ს გადატვირთული კადრები,გადაქანცული დედები,წალეკილი მუშა-მოსამსახურეები, ნერვიული კრიზისის ზღვარზე მყოფი ექიმები...შრომის პირობების გაუმჯობესების ეროვნული სააგენტოს ცნობით ფრანგთა 40 პროცესის თქმით მათ სტანჯავს სტრესი.
სტრესი, burn-out, როგორ განვთავისუფლდეთ?
გადატვირთული კადრები,გადაქანცული დედები,წალეკილი მუშა-მოსამსახურეები, ნერვიული კრიზისის ზღვარზე მყოფი ექიმები...შრომის პირობების გაუმჯობესების ეროვნული სააგენტოს ცნობით ფრანგთა 40 პროცესის თქმით მათ სტანჯავს სტრესი.
მათი 50 პროცენტისთვის სტრესის უმთავრესი წყაროა სამუშაო.
დიდი ხნის მანძილზე უმნიშვნელო რამედ მიჩნეული სტრესი ამიერიდან მიჩნეულია სერიოზულ რისკად.
რამოდენიმე ათწლეულის წინ გაჩენილი ცნება burn out აღნიშნავს დეპრესიასთან ახლოს იმ ავბედით წერტილს და მდგომარეობას რომლიდანაც მოყოლებული სამუშაოზე მიღებული სტრესი აუძლურებს,სიტყვა-სიტყვით აცარიელებს შიგნიდან პიროვნებას.
2100 ფრანგი მოსამსახურის ბოლოდროინდელი გამოკვლევის თანახმად ისინი სტრესის უმთავრეს მიზეზად ასახელებენ სამსახურებრივ დატვირთვას. მაგრამ მიზეზების დადგენის შემდეგ აუცილებელია პროფილაქტიკა.
იქნებუნდა მოსამსახურემ თვითონ მისი სტრესის მორევა ? პრიორიტეტის შრომის დაუყოვნებელი ნაყოფიერება და საწარმოები თვითონ მოსამსახურეს აკისრებენ სტრესის გამკლავებას. ზოგჯერ ამბობენ რომ თვითონ მუშისა და მოსამსახურის ბრალია მისი ცუდად ყოფნა. როდისაა საჭირო გაჩერება ? იქნებ სტრესი კოზირია ? როგორ უნდა მოვიშოროთ თავიდან სტრესი როდესაც ის დამკვიდრდა ?
თანამედროვე მსოფლიოს ჭირი სტრესი:
სამუშაო დღეების 50-60% დაკარგულია სამუშაოზე სტრესის გამო სამუშაოს გაცდენის გარდა დასტრესილი თუ ავადმყოფი ადამიანის შრომა მოსამსახურეებს აკარგვინებს პროდუქტიოლობის,შრომის ნაყოფიერების 33%-ს.
ამბობენ რომ საფრანგეთში ყოველწლიურად 60 თვითმკვლელობის მიზეზია სტრესი. 2003 წელს ზემო ნორმანდიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა რომ თვითმკვლელობების რაოდენობა ყოველწლიურად 300-400-ს შეიძლება აღწევდეს.
ინფარქტთა 33%-ს მიზეზია სტრესი. კარდიოლოგიის ფრანგული ფედერაციის თანახმად ესაა რისკის მე-3 ფაქტორი ქოლესტეროლის და თამბაქოს შემდეგ.
ინფარქტის საშიშროება გაათმაგებულია პროფესიული დაუძლურების //burn-out // შემთხვევაში და 15-ჯერ იზრდება გაჯავრების შემთხვევაში.
ფრანგთა 43%-ის თქმით მათ აწუხებთ ყოველდღიური ხმაური.
39% თვლის რომ ის არის სტრესის მიზეზი. და 44%-ის თქმით ის საშიშია მათი ჯანმრთელობისთვის. ხმაურის 80%-ის მიზეზია ტრანსპორტი.
21% : საფრანგეთი რეკორდსმენია დეპრესიული ეპიზოდების განმცდელი პიროვნებების რაოდენობით. ის წინ უსწრებს აშშ-ს //19,20%// და ჰოლანდიას // 17,90%//. არა და სამი ფრანგიდან ერთი თავს ძალიან ბედნიერად აცხადებს.
2009 წლის ივნისში გამოკითხულ სტუდენტთა 35,4 %-ის თქმით მათ უჭირთ სტრესის გამკლავება.
მათი 11,2% უარყოფითად უყურებს მომავალს.
ევროპელ მუშა-მოსამსახურეთა 28%-ს ანუ 56 მილიონ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს მათი მენტალური ჯანმრთელობისთვის საშიში სულ მცირე ერთი ფაქტორი.
სახელმწიფო საავადმყოფოთა დამხმარე პერსონალის //მომვლელები,ექთნები// 71% თვლის რომ მათი სამუშაო მავნეა მათი ჯანმრთელობისთვის. 3 პროცენტი იცვლის სამუშაოს.
ექიმების 86 პროცენტის თქმით მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება. და 17 პროცენტი ამაზე ფიქრობს სულ მცირე თვეში ერთხელ.
No comments:
Post a Comment