by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 26 07, ორშაბათი, 2:06-ზე
სუხნას და სუხეილას ჩეჩნები :
1911 წელს ჩეჩნებმა ზერკადან ათიოდე კილომეტრის მოშორებით დააარსეს სხვა სოფელი სუხნა. ეს სოფელი ზერკასთან შედარებით ნაკლებად დაცული იყო. ჩეჩნებს მრავალი შეტაკება მოუხდათ ახლო-მახლო მცხოვრებ ბედუინებთან. მათ და იმახსოვრეს 1919 წელს მომხდარი სახელგანთქმული ბრძოლა. ქალებმა და ბავ- შვებმა თავი შეაფარეს ზერკას მაშინ როდესაც მამაკაცები დარჩნენ და იცავდნენ სოფელს. ქრონიკა ყვება : ისინი იბრძოდნენ დღის მანძილზე,მაგრამ საღამოს ზერკადან მისულმა ჩეჩნებმა ზურგიდან შეუტიეს ბედუინებს რამაც მისცა მათ ომის მოგების საშუალება. დაიღუპა სამი ჩეჩენი და ოთხი არაბი. ამის შემდეგ ოსმან შამს-უდდინმა მომიყვა ზოგი დეტალი : ბიძაჩემი იბრძოდა იქ. თავის მეგობრებთან ერთად მან შემოუარა ბედუინების პოზიციას და დაიკავა სოფელზე გაბატონებული ბორცვის მწვერვალი. სუხნას ჩეჩნებს ზერკას ჩეჩნები ბედუინები ეგონათ და საუწყეს მათ სროლა. ამასობაში სროლა გაიგო ორმა ჩეჩენმა რომლებიც თავის ნახირებს იცავდნენ ბედუინების ერთი ბანაკის ახლოს. ისინი მიხვდნენ რომ დაწყებული იყო ბრძოლა და მიუახლოვდნენ ბედუინების ერთ-ერთ კარავს რომელშიც სამი არაბი იყო. მათ მოკლეს ორი არაბი და დაჭრეს მესამე. ამ დროს ბანაკში მივიდნენ სხვა ბედუინებიც.
« ნუ გეშინიათ ნურაფრის,არ გაინძრეთ! უთხრა მათ დაჭრილმა. მანამდე სანამ ჩემს კარავში იქნებით თქვენ დაცული იქნებით. არც ერთი ბედუინი ხელს არ გახლებთ. ჩვენში ეს წესია...» ჩეჩნები კარვიდან გავიდნენ მხოლოდ მოგვიანებით,დაზავების შემდეგ. ბედუინებმა ისინი საღ-სალამათი მიიყვანეს სუხნამდე. სუხნას აშენებამდე ზერკას ჩეჩნებმა 1906 წელს უკვე შექმნეს მეორე სოფელი სუჰეილა. იმხანად იორდანიის თურქული ადმინისტრაციის ბინა იყო სალტში, 40-ოდე კილომეტრით მოშორებით ზერკადან. ციხე-სიმაგრე სალტი ოდესღაც იყო რგვიპტის სახელგანთქმული მამლუქი სულთანი ბაიბარსის სამყოფელი და 1882 წლამდე ოსმალეთის მთავრობა მას იყენებდა როგორც გარნიზონის ადგილს. აქედან თურქული რაზმები მიდიოდნენ არემარის ბედუინებისაგან გადასახადების ასაკრეფად. ზერკას ხალხი რეგულარულად დადიოდა თურქებთან ჩეჩნების ამბებზე სალაპარაკოდ ისინი ჩერდებოდნენ ხოლმე სალტიდან 15-ოდე კილომეტრით მოშორებულ ტყეში წყაროსთან,ლოცულობდნენ, სადილობდნენ და ცოტა ისვენებდ- ნენ. მათ ძალიან მოსწონდათ ამ ადგილის სიგრილე და სილამაზე და ვინაიდან კავკასიიდან ზერკაში ისევ ჩამოდიოდა ასობით ჩეჩენი მათ თურქულ ადმინისტრაციას სთხოვეს დასახლების და სოფლის აგების ნებართვა. მათ დართეს ნება და მისცეს ახალი მიწები. მაშინ ადგილს დაეუფლა ზერკას 25 ოჯახი რომელთაც მალე შეუერთდა 13 სხვა ოჯახი. მათი ლიდერი ეკუთვნოდა ბენოთა დიდ ჩეჩნურ გვარს. ოსმან შამს-უდდინმა გამაცნო სუჰეილას დამფუძნებელი ბენოს შვილიშვილი საიდ ბენო, რომელმაც დამპატიჟა მასთან და სოფლის მოხუცებთან,რელიგიურ ლიდერებთან და სახმელეთო არმიის გენერალ მოჰამედ ბეშირთან ერთად სასადილოდ. წარჩინებულები,ოსმან შამს-უდდინი, აბდულ-ღანი და გენერალი ისხდნენ დიდ მაგიდასთან,მაშინ როდესაც ახალგაზრდები მოკრძალებულად ისხდნენ კართან უბრალო სკამებზე. სადილამდე ცოტა ადრე შემოვიდა ლამაზი ,ძალიან მაღალი ჭაღარა მოხუცი. ყველა მაშინვე ადგა ფეხზე პატივისცემის გამოსახატავად. ეს იყო სუჰეილას მერი საიდ ბენოს უფროსი ძმა ( მისმა ერთ-ერთმა ძმამ, სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა პენსიაზე გასვლის შემდეგ გროზნოსთან ახლოს იყიდა სახლი პატარა ბაღით სიბერის წყნარად გასატარებლად). ჩვენ ათიოდე ვიყავით მაგიდის ირგვლივ და ვსაუბრობდით კავკასიაზე. დაიწყო ლაპარაკი ამ სახელის წარმოშობაზე და ვახსენეთ ძალიან ძველ არაბულ ტექსტებში ნახსენები მთა კაფი. აბდულ-ღამი ამბობდა რომ ჩეჩნური ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა მსოფლიოში. მისი მტკიცებით ის ძალიან ჰგავს არამეულ ენას. ამის დასადასტურებლად ის წარმოსთქვამდა შუმერების,ბაბილონელების, ხათების,ასურელების თუ ფინიკიელების ისტორიიდან აღებულ ადგილთა თუ პიროვნებათა სახელებს და მათ მნიშვნელობას ხსნიდა ჩეჩნური ენის საფუძველზე... ზერკას ჩეჩნების მსგავსად სუჰეილას ჩეჩნებიც იხსენებენ ერთ დიდ ბრძოლას ბედუინებთან რომელიც მოხდა მათი ცასვლიდან ერთი წლის შემდეგ.

აი როგორ გაიხსენეს ეს ბრძოლა იმ საღამოს : სუჰეილას ბედუინები თავს დაესხნენ1907 წლის 3 მაისს,პარასკევს. ბრძოლები მიმდინარეობდა სოფლის ქუჩებშიც. ჩეჩნებს თავის დასაცავად ჰქონდათ სულ ხუთი თოფი,მაგრამ მათ მოახერხეს ბედუინების მოგერიება და,მეტიც, ბედუინების ბელადის მოკვლა. ამ ბრძოლიდან ცოტა ხნის შემდეგ აბადთა ტომის ბედუინმა შეთხზა სიმღერა რომელიც აღწერს იმ დღის მოვლენებს. იმ დროს ბედუინებს ჩეჩნების მსგავსად არ ჰქონიათ დამწერლობა და ისინი კავკასიელების მსგავსად მნიშვნელოვან მოვლენებს იხსომებდნენ პოემების შეთხზვით და იმპროვიზაციით. ამ პოემებს ისინი გალობდნენ საღამოობით ან ღამისთევათა დროს და ასე გადასცემდნენ ისტორიას თაობიდან თაობაში. ამ ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ბედუინები ხოტბას ასხავენ ჩეჩნების გმირობას...
(გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment