by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 21 07, ოთხშაბათი, 23:45-ზე
აჯანყებათა უწყვეტი ჯაჭვი შამილის დანებებიდან დღემდე :
1877-1878 წლებში ჩეჩნეთის და დაღესტანი აჯანყებათა შემდეგ ყველა სექტა ჩაითვალა საბოლოოდ მავნებლად და ძირგამომთხრელად. კაზაკების მიერ მოწყობილი რეპრესიები იმდენად საშინელი იყო რომ ამან მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში გამოიწვია ახალი აჯანყებები : 1898 წელს ჩეჩნეთში,1902 და 1905 წლებში ოსეთში და 1906 წელს ინგუშეთში.
ყველა ეს აჯანყება ზედიზედ ჩაახშეს. მაგრამ ყველა უსასტიკესმა სასჯელმა,დაუნდობლობამ მოსახლეობათა მიმართ,მაჰმადიან რელიგიურ ლიდერთა და სუფიური მოძრაობების წევრების გაციმბირებამ ვერ შეაჩერა დაღესტანში ნაყშბანდის სუფიზმის და ჩეჩნეთში და ინგუშეთში ქადირიას სუფიზმის გაძლიერება.
მათი ზოგი ბელადი სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ რაზმებს და თავს ესხმოდა რუსებს და თერგის გასწვრივ დამკვიდრებულ კაზაკებს
რუსების მიერ ჩეჩნების ტერიტორიის დაპყრობის დაწყებისთანავე გაჩნდა მრავალი ღირსების «ბანდიტი» რომელთაც დიდ პატივს სცემდნენ ადგილობრივი მკვიდრნი. ისინი პერიოდულად ესხმოდნენ თავს და იწვევდნენ რუსებს. მაგალითად ვახსენოთ ჩეჩენი დენის არსენოვი სოფელი კენ-იურტიდან ან კიდევ ზელიმხანი რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში.
ახალგაზრდა ზელიმხანი ძალით გაიწვიეს რუსეთის ჯარში. მან ვერ აიტანა დამცირებები როგორც იმ დროს ოფიცრები ამცირებდნენ რიგით ჯარისკაცებს. მაგალითად მათ შეეძლოთ სახეში შეეფურთხებინათ ჯარისკაცისთვის თუ კი ჩათვლიდნენ რომ მას ჩექმები არ ჰქონდა კარგად გაწმენდილი.
ზელიმხანს შეეზიზღა რუსეთის ჯარი და მან თავშესაფარი ნახა ჩეჩნეთის მთებში. და მან იქ შექმნა რაზმი რომელიც ორ-სამ თვეში ერთხელ მოულოდნელად ჩნდებოდა ქალაქში ბანკების და მდიდარი კომერსანტების გასაძარცვავად. ზოგჯერ ის ჩნდებოდა ვლადიკავკაზის დასავლეთით მდებარე ქალაქებშიც კი. ის შევარდნის სისწრაფით მოქმედებდა და ამიტომ მის გამოჩენებს უძახოდნენ «ზელიმხანის გადაფრენას».
ხალხი მას პატივს სცემდა იმიტომ რომ ის ცნობილი იყო თავისი უანგარობით. ყოველი რეიდის შემდეგ ის ნადავლს ურიგებდა გლეხებს და თავისთვის და თავისი ხალხისთვის ის იტოვებდა მხოლოდ ნადავლის მცირე ნაწილს.
თავზარდამცემ ზელიმხანს რუსეთის არმია 18 წლის მანძილზე,1917 წლამდე დასდევდა და ვერ იჭერდა დაღესტანისა და ჩეჩნეთის მთებში.
ლეგენდად ქცეული ზელიმხანი იყო ყველგან და არსად.
შთამბეჭდავია მის გმირობათა სია,განსაკუთრებით მისი სიცოცხლის ბოლო წლებში:
-1910 წლის დასაწყისში მან გაიტაცა ცხვრების დიდი მეპატრონე მესიაცევი და მის გასანთავისუფლებლად გამოსასყიდად მოითხოვა 18 000 რუბლი;
1910 წლის 20 მარტს ის დღისით-მზისით თავს დაესხა ყიზლარის ხაზინას;
1910 წლის 20 სექტემბერს ზელიმხანი უსანის ხეობაში თავს დაესხა თავადი ანდრონიკოვის ნაწილს. თავადი და მრავალი მისი კაზაკი დაიღუპნენ;
რამოდენიმე თვის შემდეგ ზელიმხანი თავისი რაზმით თავს დაესხა ნალჩიკის ხაზინას;
1911 წლის 15 სექტემბერს ბოტლიხთან,თერგის პროვინციისა და დაღესტანის საზღვართან,კერკეტში,სადაც გზა გადის კლდის ძირში ჩასაფრებულმა ზელიმხანმა ბრძოლაში მოკლა ორი დიდმოხელე,სამი მეეტლე,ერთი ოფიცერი და მისი თანმხლები ჯარისკაცები.
ბოლოს და ბოლოს, 1917 წელს ზელიმხანი გახდა ღალატის მსხვერპლი. რუსებმა მის დასაჭერად გაიღეს 2500 რუბლი. ეს იყო 1917-1918 წლის ზამთარში. ზელიმხანი იმალებოდა გროზნოსთან ახლოს არსებულ ფერმაში. ავადმყოფი, ციებ-ცხელებით შეპყრობილი ზელიმხანი თავის კარგ ნაცნობ გლეხთან იმალებოდა. ზელიმხანს რომ ჩაეძინა გლეხმა გააფრთხილა რუსები. ჯარისკაცებმა მაშინ ალყაში მოაქციეს სახლი და მოკლეს ზელიმხანი. შემდეგ მათ მიიტანეს ზელიმხანის გვამი მდინარის ნაპირთან და დაიწყეს მისი დასახიჩრება. მაგრამ ჩეჩნები დაემუქრნენ სალდათებს და სალდათებმაც ფაუბრუნებს ჩეჩნებს მათი ეროვნული გმირის სხეული. ზელიმხანი ღირსეულად და პატივით დაკრძალეს.
ორი წლის შემდეგ ზელიმხანის 13 წლის ვაჟიშვილმა მოკლა გამცემი და ასე იძია შური მამის გამო. ბავშვი გაიქცა ჩეჩნეთის მთებში და გახდა მარტოსული «ბანდიტი»,მან ყველაფერი მიატოვა რათა ებრძოლა რუსებთან ისე როგორც იბრძოდნენ მამამისი,პაპამისი და მისი ორი ბიძა.
ის დაიღუპა საკმაოდ ახალგაზრდა და მარტვილია ჩეჩნების თვალში
(გაგრძელება იქნება).
ზელიმხან ხარაჩოევი |
აბრაგი ხასუსას მფარველი მთები |
No comments:
Post a Comment