4.09.2011

ქრისტიანობა დემოკრატიულად-3: რა ადგილი აქვს ბიბლიას ქრისტიანობაში?

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 01 04, ხუთშაბათი, 13:10-ზე

აღდგომა აძლევს აზრსა და მნიშვნელობას მთელ ბიბლიას.

 რა ადგილი აქვს ბიბლიას ქრისტიანობაში?
ხშირად ლაპარაკობენ «წიგნის სამ რელიგიაზე». ესაა დავიწყება იმისა რომ ბევრ სხვა რელიგიასაც აქვს წიგნები. და ყველაზე მეტად კი იმის დავიწყებაა რომ წიგნის სტატუსი სულაც არაა ერთი და იგივე ამ სამ რელიგიაში.
ქრისტიანობაში ბიბლიას უკავია სრულიად გამორჩეული ადგილი. 

ჩვენ ვართ თემის რელიგია :
იმთავითვე უნდა აღინიშნოს რომ ქრისტეს არ დაუწერია არაფერი: მან წიგნი კი არა თემი, მართალია პატარა,მაგრამ უნივერსალური, საყოველთაო მოწოდების თემი დასტოვა. ქრისტემ დატოვა არა ინიციირებულთა, განდობილთა სექტა არამედ მთელი 
griunevaldi, aRdgoma
კაცობრიობისთვის კარგი, სასიხარულო სიახლის საუწყებლად გაგზავნილი ადამიანები.ეს არსებითია იმიტომ რომ ჩვენ ვართ არა იმდენად წიგნის რამდენადაც თემის რელიგია. სწორედ ეს თემია სიტყვის მატარებელი. ქრისტეს წასვლიდან 30-ოდე წლის გასვლის შემდეგ დაიწყეს მათი მოგონებებისათვის სიმყარისა და სიმდგრადის მისაცემად სახარებების წერა მორწმუნეებმა რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ ქრებოდნენ მოციქულები, პირველი მოწმეები. პირველი, მაშ, თემია, სწორედ ის გვაძლევს წიგნს. და ეს გრძელდება : როგორ გვეცოდინებოდა სახარებები ქრისტიანთა სხვადასხვა თემს თაობიდან თაობაში რომ არ გადაეცა ისინი? მაგრამ არც ესაა ყველაფერი : სწორედ თემი სწყვეტს თუ რომელია კანონიკური ნაწერები და რომელია აპოკრიფები ქრისტეს შესახებ ნაწერებს შორის. პირველი ალიანსის შემთხვევაში 70 წლისთვის და ებრაელი ერის ნგრევის შემდეგ კანონის დოქტორები შეიკრიბნენ ჟამნიაში (თელ ავივის სამხრეთით) და დაადგინეს სია. ქრისტიანებმა ის მიიღეს, მაგრამ დაუმატეს ბიბლიის ბერძნული თარგმანიდან მოსული წიგნები. ახალმა აღთქმამ საბოლოო სახე მიიღო IV საუკუნის ბოლოს. მაგრამ იმისათვის რომ ეკლესიას (კათოლიკურს) ის ოფიციალურად ეღიარებინა საჭირო გახდა ტრანტის (ტრიდენტის) კრების (XVI .) ლოდინი. მნიშვნელოვანი ისაა რომ მიიღეს წიგნები ეომლებსაც სხვადასხვა ეკლესიები იყენებდნენ სპონტანურად. კიდევ ერთხელ კანონმდებელია მორწმუნეთა თემი. 

ნაკარნახევი კი არა, შთაგონებული წიგნები :
თემებმა მათი რწმენა ამოიცნეს ამ წიგნებში და მათ «შთაგონებული წიგნები» უწოდეს რაც ნიშნავს იმას რომ ამ წიგნების ავტორები ღვთაებრივი გავლენით იყვნენ შთაგონებულნი. სახარებები შთაგონებული იყო და არა ნაკარნახევი. ადამიანი ავტორები ნამდვილი ავტორები იყვნენ, ისინი სულით იყვნენ შთაგონებულნი და ისინი წერდნენ თავისი ტემპერამენტით, მათ კულტურაში, ენებზე რომლებზეც ლაპარაკობდნენ იქ სადაც იყვნენ,მათი თემების საჭიროებათა შესაბამისად. მაშ ესაა დროში და სივრცეში არსებული წიგნები. ღმერთის წყალობით ჩვენ არ გვაქვს წმინდა ენა. ჩვენ მხოლოდ ბერძნულად ვიცით იესოს მიერ არამეულად წარმოთქმული სიტყვები და ისინი გვესმის ჩვენს ლოკალურ ენებზე. მეტიც, ჩვენ გვაქვს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ოთხი სახარება. განსაკუთრებით გამოირჩევა წმინდა იოანეს სახარება. ესაა ნამდვილად იესო ქრისტეს სახარებები, მაგრამ შესაბამისად იმისა თუ როგორ ხედავენ მას მათე თუ მარკოზი...ყოველი მახარებელი წარმოადგენს ამოუწურავი პოტენციის მქონე ერთი სახარებისეული უწყების განსაკუთრებულ ასპექტებს. მოკლედ, ჩვენი ნაწერები, პირველი ალიანსის ნაწერების ჩათვლით, გარკვეულად უკვე წარმოადგენენ ინტერპრეტაციასრაც გვაძლებს ჩვენც კულტურათა და დღევანდელ პრობლემათა შესაბამისად მათი ინტერპრეტაციის უფლებას. ერთი პირობით: ყოველი ინტერპრეტაცია უნდა შეესაბამებოდეს თემის რწმენას, თუნდაც ეს რწმენა ახალ ნიუანსებს იძენდეს ამ ინტერპრეტაციათა შუქზე. 

ყველაფერი ადამიანისაგანაა, ყველაფერი ღმერთისგანაა :
წმინდა წერილის სწორად ინტერპრეტაციისთვის უპირველეს ყოვლისა უნდა გავი-
გოთ ჩვენთვის საინტერესო პასაჟის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობა, ესე იგი გავიგოთ თუ რისი თქმა უნდა ჩვენთვის ტექსტს. მაგრამ რადგანაც ჩვენ აღარა ვართ არც იმ კულტურაში და არც იმ მენტალურ კატეგორიებში საჭიროა ისტორიაში, ლინგვისტიკაში და მეცნიერების სხვა დარგებში დღეს ხმარებული მეთოდების გამოყენება. ბიბლიის ერთი ფრაზის გამოცალკევება და მისი განხილვა მისი უშუალო აზრის შესაბამისად (უშუალო აზრი არ უნდა გავაიგივოთ სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობასთან) ფუნდამენტალიზმია და არ გამოხატავს ტექსტის ჭეშმარიტებას. ლაპარაკია ადამიანის ენაზე და ამიტომ წმინდა ტექსტი უნდა დაექვემდებაროს კრიტიკას რაც გულისხმობს მთელ ენას, და ეს არა მისი მნიშვნელობის დასამცირებლად, არამედ მისი მომსახურებისთვის. 
წმინდა ტექსტი, დიახ, მაგრამ ალიანსის ლოღიკის ნაყოფი ; ყველაფერი ადამიანისგანაა და ყველაფერი ღმერთისგანაა. ვატიკანის II კრება დადგენილებაში ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ გაბედულად ლაპარაკობს წმინდა წერილის და განკაცების მსგავსებაზე (III,13). ორრივე შემთხვევაში ლაპარაკია ღმერთის სიტყვაზე ადამიანის სიტყვაში.
აღსანიშნავია რომ ეკლესია მუდამ ეწეოდა ინტერპრეტაციას, თუმცა ანალიზის ინსტრუმენტები განუწყვეტლად იხვეწებოდა : წმინდა წერილი თავის თავს უკეთებს კომენტარს და ახდენს საკუთარი თავის ინტერპრეტაციას. ჩვენს ხელთ არსებული პირველი ალიანსის ტექსტი არის საუკუნეთა მანძილზე ახალი ვითარებების საჭიროებების შესაბამისი ინტერპრეტაციების კრებული. ახალი აღთქმის შემთხვევაში საკმარისია შევხედოთ იმას თუ როგორ განმარტავს პავლე კლდიდან მჩქეფარე წყალს : «და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს,ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან,რომელიც თან მიჰყვებოდა მათ;ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე» ( ძვლი აღთქმის გადასახლების ინტერპრეტაცია მოციქული პავლეს მიერ (1 კორინთელთა მიმართ 10,4). იგივე ითქმის მოციქული პავლეს მიერ სარას და აგარის პერსონაჟების ინტერპრეტაციაზე : « ვინაიდან დაწერილია რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მოახლისაგან და მეორე თავისუფალი (დედაკაცისაგან). მაგრამ რომელიც მოახლისაგან,ის ხორციელად შობილი იყო,რომელიც თავისუფალი-აღთქმის მიხედვით. ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან,მონობისათვის შობილი,რომელიც არის აგარი. ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და თანამედროვე იერუსალიმს შეესაბამება,ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად. ხოლო ზემოთა იერუსალიმი თავისუფალია: ის ყველა ჩვენგანის დედაა. ვინაიდან დაწერილია: იხარებდე,უნაყოფო, რომელიც არა ჰშობ; დასძახე და დაჰკივლე,რომელსაც მშობიარობის ტკივილები არ განგიცდია,იმიტომ რომ მიტოვებულს მეტი შვილები ჰყავს,ვიდრე ქმრიანს. და ჩვენ,ძმებო,ისააკის მიხედვით აღთქმის შვილები ვართ. და როგორც მაშინ ხორციელად შობილი სდევნიდა სულით შობილს,ისევეა ახლაც. მაგრამ წერილი რას ამბობს?-განდევნე მოახლე და მისი ძე,ვინაიდან მოახლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფალი (დედაკაცის) ძესთან ერთად. ამრიგად,ძმებო,ჩვენ მოახლის შვილები კი არა ვართ,არამედ თავისუფალი (დედაკაცის) » ( მოციქულ პავლეს წერილი გალატელთა მიმართ 4 22-31). 
იგივე ითქმის მახარებლების მიერ მოყვანილ ციტატებზე. ავიღოთ მაგალითად მათეს მიერ მოყვანილი ძველი აღთქმის ციტატები : ახალ კონტექსტში განმეორებულნი ისინი ორიგინალისაგან სრულიად განსხვავებულ რამეს ნიშნავენ: ამაში დასარწმუნებლად საკმარისია წავიკითხოთ მეორე თავი (მოგვების ვიზიტი და ეგვიპტეში ლტოლვა).
მოგვიანებით ეკლესიის მამები ხშირად თავისუფლდებიან ტექსტების სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობისაგან მათთვის ზოგჯერ ხელოვნურობასთან ახლო «სულიერი მნიშვნელობის» მისანიჭებლად.

ღმერთის სიტყვა თვითონ ქრისტეა :
ყველაფერი ეს იმის სათქმელად რომ ჩვენი დამოკიდებულება წიგნთან სრულიად ორიგინალურია. მართალია რომ ებრაელები უყოყმანოდ მიმართავენ ინტერპრეტაციას. მაგრამ თალმუდი უწინარეს ყოვლისა შინაგანი ინტერპრეტაციაა.სხვათა შორის უაღრესად გემრიელი და გონივრული ინტერპრეტაცია. ის იშვიათად მიმართავს კვლევის «პროფანულ» მეთოდებს. ჩვენ კიდევ ერთხელ არა ვართ « წიგნის რელიგია», ჩვენ ვართ წიგნების მქონე, წიგნების დამწერი რელიგია. წიგნებისა რომლებიც გამოხატავენ თემის რწმენას და რომლებიც ამდენად წარმოადგენენ მის უმაღლეს კრიტერიუმს. გასაგებია რომ წმინდა წიგნის ინტერპრეტაცია რთულია. ამას გარდა ბევრი ცდილობს ბიბლიის წაკითხვას ახსნის გარეშე და ისინი შეიძლება დარჩნენ ინერტულები, შეიძლება მოიწყინონ კიდეც ზოგი წიგნის კითხვისას.  კათოლიკური ეკლესიის შემთხვევაში მისი რწმენის დამფუძნებელ ტექსტებს ხსნის, განმარტავს, აქტუალობას ანიჭებს საეკლესიო თემი. ღწმენა ჩვენს ტექსტებს უყურებს როგორც მაჩვენებელ სვეტებს. წმინდა წერილით მუდამ ვუსმენთ და ვუყურებთ ქრისტეს. მე მუდამ ცოტა ვნერვიულობ როდესაც წირვის დროს სახარების კითხვის შემდეგ წარმოვადგენ წიგნს და ვამბობ : «სიხარულით მივესალმოთ ღმერთის სიტყვას» ვინაიდან ღმერთის სიტყვა არის თვითონ ქრისტე და თემი კარგადააა შთაგონებული როდესაც პასუხობს : «დიდება შენ უფალო იესო». 
იმის თქმის შემდეგ რომ ქრისტიანობა თემის რელიგიაა უნდა დავამატოთ რომ ის არის პიროვნების,პერსონის რელიგია : სწორედ ქრისტე აქცევს თემს ერთ სხეულად,თავის საკუთარ სხეულად.

წმინდა წერილი რწმენის ეტალონი :
ბიბლია მაინც ასრულებს უმთავრეს როლს და სერიოზულად უნდა გავუწიოთ ანგარიში იმ ფაქტს რომ ბიბლია « შთაგონებულია». ის რწმენის მცველი და ეტალონია, მეტიც, ის რწმენის საკვებია. ისაა ღმერთის მუდამ ახლებურად გაგების უშრეტი წყარო და მასთან შეხვედრის გზამკვლევი. მიუხედავად ამისა ის რჩება დალუქული, დაბეჭდილი წიგნი და მხოლოდ ქრისტეს, მის აღდგომაში,
«
მსხვერპლედ მიტანილ კრავს» ძალუძს მისი შვიდი ბეჭდის მოხსნა (იხ. აპოკალიფსი 5, 1-10). ვთარგმნოთ : ორი აღთქმა გველაპარაკება მხოლოდ ქრისტეზე, ესე იგი ღვთაებრივის და ადამიანურის საწყისიდანვე ჩასახულ და დროთა განსრულებამდე არსებულ კავშირზე.

rembrandti, qriste
kurnavs avadmyofebs

წმინდა წიგნი გველაპარაკება ღმერთზე და ადამიანზე და სწორედ ამიტომ, რათა მას მიეღო დასრულებული სახე საუკუნეთა მანძილზე საჭირო გახდა ავტორთა სიმრავლე. აღდგომა აძლევს აზრს და მნიშვნელობას მთელ ბიბლიას, ამსხვრევს მის ყველა ბეჭედს. სწორედ ამიტომაა აღდგომა ერთდროულად მთავარი გამოცდა რწმენის წყარო. გასაკვირი არაა რომ ევქარისტია, რწმენის ცენტრალური საიდუმლო და აღდგომის გახსენება იწყება წმინდა წერილის კითხვით. შეიძლებოდა გვეფიქრა რომ «კურთხევები» რაღაცას უმატებენ ბიბლიურ რწმენას. არადა ზეიმის გულია გახსენება ქრისტეს მიერ მისი უკანასკნელი სერობის დროს წარმოთქმული სიტყვებისა. ასე აღწევს წმინდა წერილი ჩვენს ცხოვრებაში. მორწმუნენი იკვებებიან ქრისტეთი და ჩვენ ვიღებთ ჩვენი ცრემლების სიმწარითა და ღმერთის სიტკბოთი სავსე წიგნს.

სიმართლე, მართლმსაჯულება ანთავისუფლებს : 
დოგმების უკან, წმინდა წერილი. ის რასაც ვუწოდებთ დოგმებს არის საეკლესიო თემის მიერ მიღებული ინტერპრეტაციები,მაგრამ წმინდა წერილი მუდამ იგულისხმება. დოგმები ხშირად უფრო მნიშვნელოვანები არიან იმით რასაც უარყოფენ ვიდრე იმით რასაც აცხადებენ. ასე მაგალითად ქალკიდონის კრებამ 451 წელს მიიღეს სიტყვა «პერსონა» რითაც უნდა აღენიშნათ მამა,ძე და სული. ამით მათ უპირველეს ყოვლისა უარყვეს იდეა რომლის თანახმადაც მამა,ძე და სული შეიძლება იყვნენ ერთი და იგივე ღვთაებრივი პერსონის სამი გარეგნობა, სამი «კეპკა», რომლებსაც ღმერთი ზედიზედ იხურავს რათა გაგვიწიოს დახმარება. ეს იქნებოდა დასასრული რწმენისა რომ ღმერთი არის ურთიერთობები და ერთგულება ახალი აღთქმისადმი. ჩვენ ვამბობთ სიტყვას « პერსონები»,მაგრამ ეს სიტყვა არაა მოკლებული ორაზროვნებას. წმინდა ავგუსტინე არ ყოფილა ენთუზიასტი. ის წერდა :
«
იმ პირობით თუ მათ მივიღებთ ერთგვარი უზუსტობით. ჩვენ ვკმაყოფილდებით ამ გამოთქმებით ( იპოსტასები, პერსონები) რათა შეგვეძლოს რაიმე პასუხის გაცემა კითხვაზე « სამი რა?» ( De Trinitate 7,4-6).

ფუნდამენტალიზმი :
უარყოფს რომ ღმერთის მიერ შთაგონებული სიტყვა გამოხატული იყო ადამიანური ენით. ის ცდილობს ტექსტის განმარტებას ისე თითქოს ტექსტი სიტყვასიტყვით ნაკარნახევი იყოს სულის მიერ.

ინკარნაცია, განკაცება :
აქტი რომლითაც ღმერთმა იესო ქრისტეში შეისხა მოკვდავი და ტანჯვის განმცდელი ადამიანის ხორცის მსგავსი ხორცი.


No comments:

Post a Comment