4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დამცირების კულტურა, დამცირება და ტერორიზმი

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 04 05, სამშაბათი, 2:44-ზე
დამცირება და ტერორიზმი
დასავლეთში ბევრმა ვერ გაიგო რომ ისლამისტურმა,ყველაზე ექსტრემისტულმა, ძალადობის მქადაგებელმა იდეებმაც კი მიიპყრეს არა მხოლოდ არაბ ღარიბ-ღატაკთა და გაჭირვებულთა ყურადღება. ამ იდეებით დაინტერესდნენ ისინიც ვისაც აქვთ შედარებით მაღალი სოციალური და ეკონომი-
კური სტატუსი და მიიღეს განათლება. XIX საუკუნის ევროპელ ტერორისტთა მსგავსად XXI საუკუნის ტერორისტებიც არ გამოდიან უღარიბებებისგან. სინამდვილეში ამ ტერორისტთა სიმდიდრის დონე ჩვეულებრივ არის საშუალო ან უფრო მაღალი.

ამის მიზეზი მარტივია, დამცირებას გრძნობს საზოგადოების ყველა დონე უღარიბესებიდან უმდიდრესებამდე და ყველაზე გადასავლურებულებამდე
( ზოგმა, ვისაც ეს არ ეხება ან ვიზეც ეს არ ახდენს გავლენას ინტელექტუალურად მათი სიმშვიდე იყიდეს იმით რომ აფინანსებდნენ ტერორისტთა იმ ჯგუფებს რომლებიც მათ არ ემუქრებოდნენ უშუალოდ).
დავაკვირდეთ მაგალითად 1978 წელს გამოცემული სახელგანტქმული ნაშრომი «ორიენტალიზმის» დიდად ერუდირებული ავტორი ედვარდ საიდის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ეს წიგნი ნაწილობრივ მაინც არის ყველაზე ასიმილერუბულის, ქრისტიანი არაბის მიერ ნაგრძნობი დამცირების შედეგი ( Eდწარდ შაიდ,
Oრიენტალისმ, Nეწ Yორკ, Pანტჰეონ Bოოკს,1978).თუ კი ყველაზე რთულ ლიტერატურულ კრიტიკოსს და,ამას გარდა, დახვეწილ მოყვარულ პიანისტს შეუძლია ესოდენ ემოციურად დაგმობა დასავლეთის ქედმაღლობა-თავხედობისა აღმოსავლეთის მიმართ მაშინ საზოგადოების ყველა კლასი გაერთიანებული უნდა იყოს იგივე გრძნობით. და ვის შეუძლია ედვარდ საიდის დაგმობა? მის მიერ განცდილში და ნაწერში ნამდვილად არის ჭეშმარიტების ნაწილი.

1990 წელს დაწყებულ ბარსელონის პროცესში რომლის მიზანიც იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებს შორის არსებული უფსკრულის შემცირება ევროპულ ბიუროკრატიას მისი «სიმძიმის» გამო მათი ღირსების შემლახავ ქედმაღალ არსებად თვლიდნენ მისი თანამოსაუბრეები.

დღეს საცოდნელი ისაა შესძლებს თუ არა ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ ურთიერთშემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს შექმნას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის მიერ წამოწყებული კავშირი ხმელთაშუაზღვისპირეთისათვისაც,ვაი რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

იგივე დამცირების კულტურა იზიდავს მრავალ ახალგაზრდა მაჰმადიანს ტერორისტული ძალადობისკენ. მის გარეშე ინტეგრისტები ვერ დააჯერებდნენ ახალგაზრდა და
განათლებულ ბრიტანელ მაჰმადიანს იმაში რომ მან თავი უნდა მოიკლას ლონდონის მეტროში და ისე უნდა დახოცოს სხვა ბრიტანელები. სხვანაირად ვერ ჩაიდენდნენ თვითმკვლელურ ტერორისტულ აქტებს მათ საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდა გამაჰმადიანებული გერმანელები.

ამ თვითმომსპობმა ვნებებმა მზის შუქი იხილეს მხოლოდ დამცირების შეგრძნებიდან ძალადობის ჩადენის აუცილებლობის განცდამდე მიმყვანი ფსიქოლოგიური,კულტურული და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების კომბინაციის მეშვეობით.

ეხლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში « რადიკალიზაცია დასავლურ სამყაროში : შინაგანი საფრთხე» ნიუ იორკის პოლიცია აღწერს პროცესს რომლის მიმდინარეობაშიც დასავლეთში დაიწყო ავტონომიური, ალ კაიდას ხელმძღვანელობის, დაფინანსების და კონტროლის გარეშე არსებული ,მაგრამ ამის მიუხედავად ალ კაიდას მიერ შთაგონებული ჯიჰადი. ანგარიშის დასკვნით მეობის ძიება და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მარცხი უფრო მეტად უბიძგებენ ადამიანს რადიკალიზაციისკენ ვიდრე ჩაგვრა, უიმედობა თუ შურისძიების სული.
თანამედროვე ინტეგრიზმის და მის მიერ წახალისებული ტერორიზმის გაძლიერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმის განცდამ რომ მაჰმადიანური სამყარო იქცა აგრესიის ობიექტად.

გავიხსენოთ,მაგალითად,საბჭოთა კავშირის თავდასხმა ავღანეთზე,ემოციურად ესაა სიმბოლური ბრუნი, 1967 წლის ექსვდღიანი ომის დიდი დამცირების შემდეგ ყველა მხრიდან ჩასული ისლამისტები შეუერთდნენ საბჭოელებთან მეომარ ავღანელებს ( მათ ფარულად ეხმარებოდა მეორე ზესახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები).

აჯანყებულთა მოულოდნელი წარმატება მოწმობს იმაზე რომ ეროვნულ ისლამურ მოძრაობას შეუძლია ზესახელმწიფოს დამარცხება.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დამარცხება ავღანეთში არ იყო ისლამის მიერ დამცირების განცდის შესამსუბუქებლად,ვინაიდან მთავარ გამარჯვებულად ჩაითვალა დასავლეთი. მაგრამ ამან გააძლიერა ინტეგრიზმების სწრაფვა შურისძიებისაკენ,რისი შედეგებიც ცნობილია: 11 სექტემბერი და მისგან გამომდინარე მოვლენები.

ტერორისტები წაახალისა აგრეთვე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გაღრმავებამ,რომელმაც შეაფერხა და გაართულა ტერორიზმის დაგმობა არაბებისა და მაჰმადიანების მიერ ვინაიდან თუ კი ტერორისტულ აქტებს ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები რა უნდა ითქვას პალესტინელების გატანჯვაზე და მათ წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობებზე? ტერორისტები ხომ თუნდაც ნეგატიურად მაგდამ მაინც ასწორებენ არაბების და მაჰმადიანების წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლობებს.

ეს თვალსაზრისი იმსხვრევა იმ ფაქტზე რომ ისლამისტური ტერორიზმი უტევს მაჰმადიანებს, და მეტიც, სწორედ მაჰმადიანები იქცნენ ერაყში ისლამისტური ტერორიზმის მთავარ სამიზნედ.
Добавьте подпись
მაგრამ მისი შეწყვილება ზემოთ ნახსენებ მეობის ძიებასთან ხელს უწყობს შეთქმულების შესახებ მრავალი თეორიის ფართოდ გავრცელებას.

11 სექტემბრის მომდევნო თვეებში მრავალმა წარმოშობით ჩრდილოაფრიკელმა პარიზელმა ტაქსისტმა ამიხსნა რომ ეს ტერორისტული აქტები მოაწყვეს იზრაელის მოსადის აგენტებმა. ნუთუ ისინი ფიქრობდნენ რომ არაბები დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდნენ ასეთი ტერაქტების მოწყობას? თეორია რა თქმა უნდა აბსურდული იყო, მაგრამ იქნებ ის აძლევდა მათ მათი საკუთარი შინაგანი კონფლიქტის მოგვარების საშუალებას. ისინი გახლეჩილები იყვნენ ალ კაიდას აქციებით გამოწვეულ სიამაყესა და ამავე აქციების მიერ გაჩენილ სირცხვილის გრძნობას შორის.

წარმოშობით პაკისტანელმა მწერალმა მოჰსინ ჰამიდმა კარგად გამოხატა ეს ამბივალენტურობა თავის პოპულარულ რომანში «ინტეგრისტი უნებურად» (მოჰსინ Hამიდ, თჰე რელუცტანტ Fონდამენტალისტ,Pენგუინ Bოოკს,2007).

ავტორი აქ სამწუხაროდ არ განიხილავს ისლამისტური ტერორიზმის გაჩენასა და განვითარებაში საბჭოთა კავშირის წვლილის საკითხს, მაგრამ ეს ცალკე და მოცულობითი თემაა..

No comments:

Post a Comment