4.05.2011

რაინდობა-18: უშიშარი და უმწიკვლო რაინდი ბაიარი


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 26 03, პარასკევი, 3:07-ზე
რაინდი ბაიარი


«არ იმარჯვებს რაოდენობა, ძალა და გამარჯვება მოდის ციდან» 
რაინდი ბაიარის ძეგლი
რატომ ერქვა ბაიარს უშიშar და უმწიკვლო? არსებობდა ის თუ არა ნამდვილად თუ მისი ხატი შეთხზული იქნა მისი მიდევრების და თაყვანისმცემლების მიერ? მას სახელი გაუთქვა მისი სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ დაწერილმა ორმა წიგნმა ( « თავაზიანი ბატონის მხიარული,სასიამოვნო და შვების მომგვრელი ისტორია" დაწერილი მისი ერთგული მსახურის მიერ», « ვაჟკაცი რაინდი ბაიარის ქმედებები და მთელი ცხოვრება»,რომლის ავტორიცაა ლიონელი ექიმი შამპიე). 
პიერ დე ტერაი, ბაიარის ბატონი, დაიბადა 1474 წელს დოფინეში. ის ეკუთვნის 
შორეული გლეხური წარმოშობის ოჯახს რომლის წარჩინებულობაც აღიარებული იქნა 
XIV
საუკუნის დასაწყისიდან. უმცროსი, მისი აღზრდის გასაუმჯობესებლად ის გააგზავნეს ჰერცოგ ფილიპე სავუელთან,შემდეგ ის გადავიდა სხვა ბატონის სახლში. ბაიარი რაინდად 1493 წელს აკურთხა ამ უკანასკნელმა ბატონმა. 
ბაიარი მიემხრო საფრანგეთის მეფე კარლოს VIII- და მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა ფრანგულ სამეფოს როგორ შეიარაღებულ ძალთა კაპიტანი. თავისი ვაჟკაცობით,გამბედაობით,მაგრამ აგრეთვე სიფრთხილითა და სიფხიზლით ის გამოირჩა ყველა იტალიის ომების ყველა ბრძოლის ველზე.   1495 წელს ის ფორნუშია, 15O3 წლის დეკემბერში ის კარილიანოს ხიდთანაა. 
სადაც გაიმართა 13-თა სახელგანთქმული ტურნირი,1509 წელს აგნადელთანაა, 
სადაც სადაც ლუი XII ამარცხებს ვენეციელთა ჯარებს, 1515 წელს მარინიანში, რა თქმა უნდა, სადაც მან რაინდად აკურთხა ფრანსუა პირველი. ის მოკლეს არკებუზით 1524 წლის დეკემბერში როდესაც ის იცავდა საფრანგეთის ჯარის უკანდახევას. 
ის მაშინ იყო 50 წლისა. ის დაიღუპა « ახალგაზრდა, დაუმკვიდრებელი, არც მემამულე და არც დაოჯახებული.  ბაიარი
«თავაზიანი », « ზრდილი» რაინდია, თავაზიანი ვაჟკაცის მნიშვნელობით. 
ის სწირავს თავის საკუთარ სიცოცხლეს, მაგრამ უფრთხილდება მისი ხალხის სიცოცხლეს ; ის არ უკიდებს ცეცხლს ღარიბთა სახლებს ომის თეატრად ქცეულ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა ის ზევიდან უყურებს ქვეით მეომრებს,ამ «მექანიკურ ხალხს», რომელთაც არა აქვთ ღირსება. 
რაინდი ივენი ეხმარება გასაჭირში
 ჩავარდნილ ქალწულს
რაინდები და « უბრალო ხალხი » მუდამ არ სცნობენ ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა, მათ შორის მტრებიც, პატივს მიაგებს ბაიარს. 
ყველაფერი ეს მართალია, მაგრამ შამპიეს თუ ერთგული მსახურის კითხვისას ჩნდება ეჭვი რამე ხომ არ გადაუჭარბებიათ მათ. 
როდესაც ბავშვი ბაიარი სტოვებდა ოჯახურ სახლს დედამ მისცა მას სამი რჩევა : 
ღმერთის სიყვარული და სამსახური, თავაზიანობა და სიამტკბილობა სხვა რაინდებთან,პატიოსნება ყველას მიმართ და ყველასთვის დახმარების გაწევა, 
მოწყალება, და ბოლოს ღარიბების დახმარება. თითქოს პერსევალის დედა არიგებს პერსევალს. 
რაინდი ბაიარი
განა ბრძოლის ველიდან ბრძოლის ველზე, ტურნირებიდან და სამხედრო-სპორტული თამაშებიდან ტურნირებზე და სამხედრო-სპორტულ თამაშებზე სიარული განა რაინდული ხეტიალი და ძიება არაა? მას უყვარს ვაჟკაცობის გამოჩენა და ზოგჯერ ქედმაღალიცაა როდესაც თავისი ჯარების დასაცავად ის ორას ესპანელს უკრძალავს ხიდთან მისვლას. ის ხელში იგდებს, როგორც ამას ძალიან კარგად ამბობს დენის გრუზე, « რაინდული გმირობისა და ხეტიალის მითიურ სივრცეს», მდინარესა და ხიდს. 
და მაშინ როდესაც ის ცამეტის ბრძოლის ვერაგ ესპანელებს ეუბნება რომ « არ იმარჯვებს რაოდენობა, ძალა და გამარჯვება მოდის ციდან» განა ის არაა ახალი იუდა მაკაბეი ვისთვისაც გამარჯვება მოდის ღმერთიდან? 
და რა უნდა ითქვას მისი მეხოტბეების მიერ თეატრალიზებულ მის სიკვდილზე? 
მისი ხალხი მას ფრთხილად გადმოასვენებს ცხენიდან და დაასვენებს ცალკე,მარტო მდგომი ხის, როგორც უფლის ჯვრის ძირში. 
მეფე არტურის მრგვალი მაგიდა
და როდესაც მის მისასალმებლად მოდის მისი მეფის მოღალატე,მტრული ჯარის სარდალი კონეტაბლი დე ბურბონი, ბაიარი, ახალი როლანდი, გმობს ახალი განელონის ღალატს. 
ბაიარი მისი თაყვანისმცემლებისთვის არის ქრისტეს ფიგურა, ახალი როლანდი, 
ახალი ჯვაროსანი. 
არის თუ არა ის ანაქრონული რაინდი, უკანასკნელი წარმომადგენელი გაქრობის პირას მდგომი სამყაროსი, ისე როგორც არტურის სამყარო დაემხო ლანსლოს სიკვდილის შემდეგ? 
ეს არაა სარწმუნო : მარინიანში ორი დღის გააფთრებული ბრძოლების შემდეგ მრავალი რაინდის მიერ ეშმაკის ინკარნაციად მიჩნეული შვეიცარელი ჯარისკაცები ბოლოს და ბოლოს დაამარცხა არტილერიამ და კავალერიის შეტევებმა. 
რაინდი მეფე ფრანსუა პირველი
და მისი კარი
შუა ბრძოლაში ბაიარის მიერ რაინდად ნაკურთხი ფრანსუა პირველი დიდსულოვანია დამარცხებულთა მიმართ: მან შეუშალა ხელი ჯარებს მათ დევნაში,არ დაუშვა მათი გაჟლეტა მათი უკანდახევის დროს, აკრძალა მილანის გაძარცვა 
ანაქრონული ფრანსუა პირველი? იქნებ პირიქით, ისე როგორც სამი საუკუნის წინ რიჩარდ ლომგული ის არის რაინდი მეფის მაგალითი? 
ნამდვილი, ხორციელი, რეალური რაინდი ბაიარი, მაშ, არც იმდენად შორსაა წარმოსახვითი რაინდობისაგან, ლიტერატურული პერსონაჟებისაგან როგორც ეს შეიძლება გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში ეს რაინდული ხატი ახსოვს შთამომავლობას დღემდე. დღეს ეს რაინდული ხატი ახსოვთ.

No comments:

Post a Comment