11.23.2011

ეზოტერიკოსი მარსელ პრუსტი?

მარსელ პრუსტი  
     
"დაკარგული დროის ძიებაში,ერთი თხზულების პროფილი", პარიზი, 1981.
ფრაგმენტები
«ბედნიერება მხსნელია სხეულისათვის, მაგრამ სულიერ ძალებს ავითარებს დაღონება, ნაღველი»;
«დაღონება, ნაღველი ბოლოს და ბოლოს კლავს» (ორივე გამოთქმა ეკუთვნის მარსელ პრუსტის)

ეზოტერიკოსი მარსელ პრუსტი?

«ჩვენის აზრით არსებობს მარსელ პრუსტის რომანი «დაკარგული დროს ძიებაში»-ს ერთი განსაკუთრებული, საუნივერსიტეტო კრიტიკის მიერ მეტისმეტად ხშირად უარყოფილი
ან უგულვებელყოფილი განზომილება. ეს განზომილება იკვეთება, თვალსაჩინო ხდება ამ რომანის როგორც სრულყოფილი ინიციაციური რომანის კითხვისას. 1964 წლიდან ეს აზრი გამოთქვა ლეონ გელიემ თავის წერილში "ინიციაციური რომანი საფრანგეთში რომანტიზმის ხანაში //Léon Gellier;"Le roman initiatique en Frqnce au temps du romantisme"

« Revue d'histoire littéraire de la France"-ს 1971 წლის სექტემბერ-დეკემბრის ნომერში Pierre  Albouy-მ შეისწავლა « დაკარგული დროის ძიებაში»-ს ზოგი მითიური ხატი და სტრუქტურა. მოყვანილი მაგალითები დამარწმუნებელია. მთელი რომანის მანძილზე მთხრობელის წარმოსახვას კვებავს მითოლოგია, ლაპარაკი იქნება დრიადებზე, ხეების ღვთაებებზე, ბულონის ტყეში თუ ნიმფებზე და ოპერას «  მღვიმეების ღვთაებებზე »,და ეს თუ კი არ ვილაპარაკებთ ალბერტინაზე, რომელიც წარმოდგენილია ხვედრის ფიგურად,ქალღმერთ ფორტუნად იმიტომ რომ ის დადის...ველოსიპედით.
ალბერტინა «ველოსიპედისტი ბაკხანტი...გოლფის ორგიასტული მუზა. შეუძლებელია პიერ ალბუის მიერ გაკეთებული ამ ტიპის შენიშვნების აქ განმეორება. უფრო სასარგებლოა მისი ძვირფასი წერილის წაკითხვა.

ისი აზრით უკანა პლანზე არის « ძიების » «ორფიკული» სტრუქტურა.სე უწოდებენ ერთმანეთის საწინააღმდეგო ორ ნაწილად გაყოფილი სამყაროს წყობას. ისე როგორც,მაგალითად, დედამიწა დაყოფილია საკუთრივ მიწიერ და
« ჯოჯოხეთისად» წოდებულ სამყაროებად. ზოგ გმირს, მაგალითად ორფეოსს,საიდანაცაა ცნება ორფიკული,მაგრამ აგრეთვე ენეოსს ვირგილიუსთან, ტელემაქეს ჰომეროსთან, ჰქონდათ ჯოჯოხეთში ჩასვლის და ჩრდილების სამყაროსთან დაახლოების შემდეგ უკან დაბრუნების პრივილეგია. ძიება»-ში ეს დაშვება ჯოჯოხეთში მრავალჯერ მეორდება სიმბოლურად.
«სვან»-ში, მაგალითად, როდესაც სვანი ისევ მოისმენს ვინტეილ-ის სონატას რაც დაკავშირებულია მის მიერ ოდეტტას სიყვარულთან, ის ღამით განიცდის მომენტს როდესაც ორფეოსის მსგავსად ის თავის შეყვარებულის სანახავად ეშვება არა ჯოჯოხეთში, არამედ პარიზის ბულვარების წყვდიადში... უნდა ვილაპარაკოთ აგრეთვე მთხრობელის გარეგნულად ბანალურ ზმანებებზე, ძილებზე,
განცდებზე რომლებიც ფაქტიურად შეესაბამება მითოლოგიური გმირების მოგზაურობებს

ამის გაგებაში ჩვენ ხელს უეჭველად გვიშლის ჩვენი ხანის უკულტურობა.

რა არის ინიციაციური ნაწარმოები?

მაგრამ აქაა კიდევ უფრო საოცარი რამ: ჩვენი საწყისი განცხადება რომლის თანახმადაც
«ძიება» უნდა იყოს ინიციაციური ტიპის რომანი. ოდნავ დაინტერესებულ და რაღაც ძიებებისათვის მზა ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ინიციაციური რომანის ლიტერატურული ცნების გაგება...

რა არის, მაშ,ინიციაციური რომანი? ესაა ნაწარმოები რომელშიც გმირი განიცდის მრავალ განსაცდელსა და ტანჯვას,ზოგჯერ ვარდება სასიკვდილო საფრთხეში, შეაღწევს ყოველდღიური ცხოვრებისაგან განსხვავებულ სამყაროში
(ბრძოლათა, გმირობათა, სიკვდილის სამყარო) და თავისი თავგადასავლებიდან, თავისი ძიებიდან ბრუნდება სრულიად გარდაქმნილი, ერთი სიტყვით განდობილი, ინიციირებული, სიცოცხლის და სამყაროს საიდუმლოებათა მცოდნე. სინამდვილეში «ძიების» ამ მოთხრობებს აქვთ  რაღაც ეპიკური,ესე იგი გმირი განიცდის თავგადასავლებს რომლებიც სცდება ადამიანურ მასშტაბს. ისინი არიან სულიერი თავგადასავლის,სულის ჩამოყალიბების სიმბოლოები. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია გავიხსენოთ მოცარტის «ჯადოსნური ფლეიტა» (გმირული და რელიგიური ინიციაცია) და ჟერარ დე ნერვალის «აღმოსავლეთში მოგზაურობა».
ინიციაციური რომანის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე, ნათელი, მოპოვება, დაპყრობა, სულის ხსნა,მაგრამ აგრეთვე, და ასეა პრუსტის შემთხვევაში, მოწოდების ხსნა. სწორედ ამიტომ წერს ლეონ გელიეLéონ  რომ «მარსელი
«დაკარგული დროის ძიებაში» მიატოვებს სნობის თავის ხარახურას რათა გაიფურჩქნოს როგორც პოეტი».

პრუსტის რომანი ფაქტიურად ფუნდამენტურად სულიერი თავგადასავალია. მთხრობელი სტუმრობს საზოგადოებას, «სამყაროს », რომელიც შეიცავს დანტეს «ჯოჯოხეთის» წრეებს, ესე იგი ადამიანური ბუნების მანკებს, ნაკლებს,
გახრწნილობებს. ის განიცდის მომავალი განდობილის, მომავალი ინიციირებულის იზოლაციას, რისი სიმბოლოცაა მისი ყოფნა საავადმყოფოში. მისთვის დაჯერება იმისა რომ მას არა აქვს მწერლობის ნიჭი უდრის სიმბოლურ სიკვდილს ინიციაციის წინ. « დაბრუნებული დროს» დასასრულს ის პოულობს განდობილის, ინიციირებულის ნათელს, სინათლეს, ესე იგი დასაწერი ნაწარმოების მასალასა და მანერას. ის ნაღველიდან მიდის რწმენამდე, სიხარულამდე; ის შექმნის პოეტურ სამყაროს და არა იმას რასაც ბიოგრაფიულ ნარკვევებში უწოდებენ « დასრულებულ ნაწარმოებს». მოკლედ რომ ვთქვათ განდობილი, ინიციირებული არის ის ვინც ასცდება სამყაროს ამ ცნების საზოგადოებრივი მნიშვნელობით და მიაღწევს რომანული სამყაროს მხსნელ სინათლემდე.

სიკვდილი :

შანტალ რობამ ( Chantal Robinჩჰანტალ , L'imaginaire  du « Temps retrouvé»,Hermetisme et écriture chez  Prოust,collection Circé, n°7.Ed. Lettres Modernes,1977) შესანიშნავად აჩვენა რომ მთხრობელს ამის ყოველთვის მკაფიოდ გამოუთქმელად აქვს მისადგომი საიდუმლოსთან და, საბოლოო ანგარიშით, საკრალურთან, მას შემდეგ რაც მან იგრძნო რომ ის მკვდარია სამყაროსთვის ან მწერლური ნიჭის არქონის და ან სასიყვარულო მარცხთა გამო,აცნობიერებდა თუ არა პრუსტი მისი ნაწერის ინიციაციურ ხასიათს? ვინ შესძლებს ამის ოდესმე თქმას? ცხადია რომ ამაოა რომანში ძიება რაღაც თავზარდამცემი საიდუმლოსი ან ურჩხულისა რომლის მოსპობაც აუცილებელია სინათლეზე ამოსასვლელად. მიუხედავად ამისა რომანში გაივლიან მიწისქვეშა ადგილებს,ომის დროს მეტროს თავშესაფრებს, სექსუალურ გარყვნილებათა წრეებს, პარიზული «სამყარო-საზოგადოების» ხრჩოლებს. «ძიებაში» ნამდვილადაა შუქი და წყვდიადი. ყველაფერი მთავრდება აღდგომით,ახალი ცხოვრებით.


ჩაშვება ჯოჯოხეთში:

იმის დაზუსტებამდე რომ « ინიციირებული», მთხრობელი, ამოვა სიღრმიდან,რაც იქნება
ჩვენი მომავალი თავის თემა,მოკლედ მოვხაზოთ გმირის ინიციაციის ეტაპები «დაბრუნებულ დროში».

გავიხსენოთ რომ ყოველგვარი ინიციაცია, განსაკუთრებით რელიგიური ინიციაცია ძველბერძნულ მითებში გულისხმობს სამ ფაზას: სიკვდილს, ჩაშვებას ჯოჯოხეთში, აღდგომას.

« დაბრუნებულ დროში»,გავიხსენოთ, სიკვდილი ხშირად სიმბოლურია. ის აღნიშნულია ღამით;
ტანსონვილში განსაკუთრებით,მაგრამ აგრეთვე ომის გამო ჩაბნელებულ პარიზში. ის ასევე ლიტერატურულია, ვინაიდან ჟილბერ სინ-ლუპ-ისაგან წასვლის წინ მთხრობელი უარს ამბობს ლიტერატურაზე. ის ორჯერ იკეტება საავადმყოფოში, სადაც ატარებს თვეებს და თვეებს. და ბოლოს იქაა 1914-1918 წლების ომი, რომელიც ნგრევით, უზნეობით, ქაოსით ქმნის სამყაროს დასასრულის შთაბეჭდილებას. შეიძლება ითქვას რომ ჯოჯოხეთში ჩასვლა ხდება ფიზიკურად. ესაა მეტროს ჯურღმულებში ჩასვლა განგაშის დროს, შარლუსის «სახლი", მინიშნებები ახალ «პომპეელებზე», დაბომბვა ჯოჯოხეთური ადგილებისა სადაც შარლუსი თამაშობს «მიჯაჭვულ პრომეთეს».

მაგრამ მთხრობელის ირგვლივ და თვითონ მასში არსებული სულიერი ღამე ნათდება სწორედ მაშინ როდესაც ყველაფერი დაკარგული ჩანს:
ესაა ინიციაციის მესამე ეტაპი:  "აღდგომა», რომელსაც წინ უსწრებს პასკალის აქცენტების მქონე ექსტაზი. ესაა ნამდვილი ცხოვრების დაწყება, ამაღლება, აღორძინება ხელოვნებით, რომელიც სინათლეა.

ერუდიტი შანტალ რობა გვიჩვენებს რომ «დაშვება ჯოჯოხეთში» არის საკუთარ თავში დაშვება : ახალგაზრდული ნაწარმოებებიდან მოყოლებული საკუთარ თავში დაშვებას პრუსტი უყურებდა როგორც ფუნდამენტურ ძალისხმევას, როგორც ლიტერატურული შემოქმედებისათვის ერთადერთ ნაყოფიერ მიდგომას. პრუსტს პირველს არ გაუვლია ეს გზა რომლის ბოლოშიც არის გასაშიფრი « შინაგანი წიგნი»,ესე იგი მისი საკუთარი სიტყვებით გასავლელია « ჩვენი სულის ის შეუღწეველი და სიმხნევის მომსპობი დიდი ღამე რომელსაც ჩვენ ვიღებთ სიცარიელედ თუ არარაობად». მიუხედავად ამისა, ჩვენი ღრმა რწმენით, პრუსტმა შეგნებულად თუ არაცნობიერად გაიარა ეს გზა.

 P.S:
დღეს ამ გზას ადგია ჩეკისტური «დემოკრატიის» მიერ მოწყობილ ჯოჯოხეთში ჩავარდნილი საქართველო, ილიასა და შოთას ქვეყანა. ვუსურვოთ მას აღდგომა და
აღორძინება. ინიციას ცალკეულ პიროვნებებთან ერთად როგორც ჩანს ქვეყნებიც და სახელმწიფოებიც გადიან...

ეზოტერიკოსი მარსელ პრუსტი?-2

«ბედნიერება მხსნელია სხეულისათვის, მაგრამ სულიერ ძალებს ავითარებს
დაღონება,ნაღველი»;  «დაღონება, ნაღველი ბოლოს და ბოლოს კლავს» (ორივე გამოთქმა
ეკუთვნის მარსელ პრუსტის)

ცხოვრება და მხატვრული შემოქმედება:

«დაბრუნებული დრო » («Le temps retrouvé») არის გადაწყვეტა, წინააღმდეგობის დაძლევა.
მთხრობელი მისი ცხოვრების თხრობის მთელ მანძილზე ერთდროულად ცდუნებული იყო საზოგადოებრივი,თუნდაც უმნიშვნელო ცხოვრებით და მისი როგორც მწერლის მოწოდებით,რომლისაც მას არ სჯეროდა. ეს ბოლო ნაწილი,ბოლოს და ბოლოს, არის გახსნა. «დაბრუნებული დრო» უფრო მომავლისაკენაა მიბრუნებული ვიდრე წარსულისაკენ. გავიხსენოთ რომ დიდი რომანი მთავრდება იმით რომ გადაწყდა სწორედ
« დაკარგული დროის ძიებაში»-ს დაწერა. მთხრობელმა ბოლოს და ბოლოს ნახა საკუთარ თავში მხატვრული ნაწარმოების შექმნის ძალა. და ამ ბოლო ტომში მთხრობელის სიხარული საკმარისად გვეუბნება იმაზე რომ სწორედ ესაა მხატვრის «ხსნა».

ამ ბოლო გვერდებამდე მთხრობელსა და სინამდვილეს შორის აღმართული იყო რაღაც ეკრანი. მას ესმოდა მოწოდებები. ის ხედავდა ნიშნებს,რაღაცეებს, როგორც სამრეკლოსა და ხეებს. მაგრამ მას არ შეეძლო მის მიერ განცდილი ერთმანეთის მომდევნო მომენტების, სხვადასხვა ადგილების გარდაქმნა ერთიან ნაწარმოებად.

აქ უნდა გავიმეოროთ მთხრობელის ერთი ფრაზა, რომელიც არის არა ფსიქოლოგიური ბანალობა არამედ აღიარება იმისა რომ მას არ ძალუძს დაკარგული დროის გაერთდროულება (simultanéiser ), გაჩერება:

« ჩვენი მე ფაქტიურად არის მხოლოდ ჩვენი ერთმანეთის მომდევნო მდგომარეობების ზედდება». ეს ფრაზა დაწერილია მაშინ როდესაც ის ბრუნდება გერმანტებისაგან და ელის მოუხელთებელ ალბერტინას: ეს,მაშ, არაა თეორიული პასაჟი. თექსტის კითხვისას მკითხველი ხვდება რომ მთხრობელს არაცნობიერადაც კი აქვს ერთადერთი იდეა, მისი მეგობრის მთლიანობის მოხელთება. გადაწყვეტა ნანახია მხოლოდ «დაბრუნებულ დროში»  "გერმანტების დილის» ბოლოს, ერთგვარი ანგარიშის ფორმით. ავტორმა სიკვდილამდე ვერ მოახერხა ამ ანგარიშის გადახედვა და ამიტომ მასში არის გარკვეული უწესრიგობა, განმეორებები.

თუ კი გამოვრიცხავთ ჰომოსექსუალობას სიყვარული აღარაა ბოლო ტომის ცენტრში.

ყველაფერი დაყვანილია ხელოვნებაზე. სინამდვილემ იმედები გაუცრუა მთხრობელს. მოვუსმინოთ მას:

«ჩემი ცხოვრების მანძილზე სინამდვილემ მე იმდენჯერ გამიცრუა იმედები იმიტომ რომ იმ დროს როდესაც მე მას აღვიქვავდი,ჩემი წარმოსახვა,რომელიც არის ჩემი ერთადერთი ორგანო სილამაზისათვის, ვერ უდგებოდა სინამდვილეს ვინაიდან გარდაუვალი კანონის შესაბამისად შეიძლება წარმოვიდგინოთ მხოლოდ ის რაც არ არის», მიუხედავად ამისა, უმატებს, ის, ამ ნეტარების განახლება შესაძლებელია თავისუფალი მეხსიერებით, მაგრამ ის ფრაგმენტირებულია. ჩვენ ვართ პრობლემის გულში :

დაკარგული დროის დაბრუნება არის ხანგრძლივობისაგან გამოკლებულ, გამორჩეულ, პრივილეგირებულ წამთა მიმდევრობის განმეორება. მაგრამ როგორ? განდგომით, რომელიც გადაწყვეტილია «დაბრუნებული დროის» დასასრულს, განდგომით რომლის დროსაც მთხრობელი შესძლებს, ესაა ერთ-ერთი სათაური, რომელზეც იგი ფიქრობდა, «უწყვეტ, მარადიულ თაყვანისცემას».

უწყვეტი, მარადიული თაყვანისცემა:

გამოთქმაში არის რაღაც რელიგიური.

თეოლოგებმა გვასწავლეს რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ღმერთის თაყვანისცემა.
არა და მთხრობელი,აქ, თაყვანს სცემს ხელოვნებას,ჭეშმარიტებად, დაკარგული დროის დაბრუნებად, მარადიულობის, ან, როგორც თვითონ ის ამბობს, ცოტაოდენი წმინდა დროის, ანუ მოვლენათა აღქმის შედეგად დაშვებულ შეცდომებს თავდაღწეულ ღვთაების, უძრავი დროის დაპყრობად აღქმულ ხელოვნებას.

მხოლოდ ამ დაპყრობას ძალუძს სიკვდილის დამარცხება.

ჩვენ აქ ძალიან ახლოსა ვართ ესთეტიკურ მისტიკასთან. ის არსით არაა რელიგიური, მაგრამ წმინდანთა მისტიკის მსგავსად ისიც მიდის ადგილების, საზოგადოებათა,არსებების განდიდებამდე, მაგნიფიკაციამდე,ექსტაზამდე:
სიტყვა წარმოთქმულია. კომბრაის მიახლოებითი პროტოტიპი ილლიეს ყველა მნახველმა იცის ეს, ვინაიდან ისინი იქ ხედავენ შეკვეცილსა და განსაკუთრებული ბრწყინვალების გარეშე იმას რაც რაც « სვანებში» ("Du côté de chez Swann")  ხდება ბავშვობის საოცარი სამოთხე. კომბრაი არის ილიე დაბრუნებული დროის მარადისობაში. და კომბრაი არის მარადისობა პრუსტის თანახმად: ესაა სანახევროდ წარმოსახული პატარა ქალაქი, მაგრამ შანტალ რობას თქმით შემოქმედი, მხატვარი ასე იკავებს სიცოცხლის ადგილს.

სიცოცხლეს აზრს აძლევს სწორედ ხსოვნა, მეხსიერება, ესე იგი დაბრუნებული დრო.

არა და მთხრობელის თქმით «ჭეშმარიტი სიცოცხლე, ბოლოს და ბოლოს აღმოჩენილი და გასხივოსნებული სიცოცხლე, რეალურად განცდილი
სიცოცხლე არის ლიტერატურა...»

No comments:

Post a Comment