იაკობ ბიომე და მისი "ავრორა" |
«და ღმერთის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ მხოლოდ ის რომ ის არის ყველაფრის ყველაზე ღრმა მიზეზი. მაგრამ მას ვერაფერი მისწვდება თავისი საკუთარი ძალით.
მიუხედავად ამისა ღვთაებრივი სიტყვა ქმნილებების ცხოვრებაში მონაწილეობს ისევე როგორც მზის სხივი თავისი სინათლით და ძალით აღწევს ყველაფერში (ნაწყვეტი იაკობ ბიომეს ნაშრომიდან « მისტერიუმ მაგნუმ»; «დიდი საიდუმლო»,1623).
ქრისტიანული თეოსოფიის ისტორია ნამდვილად იწყება მხოლოდ სილეზიელი მეწაღე იაკობ ბიომეს (1575-1624) მოღვაწეობასთან ერთად.
1610 წელს მას ჰქონდა პირველი ხილვა და ამის შემდეგ მან დაწერა მრავალი ნაშრომი, რომელთა შორისაც იყო იმავე წელს გამოცემული « ავრორა».
გერმანული ბაროკული პროზის შესანიშნავი ნიმუში მისი ნაშრომებიდან ვახსენებთ მხოლოდ ზოგიერთს (სათაურები ლათინურია) : « დე ტრიბუს პრინციპიის »(1619), « დე სიგნატურა რერუმ »(1621), « მისტერიუმ მაგნუმ »(1623) და გერმანულად « დერ ვეგ ცუ ქრისტო »(« გზა ქრისტესკენ,1624).
ეს ნაშრომები ეფუძნება არა ანტიკურ წყაროებს არამედ უშუალოდ ბიბლიას , პარაცელსს,ალქიმიურ სიმბოლიკას და რამდენადმე კაბალას.
შუა საუკუნეების და ნეოპლატონური კონცეფციების საწინააღმდეგოდ ბიომე ღვთაებას არ უყურებს როგორც სტატიურ ძალას. მისი აზრით ღვთაება არის დაპირისპირებული პრინციპების ჟინიანი ჭიდილი.
არსების წინ არის « უნგრუნდ », « უძირო », ღვთაების ონტოლოგიურად წინამორბედი ერთგვარი ღვთაებრიობა. ის პრინციპი, ეს ბუნდოვანი ნება არის არსების საფუძველში. ის არაა უკვე არსებული,ის მუდამ ქმნადობაშია და ირეკლება პიროვნებად, შესაძლო ქმნილებათა სამყაროდ მიჩნეულ ღვთაებრივ სიბრძნე სოფიაში. სოფია დაკავშირებულია ქვემოთ ნახსენებ მითიურ თემებთან,
განსაკუთრებით ანგელოზთა სულიერ ხორციელებასთან რომლის თანახმადაც ყოველგვარი გარეგნული ფორმა არის ენა და შვიდი « ქუელგაისტერის » ანუ 7 « წყარო სულის » მომხმობასთან. ბიომეს აზრით ეს სულები აგებენ ღმერთის,ადამიანის და სამყაროს ურთიერთობებს.
პრივილეგირებული მითი :
თეოსოფიური განსჯა-სპეკულაცია ფაქტიურად ერთდროულად ეხება ღმერთს,ღმერთის ბუნებას (განსაკუთრებით შიდაღვთაებრივ პროცესებს), ბუნებას(გარეს,ინტელექტუალურს თუ მატერიალურს),მის ადგილს სამყაროში (ხსნის პროცესში).
შესაბამისობათა ამ სამყაროს წვდომა თეოსოფს ძალუძს თავისი « აქტიური წარმოსახვით ».
ამას გარდა თეოსოფია უპირატესობას ანიჭებს ბიბლიის მითიურ ელემენტებს (ხატოვან მოთხრობებს),მაგალითად შესაქმის წიგნს,ეზეკიელის ხილას,აპოკალიფსს. გავრცელებულ ფიგურებსა და თემებს შორის არიან ანგელოსები,თავდაპირველი ანდროგინი,ლუციფერის,ადამის,თვითონ ბუნების ერთმანეთის მომდევნო დაცემა-მოკლედ ელემენტებს რომლების
რაციონალიზაცია ან მიჩუმათება ურჩევნიათ თეოლოგებს.
დაბოლოს თეოსოფიის აზრით ადამიანს აქვს ღვთაებრივ სამყაროსთან და სინამდვილის უფრო მაღალი საფეხურის არსებებთან კავშირის დამყარების მთვლემარე მაგრამ მუდამ პოტენციური უნარი.
ეს უნარი ეფუძნება ჩვენში არსებულ სპეციფიურ ორგანოს,ერთგვარ ინტელექტუსს,რომელიც არის “შემოქმედებითი” თუ “მაგიური” წარმოსახვა. ის განიცდის “ცენტრალურ” ხილვას თუ ინტუიციას რომელიც ეხმარება სინამდვილის ყველა დონის გამოკვლევაში,”მეორე დაბადების” განცდაში.
გამძლე მიმდინარეობა.
Iაკობ ბიომე, “ქრისტიანული თეოსოფიის მეფე”, როგორც მას უწოდებდნენ, გარკვეული წარმატებით სარგებლობდა XVII საუკუნეში, სრული რელიგიური არეულობით მოცულ გერმანიაში. ეს მიმდინარეობა განაგრძობს ნაყოფიერ არსებობას იოჰან გეორგ გიშელთან (მისი “პრაქტიკული თეოსოფია” გამოქვეყნდა მხოლოდ 1722 წელს), გოტფრიდ არნოლდთან (მისი “ღვთაებრივი სიბრძნის ანუ სოფიას საიდუმლო” გამოიცა 1700 წ.),ანტუანეტ ბურგინიონთან,ჯონ პორდაჟთან,ჟან ლეადთან და XVIII-XIX საუკუნეების სხვა ავტორებთან ერთად.
No comments:
Post a Comment