9.16.2011

ეზოტერიზმის 20 გასაღები-9, ქრისტიანული კაბალა, ჰუმანისტური ფილოსემიტიზმი:

იოჰანეს როიხლინის
 წიგნი "კაბალას 

ხელოვნება"
 პიკო დე ლა მირანდოლას აზრით ბერძნული, ებრაული, არაბული და ქრისტიანული ტრადიციები იყო ერთი და იგივე ჭეშმარიტების განსაკუთრებული გამოხატულებები.
პიკო დე ლა მირანდოლა,როიხლინი,კნორ ფონ როსენროტი : ქრისტიანი ერუდიტები გადახედავენ ტრადიციას ებრაული და კაბალისტური მასალების შუქზე. პროფეტული და პოლიტიკური განზომილებით ძლიერი ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით ნაყოფიერია XVI-XVII საუკუნეების ევროპაში.
  პირველი ჰუმანიზმის ხანაში (XV საუკუნის II ნახევარი) ისეთი ავტორები როგორებიც არიან პიკო დე ლა მირანდოლა (1463-1494) იტალიაში თუ იოჰან როიხლინი (1455-1522) გერმანიაში  ცდილობენ მათი საკუთარი ტრადიიციის განმარტებას ებრაული
და კაბალისტური მასალების დახმარებით. მათ წინ უსწრებდა ქრისტიანი და ზოგჯერ გაკათოლიკებული ესპანელი ებრაელი ავტორების ნაშრომები.  ზოგი რაბინი ცდილობს იმის დამტკიცებას რომ სამება და მესიის ღვთაებრიობა სინამდვილეში ვერ გაგებული და დამახინჯებული ებრაული დოქტრინებია. ქრისტიანები,პირიქით,ცდილობენ იმის დამტკიცებას რომ ქრისტიანობის მთავარი დოგმები უკვე არის « კაბალაში » რომელიც არასწორადაა გაგებული როგორც « ზეპირი კანონი ».

    სწავლულთა თანამეგობრობა :
  ჰუმანისტები ხშირად შთაგონებულები არიან ამ პირველი ნაშრომებიდან და ასევე იხმარებენ მოქცეულ თუ მოუქცეველ ებრაელებსაც. პიკო დე ლა მირანდოლას თანამშრომლებს შორისაა,მაგალითად,სიცილიელი მოქცეული ებრაელი ფლავიუს მითრიდატე რომლის წყალობითაც პიკო დე ლა მირანდოლას აქვს ბევრი ლათინურად თარგმნილი კაბალისტური ტექსტი. ამას გარდა პიკო დე ლა მირანდოლას უნდა უშუალოდ წყაროების ცოდნაც  რისთვისაც ფლავიუს მითრიდატე მას ასწავლის ებრაულს და არამეულს.
  პიკო დე ლა მირანდოლამ პირველად ახსენა ცნება კაბალა და ის ჩართო თავის სახელგანთქმულ დოქტრინალურ წინადადებებში « 900 თეზისი »(1486).
   პიკო დე ლა მირანდოლას აზრით ბერძნული,ებრაული,არაბული და ქრისტიანული ტრადიციები იყო ერთი და იგივე ჭეშმარიტების განსაკუთრებული გამოხატულებები.
   პირველი ქრისტიანი კაბალისტები თანამშრომლობდნენ სწავლულთა თანამეგობრობაში და მათ ლათინურად თარგმნეს მათ მიერ ხელახლა აღმოჩენილი მრავალი მეტ-ნაკლებად ძველი დოკუმენტი რომელთა ავტორებადაც ხშირად ფიქტიურად ცხადდებოდნენ ზოროასტრე,მოსე,ორფეოსი,ჰერმეს ტრისმეგისტი,პლატონი.
იოჰანეს როიხლინი
  ეს ნაწერები მათი აზრით პროფეტულად გამოხატავდნენ იგივე გამოცხადებას რომლის ყველაზე სრულყოფილ გამოხატულებასაც ჰუმანისტების შეხედულებით წარმოადგენდა ქრისტიანობა. 
   ებრაელი ავტორების რეაქცია ყოველივე ამაზე სხვადასხვა და ნიუანსირებულია. ქრისტიანი კაბალისტები პოზიტიური ინტერესით უყურებდნენ ებრაულ ეზოტერულ და სხვა დოქტრინებს მაგრამ მათი აპოლოგეტური მიზნები უცვლელი რჩებოდა. ისინი მეტი შემწყნარებლობით უყურებდნენ იუდაიზმის ტექსტებს, რომელთაც აღორძინების ხანაშიც გმობენ და წვავენ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ებრაელთა გლობალური გაქრისტიანების იმედთან დაკავშირებული ესქატოლოგიური მოლოდინი ხელუხლებელი რჩებოდა. პიკო დე ლა  მირანდოლადან გერმანელ ებრაისტ ქრისტიან კნორ ფონ როზენროტამდე (1636-1689) აქტივისტური განზომილება,მაშ,არ შესუსტებულა და ქრისტიან კაბალისტთა რეალური და დაინტერესებული ფილოსემიტიზმი მათ ხელში იყო ებრაელთა მოქცევის იარაღი რითაც იწვევდა იუდაიზმის მოძღვართა უკმაყოფილებას.

    ღვთაებრივი და ანგელოსური სახელები:
ქრისტიანული კაბალის მომასწავებელი ნიშნები იგება სისტემატური ხასიათის არმქონე პირველი მონახაზის ირგვლივ. სისტემატურ ხასიათს მას მისცემენ პიკო დე ლა მირანდოლა და მის შემდეგ პოლ რიჩი ( ?-1541) და როიხლინი.
   Iოჰან როიხლინი (1455-1522) არის ლათინურად დაწერილი პირველი ებრაული გრამატიკის (1506) ავტორი. მან დაწერა ორი მთავარი ნაშრომი : « სასწაულმოქმედი სიტყვა »,1494), სახელი აქ გაიგივებულია იესოს სახელთან და « « კაბალას ხელოვნება » (1517), რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანის,პითაგორელის და კაბალისტის ასუბარს ღვმერთის ჭვრეტამდე სულის ამაღლების ცენტრალური თემის ირგვლივ. ეს გამორჩეულად ნეოპლატონური თემა როიხლინთან ეზავება ისეთ საკუთრივ კაბალისტურ თემებს როგორებიცაა წმინდა წერილიდან აღებული ღვთაებრივი და ანგელოსური სახელები.
პიკო დე ლა მირანდოლა
მაგრამ ქრისტიანული კაბალას განვითარებაში მონაწილეობენ როგორც საერო ჰუმანისტები ისე სამღვდელოება და ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწეები : დომინიკანელი ავგუსტინ ჯუსტინიანი (1470-1576), ფრანცისკანელი პიეტრო გალატინი (1460-1540) თუ ფრანსუა ავტორი ნაშრომისა « სამყაროს ჰარმონია »(1525) ჟორჟ დე ვენისი (1466 ?-1540) .  მანვე 1535 წელს დაწერა ნაშრომი « წმინდა წერილის სირთულეები ». როიხლინი და სხვა კაბალისტები ზოგ თავის ნაშრომს უძღვნიდნენ რომის პაპ ლეონ X-ს. ჟილ დე ვიტერბმა რომის პაპი კლემენტ VII-ის თხოვნით დაწერა ნაშრომი « ღვთაებრივი ყოფნა » რომელშიც გადმოსცა ისტორიის ციკლური და მეტაფიზიკური კონცეფცია რომელსაც « მოემზადებინა » იმპერატორი კარლოს V მისი როგორც რელიგიის რეფორმატორის როლისთვის.
 პროფეტული და პოლიტიკური განზომილების მქონე ქრისტიანული კაბალა მთელ ევროპაში იყო გავრცელებული.
ის არაა მარგინალური ფენომენი და აღორძინების ხანიდან ის ვლინდება სამი და ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ასპექტით : პირველ რიგში ესაა აპოლოგეტური თეოლოგია რომელიც ხშირად ეყრდნობა წერილობითი ჰერმენევტიკის ტრადიციულ ებრაულ ხერხებს. შემდეგ ესაა კოსმოლოგიასა და « ბუნების მისტიკას » შორის გაშლილი « ბუნებრივი ფილოსოფიის » სახეობა რომელიც წარმოდგება ღმერთისა და ქმნილებათა და მათ შორის ადამიანის ურთიერთობათა და შუამავალთა ცოდნად. და ბოლოს ქრისტიანული კაბალა არის მაგიის,ალქიმიის,ჰერმეტიზმის მსგავსი სრულფასოვანი ეზოტერული მიმდინარეობა. ის განსაკუთრებით ნაყოფიერია XVI-XVII საუკუნეებში...

No comments:

Post a Comment