბოლოს და ბოლოს ისევ პოულობს მას. დიონისეს დაფლეთაც ნაჩვენებია საკრალური ობიექტის, უეჭველად ფალიური გამოსახულების დამსხვრევით. დემეტრეს ქურუმები კი ნებაყოფლობით ისაჭურისებენ თავს ისევე როგორც დასაჭურისებული იყო ღმერთების დედის საყვარელი ატისი.

       
გამოცდები და სულიერი აღორძინება: 
მისტერიებში ინიციაცია მონაწილეთა უმრავლესობას უნდა განეცადა  ღვთაებრივთან შთამბეჭდავი შეხვედრით გამოწვეული რეალური შინაგანი გარდაქმნის განცდა.
  მისტერიები მათი ფორმითაც კი შეგნებულად ახდენენ ადეპტის დესტაბილიზაციას რათა ის შევიდეს სულიერი აღდგენის პროცესში.
 
პლუტარქე ლაპარაკობს ელევსისში განცდილზე როგორც « ხეტიალზე, შემაძრწუნებელ უმიზნო მსვლელობებზე სიბნელეში, შემდეგ, დასასრულამდე კი ყველანაირ შემაძრწუნებელ შიშზე, ცახცახზე, ცივ ოფლზე და შფოთზე და ბოლოს საოცარ სინათლეზე, ხმებზე, ცეკვაზე, საკრალურ საგალობლებზე, ინიციირებული, განდობილი, უმატებს, ის თავისუფალი ხდება და შეიძლება გამოცხადდეს ნეტარი მდგომარეობა, მაკარისმოს, იმათთვის ვინც შუაღამისას ნახეს გაბრწყინებული მზე ».
 
როგორც ამბობს მირჩა ელიადე თავის ნაშრომში « მითები, ზმანებები და მისტერიები » ყველა ჭეშმარიტ მისტერიაში «ჩვენ ვკლავთ ჩვენს პროფანულ, უმეცარ, უკვე ნახმარ არსებობას რათა ჩავერთოთ უმწიკვლო, ღია, დროის მიერ დაუბინძურებელ არსებობაში».
       
აპულეუსი და საგანთა საიდუმლო:    
რომაელი აპულეუსი, II საუკუნის ბრწყინვალე და ღრმად ორიგინალური სული «საგანთა საიდუმლოთა» აღმოსაჩენად ინიციირებული იქნა და მონაწილეობას იღებდა მისი ხანის მისტერიათა უმრავლესობაში. Eეს გამოცდილება გადმოცემულია მის მათვარ თხზულებაში « მეტამორფოზები ანუ ოქროს ვირი ».
 
იქ მაგიით მეტისმეტად გატაცებული ვინმე ლუციუსი გადაიქცა ოქროს ვირად. მრავალი თავგადასვლის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თავისი სახე დაიბრუნა მხოლოდ იზისის სასწაულებრივი ჩარევის შედეგად.
 
აპულეუსი არის ეგვიპტელთა საყვარელი ქალღმერთის მისტერიების ძვირფასი მოწმე:     
«მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს, მე ფეხი დავადგი პროზერპინას (ჯოჯოხეთის ქალღმერთის) ზღურბლს  მე გავიარე ყველა ელემენტი. და დავბრუნდი, უბნელეს ღამეში მე ვნახე მზის უძლიერესი ელვარება მე ვნახე ზეცის და ჯოჯოხეთის ღმერთების პირისპირ დგომა და სულ ახლოდან ვეცი თაყვანი მათ » ( პულეუსი, მეტამორფოზები, XI,23,6-8).

 // გაგრძელება იქნება//

No comments:

Post a Comment