XIX საუკუნის თბილისი, ერთ-ერთი იმდროინდელი ჟურნალისტის სიტყვით ორსახა იანუსს ჰგავდა - ერთი სახით აზიას უყურებდა, მეორეთი კი ევროპას, ყველას ხიბლავდა თავისი კოლორიტით, რომელიც მის გარეგნულ სახეშიც გამოიხატებოდა და მის ყოფა-ცხოვრებაშიც. ეს ის პერიოდია, როდესაც თბილისი და ასევე მთელი საქართველო უკვე იყო მოქცეული საერთო ევროპული განვითარების პროცესში. ევროპიდან შემოსულმა ახალმა წეს-ჩვეულებებმა, საცხოვრებლის ახლებურად გამართვის დამკვიდრებამ და სხვ. შეცვალა თვით ცხოვრების ნორმები, გემოვნება, მოთხოვნილებები, ის რაც ფაქტიურად დაკავშირებულია არქიტექტურასთან. აღსანიშნავია, რომ ამ ევოლუციის პროცესში ძველი და ახალი არა მარტო უპირისპირდებოდა, არამედ ხშირად ერწყმოდა ერთმანეთს. ამის შედეგად თბილისის ყოფა-ცხოვრებაში ბევრი თავისებური, სრულიად სპეციფიკური, საგანგებოდ „თბილისური“ არქიტექტურის ტიპი ჩამოყალიბდა, რასაც თბილისის გარეთ ვერსად ვერ შევხვდებოდით. |
08:58 / 18-07-2009
"მხედრიონის" ეპოქის სისხლიანი დასასრული
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, აგვისტოში თბილისის "დინამოს" სტადიონზე თანამოაზრეები შეიკრიბებიან. 23 ნოემბერს, გიორგობას, "მხედრიონს" დაირქმევენ და ლიდერად ჯაბა იოსელიანს დაასახელებენ. ის, თავის მხრივ, თავის პოლიტიკურ მიზნებს ახმაურებს: "ჩვენ არ ვექვემდებარებით პოლიტიკურ ძალებს და სახელმწიფო სტრუქტურებს. ვემსახურებით ერის ინტერესებს, მივიღებთ მონაწილეობას კონფლიქტებში, რათა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა".
1990 წელს ფორმირება ოფიციალურად გაფორმდება, როგორც შეუიარაღებელი ორგანიზაცია. საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდიას გამარჯვების შემდეგ "მხედრიონი" არალეგალურ მდგომარეობაში გადადის. ჯაბა იოსელიანი და ზვიად გამსახურდია ერთმანეთის მიმართ ანტიპათიას არ მალავენ. "მოაცილეთ ეს ნაძირალა, ვიდრე დაღუპა მთელი ხალხი", - იტყვის გამსახურდია და იოსელიანს ომს საჯაროდ გამოუცხადებს. არც ჯაბა დაჯდება უქმად, "მხედრიონი" სიგუა-კიტოვანთან ერთად გადამწყვეტ როლს შეასრულებს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. გამარჯვებას ჯაბა იოსელიანი შემდეგი ფრაზით გამოხატავს: "საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ ცნობილი ქურდი და უცნობი მხატვარი".