7.06.2011

ანალოგიები, ანალოგიები, ჩესლავ მილოში, "დამონებული გონება"

«... 1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან...…

ანალოგიები, ანალოგიები...…ჩესლავ მილოში, «დამონებული გონება».
ა ჩელავ მილოში
ისევ სახელგანთქმული ლიტველ-პოლონელი მწერლის გახსენება (იმიტომ რომ ის დაიბადა 100 წლის წინ ანუ 1911 წელს ანუ წელს საიუბილეო წელია და არა მარტო მაგიტომ…«...1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან. Kკარგი იქნება გადავიკითხოთ გიბონის წიგნი «რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა», მასში ბევრი ანალოგიაა...

დაშლისა და ხრწნის ატმოსფერო, სექსუალური გადახრები, ნარკოტიკების გავრცელება, რაღაც საყრდენის ამაოდ მაძიებელი აზრის უსახლკარობა, ყალბი გაქრისტიანებები, ფსიქიური ავადმყოფობები, დისონანსებზე დაფუძნებული გიჟური მუსიკა.

   Y
ყველა უბედურია იმიტომ რომ არა სწამთ მათი საქმიანობისა და არა აქვთ მისი მნიშვნელობის განცდა. ქვეყანას ხუთავს მის თავზე შეკიდული უძლურებისა და უაზრობის ღრუბელი.    

რა არის ცალკეული ადამიანის არსებობა? ჭამა-სმა, ფულის შოვნა, ტკბობა, ბავშვების გაჩენა და მერე?ეს განა უნდა გაგრძელდეს? Dდა რატომ უნდა გაგრძელდეს?       კითხვა უკვე თითქმის უდრის ბურჟუაზიის სიძულვილს.
    D

დაე შეიქმნას ახალი ადამიანი რომელიც არ დაემორჩილება მოვლენათა მსვლელობას და, პირიქით, გადააკეთებს სამყაროს, იაზროვნებს მთელი პლანეტის მასშტაბით და მონობიდან განთავისუფლებული თვითონ შექმნის ისტორიულ ფორმაციას.
  M

მხოლოდ ასე მოხდება მისი აბსურდული ფიზიოლოგიური არსებობის გამოსყიდვა. E
ეს ადამიანს უნდა გავაგებინოთ ძალდატანებით და ტანჯვით. რატომ არ უნდა იტანჯებოდეს ადამიანი? დაე იტანჯოს!
   

რატომ არ უნდა იყოს ფუნა და ნეხვი ადამიანი სანამ ის ცუდი და შტერია?
    

ინტელექტუალმა იცის თუ რა არის აზრის ტანჯვა და არ უნდა გავანთავისუფლოთ ამ ტანჯვისაგან ისინი ვინც აქამდე ხორხოცებდნენ, დაქეიფობდნენ, ყვებოდნენ სულელურ ანეგდოტებს...
   
ეს ინტელექტუალი ტკბება ბურჟუაზიის ტანჯვით იმიტომ რომ მას რცხვენია იმის რომ ისიც ცხოვრობდა ასე და ვერ ხედავდა გამოსავალს?...”

No comments:

Post a Comment