4.17.2011

ესეც ევროპაა : კლოდ ლევი სტროსი იაპონელებს იაპონიაზე


 1986 წლის გაზაფხულზე ფონდი იშიზაკას მიწვევით იაპონიაში წაკითხული მოხსენებებიდან :

             « … ევროპელების და ამერიკელების დღევანდელი  აღფრთოვანება იაპონიით  არაა გამოწვეული მხოლოდ  მისი ტექნიკური პროგრესით და ეკონომიკური წარმატებებით.  ის მნიშვნელოვანწილად აიხსნება იმ ბუნდოვანი გრძნობით რომ ყველა თანამედროვე ერიდან თქვენს ერს შეუძლია საუკეთესოდ მოძრაობა ორ დაბრკოლებას შორის,  მხოლოდ მას შეუძლია შემუშავება სიცოცხლის და აზრის ფორმულებისა რომელთაც ძალუძთ XX საუკუნის კაცობრიობის გამტანჯველ წინააღმდეგობათა დაძლევა.

        იაპონია  გაბედულად და მტკიცედ შევიდა თანამედროვე ცივილიზაციაში, მაგრამ მან დღემდე შესძლო ამის გაკეთება მისი თავისებურებების, მისი ინდივიდუალობის უარყოფის გარეშე.  მეიჯის რესტავრაციის ხანაში, როდესაც იაპონიამ გადაწყვიტა გახსნილიყო ის დარწმუნებულიყო რომ ის უნდა დასწეოდა დასავლეთს ტექნიკურ პლანში თუ კი მას სურდა თავისი საკუთარი ღირებულებების გადარჩენა.  განუვითარებლად წოდებული ამდენი ხალხისაგან განსხვავებით იაპონია ხელფეხშეკრული არ ჩაბარებია ტყვედ უცხოურ მოდელს. ის დროებით გადგა განზე თავისი სუიერი ცენტრიდან მხოლოდ იმიტომ რომ თავისი გარემოს უკეთესად დაცვით უკეთესად დაეცვა თავისი სულიერი ცენტრი.

            იაპონიამ საუკუნეთა მანძილზე შეინარჩუნა წონასწორობა ორ მიდგომას შორის.  ის ხან გახსნილი იყო გარეშე გავლენებისადმი და მზად იყო მათ მისაღებად და ხან ჩაკეტილი იყო თითქოს იმისათვის რომ ჰქონდა  უცხოური წვლილის და იმპულსის ასიმილაციისა და და მათზე თავისი ნიშნის დასმის დრო. ორნაირ ქცევას შორის მოძრაობის,  როგორც ეროვნული ღმერთებისადმი  ერთგულების ისევე როგორც თქვენ თვითონ ბრძანებთ « მოწვეული ღვთაებებისათვის" ანგარიშის გაწევის»  ეს გასაოცარი იაპონური თვისება, ეს იდეები თქვენთვის უეჭველად ცნობილია და მე არა მაქვს თქვენთვის რაიმეს სწავლების პრეტენზია. მე უბრალოდ მსურს
რამოდენიმე მაგალითით უფრო ხილული გავცადო რითაც თქვენი ეს თავისებურებები ხიბლავენ დასავლელ დამკვირვებელს.

                ჩემს მეორე მოხსენებაში მე ხაზს ვუსვამდი ტრადიციული ცოდნისა და ხელობათა გადარჩენის, დაცვის აუცილებლობას და საჩქაროობას. თქვენ მონახეთ ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი « ცოცხალ ეროვნულ საგანძურად» ( ნინგენ კოკუჰო) წოდებული სისტემის შექმნით. მე არ გავთქვამ სახელმწიფო საიდუმლოს იმის თქმით რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ეხლა ამზადებს საკითხს საფრანგეთში თქვენი სისტემის მიერ უშუალოდ  შთაგონებული სისტემის  შემოღებას.

           თქვენი ისტორიის მეორე ასპექტი განსაკუთრებით ბევრისმთქმელია ფრანგებისთვის. ესაა ინდუსტრიულ ხანაში შესვლის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მეტიც, მე ვიტყოდი ერთმანეთთან დაპირისპირებული ხერხი.  საფრანგეთში  რევოლუცია მოახდინა მცირე საკუთრების მოსურნე გლეხობასთან დაკავშირებულმა ადვოკატების და ბიუროკრატების ბურჟუაზიამ.  ამ რევოლუციამ ამავე დროს გააუქმა მოძველებული პრივილეგიები და მოგუდა ახალშობილი კაპიტალიზმი.

           იაპონიამ კი მოახდინა რესტავრაცია რომლის მიზანი ასევე იყო ხალხის ჩართვა  ეროვნულ თემში  მაგრამ მას არ მოუსპია თავისი წარსული და გამოიყენა ის. იაპონიამ ასე შესძლო ადამიანური რესურსების ჩაყენება ახალი წყობის სამსახურში იმიტომ რომ კრიტიკულ სულს არ აუოხრებია ქვეყანა და ძველი სიმბოლური წარმოდგენების მთელი აპარატი საკმაოდ სოლიდური იყო ისევ და მან იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა იმპერიულ ხელისუფლებას და შემდეგ ინდუსტრიულ საზოგადოებას...

          საერთო ჯამში დასავლელთა  მიერ დანახული იაპონია ადასტურებს რომ კაცობრიობის შემადგენელი ყოველი კულტურა თუ კულტურათა ერთობლიობა რომ გადარჩეს და განვითარდეს აუცილებელია არსებობა გახსნისა და დახურვის ორმაგი
რიტმის შესაბამისად.  ორიგინალობის, თავისებურების შესანარჩუნებლად და ურთიერთიერთგამდიდრების საშუალების მომცემი დისტანციის შესანარჩუნებლად ყოველი კულტურა უნდა იყოს საკუთარი თავის ერთგული და ამის ფასია ერთგვარი სიყრუვე მათი ღირებულებებისაგან განსხვავებული ღირებულებების მიმართ, მთლიანი თუ ნაწილობრივი უგრძნობლობა მათ მიმართ.

            თქვენ მე მარგუნეთ პატივი წამეკითხა ეს მოხსენებები ალბათ იმ იმედით რომ ანტროპოლოგიას შეუძლია რაღაცის სწავლება იაპონიისთვის. მაგრამ მე მეოთხედ ვარ თქვენს ქვეყანაში  რომელიც ჩემში იწვევს  მუდამ სულ უფრო და უფრო მძაფრ ინტერესს და მე მიჩნდება დიდი სიმპატია მის მიმართ. ყოველი ჩემი ჩამოსვლა მე სულ უფრო და უფრო მარწმუნებს იმაში რომ იაპონიას თანამედროვე ადამიანის პრობლემების მისებური დასმით და გადაჭრით ბევრი რამის სწავლება შეუძლია ანტროპოლოგიისთვის» ( ფრაგმენტი წიგნისა კლოდ ლევი სტროსი, ანტროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ, პარიზი, 2011, თარგმანი ფრანგულიდან).

               შენიშვნა: კლოდ ლევი-სტროსი ( 1908-2009) გახლავთ სახელგანთქმული ფრანგი ეთნოგრაფი, ეთნოლოგი, ანტროპოლოგი, სოციოლოგი და კულტუროლოგი და ეთნოლოგიაში სტრუქტურალიზმის სკოლის შემქმნელი.

No comments:

Post a Comment