ვიქტორ ჰიუგო |
« ჭეშმარით ფინელთა» ქსენოფობურმა და ერთიანი ევროპის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა ევროსკეპტუკურმა პარტიამ ხმათა 19%-ით შთამბეჭდავი წარმატება მოიპოვა და ამიერიდან თანასწორად «თამაშობს» კონსერვატრორებთან და სოციალ-დემოკრატებთან. ათიოდე წელია რაც დაახლოებით ასე ხდება ყველაზე მეტად ისეთ სხვადასხვა ქვეყნებში როგორებიც არიან ნორვეგია და ბულგარეთი, ავსტრია და ჰოლანდია, შვეიცარია, ჰოლანდია... თუ საფრანგეთი. 18 ევროპულ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვეს რექსტრემისტმა მემარჯვენეებმა, მაშინაც კი როდესაც ისინი არ არიან ღიად მემარჯვენე ექსტრემისტები.
ევროპა ღამით |
მას ყველაფერი კვებავს. გლობალიზაცია არა მხოლოდ უწყობს ხელს ბაზრის მიერ რეგულატორი და მფარველი სახელმწიფოს დამარცხებას, დამარცხებას მოდელისა რომელზეც ათწლეულების მანძილზე იყო აგებული
სოციალურ-დემოკრატიული შთაგონების ევროპული მოდელი ; ის ამავე დროს აჩენს როგორც ინდივიდუალური ისე კოლექტიური დაქვეითება-დაკნინების შიშს.
უარყოფა :
დესტაბილიზაციას ხელს უწყობს აგრეთვე ევროპის დემოგრაფიული დაბერება ( მოხუცთა რაოდენობა იზრდება და კლებულობს ახალგაზრდათა რაოდენობა) დაღონება, დანაღვლიანება. ეს ევროპული კავშირს აქცევს მსოფლიოს პირველ მიგრაციულ ცენტრად და თანდათანობით აჩენს პროტესტის ორ ფორმას: ეკონომიკური და სოციალური პროტესტი ეხება სამუშაო ადგილების, უმუშევრობის და ხელფასის საკითხებს. კულტურული უკმაყოფილება და პროტესტი კი ლაპარაკობს იმაზე რომ იმიგრანტები, განსაკუთრებით მაჰმადიანები, საფრთხეს უქმნიან ევროპულ ეროვნულ მეობებს. პოპულისტური მოძრაობები სარგებლობენ დეკორის ამ ცვლილებით, ეკონომიკური
ვიქტორ ჰიუგო |
ეს პოპულიზმი ემუქრება როგორც სოციალ-დემოკრატიას ისე მთავრობის მემარჯვენეებს. მთავრობის მემარჯვენეები ფიქრობენ რომ ვერ მოუგებენ შეჯიბრში ამ პოპულიზმებს ვინაიდან ამ პოპულიზმთა ელექტორალური საფუძველი ბევრად უფრო ფართო უნდა იყოს კლასიკურ მემარჯვენეთა ელექტორალურ საფუძველზე. მკაცრი გაკვეთილი ევროპისთვის...» ჟერარ კურტუას ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთში ლე მონდი ( 2011 წლის 20 აპრილის ნომერი). აქ ლაპარაკია დომინიკ რეინიეს ახალ წიგნზე «პოპულიზმები: ფატალური დაღმართი».
No comments:
Post a Comment