სხვათა გაგება :
დაახლოებით ორი საუკუნეა რაც დასავლეთის ცივილიზაციამ საკუთარი თავი განსაზღვრა როგორც პროგრესის ცივილიზაცია. ამავე იდეალის გამზიარებელმა სხვა
ცივილიზაციებმა დაიჯერეს რომ ის უნდა აეღოთ როგორც მოდელი, მისაბაძი მაგალითი. ყველამ დაიჯერა ის რომ მეცნიერების და ტექნიკის განუწყვეტელი წინსვლა ადამიანებს მიანიჭებდა მეტ ძალასა და ბედნიერებას; რომ XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩენილი პოლიტიკური ინსტიტუტები, სოციალური ორგანიზაციის ფორმები და მათი შთამაგონებელი ფილოსოფია ყოველი საზოგადოების ყველა წევრს მისცემდნენ მეტ თავისუფლებას მათ პირად ცხოვრებაში და მეტ პასუხისმგებლობას საერთო საქმეების გაძღოლაში; უძლეველი მოძრაობა მთელ დასახლებულ მიწაზე დაუბრკოლებლად გაავრცელებდა მორალურ განსჯას, ესთეტიკურ განცდას, ერთი სიტყვით ჭეშმარიტის, კარგის და მშვენიერის სიყვარულს.
ჩვენი საუკუნის მოვლენებმა უარყვეს ეს ოპტიმისტური პროგნოზები. მსოფლიოს მრავალ რეგიონში გავრცელდა ტოტალიტარული იდეოლოგიები და ისინი განაგრძობენ გავრცელებას. გაჟლიტეს ათობით მილიონი ადამიანი, მოაწყვეს თავზარდამცემი გენოციდები. მშვიდობის აღდგენის შემდეგაც აღარაა სარწმუნო რომ მეცნიერება და ტექნიკა მოიტანს შვებას და აღარაა სარწმუნო რომ ადამიანთა წინაშე გაჩენილი პრობლემების გადაჭრა შეუძლიათ XVIII საუკუნეში გაჩენილ ფილოსოფიურ პრინციპებს, პოლიტიკურ ინსტიტუტებს და სოციალური ცხოვრების ფორმებს.
მეცნიერებებმა და ტექნიკამ ბევრად უკეთ გაგვაცნო ფიზიკური და ბიოლოგიური სამყარო. მათი მეშვეობით ისე გავბატონდით ბუნებაზე რომ ეს დაუჯერებელი იქნებოდა გასული საუკუნის ადამიანებისთვის. მაგრამ ჩვენ უკვე დავიწყეთ იმის დანახვა თუ რად დაგვიჯდა ეს. სულ უფრო და უფრო მძაფრად ისმის კითხვა ხომ არ ჰქონდა ამ მონაპოვრებს და დაპყრობებს დამღუპველი შედეგები. მათ ადამიანებს მისცეს მასობრივი მოსპობის საშუალებები რომლებიც გამოუყენებლებიც ემუქრებიან კაცობრიობის არსებობას. კაცობრიობის არსებობას უფრო ვერაგულად მაგრამ რეალურად ემუქრება აგრეთვე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამეების, სივრცის, ჰაერის, წყლის ბუნებრივი რესურსების სიმდიდრის და მრავალფეროვნების კლება, გაიშვიათება, დაბინძურება.
ნაწილობრივ მედიცინის პროგრესის წყალობით ადამიანთა რაოდენობა განუწყვეტლად იზრდება ამის შედეგად მსოფლიოს მრავალ რეგიონში დამშეული ადამიანები ვეღარ ახერხებენ ყველაზე ელემენტარულ საჭიროებათა დაკმაყოფილებას. წონასწორობას არღვევს ისიც რომ სულ უფრო და უფრო მეტი ინდივიდისთვის სამუშაოს მისაცემად აუცილებელი ხდება სულ უფრო და უფრო მეტის წარმოება.
წარმოება გაუთავებლად იზრდება რაც ახალისებს მოხმარებას და მოხმარება თავის მხრივ მოითხოვს წარმოების ზრდას. მოსახლეობის სულ უფრო და უფრო დიდი ნაწილები თითქოს შთანთქა წარმოების უშუალო თუ ირიბმა საჭიროებებმა.
ადამიანები გროვდებიან უზომო ქალაქურ აგლომერაციებში რომლებიც მათ აძალებენ ხელოვნურ და ადამიანობას მოკლებულ არსებობას.
დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება, სოციალური დაზღვევის საჭიროებები თავის მხრივ აჩენენ ყოვლის მომცველ ბიუროკრატიას რომელიც ადამბლავებს სოციალურ კორპუსს. ჩნდება აზრი რომ ამ მოდელზე აგებული საზოგადოებები მალე შეიძლება უმართავნი გახდნენ.
ამდენად უმძიმეს კრიზისს განიცდის უწყვეტი და უსასრულო მატერიალური და მორალური პროგრესის რწმენა. დასავლური ტიპის ცივილიზაციამ დაკარგა მის მიერ შემუშავებული მოდელი და ის ვეღარ ბედავს მისი სხვებისთვის შეთავაზებას. განა მაშ საჭირო არაა სხვაგან გახედვა, ადამიანის მდგომარეობაზე ჩვენი აზრის ტრადიციული ფარგლების გაფართოება? განა ანგარიში არ უნდა გავუწიოთ ჩვენი სოციალური გამოცდილებისგან განსხვავებულ სოციალურ გამოცდილებებს?
მას შემდეგ რაც დასავლური ტიპის ცივილიზაცია ვეღარ პოულობს თავის საკუთარ არსში აღდგენის ძალებს და ვერ აძლევს იმპულსს ახალ განვითარებას იქნებ მან ადამიანზე საზოგადოდ და მასზე კერძოდ შეიძლება რამე ისწავლოს თავმდაბალი და დიდი ხნის მანძილზე აბუჩად აგდებული საზოგადოებებისგან რომლებმაც ბოლო დრომდე თავი აარიდეს მის გავლენას? სწორედ ეს კითხვები უჩნდებათ უკვე რამოდენიმე ათეული წელია მოაზროვნეებს, სწავლულებს თუ მოქმედების ხალხს. და ეს კითხვები ადამიანებს უბიძგებს მიმართონ ანტროპოლოგიას იმიტომ რომ სხვა სოციალური მეცნიერებების ობიექტი უფრო თანამედროვე სამყაროა....."
(სახელგანთმული ფრანგი ეთნოგრაფი, ეთნოლოგი, სოციოლოგი და კულტუროლოგი კლოდ ლევი_სტროსი (1908-2009), 1986 წელს იაპონიაში წაკითხული მოხსენებებიდან, წიგნიდან " კლოდ ლევი სტროსი, ანტროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ", პარიზი,2011, თარგმანი ფრანგულიდან).
**********************************************************************************
დასავლური ცივილიზაციის დამთრგუნველ მხარეებს უკვე გაურბოდნენ და მიწიერ სამოთხეს დაეძებდნენ გოგენი და ბოდლერი... ნაწილობრივ იპოვეს კიდეც...ნაწილობრივ იმიტომ რომ მიწიერი სამოთხე არ არსებობს და ვერ იარსებებს, არსებობს უდავოდ ანგარიშგასაწევი ეროვნული გამოცდილებების სიმრავლე.
ანგარიში უნდა გაეწიოს კლოდ ლევი-სტროსის და სხვა ღრმა ევროპელთა გამოცდილებასაც... (მთარგმნელი)
დაახლოებით ორი საუკუნეა რაც დასავლეთის ცივილიზაციამ საკუთარი თავი განსაზღვრა როგორც პროგრესის ცივილიზაცია. ამავე იდეალის გამზიარებელმა სხვა
კლოდ ლევი სტროსი და იაპონია |

No comments:
Post a Comment