7.02.2011

ათ მცნებასთან ბრძოლის ისტორიიდან

მარქსისტული ანტისემიტიზმი ?

   «ებრაელის, ქრისტიანის, ერთი სიტყვით მორწმუნის პოლიტიკური განთავისუფლება არის განთავისუფლება იუდაიზმისგან, ქრისტიანობისგან, საზოგადოდ რელიგიისგან» ( თანამედროვე სუპერულტრალიბერალიზმი ამ თვალსაზრისით შენიღბული marqsizmia)

მარქსისტული ანტისემიტიზმი ?

  ჟაკ ატალი: ებრაელი ეს კაპიტალისტი:

ჯაკ ატალი, საუბარი მარქსის სულზე...
   თვითონ მარქსისთვის ებრაელი არის « კაპიტალიზმის « ყალიბი ». ფრიდრიხ ენგელსს ეშინია რომ ებრაელთა სიძულვილმა ექსპლუატირებულებს შეიძლება დაავიწყოს მათი ექსპლუატატორები მათი ყურადღების ებრაელებზე გადატანით... ანტისემიტიზმი განვითარდა 1870 წლის ომის შემდეგ, გაძლიერდა 1883 წლის ეკონომიკურ კრიზისთან ერთად და კულმინაციას მიაღწია დრეიფუსის საქმის დროს.

  ამ შემაშფოთებელ ტექსტში ( კარლ მარქსის « ებრაული საკითხი », გამოქვეყნდა 1844 წელს) ვკითხულობთ :
   ნუ ვეძებთ ებრაელის საიდუმლოს მის რელიგიაში, მაგრამ ვეძებოთ რელიგიის საიდუმლო რეალურ ებრაელში. რა არის იუდაიზმის პროფანული არსი ? პრაქტიკული საჭიროება, პერსონალური სარგებლობა, მოგება. რომელია მისი პროფანული ღმერთი ? ფული... ებრაელის ქიმერული ეროვნება ვაჭრის, ფულის კაცის ეროვნებაა.

   იუდაიზმი თავის აპოგეას აღწევს მხოლოდ ბურჟუაზიული საზოგადოების სრულყოფასთან ერთად, მაგრამ ბურჟუაზიული საზოგადოება თავის სრულყოფას აღწევს ქრისტიანულ სამყაროში... ქრისტიანობა გამოვიდა იუდაიზმიდან და ბოლოს და ბოლოს დავიდა იუდაიზმზე... ჩვენ, მაშ, დღევანდელი ებრაელის არსს ვერ ვიპოვით ბიბლიაში და თალმუდში... ფულია მისი ეჭვიანი ღმერთი რომლის წინაშეც ვერც ერთი სხვა ღმერთი ვერ უნდა გადარჩეს.»

  და მარქსი მოხაზავს კაპიტალის თეორიას რომელისაც ის დიდად განავითარებს 30 წლის შემდეგ :

   «ფული ამდაბლებს ადამიანის ყველა ღმერთს და მათ გადააქცევს ბაზარზე ვაჭრობის ობიექტებად. ფული არის ყველაფრისაგან შემდგარი ზოგადი ღირებულება».

   შემდეგ სიტყვა « განთავისუფლებით «თამაშით მარქსი ცდილობს იმის დამტკიცებას რომ ებრაელს გაანთავისუფლებს საზოგადოების განთავისუფლება იუდაიზმისგან :

   «ებრაელის, ქრისტიანის, ერთი სიტყვით მორწმუნის პოლიტიკური განთავისუფლება არის განთავისუფლება იუდაიზმისგან, ქრისტიანობისგან, საზოგადოდ რელიგიისგან » ( თანამედროვე სუპერულტრალიბერალიზმი ამ თვალსაზრისით შენიღბული მარქსიზმია).

     მარქსის აზრით ებრაელების და მათთან ერთად სხვა მორწმუნეების გასანთავისუფლებლად ბოლო უნდა მოვუღოთ ყველა რელიგიას მათ მიერ დაფუძნებულ კაპიტალიზმთან ერთად.

მარკ შაგალი, მოსე იღებს ათ მცნებას.
    ამ საშინელ ტექსტში მარქსი გვიხსნის რომ იუდაიზმი და ფული განუყოფელია ერთმანეთისგან და ერთი ვერ მოისპობა მეორის მოსპობის გარეშე რომ მუშა კერძო საკუთრების წინააღმდეგ რევოლუციის მოწყობით ერთდროულად განთავისუფლდება ღმერთისგან და კაპიტალისგან.  მოკლედ მისი ბრძოლით « მშრომელი შესძლებს თავის განთავისუფლებას ».

   ანტიკაპიტალიზმის და ანტიიუდაიზმის ამ ნარევს ბევრი გამოიყენებს მარქსის შემდეგ.

   მარქსის აზრით კაპიტალიზმის მოსპობა მოსპობს იუდაიზმსაც, სხვების აზრით იუდაიზმის მოსპობა მოსპობს კაპიტალიზმსაც. იუდაიზმის, ესე იგი მათთვის ებრაელების მოსპობა მათი აზრით მათ მოაშორებს თავიდან კაპიტალიზმს რომლის წყაროც ებრაელები არიან.

  საშინელი ირონიაა, მაგრამ მარქსის ფორმულა ერთი საუკუნის შემდეგ ცოტა გადააკეთეს ნაცისტებმა და საკონცენტრაციო, სიკვდილის ბანაკების კარიბჭეს დააწერეს დევიზი « შრომა ანთავისუფლებს ». 

  1845 წელს საფრანგეთში მარქსის დებულება « ებრაელი კაპიტალია » გაიმეორა ფურიეს მოწაფემ, ცხოველების და ნადირობის სპეციალისტმა ალფონს ტუსენელმა. მის ნაშრომს ჰქვია « ებრაელები, ეპოქის მეფეები. ფინანსური ფეოდალიზმის ისტორია ». მისმა წარმატებამ შთააგონა დრუმონი, ჟორჟ დიუშენი და ორგანიზაცია «  აქსიონ ფრანსეზი.

  მეორე გერმანელმა ებრაელმა, სოციალისტური მოძრაობის დამფუძნებელმა ფერდინანდ ლასალმა 1860 წელს დაწერა შემდეგი :

   «მე შემიძლია განვაცხადო რომ მე აღარ ვარ ებრაელი, მე არ მიყვარს ებრაელები და და შემეზიზღებოდა კიდეც ისინი საზოგადოდ. » საკუთარი თავის სიძულვილი მტრულ გარემოში ებრაელებსაც კი აძულებს იუდაიზმს.

 ცოტა ხნის შემდეგ მარქსის მეცენატ ფრიდრიხ ენგელსს შეეშინდა რომ ანტისემიტიზმი საზიანოა მუშათა კლასისთვის და მან ინანა რომ ბურჟუაზიულმა კლასმა ის გამოიყენა მუშების სამართლიანი სიძულვილის კაპიტალისტებიდან ებრაელებისაკენ გადასატანად და რევოლუციური პარტიებისაგან მათ ჩამოსაშორებლად.  მუშებისთვის ებრაელების შეძულებით კაპიტალისტები თავს არიდებდნენ მუშათა მათ საწინააღმდეგო გამოსვლებს.

  ენგელსის აზრით ყველა ჩაგრული კლასი და ხალხი უნდა გაერთიანებულიყო სოციალისტურ ინტერნაციონალში, ხალხთა ახალ ოჯახში და მეობაში რომელიც გააერთიანებდა ყველანაირი ბუნების მუშებსა და უმცირესობებს და მათ წაიყვანდა შეტევაზე ბურჟუაზიის წინააღმდეგ.  სხვა სიტყვებით ებრაელები დაინტერესებული უნდა ყოფილიყვნენ მსოფლიო მუშათა კლასთან კავშირით რათა მათაც როგორც უმცირესობას მოეთხოვათ მათი სამოქალაქო და სოციალური უფლებების აღიარება. 

  კარლ მარქსს უნდოდა თავისი ნაშრომის, « კაპიტალის », მიძღვნა ჩარლზ დარვინისთვის მაგრამ მან უარი თქვა ამ პატივზე იმის მომიზეზებით რომ ეს არ იყო მისი სფერო.



   გერმანიაში ოტო გლაგაუმ 1874 წელს წერილების ციკლში დაგმო ბირჟას ყანყალი და « ებრაელთა ფინანსური სპეკულაციები ». მან ებრაული « მტაცებელი კაპიტალი » დაუპირისპირა « შემოქმედებით (ქრისტიანულ) კაპიტალს ». მეორე ეროვნული და პროტექციონისტია, პირველი აპატრიდი და მონდიალისტურია...

   გერმანელმა ჟურნალისტმა ვილჰელმ მარმა 1879 წელს გამოიგონა ცნება «ანტისემიტიზმი » რომლითაც ის აღნიშნავდა ებრაელთა და იუდაიზმის «არაკონფესიურ» სიძულვილს, ესე იგი ეროვნული წესრიგის დამრღვევი და უცხო გავლენებისთვის საზღვრების გამხსნელი უცხოს, უცხოელის სიძულვილს...

   იმავე 1879 წელს იმპერიული კარის ლუთერანმა კაპელანმა და ახალი ქრისტიან-სოციალური პარტიის დამფუძნებელმა ადოლფ შტოკერმა დაგმო ებრაელთა ემანსიპაცია რომელიც ხელს უწყობს სპეკულაციას ბირჟაზე და გააკრიტიკა « საერთაშორისო და აპატრიდული განშტოებების მქონე მობილური კაპიტალი ». სახელგანთქმულ ბრმა ფილოსოფოს კარლ ეუგენ დიურინგთან ერთად მან შექმნა ანტისემიტური ლიგა და მოითხოვა უცხოელი ებრაელების გარეკვა და გერმანელი ებრაელების განთავისუფლება სახელმწიფო თანამდებობებიდან...
აინშტაინი

   1880 წელს ფრანც მერინგმა და ფრიდრიხ ენგელსმა შემოიღეს სიტყვა « კაპიტალიზმი ». ამიერიდან « იზმით » დამთავრებული სიტყვები შემოვიდა მოდაში.

    1883 წლის ეკონომიკურ კრიზისთან ერთად აქამდე ტეორიული ანტისემიტიზმი გადაიქცა პრაქტიკულ ანტისემიტიზმად. ეს ჯერ საფრანგეთში და გერმანიაში მოხდა...

   1886 წელს, ვიქტორ ჰიუგოს გარდაცვალებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, ედუარდ დრუმონმა გამოაქვეყნა საუკუნის ერთ-ერთი ბესტსელერი «ებრაული საფრანგეთი» რომელშიც ებრაელი გამოყვანილია არაადამიანად, თითქმის მხეცად, ფიზიკურ მონსტრად :

  «ებრაელის ცნობა შეიძლება შემდეგი მთავარი ნიშნებით : სახელგანთქმული მოგრეხილი ცხვირი, მოცომციმე თვალები, მოკუმული ტუჩები, გამოშვერილი ყურები, კვადრატული ფრჩხილები, მეტისმეტად გრძელი ტორსი, ბრტყელი ტერფი, მრგვალი მუხლები, მოღალატის ოფლიანი,რბილი და ორპირი ხელი...»

  1893 წლის 7 დეკემბერს რაიხსტაგში ლიბერმან ფონ ზონენბერგმა ანტისემიტური ლიგის და მის ახალ რჩეულთა სახელით დაგმო « თითქმის მთლიანად ებრაელების ხელში ჩავარდნილი ბირჟა ».  თითქმის სულ ისმის უცხო ხელისუფლების შექმნის ბრალდება და ხელისუფლება აძლევს ამის ნებას.

   შემდეგ, 1894 წლის 14 ოქტომბერს საფრანგეთში ხდება ის რასაც მოუთმენლად ელოდნენ ანტისემიტები. მოღალატედ გამოაცხადეს ებრაელი, თანაც არა სულერთია ვინ, მდიდარი ელზასელი მეწარმის (1871 წელს მან თავის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გადაწყვიტა ფრანგად დარჩენა) შვილი, უმაღლესი განათლების მქონე არტილერიის კაპიტანი ალფრედ დრეიფუსი. (ჟაკ ატალი, “ებრაელები,მსოფლიო და ფული“, ეს წიგნი 2002 წელს ფრანგულად გამოსცა გამომცემლობა ფაიარმა).

    ფრანგი (წარმოშობით ებრაელი) მაღალი ფუნქციონერი, მწერალი და ესეისტი, მიტერანის საგანგებო მრჩეველი, ბანკირი და პიანისტი ჟაკ ატალის ეს წერილი გამოქვეყნდა ფრანგული ჟურნალი “მარიანა”-ს საგანგებო ნომერში “ფული, ტექსტები”, 2011 წლის ივნის-ივლისი).

   

7.01.2011

დასავლურ-აღმოსავლური დებატებიდან

დასავლელები დარწმუნებული არიან რომ მისტიკურ აღმოსავლეთში ნახავენ წამალს თანამედროვეობის შიშების დაძლევის საშუალებას

დასავლეთ-აღმოსავლეთის ქორწილი :
როგორ დაიპყრო იოგამ დასავლეთი :

   ინდურ ტრადიციაში იოგა არის რელიგიური ასკეტური პრაქტიკა. დასავლეთში გავრცელებისას ის იქცა დასვენების და საკუთარი თავის კარგად განცდის მოდურ ტექნიკად და ხელოვნებად.
   იოგას პოპულარიზაცია სულ თავიდან დაიწყო 1970-ანი წლების კონტექსტში როდესაც პროტესტის გამომთქმელმა ახალგაზრდა თაობამ დაიწყო ოცნება აღმოსავლეთზე.  ზოგი ახალგაზრდა მიდიოდა ნდოეთში იქ აშრამების, გურუების, იოგას და მედიტაციის აღმოსაჩენად და გასაცნობად.

იოგა

       ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში დიდად პოპულარული ხდება ორთაბრძოლის აღმოსავლური ხელოვნებები და იოგა. მათი გავრცელება არ შეწყვეტილა და დღეს ისინი სრულყოფილად არიან ჩაწერილი დასავლურ საზოგადოებებში. 2010 წელს ჩატარებულმა გამოკვლევალ აჩვენა რომ ფრანგთა 13% აქტიურად მისდევს ისეთ აღმოსავლურ პრაქტიკებს როგორებიცაა განსაკუთრებით მედიტაცია და იოგა.

     იოგას გავრცელება დასავლურ საზოგადოებებში, მაშ, აჩვენებს მნიშვნელოვან კულტურულ ცვლილებას რომელიც ეწერება აზიური წარმოშობის პრაქტიკათა ‘ (საბრძოლო ხელოვნებები, მედიტაცია თუ ფენგ შუი) მოზაიკის გავრცელება. მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ ეს ხანგრძლივი გატაცება ?

           ინდოეთი, «მისტიკური აღმოსავლეთი»:

   იოგას მიმზიდველობა პირველ რიგში შეიძლება აიხსნას იმით რომ დასავლელები მოხიბლულები არიან გაიდეალებული ინდოეთით რომლის ტრადიციები თითქოს მარადისობაშია ფესვგადგმული და მიუხედავად იოგას პრაქტიკის დროთა მანძილზე ცვლილებისა მასში ხედავენ ჭეშმარიტების გარანტიად მიჩნეულ სტაბილურობას და სიღრმეს.

    ამას გარდა ინდოეთი მიჩნეულია, მართალია სხვა სამყაროდ, მაგრამ, ყველაზე მეტად, წმინდა, საკრალურ მიწად. ის თითქოს ფლობს რელიგიურობის არსს და მისი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტი თითქოს გამსჭვალულია სულიერებით. Fფიქრობენ რომ ინდოელებს ახასიათებს წმინდა და სპონტანური რელიგიურობა რასაც მოკლებული არიან დასავლელები.

   და ბოლოს, ესაა არსებითი, ინდოეთი თავისი მაგიითა და საიდუმლოებებით ჩანს “მისტიკურ აღმოსავლეთად”, დასავლური საზოგადოებებიდან გამქრალი სიბრძნის და სულიერი ცოდნის მფლობელ სამყაროდ.

   “ მე მაინტერესებს იქიდან მოსული ამბები”, მეუბნება იოგას აქტიურად მიმდევარი, ვინაიდან ისინი ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდიან იმას რაც აქ არა გვაქვს”. ასეა რომ მისტიკური აღმოსავლეთის მითი ასრულებს სარკის როლს და ასახავს დასავლელთა მისწრაფებებს. დასავლელები დარწმუნებული არიან რომ მისტიკურ აღმოსავლეთში ნახავენ წამალს და თანამედროვეობის შიშების დაძლევის საშუალებას.

   ინდური ფილოსოფიის სპეციალისტი მიშელ ულას თქმით “ ყველგან დასავლეთში ინდური სამყარო თითქოს განიცდება როგორც უმაღლესი განსხვავებულობა რომლის მიმართაც საკუთარი თავი უნდა განსაზღვროს ყველა რელიგიურმა, ფილოსოფიურმა მიმდინარეობამ თუ იდეოლოგიამ.”

ინდოეთის როგორც ჩვენი სამყაროსაგან სრულებით განსხვავებული რამის წარმოდგენა სულაც არაა ახალი ამბავი. XIX საუკუნის ბოლოდან რომანტიკოსი ორიენტალისტები დასავლეთის აღორძინების საშუალებას და იმედს ხედავენ ინდოეთის რელიგიური ტრადიციების შესწავლაში.  Oორიენტალისტური კვლევები ვითარდება XVIII საუკუნის ბოლოს კალკუტაში ბენგალიის აზიური საზოგადოების შექმნასთან ერთად.

  კოლონიალური დაპყრობების და აღმოჩენის ამ ხანაში თარგმნიან და კომენტარებს უკეთებენ ინდუიზმის რელიგიურ ტექსტებს.

ინდოელი  ნეოგურუ

   მაგრამ თანამედროვე ინდოეთი  აღქმულია როგორც დაკნინების გზაზე დამდგარი და ობსკურანტიზმში ჩაფლული ცივილიზაცია და მას არ ადარებენ მომხიბლავ და მომაჯადოებელ შუა საუკუნეებს.

     ლაპარაკია ინდოეთის წარსულზე და მისი ისევ აღმოჩენის აუცილებლობაზე.

    რომანტიკოსი ორიენტალისტების აზრით ევროპული ცივილიზაციის ძველი წყაროები საძებარია საწყის, თავდაპირველ ინდოეთში.

   ასე ხდება რომ ინდოეთის ოქროს ხანის ძიება იძლევა ინდოეთით აღორძინებული ევროპის ნახვის იმედს,სევე როგორც აღორძინების ხანაში ევროპა ააღორძინა ანტიკურ ბერძნულ-ლათინურ ფესვებთან დაბრუნებამ.

   აღორძინებისკენ ეს მისწრაფება საუკეთესოდ დაინახა ვიქტორ ჰიუგომ :

   “ ლიუდოვიკო XIV-ის დროს ჩვენ ვიყავით ელინისტები, ეხლა ორიენტალისტები ვართ. ეს მართლაც ერთი ნაბიჯია.ამდენი გონიერ ადამიანს არასოდეს უკვლევია როგორც ეხლა აზიის ეს დიდი უფსკრული… უკვე ჭიანაჭამი და დამსკდარი ევროპული სტატუს კვო ჭრიალებს კონსტანტინეპოლის მხრიდან. მთელი კონტინენტი იხრება აღმოსავლეთისკენ » ( ვ. ჰიუგო, « Les Orientales », 1829, ხელმეორე გამოცემა 2000).

   ინდუსტრიალიზაციით, ურბანიზაციით, ინდივიდუალიზმის აღმავლობით დაჩქარებული თანამედროვეობის დარტყმებით დაბზარულ დასავლეთში მატერიალისტური და მექანისტური ტენდენციების დაძლევა თითქოს შეუძლია მხოლოდ მისტიკური აღმოსავლეთის სიბრძნეს და ჭეშმარიტებას.

  მისწრაფებამ დასავლეთის აღორძინებისკენ იდეალიზებული აღმოსავლეთის აღმოჩენით დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე.
    მან დიდი გავლენა მოახდინა ისეთ დიდ ფილოსოფოსებზე როგორებიც არიან ჰეგელი თუ ბუდიზმით და ვედანტით შთაგონებული არტურ შოპენჰაუერი.  

  მან შთააგონა უმნიშვნელოვანესი მხატვრული მიმდინარეობები, მაგალითად ევროპული რომანტიზმი და ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი.

    და ბოლოს “მისტიკური აღმოსავლეთის” ხატმა გაჟღინთა დასავლური ეზოტერიზმი რასაც დიდად შეუწყო ხელი 1875 წელს ნიუ იორკში სპირიტთა წრეში გაჩენილმა თეოსოფიურმა საზოგადოებამ რომელიც ავრცელებდა ინდუიზმიდან ნასესხებ კონცეფციებს.

         იოგა დღეს, უპირველეს ყოვლისა პრაქტიკაა :

  XXI საუკუნის დასაწყისშიაც ფიქრობენ რომ აღმოსავლურ სულიერებას შეუძლია ჩვენი თანამედროვე საზოგადოების ეჭვებისა და ტანჯვის შემsუბუქება-კომპენსაცია. მაგრამ ის იღებს ახალ ფორმებს. ეს აღარაა ინტელექტუალური ცოდნა თუ მხატვრული შთაგონება, ესაა უშუალო პირადი, პიროვნული განცდა და გამოცდილება.

ევროპელი იოგი

      ჩვენს თანამედროვეებში ეს გამოცდილება ხშირად ეწერება რამდენადმე ეკლექტიკურ ნომადიზმში სადაც ერთმანეთის გვერდითაა იოგა, მედიტაცია, ბუდიზმი და დაოსიზმი, პიროვნული განვითარება, ჰოლისტური თერაპიები, ჩინური მასაჟი, რეიკი თუ აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებები. იმათთვის ვინც არ უყურებს იოგას როგორც მხოლოდ სასარგებლო ტანვარჯიშს ლაპარაკი მაინც არაა ინდუისტად მოქცევაზე. აინტერესებთ წარმოშობით ინდური მოძღვრების კონკრეტული, პრაქტიკული ასპექტი (მედიტაცია, იოგას პოზები,  მანტრების წარმოთქმა) და ძალიან ხშირად უარყოფენ რიტუალებს, ინდუისტურ დოქტრინებს და მათ კულტურულ ფონს.  ტანისამოსის სახელგანთქმული მარკის რეკლამის გამეორებით იოგას ერთი მიმდევარი ამბობს: “მხოლოდ გააკეთე”, და ეს მაშინ როდესაც იოგა იმთავითვე ჩაწერილია ძალიან რთულ ფილოსოფიურ და რელიგიურ სისტემაში. იოგა, მაშ, წარმოდგენილია როგორც წიგნიერ ცოდნაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოძღვრება მოქმედებაში.

     იოგას ხშირად აღწერენ როგორც “ცხოვრების სტილის” ნაწილს, როგორც “სიცოცხლის პირისპირ დგომის ერთ-ერთ ფორმას” éან კიდევ “ყოველდღიურობაში ცხოვრების ხელოვნებას”, ესე იგი ყოველდღიურობისთვის მიმართულების მიმცემი და ცხოვრების როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ და ეთიკურ პლანებზე  წარმმართველი მოქმედების ფორმას.

   უფრო ზოგადად იოგა და მედიტაცია აღწერილია როგორც “ სულიერი, თერაპიული ტექნოლოგია”, “მაშველი თოკი” ან კიდევ “უსაფრთხოების ქამარი”

            ეს მეტაფორები ხაზს უსვამენ იოგას, მედიტაციის და მსგავს პრაქტიკათა განსაკუთრებულ, თითქმის სამკურნალო როლს.

          ამისგან განსხვავებით ინდოეთში იოგა ტრადიციულად არის რელიგიური ხსნის ძიება რომლის მეშვეობითაც ინდივიდი უნდა მოწყდეს წუთისოფელს და მის ტანჯვას რომელსაც მუდამ აახლებს რეინკარნაციის ციკლები.

   იოგას დასავლელ ერთგულად მიმდევართა უმრავლესობა კი იოგაში და მეტიცაციაში ხედავენ სულ სხვა რამეს, კერძოდ საკუთარი თავის სრულყოფის და სწორედ წუთისოფელში საკუთარი უნარების განვითარების ეფექტურ საშუალებას.

   იოგას და მედიტაციის დასავლელი მიმდევრები მიზნად ისახავენ პირად, პიროვნულ განვითარებას, მათ გარემოსთან მეტი ჰარმონიის მიღწევას, სტრესის მორევას და  სხვა ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

   ლაპარაკია გარკვეული “მოქნილობის” შეძენაზე :

  “ იოგაში ვსწავლობთ კარგად სუნთქვას, კარგად დასვენებას. უკეთესია ფიზიკური მოქნილობა და ასევე უკეთესია მენტალური მოქნილობა... ეს საჭიროა უკან დასახევად, ადაპტაციისათვის და რაღაცეების გასაკეთებლად”, ხსნის იოგას ერთი რეგულარულად მიმდევარი.
  ასეთი ცხოვრებით მიღწეული ინდივიდუალური პროგრესი ასევე აღწერილია როგორც ახალ გამოწვევათა და დაბრკოლებების, საფრთხეთა დაძლევის, გარკვეული გეგმის შექმნის, ვითარებათა გაკონტროლების გაძლიერებული უნარი.

  რთული ბავშვობა, ოჯახური თუ პროფესიური პრობლემები ასე აღწერილია როგორც ჩასაბარებელი გამოცდები რომლებიც იძლევიან წინსვლის საშუალებას მას შემდეგ როდესაც ვიცით მათი მიღება და მათი ფარდობითი ხასიათის დანახვა (რელატივიზაცია). // თემის დასასრული იქნება).

   
          როგორ დაიპყრო იოგამ დასავლეთი-2 :        

  იოგა ნეოლიბერალურ საზოგადოებაში :

   ნეოლიბერალური საზოგადოება ადამიანისაგან მოითხოვს ადაპტაციის უნარსა და მოქნილობას.  იოგაში ადამიანები ხედავენ როგორც თვითრეალიზაციის ისე ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილების საშუალებას.  თანამედროვე საზოგადოების სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი იმპერატივია პიროვნების გარდაქმნა და ინდური რიტუალებისაგან და დოქტრინებისაგან განთავისუფლებული იოგა დასავლელი იოგების აზრით არის საკუთარი თავის სრულყოფის საშუალება.

  სოციალური და ეკონომიკური მუტაციები (ფინანსური სფეროს მონდიალიზაცია, კომერციული ბაზრების დენადობა, ტექნიკისა და მოხმარების საგნების სწრაფი მორალური დაძველება, შეჯიბრისა და რენტაბელობის ატმოსფერო) შრომისუნარიან ადამიანს სულ უფრო და უფრო განსაზღვრავს არა მისი თანამდებობით ან ცოდნა-კომპეტენციით არამედ მისი ადაპტაციიის, ახალი ცოდნის შეძენისა და ახალ უნართა განვითარების უნარით. სხვა სიტყვებით ადამიანმა უნდა შესძლოს თავისი პოტენციალის გაზრდა და თვითონ უნდა მოერიოს გარემოს ამ ზეწოლის შედეგად გაჩენილ მოუსვენრობის და მწუხარების განცდას. ჩვენი საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს მუდმივ ცვლილებას, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, ინიციატივების გამოჩენის და ადამიანებთან ურთიერთობის, განუწყვეტელი ადაპტაციის და სხვ.უნარებს. არაა ლაპარაკი მარტო იმაზე რომ უნდა შეგვეძლოს კონკურენციაში გამარჯვება და ნაყოფიერი შრომა, აგრეთვე უნდა ვახერხებდეთ განმუხტვას, დაძაბულობის მოხსნას, სტრესის მორევას ( ანუ გარემოდან მომავალ თუ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მიერ გაჩენილ  მოულოდნელ გამღიზიანებლებზე სათანადო რეაქციის მოხდენას)... და ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის რომ არ დაგვანგრიოს ყოველდღიურმა ცხოვრებამ. იოგას მიმდევრები ლაპარაკობენ იმაზე რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა.
  ასე ხდება რომ იოგასთვის თუ მედიტაციისთვის მიმართვით დასავლელი სხვაგან ეძებს მისი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებებს. მაგრამ ცხადია რომ თვითგანვითარებისთვის საჭირო საშუალების ეს ძიება სცდება აზიიდან მოსული პრაქტიკებით გატაცებას. ის ეხება სულიერად თუ თერაპიულად მიჩნეული დემარშების დიდ მარაოს. Aამ დემარშებით ინდივიდები ცდილობენ მათ სოციალურ გარემოსთან ადაპტაციას და ამით უარს ამბობენ მოქმედებაზე ამ გარემოს გარდასაქმნელად.

         საბოლოო ეკონომიკური მიზნები :

სხვა სიტყვებით დრეკადობის, ელასტიურობის, დარტყმისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნართა დაფასება ჩვენს თანამედროვე საზოგადოებებში დაკავშირებულია საბოლოო ეკონომიკურ მიზნებთანაც. ეს ენათესავება შრომის უფრო დრეკად ხასიათს, შეჯიბრის უნარიან ეკონომიკას, მზადყოფნაში მყოფ და პროდუქტიულობის თუ რენტაბელობის მოთხოვნებთან ადაპტაციის უნარის მქონე მშრომელების საჭიროებას.
« მაშ აბა როგორ უნდა გავცეთ პასუხი ტექნოლოგიურ ცვლილებებს, კონკურენციის იმპერატივებს,წერს სოციოლოგი რობერ კასტელი, თუ კი ადამიანს არ გადავაქცევთ ხორკლიანობისა და კრუნჩხვების არმქონე და შრომისთვის ყოველ წუთს მზა არსებად ? მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მისი შეზღუდულობების, წინააღმდეგობათა დაძლევით, სპონტანურობისათვის ხელის შეწყობით და აწმყოს მოთხოვნებისათვის პასუხის გაცემის უნარის განვითარებით».

  მაშ ნეოლიბერალური საზოგადოება მოითხოვს ადამიანის გარკვეული ტიპის არსებობას თუ შექმნას და ამას ენათესავება საკუთარი მეობის გაფუჩქვნის და განვითარების სულ უფრო მზარდი მოთხოვნილება.
თანამედროვე ადამიანისგან ითხოვენ ადაპტაციის უნარს და მედიტაციის და იოგას  პოზების მსგავსი ტექნიკების სწავლა მრავალთაგან ერთ-ერთი პასუხია ამაზე.

ვფქრობ რომ მოთხოვნილება იოგაზე კიდევ იქნება დასავლეთში…
( ბელფასტის ქუიინ’ს უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი ვერონიკ ალტგლასის ეს საინტერესო და მრავლისმთქმელი წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში « ჰუმანიტარული მეცნიერებების დიდი დოსიეები, ცხოვრების სწავლა ძველი ფილოსოფიებიდან პიროვნულ განვითარებამდე »,2011 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი).

**************************
შვეიცარიას აქვს ყველი, გერმანიას-ნუშის ტკბილი ცომი და ინდოეთს აქვს სულიერება », უყვარს ხუმრობა გურუს რომელიც ასე ავრცელებს ინდური სულიერების გამარტივებულ და ორიენტირებულ ხილვას.


ეს არაა გოეთეს და ჰერმან ჰესეს საყვარელი აღმოსავლეთი, ესაა თანამედროვეობის კენონებს მორგებული, მაგრამ გარკვეულად საინტერესო თანამედროვე ინდოეთი.

« პრაქტიკული სიბრძნე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად »,
 
   ცხოვრების ხელოვნება ( « არტ ოფ ლივინგ ») ინდოეთის ანტისტრესული სათნოებანი :
   იოგასა და ტრანსცენდენტური მედიტაციის შემზავებელი ახალი რელიგიური მოძრაობა  “ცხოვრების ხელოვნება”მონაწილეობს ინდური სულიერების ერთგვარად ორიენტირებული ვერსიის მსოფლიო გავრცელებაში.

   « პრაქტიკული სიბრძნე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად », აი რას გვთავაზობს მოძრაობა « ცხოვრების ხელოვნება ».  « 30 წლის წინ ბანგალორში, ინდოეთში დაარსებული ეს მოძრაობა ასწავლის სტრესის დაძლევას სუნთქვის დაუფლების იოგური ტექნიკა სუდარშან კრიიას მეშვეობით.

    მისი დამფუძნებელი ძალიან მედიატური სრი სრი რავი შანკარი ეწერება  საერთაშორისო აურა- ავტორიტეტის მფლობელი 1970-ანი წლების გურუების ხაზში.
   გგარდა თავისი საგანმანათლებლო პროგრამებისა ფონდი « ცხოვრების ხელოვნება » მოღვაწეობს სხვადასხვა ჰუმანიტარულ სფეროში, მაგალითად ეხმარება პატიმრებს და უსწავლელ ინდოელ ბავშვებს.

« ცხოვრების ხელოვნება » მოქმედებს 140-ზე მეტ ქვეყანაში. მსოფლიოში მას თითქოს უნდა ჰყავდეს 2-3 მილიონი მიმდევარი. რა თქმა უნდა ყველა არ მიდის ბანგალორის  თავდაპირველ და ორიგინალურ აშრამამდე მაგრამ ყველას ნასწავლი აქვს სუნთქვის სუდარშან კრიიას ტექნიკა. ეს ინიციაცია მრავალმა მომხრემ განიცადა როგორც « მათი ცხოვრების შემცვლელი ემოციური განცდა-გამოცდილება » (ერვიე-
-ლეჟე და ფ.შამპიო, « ემოციაზე რელიგიაში, განახლებები და ტრადიციები », ბაიარ, 1990, ფრანგულად).  Eეს ინიციაცია არის რელიგიური თემის შემკვრელი ცემენტი.

  ა გურუ სრი სრი რავი სანკარი თავის თაყვანისმცემლებთან ერთად.

            თანამედროვეობის კანონებს მორგებული ცოდნა :

  შემდეგ ზოგი ადეპტი მისდევს ინტენსიურ კურსს რომლის დროსაც ისინი ისევ « თრთიან უნისონში ». დამფუძნებელი ემოცია, ხაზს სუსვამს სოციოლოგი ალექსის ავდეეფფი, მაშინაა ჭეშმარიტად ინსტიტუციონალიზებული «  ( ა. ავდეეფფ, « არტ ლივინგ » , რსლიგიათა სოციალური მეცნიერებანი », ნომერი 149, 2010 წლის იანვარ-მარტი, ფრანგულად).
          თემს მჭიდროდ კრავს რიტუალები, საზეიმო აღნიშვნები და იყენებენ სპეციფიურ ლექსიკონს.

       აშრამებში არ ამბობენ « გამარჯობა » და « გმადლობთ », სამაგიეროდ ამბობენ გამოთქმას ჰინდის ენაზე « ჟე გურუ დევ » ( გამარჯვება ღვთაებრივ გურუს ».
    ძველი ინდოეთის მონისტური ფილოსოფია ვედანტური ტრადიციიდან გამომდინარე ცოდნა რომელსაც ქადაგებს სრი სრი რავი სანკარი კარგად მოერგო თანამედროვეობის კანონებს : ესაა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი. სრი სრი რავი სანკარმა გაწყვიტა მოძღვარი-მოწაფის ტრ ადიციული ურთიერთობა და მოძღვრებას ასწავლიან მოწაფეებს შორის შერჩეული პროფესორები.
  განათლებას ხელს არ უშლის არც კულტურა და არც რელიგია : ყველას შეუძლია ცხოვრების ხელოვნების სწავლა თუ კი შეუძლიათ ფულის გადახდა.

     სწავლების შინაარსი უნივერსალურია, საყოველთაოა და ყველასათვისაა გასაგები.

      დასავლური ცივილიზაციის ავადმყოფობათა საპასუხოდ სუდარშან კრიიას ტექნიკა პირველ რიგში თერაპიაა, მკურნალობაა, წამალია.
  « სტრესი აჩენს ფიზიკურ დაძაბულობებს, ზურგის ტკივილს და ორგანულ მოშლილობებს და ლაპარაკია მისი შედეგების ლიკვიდაციაზე ». არგუმენტებს განამტკიცებს ბილოგიური და მეცნიერული მინიშნებები სუნთქვის სასიკეთო მოქმედებაზე.

ა. ავდეეფფის თქმით « ცხოვრების ხელოვნება მონაწილეობს რელიგიური ფენომენის გლობალიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით.
    ვედანტა მიზნად ისახავდა ხილული მატერიალური სამყაროსაგან მოწყვეტას, მაგრამ სრი სრი შანკარის მიზანია ცოდნა როგორც ყოველდღიურობის გაუმჯობესების იარაღი.

   კულტურული სირთულეებისაგან და ეზოტერულობისგან თავისუფალი ფილოსოფია ექსპორტისათვის იოლი ცოდნაა.

  გაპრიალებულ-გაკრიალებული სიტყვა დიდად განსხვავდება გამოსვლებისაგან ინდოეთში კასტათა სისტემის და კონგრესის პარტიის წინააღმდეგ .

   « შვეიცარიას აქვს ყველი, გერმანიას-ნუშის ტკბილი ცომი და ინდოეთს აქვს სულიერება », უყვარს ხუმრობა გურუს რომელიც ასე ავრცელებს ინდური სულიერების გამარტივებულ და ორიენტირებულ ხილვას. ( სელინ ბაგოს ამ საინტერესო წერილის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში « ჰუმანიტარული მეცნიერებების დიდი დოსიეები, ცხოვრების სწავლა ძველი ფილოსოფიებიდან პიროვნულ განვითარებამდე »,2011 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი).



  კონფუციუსის თანახმად ყოველი ადამიანი უნდა გახდეს ჟუნზი, ესე იგი პატიოსანი, უკეთეს შემთხვევაში განათლებული, უარეს შემთხვევაში მცოდნე, წიგნიერი და ზრდილობიანი ადამიანი.

   ვინ იყო კონფუციუსი ?

   «  სწავლა გაუაზრებლად ამაოა, მაგრამ ფიქრი სწავლის გარეშე საშიშია »; “ თუ არ იფიქრებ შორეულ მომავალზე ცუდ მდგომარეობაში ჩავარდები როდესაც ის მოახლოვდება”. aი ორიოდე აფორიზმი იმ აფორიზმებიდან რომლებსაც ვხვდებით კონფუციუსის « საუბრებში », კონფუციანელობის მთავარ წიგნში.

  ჩვენ ცოტა რამ ვიცით კონფუციუსის ცხოვრების შესახებ. მისი სახელი კონგზი (თუ კონფუზი) ნიშნავს « მოძღვარი კონგი » და  დასავლეთში იეზუიტმა მისიონერებმა ის თარგმნეს ლათინიზებული ფორმით კონფუციუსი.

  ის იყო « წიგნიერი », ადმინისტრატორი, მთავართა მრჩეველი და პედაგოგი რომელიც მოღვაწეობდა პროვინციათა ხელისუფლებასთან. mაგრამ ცხოვრების ბოლოს ის იყო სკოლის ხელმძღვანელი და ის ეძებდა მთავარს რომელიც მოინდომებდა მის მიღებას :

ჩემს გამოყენებას ერთ წელიწადში მე ყველაფერს დავაყენებ თავის გზაზე და სამი წლის შემდეგ ის ნახავს ამის შედეგებს » ( საუბრები).

   კონფუცის მოუწია ცხოვრება არეულ დროში როდესაც შუ მეფეთა სამეფო ხელისუფლება დასუსტებული იყო და ლოკალური მთავრები ერთმანეთს ეშარებოდნენ ტერიტორიებისა და პრივილეგიების გულისთვის. შოციალური წყობა საფრთხეში იყო და კონფუციუსი ოცნებობდა ტრადიციაზე და რიტუალზე დაფუძნებული უფრო სტაბილური და ჰარმონიული ოქროს ხანის აღდგენაზე ( რიტუალი დიდ როლს ასრულებდა ტრადიციულ ჩინეთში : ყოველი ადამიანის ცხოვრებას აწესრიგებდა წესების, ცივილურობის, მოქალაქეობრივი წესიერების წესების ერთობლიობა).
      კითხვაზე თუ როგორ უნდა მოეგოს ბოლო უწესრიგობებს კონფუციუსი პასუხობდა ტრადიციაზე მითითებით :


 shvilი პატივს უნდა სცემდეს მამას.
ქვეშევრდომი პატივს უნდა სცემდეს ზემდგომს. zემდგომი, მთავარი თუ მეფე პატივს უნდა სცემდეს ქვეშევრდომს ისევე როგორც მამა პატივს უნდა სცემდეს შვილს და ქმარი პატივს უნდა სცემდეს ცოლს (პირიქითაც).

    « პატიოსანი სადამიანი ყველაფერს უყურებს სამართლიანობის თვალსაზრისით. ვულგარული მდაბიო ყველაფერს უყურებს მისი ინტერესების თვალსაზრისით”, შეიძლება წავიკითხოთ “საუბრებში”. 
  Aან კიდევ: “ პატიოსანი კაცი მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ, ვულგარული მდაბიო კი მომთხოვნია სხვის მიმართ”.

     შვილ

      დოქტრინის მრავალი ვერსია :

  თავიდან კონფუციანიზმი გავრცელდა მწიგნობართა მცირე ელიტაში და შემდეგ დინასტია ჰანის დროს
(-206/220) შემდეგ გადაიქცა იმპერიულ იდეოლოგიად. Mმაგრამ დინასტიის დასასრულს იმპერიის დამსხვრევას თან ახლდა ბუდიზმის აღმავლობა რასაც მრავალი საუკუნის მანძილზე მოყვა კონფუციანიზმის დაკნინება. ერთგვარი ნეოკონფუციანიზმი დამკვიდრდა ოფიციალურ დოქტრინად XII საუკუნიდან სონგთა დინასტიის დროს (ჩინური აღორძინების ხანა). მაშინ ის შექმნის მწიგნობართა ბიუროკრატიის ბაზას, გამოცდათა სისტემას. შემდგომი ხანგრძლივი პერიოდის დროს კონფუციანიზმი რჩება ოფიციალურ იდეოლოგიად, თუმცა ეს ცნება აღარ აღნიშნავს ერთგვაროვან, ჰომოგენურ დოქტრინას. Kონფუციანიზმის დაოსიზმთან და ბუდიზმთან შერევის ხანგრძლივი ისტორია და მრავალი სკოლა მათი საკუთარი ინტერპრეტაციებით ხაზს უსვამენ კონფუციანიზმის განსაკუთრებულ ნიშნებს.

   ხანგრძლივმა ისტორიამ, ინსტიტუციონალურმა როლმა, მრავალი კონფუციური სკოლის არსებობამ ბიძგი მისცეს კონფუციანიზმის მრავალი ვერსიის (მორალისტური, მეტაფიზიკური თუ ჰუმანისტური ვერსიების) გაჩენას. Kონფუციუსი  ქადაგებდა მინიშნებებით სავეს პატარა ისტორიების მეშვეობით რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაჩენას (    ფრანგული ჟურნალი « ჰუმანიტარული მეცნიერებების დიდი დოსიეები, ცხოვრების სწავლა ძველი ფილოსოფიებიდან პიროვნულ განვითარებამდე »,2011 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი).


( დღეს კონფუციანიზმი გადააგვარა  კაბიტალისტებად შენიღბული ხუნვეიბინების არმიამ რომელიც იყენებს კონფუციანიზმის კარიკატურას, მთარგმნელი).
 
ესეც ევროპაა : ოსკარ უაილდის სოციალისტური ინდივიდუალიზმი
         მარქსიზმ-დენდიზმი ?

   “ ცხოვრების მიზანია ცხოვრების, ადამიანის ხელოვნების ნაწარმოებად გადაქცევა”.

      სრული ადამიანი ცდილობს ხელოსანის მუშა, შემოქმედის და სწავლული ფილოსოფოსის ფიგურების გაერთიანებას ფიქსირებულ პროფესიაში თუ ექსკლუზიურ სპეციალობაში მიმწყვდევის გარეშე.

ცხოვრების ხელოვნება მარქსსა და ოსკარ უაილდს შორის :
      დაკავშირებულია თუ არა სოციალიზმთან საკუთარი მეობისა და პიროვნების, ხატის გამოქანდაკება? ოსკარ უაილდის დენდიზმით გაშუქებული უცნობი მარქსი.

    ირლანდიელი მწერალი ოსკარ უაილდი (1854-1900) სხვა ნაწარმოებებს შორის არის ავტორი თხზულებისა “დორიან გრეის პორტრეტი” (1890),ის 1895-1897 წლებში დაპატიმრებული იყო დიდ ბრიტანეთში მისი ჰომოსექსუალობის გამო ( უფრო ზუსტად მის მიერ მასზე 17 წლით უფრო ახალგაზრდა ლამაზი ტუტუცი ოქლაქის შეცდენის გამო, მთარგმნელი) და მან თავისი სიცოცხლე მარტოობაში და სიბეჩავეში დაასრულა საფრანგეთში. 1909 წელს ის დაკრძალეს პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

   დენდიზმის ამ ფიგურის დაინტერესება სოციალიზმით ნაკლებადაა ცნობილი. Aარა და ის ამჟღავნებს გარკვეულ სიახლოვეს მის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ თანამედროვესთან, კარლ მარქსთან (1818-1883) რომელიც უფრო ინდივიდუალისტი იყო ვიდრე ამისი ხშირად სჯერათ. Aამას გარდა მარქსი 1849 წლიდან ცხოვრობდა ლონდონში, სადაც ის დაასრულებს თავის ცხოვრებას და ლონდონშივე 1879 წლიდან დაპატიმრებამდე ცხოვრობდა უაილდიც.

         როდესაც არსი, არსებობა უპირისპირდება ფლობას, ქონებას :

   უაილდი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი იმათგან ვინც თანამედროვე ფორმულა მისცა მე-ს ესთეტიკას, როგორც ამაზე მიუთითა დიდიე ერიბომ :

    “ ცხოვრების მიზანია ცხოვრების, ადამიანის ხელოვნების ნაწარმოებად გადაქცევა” ( ციტირებული და ფრანგულად თარგმნილია დ. ერიბოს მიერ, “ მოსაზრებები გეი საკითხზე”,ფაიარ, 1999).

   ამის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გამოხმაურებაა მიშელ ფუკოსთან (1926-1984) , მაგალითად როდესაც მან სტყორცნა 1983 წელს :  “მაგრამ ყველა ინდივიდის ცხოვრება განა ხელოვნების ნაწარმოები არაა?”, შემდეგ მიშელ ონფრაისთან ნაშრომში “მეს გამოქანდაკება. ესთეტიკური მორალი”, გრასე, 1993”).

   ოსკარ უაილდი 1891 წლის პატარა ესეში “ ადამიანის სული სოციალიზმის ქვეშ” მე-ს, ადამიანის მეობის როგორც ხელოვნების ნაწარმოების შექმნას დაუკავშირებს კაპიტალისტური საკუთრების სოციალისტურ გაუქმებას
და ინდივიდუალიზმის კავშირს, მაგრამ ლაპარაკია თანამშრომლობის ინდივიდუალიზმზე და არა კონკურენციის ინდივიდუალიზმზე :

   “ კერძო საკუთრების სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევით და შეჯიბრის შეცვლით თანამშრომლობით სოციალიზმი სიცოცხლეს დააფუძნებს შესაბამის გარემოზე. Mმაგრამ იმისათვის რომ ცხოვრება განვითარდეს სრულყოფილების უმაღლეს ხარისხამდე საჭიროა რაღაც უფრო მეტი, და ეს უფრო მეტია ინდივიდუალიზმი”.
  სოციალიზმის და ინდივიდუალიზმის კავშირი კაპიტალიზმის წინააღმდეგ უნდა ეფუძნებოდეს იმას რომ სოციალიზმისათვის და ინდივიდუალისთვის მთავარი ღირებულებაა “არსებობა”, “სიცოცხლე” და კაპიტალიზმისთვის კი ფლობა, “ქონება” :

   კერძო საკუთრების აღიარებამ ნამდვილად შეუშალა ხელი ინდივიდუალიზმს, ჩრდილში მოაქცია ის იმიტომ რომ ადამიანი გააიგივა მის ქონებასთან.… ადამიანს მიზნად დაუსახეს ხეირი,  მოგება და არა მისი ამაღლება. Aადამიანმა დაიჯერა რომ მნიშვნელოვანია რაღაცის ხელში ჩაგდება და არა არსებობა.

  ადამიანის ნამდვილი სრულყოფილება მის არსშია და არა მის ქონებაში:
   “კერძო საკუთრებამ დანაყა და მოსპო ნამდვილი ინდივიდუალიზმი და შექმნა ყალბი ინდივიდუალიზმი. Mმან დაამშია კაცობრიობის ნაწილი, მოგუდა ის და ამით დააყენა ის ცუდ გზაზე, ხელი შეუშალა მის ინდივიდუალიზმს”.
     კერძო საკუთრებამ ერთის მხრივ კაცობრიობა მიმართა ქონებისკენ არსის, არსებობის საზარალოდ. Mმეორეს მხრივ კაპიტალისტური საკუთრება უნდა იყოს სოციალურ უთანასწორობათა წყარო რაც ადამიანთა უმრავლესობას არ აძლევს ინდივიდუალური ავტონომიის მოპოვების და ინდივიდუალური შემოქმედების საშუალებას.

   ოსკარ უაილდის სოციალისტური ინდივიდუალიზმი დემოკრატიულია, მაშინ როდესაც კაპიტალისტური  (დღეს ნეოლიბერალური) ინდივიდუალიზმი არის ინდივიდუალიზმი ზოგიერთებისთვის.
   საკუთარი მეობის შექმნის როგორც სოციალური მიზნის თემა ძალიან მნიშვნელოვანია მარქსთანაც “სრული ადამიანის” თუ “ტოტალური ადამიანისé პერსონაჟის სახით.  მარქსის კოლექტივისტური წაკითხვა ხშირად ივიწყებს ამას.

   1844 წლის ხელნაწერებში მარქსი ფიქრობს ყოველი პიროვნების გრძნობათა და უნართა განთავისუფლებაზე : “ ადამიანის სამყაროსთან ყოველი კავშირის, ხედვის, სმენის, განცდის, დაგემოვნების, შეხების, გააზრების, ჭვრეტის, სურვილის, მოქმედების, სიყვარულის, მოკლედ ადამიანის ინდივიდუალობის ყოველი აქტის განთავისუფლებაზე”.

   არადა კერძო საკუთრება და ფულის შესაბამისი ყოვლისშემძლეობა ყოველი ადამიანის განუზომელ ინდივიდუალობას აქცევს ბაზარრზე კომერციის ობიექტად. “ ყველა ფიზიკური და ინტელექტუალური განცდის ადგილი დაიკავა გრძნობათა უბრალო განსხვისებამ, ქონების, ფლობის აზრმა”.
   კარლ მარქსი ოსკარ უაილდის მსგავსად არსს, არსებობას უპირისპირებს ფლობას, შოვნას, დაუფლებას.

   პიროვნების მეობის გამოქანდაკება როგორც საზოგადოების მიზანი :

  მარქსი  თავის ნაშრომში “კაპიტალი” (1867) ამბობს

აღარიბებს აგრეთვე მუშაობა კაპიტალისტურ ქარხანაში. ასეთ მუშაობას ბევრად უფრო გვიან მასხრად აიგდებს ჩარლი ჩაპლინი თავის ფილმში  “ახალი დროება” (1936). Kაპიტალიზმის ალტერნატივად მაშინ ჩანს პიროვნების მეობის აგებისათვის აუცილებელი სოციალური პირობების შემქმნელი კომუნიზმი.

    მაგრამ ეს არაა კოლექტივისტური და ეგალიტარისტული კომუნიზმი  რომელსაც მარქსი მის 1844 წლის ხელნაწერებში აკრიტიკებს და უწოდებს « ვულგარულ კომუნიზმს» ვინაიდან ეს  ვულგარული კოლექტივისტური და ეგალიტარისტული კომუნიზმი სულაც არ უწყობს ხელს პიროვნების მეობის გამოძერწვას და ცდილობს ყველაფრის დაყვანას ერთსა და იგივე დონეზე და « ყველგან უარყოფს ადამიანის პიროვნებას ».

  ეს კი სავსებით უპირისპირდება სრულ ადამიანს რომელიც ძვირფასია მარქსისა და ენგელსისთვის « გერმანულ იდეოლოგიაში » (1845-1846)…:

« კომუნისტურ საზოგადოებაში... არავინაა ჩაკეტილი საქმიანობათა ექსკლუზიურ წრეში», რაც «მე მაძლევს დღეს ერთი რამისა და ხვალე სხვა რამის კეთების საშუალებას, დილით ნადირობის, ნაშუადღევს თევზაობის, საღამოობით მწყემსობის და სადილის შემდეგ ლიტერატურული კრიტიკით დაკავების შესაძლებლობას ისე როგორც მინდა მონადირედ, მებადურად, მწყემსად თუ კრიტიკოსად გადაქცევის გარეშე».
 
       და სრული ადამიანი ხელოსანის მუშა ფიგურის, შემოქმედის და სწავლული ფილოსოფოსის ფიგურათა აერთიანებს ფიქსირებულ პროფესიაში თუ ექსკლუზიურ სპეციალობაში დამწყვდევის გარეშე.
  ასე იხატება თავის მშვილდში მრავალი ლარის მქონე ინდივიდი რაც სრულიად ეწინააღმდეგება კაპიტალიზმის « ცალგანზომილებიან ადამიანს » რომელსაც 1960-ან წლებში გმობს წარმოშობით გერმანელი ამერიკელი ფილოსოფოსი ჰერბერტ მარკუზე (1898-1979).

   Mმეობის გამოქანდაკება-გამოძერწვის როგორც საზოგადოების მიზნის გამოჩენა გულისხმობს რევოლუციურ ცვლილებას. ის იკვებება საკუთარ თავზე მუშაობიდან და სამაგიეროდ კვებას მას თვითონ.

    მარქსი და ენგელსი « გერმანულ იდეოლოგიაში » ამბობენ : «რევოლუციურ საქმიანობაში საკუთარი მეობის გარდაქმნა ემთხვევა გარეშე პირობების ტრანსფორმაციას».

   მრავალი მარქსისტისგან განსხვავებით მარქსი დიდ ყურადღებას აქცევს პიროვნების მეობის გარდაქმნას, მაგრამ ის დაკავშირებულია კოლექტიურ პოლიტიკურ ქმედებასთან.

  კარლ მარქსისა და ოსკარ უაილდის შეხედულებათა გადაკვეთაში ჩნდება დემოკრატიული და სოციალისტური დენდიზმის პერსპექტივა რომელიც « პიროვნული განვითარების » საკითხს ანიჭებს მოულოდნელ რადიკალურ პოლიტიკურ კომპონენტს (პოლიტოლოგი ფილიპ კორსუფის ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში « ჰუმანიტარული მეცნიერებების დიდი დოსიეები, ცხოვრების სწავლა ძველი ფილოსოფიებიდან პიროვნულ განვითარებამდე »,2011 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი).

   « უთხარი ყოველ დილით შენს თავს რომ შეხვდები  წინააღმდეგობებს,უმადურობას,თავხედობას,ღალატს,ბოღ-
Mას და ეგოიზმს. რომ მათ გამოიწვევს ის რომ შენთვის წყენის მომყენებლები არიან უმეცრები, ისინი სიკეთეს ვერ არჩევენ ბოროტებისგან;
   თუ ვერ ცვლი სამყაროს შეცვალე შენი დამიკიდებულება მის მიმართ;


  პირველი: არაფერი აკეთო უმიზეზოდ და უმიზნოდ; მეორე-არ აკეთო უსარგებლო საზოგადოებისთვის” (მარკუს ავრელიუსი). 

         « ცხოვრებაში ვნანობ მხოლოდ იმაზე რომ არ ვარ ვიღაც სხვა.”          


« საწყალი ადამიანური ამაოება :ყველა ფიქრობს რომ უფრო უბედურია იმაზე ვინც თავში ხელს იცემს და მოსთქვამს გვერდით » ( გრაფი დე მონტე კრისტო).
ბარათით შემატყობინეს რომ გულის გასკდომით გარდაიცვალა ადამიანი რომელმაც როგორც იქნა მიაღწია თავისი კარიერის მწვერვალს. ჩვენ გიჟის ხელით დაწერილი ხვედრის ტიკინები ვართ თუ ჩვენი საკუთარი უბედურების მოქმედი ძალები ?


გრაფ დე მონტე კრისტო, მარკუს ავრელიუსი, კოგნიტიური თერაპია

ესეც ევროპაა :ცვლილების ფსიქოთერაპიები :
                      «ცხოვრებაში ვნანობ მხოლოდ იმაზე რომ არ ვარ ვიღაც სხვა.”          

ყველაფრის შეცვლა საკუთარი მეობის შეუცვლელად :

   ალექსანდრე დიუმას გმირი გრაფ დე მონტე კრისტოს პარადოქსი : ცხოვრების მთლიანად შეცვლა საკუთარი მეობის შეუცვლელად.… ცვლილების ფსიქოთერაპიები ეფუძნებიან იგივე იდეას : ცვლილება თავიდან ეფუძნება მიღებას, შეწყნარებას, დათანხმებას.

     « ცხოვრებაში ვნანობ მხოლოდ იმაზე რომ არ ვარ ვიღაც სხვა.” როგორ გამოვიდეთ საკუთარი მეს ციხიდან?
 
  Yყოველ ადამიანს ცხოვრების გარკვეულ მომენტში გასჩენია გაქრობის და სხვაგან სხვა ფორმით სხვა და ჭეშმარიტი ცხოვრებისთვის საკუთარი მეობის შეუცვლელად გაჩენის  სურვილი.

  დავარქვათ ამ აჩემებულ იდეას სახელად “გრაფი დე მონტე კრისტოს პარადოქსი”.

                  გრაფ დე მონტე კრისტო უსამართლოდ ჩააგდეს ციხეში საიდანაც გაიქცა რათა მოენახა მისი თანამაპატიმარი და მენტორი აბე ფარიას მიერ მისთვის ნაანდერძევი განძი და დაუფლებოდა მას. ( შემდეგ გრაფი ხან იტალიელი მღვდელის და ხან ინგლისელი ლორდის სახით შედიოდა თავისი მტრების ცხოვრებაში რათა მოენახა ყველაზე სუსტი ადგილები და ზუსტად დაერტყა, მთარგმნელი).
   ის ხელახლა დაიბადა რათა შური ეძია გარყვნილ საზოგადოებაზე და შემდეგ წასულიყო საოცნებო აღმოსავლეთში უფრო ბედნიერი ცხოვრების საძიებლად, მაგრამ ის დარჩა იგივე რაც იყო, უბრალოდ მსხვერპლი გადაიქცა მჩაგვრელად, მდევნელ-
-შემვიწროებლად. ყველაზე უცნაური ისაა რომ მას მტრების მისაგნებად შეუძლია სხვადასხვა სახის მიღება და სხვადასხვა მეობის გამოყენება. Fფსიქოლოგიური ცნებებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მას აქვს დიდი მოქნილობა და წინააღმდეგობის უნარი, რაც მჟღავნდება მრავალი ფორმის პიროვნებაში და ის თავისი საქმეებისთვის, სიამოვნებისთვის და რევანშებისთვის იყენებს ამ პიროვნების სხვადასხვა წახნაგს (ღ.ჟ. Lიფტონ, “The Protean self. Humain resilience in age of fragmentation”, The University of Chicago Press, Chicago, 1993).

  ზოგი ცდილობს ამ აკვიატებულ-აჩემებული იდეის განხორციელებას: ყოველ წელს უგზოუკვლოდ იკარგება ათასობით ადამიანი ისე რომ არაფერი ვიცით იმის შესახებ თუ რა წარმატებას მიაღწიეს მათ ახალ ცხოვრებაში.

  დეკორის თუ ატმოსფეროს შეცვლა? იქნებ ჯობია პლასტიკური ქირურგია სრულყოფილი სხეულის შესაქმნელად ?

  სამწუხაროდ ულამაზეს დეკორში თუ ულამაზეს ცხოვრება ყოველთვის ვერ შველის და კურნავს მეს ღალატის განცდას. და დიდი რამის ხელში ჩაგდებაც შეიძლება ფატალური იყოს. ბარათით შემატყობინეს რომ გულის გასკდომით გარდაიცვალა ადამიანი რომელმაც როგორც იქნა მიაღწია თავისი კარიერის მწვერვალს. ჩვენ გიჟის ხელით დაწერილი ხვედრის ტიკინები ვართ თუ ჩვენი საკუთარი უბედურების მოქმედი ძალები ?

  რითი შეუძლიათ ჩვენთვის დახმარების გაწევა ფსიქოთერაპიებს იმის შესაცვლელად რაც არ მოგვწონს ჩვენში, სხვებში და სამყაროში ?

  რაიმე ფსიქიური ტანჯვით გატანჯულებს კოგნიტიური თერაპია სთავაზობს საკუთარი თავის შეცვლის დაწყებას მათ გარემოსთან ურთიერთობების შეცვლით. ამას გარდა ერთდროულად უნდა შეიცვალოს ქცევა და მსოფლმხედველობა, ესე იგი ადამიანი გარკვეულწილად სხვად უნდა გადაიქცეს.

   ფსიქოთერაპია და ცვლილება :

 ზოგი იმედოვნებს რომ თერაპია მათ სხვად გადააქცევს და მათ გამოიყვანს ცხოვრების სცენარის განმეორებიდან.

   გარეშე შეზღუდვათა არარსებობისას მწუხარება და სევდა ხელს უშლის თვითრეალიზაციის ნოვატორულ აქციებს. სევდიანი და დეპრესიული პიროვნებების საერთო დამახასიათებელი ნიშანია მოქმედების აკრძალვა. ტანჯვა გამომდინარეობს მეობის ჩაკეტვიდან ჩვეულებებში, უარყოფებში, შიშებში და დამამშვიდებელ მაგრამ დამაუძლურებელ რიტუალებში.
   ესაა ბედის მორჩილებით მარცხის სცენარი.
  როგორ უნდა გახდე ნამდვილი პიროვნება როდესაც შემოქმედებითობას ბორკავს გარემო, სხვათა მოქმედება თუ სხვა გარემოებები ?

 სხვებისთვის ტანჯვის წყაროა იმპულსიური და განმეორებადი ქცევა რაც გამოიხატება სხვებთან განმეორებადი კონფლიქტებით, ტოქსიკომანიაკური თუ აგრესიული ქცევით რომლის განმეორებაც მალე აჩენს მარტოობას და ბობოქარი ცხოვრების მერე კლავს ადამიანს. Eესაა ავადმყოფური სოციალური ქცევით მარცხის სცენარი. როგორ უნდა დავაღწიოთ თავი უმწიფარი ურთიერთობების აბლაბუდას და მათ თანამედროვე განმეორებას?

          თერაპიის მოთხოვნა ხშირად ნიღბავს სხვაგან ყოფნის, სხვად ყოფნის, ბედნიერების სურვილს და ყველაზე მეტად ფიზიკურ ტანჯვას.

  მიუხედავად ამისა ბუნებრივია და ინდივიდის ჯანსაღი რეაქციაა mეტისმეტად სწრაფი ცვლილებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.  უსაფრთხოების ზონაში შესვლა ააქტიურებს თავდაცვის  რეაქციებს, თავის გადასარჩენად იბრძვიან ძველი ჩვეულებები და აზროვნების სქემები.  დილემა « ყველაფრის შეცვლა მეობის შეუცვლელად »-ის დაძლევა შეიძლება ცვლილების რიტმის არჩევის პაციენტისთვის დათმობით...

 

  მარკუს ავრელიუსიდან კოგნიტიურ თერაპიამდე :

    ეფექტიური თერაპიებისათვის საერთო პროცესებს შორისაა მიღება, შეწყნარება, დათანხმება.

    მიღება, შეწყნარება, დათანხმება არის ფილოსოფიის, რელიგიის და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მუდმივი თემა.

    კოგნიტიური თერაპიის ერთ-ერთი ფილოსოფიური ფესვია შეწყნარება,დათანხმება.

   კოგნიტიური თერაპია პაციენტს ეხმარება ფაქტების განსხვავებაში მათი ინტერპრეტაციისგან ნეგატიური ემოციების შესაცვლელად და პოზიტიური და სასიამოვნო ქცევის გზაზე დასაბრუნებლად.

   კოგნიტიური თერაპია ჩვეულებრივ გამოჰყავთ მონა ეპიქტეტეს და იმპერატორი მარკუს ავრელიუსის (121-180) სტოიკური (ანუ სტოიციზმის) მორალიდან.

   ეს ფილოსოფოსი იმპერატორი ამბობდა რომ ადამიანებს აღელვებს არა იმდენად ფაქტები რამდენადაც მათი ინტერპრეტაცია. მისი წიგნი “აზრები ჩემთვის” ამბობს :

  “ “თუ კი გაღონებს რამე გარეშე ობიექტი გაღონებს არა ის არამედ შენი წარმოდგენა იმის შესახებ რაც გაღელვებს. მხოლოდ შენ შეგიძლია ამ წარმოდგენის მოშორება თავიდან. თუ შენ გაღონებს შენი საკუთარი განწყობილება რა გიშლის ხელს განზრახვის შეცვლაში?”

   ეს მაქსიმა არ უნდა გავიგოთ როგორც მოწოდება ბედისადმი მორჩილებისკენ ვინაიდან ის უწინარეს ყოვლისა ხაზს უსვამს მიზნების და მათი მიღწევის საშუალებების რეალურად შეფასების აუცილებლობას.

   ამ პერსპექტივაში მარკუს ავრელიუსი გვთავაზობს ერთმანეთისგან განვასხვავოთ “ის რაზეც ხელი მიგვიწვდება და ის რაზეც ხელი არ მიგვიწვდება, რაც მიუწვდომელია”. მაშ უნდა ვიმოქმედოთ თავდაჭერილად ესე იგი უნდა გვესმოდეს რომ შეიძლება შეგვხვდეს დაბრკოლებები.



დათანხმება და ცვლილების ხელოვნება :

 მთავარია წადილის და განზრახვის უტყუარობა, გულწრფელობა: ადამიანს არ უნდა აწუხებდეს
ცხოვრებაში სირთულეების შეხვედრა იმიტომ რომ ეს სირთულეები მასზე არაა დამოკიდებული. ამით შესაძლებელი მარცხი უკეთესადაა შეწყნარებული იმიტომ რომ მან ადამიანს თავში ხელი არ უნდა აცემინოს მარცხზე პასუხისმგებლობის მთლიანად საკუთარ თავზე აღებით.
  დეპრესიის კოგნიტიური თერაპიის ერთ-ერთი ჩვეულებრივი პრაქტიკაა წარმატების და წარუმატებლობის გარეშე მიზეზების დანახვა და მათი სწორად შეფასება.

   ფსიქოთერაპიით განკუნების მსურველი პაციენტის ტანჯვის წყარო ხშირად არის მისი ილუზიები თვითონ მის შესახებ და მომავლის, მსოფლიოს, ჭეშმარიტების, სიკეთისა და ბოროტების შესახებ.

  ყოველგვარი ფსიქოთერაპიის პირველი ნაბიჯია პაციენტის მიერ მისი საკუთარი საზღვრების დანახვა და მათი შეწყნარება.
  შეწყნარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ცნება და შეიძლება გაირჩეს მისი გამოყენების 7 სფერო. yოველი სფერო შეესაბამება განსხვავებულ პრობლემატიკას. მე შევეხები შეწყნარების სხვადასხვა ტიპს და შეუწყნარებლობას რომლებსაც შეიძლება შევხვდეთ კოგნიტიურ თერაპიაში.

1. საკუთარი თავის შეწყნარება აძლიერებს საკუთარი თავის პატივისცემას ; ესაა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანი. მიუხედავად ამისა თერაპევტმა პაციენტი უნდა შეიწყნაროს ისეთი როგორიც ის არის რათა პაციენტმა საკუთარი თავი შეიწყნაროს ისეთი როგორიც ისაა.
 ასევეა ყველანაირ მეგობრობაში, სიყვარულში თუ პროფესიულ კონტექსტში. მაშ, ლაპარაკია ურთიერთშეწყნარებაზე.

2. ჩვენი საზღვრების შეწყნარებას მივყავართ ჩარევამდე და მოქმედებამდე იმ სფეროებში რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია და დამოკიდებულია ჩვენზე. Mმაგრამ როგორ უნდა დავადგინოთ ზუსტად თუ რაა ჩვენზე დამოკიდებული ?
მხოლოდ ადგილზე არსებული ვითარების ღრმა ანალიზი გაგვაგებინებს შესაძლებელია თუ არა ბრძოლის მოგება. მაშ ლაპარაკია სტრატეგიულ შეწყნარებაზე.

3. ჩვენი ემოციების შეწყნარება მდგომარეობს მათ განცდაში მათი უარყოფის ან მათი ნებისმიერ ფასად გაკონტროლებისაკენ სწრაფვის მაგივრად. ნეგატიური ემოციების შეწყნარება და დაშვება არის ქცევითი (კომპორტემენტალური) თერაპიების მიერ ფობიების თუ პოსტ-ტრავმატული სტრესის შემთხვევაში გამოყენებული  მეთოდების ერთ-ერთი საფუძველი.
  ამ მეთოდის ხმარებისას ადამიანი უნდა დათანხმდეს სევდის, მწუხარების გამწვავებაზე და ის შეჩვევის გარკვეული პერიოდის შემდეგ შესუსტდება და მოხდება მისი სტაბილიზაცია უფრო დაბალ დონეზე.

  ესაა პარადოქსი : ტანჯვის დროებით გადატანაზე თანხმობა მომავალში მისგან განკურნების იმედით იძლევა დადებით შედეგს.

4. სხვათა შეწყნარება იძლევა სხვებთან უკეთესად თანაარსებობის საშუალებას.
იი.   როგორც გვეუბნება ბუდიზმი და ქრისტიანობა კარგია მტრებისადმი თანაგრძნობა ვინაიდან სიძულვილს ბევრად უფრო მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე მტერს. Eსაა,მაშ, შეწყნარება პატიებით ( ამავე დროს ალბათ მტერსაც უნდა ვთხოვოთ მტრობის შეწყვეტა, მთარგმნელი).

 5. შეწყნარება სამყაროსი იმ სახით როგორიც ის სარის.

       მაგრამ რა არის სამყარო?
  ხანდახან უნდა გინდოდეს მისი შეცვლა წინააღმდეგობის გამწევი ძალების მიუხედავად და ეს არის ჯანსაღი სურვილი.
                მაკიაველიმ თავის 1532 წლის ნაშრომში “მთავარი” ხაზი გასუვა განსხვავებას, სათნოებას, ღირსებას და ბედს, ხვედრს შორის.
       ხვედრი ის სიკეთეა თუ ბოროტება რაც ჩვენდა უნებურად შეგვხვდა. პირველი ფაზაა მისი შეწყნარება, მასთან შეგუება, რომელსაც მოსდევს მეორე, ჯანყის, საზღვრების დაძლევის ფაზა.

    სათნოებას, ღირსებას რომელზეც ლაპარაკობს მაკიაველი ჰქვია სიმამაცე, გამბედაობა: ესაა ცუდი ხვედრისადმი დადებითი დამოკიდებულება:

  “ ჩემის აზრით განგება, ხვედრი შეიძლება იყოს ჩვენს ქმედებათა ნახევარის ბატონ პატრონი, მაგრამ ჩვენს ქმედებათა მეორე ნახევარს უნდა განაპირობებდეს ჩვენი ნება”.

  ამ გაგებით სათნოების, ღირსების მეხოტბე მაკიაველიზმი არის პოზიტიური ფსიქოლოგიის ფორმა.

  დროებითი შეწყნარება ხშირად გამოიყენება პრობლემათა გადაწყვეტის ტექნიკებში.
  Mმარცხის თუ ტრავმატიზმის დროებითი შეწყნარება სამყაროს საშიშროების დროებით შეწყნარებასთან ერთად იძლევა შემდეგ ფეხზე უფრო მყარად დადგომის და მის შეცვლის საშუალებას.
   Eესაა, მაშ, წინააღმდეგობის გამწევი შეწყნარება.

    6. ადამიანის მდგომარეობის შეწყნარება:
  ესაა ცხოვრება იმის თქმით რომ სიცოცხლე შეიძლება ნებისმიერ წამში ისე შეწყდეს რომ ვერ მოვესწროთ ჩვენს მიერ უკვე დაწყებული საქმის დასრულებას.

   Eესაა,მაშ, ეგზისტენციალური ნაღველის და სევდის შეწყნარება.

    7. სიკვდილის შეწყნარება:

   ასე სიკვდილს წარმოიდგენენ ადამიანის ტანჯვის ერთადერთ შემამსუბუქებელ ძალად და არა გადასვლად. ესაა თანაგრძნობით მიღება და შეწყნარება იმისა რაც ოდესმე აუცილებლად შეგვხვდება.
   შეუწყნარებლობა ცუდ გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან და ჩვენს გარემომცველ სამყაროებზე.

   ფსიქოთერაპიაში განსაზღვრა შეწყნარების სფეროსი სადაც აუცილებელია პიროვნული მუშაობა სუბიექტს მიმართავს პოზიტიური დამოკიდებულებისკენ.

    თავდება გაუთავებელი თვითკრიტიკა და დე მონტე კრისტოს აკვიატებულ-აჩემებული ოცნება.

   ჩვენ არ უნდა შევიწყნაროთ და ავიტანოთ ნებისმიერი რამ, ყველაფერი, მაგრამ შეუწყნარებლობამ, აუტანლობამ იმისა რაც ჩვენ ვართ შეიძლება სხვებისთვის აუტანელი გაგვხადოს.

 ფრანგი ფსიქიატრი ჟან კოტროს ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში « ჰუმანიტარული მეცნიერებების დიდი დოსიეები, ცხოვრების სწავლა ძველი ფილოსოფიებიდან პიროვნულ განვითარებამდე »,2011 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი).
 *****************************************************************************************************************************************

აღმოსავლეთის სიმდიდრემ არ უნდა დაგვავიწყოს დასავლეთის სიმდიდრე. ჩვენც გვაქვს კულტურული განძი რომელიც იძლევა მეს რეალიზაციის გააზრების საშუალებას.
     
eსეც ევროპაა: ”…ბედნიერება მოსაწყენია,… უფრო მნიშვნელოვანია თვითგანხორციელება, თვითრეალიზაცია”.


     ნამდვილად შესაძლებელია თუ არა თვითრეალიზაცია?

      ფილოსოფოსი მიშელ ლაკრუას აზრით ბედნიერება არაა სამყაროს უბრალო ჭვრეტაში. თვითრეალიზაცია, მაშ, რაღაცის შექმნაა, რაღაცის შესრულებაა. თვითრეალიზაცია მეტია ბედნიერების ძიებაზე. მაგრამ ადამიანის ბუნებაში ჩაწერილი ეს მისწრაფება განსრულებისა და განხორციელებისკენ აწყდება მრავალ წინააღმდეგობას.

    თვითრეალიზაცია, თვითგანხორციელება ნიშნავს ორ რამეს.

  Pპირველ რიგში ესაა დანახვა იმისა რომ ადამიანი არის შესაძლებლობათა რეზერვუარი.

  “ მე ვარ შესაძლებლობათა დაპირება”, წერდა მარტინ ჰაიდეგერი. სხვა სიტყვებით მე მაქვს უნარებისგან და წამახალისებელი სტიმულებისაგან, წადილისა და მისწრაფებებისგან შემდგარი პოტენციალი.
  Mმე შევდგები ერთდროულად იმისგან რისი გაკეთება შემიძლია და იმისგან რისი გაკეთება მსურს.

   თვითრეალიზაცია არის აგრეთვე იმის რწმენა რომ ეს პოტენციალი არ უნდა დარჩეს აუთვისებელ გამოუყენებელი.
       ჩემში არსებული შესაძლებლობები ჩემგან მოითხოვენ მათ ამოქმედებას, მათ გამოყენებას, მათ ექსპლუატაციას. მე მავალია  ამ შესაძლებლობათა გამოყენება და განხორციელება. მე ისინი პოტენციიდან რეალობად უნდა გადავაქციო.

  სწორედ ამას ამბობს ნიცშე: გახდი ის რაც ხარ”.

   თვითრეალიზაციის, საკუთარი მეობის ანუ საკუთარ შესაძლობლობათა განხორციელების პროცესში არის სწრაფვა პირადი პროგრესისკენ, საკუთარი თავის სრულყოფისკენ, მე უნდა ვეცადო ჩემი შესაძლებლობების მთლიანად და სრულყოფილად გამოყენება.

      თვითრეალიზაცია უფრო სრულყოფისლენ სწრაფვაა, პერფექსიონიზმია, ვიდრე  ბედნიერების ძიება.

  “ ბედნიერება მოსაწყენია”, აღიარებდა ჟიული “ახალ ელოიზაში”. ეს ფრაზა კარგად აღწერს თვითგანხორციელების სულისკვეთებას.

 Mაგრამ თვითგანხორციელება არ ნიშნავს ბედნიერების უარყოფას. ბედნიერება მოვა ბოლოს, როგორც ჩემი ძალისხმევის სამაგიერო და შედეგი.

  სიცოცხლის ბოლოს მე შემიძლია ვთქვა :
   «  მე გავაკეთე რაც შემეძლო », « მე გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობები », « მე მივაღწიე დასახულ მიზანს », « მე მივდიე ჩემს მოწოდებას », « მე ვიყავი ერთგული ცხოვრების გეგმისა რომელიც შევიმუშავე ახალგაზრდობაში ». თუ კი მე სიცოცხლის ბოლოს შევძლებ ერთ-ერთი ამ წინადადების გულწრფელად წარმოთქმას სინამდვილისგან დიდად ჩამოუშორებლად მაშინ მე განვიცდი კმაყოფილებას, სიმშვიდეს, საბოლოო ანგარიშით განა ამას არ ვუწოდებთ ბედნიერებას ?

 თვითრეალიზაციის ძალისხმევა გამოიხატება « ცხოვრების პროექტით » რომელიც გულისხმობს მუდმივობას, შეუპოვრობას. « მე მქმნის ჩემი პროექტი », წერდა სარტრი.

   თვითრეალიზაციისთვის,მაშ, საჭიროა “რაღაცის რეალიზაცია”. Pროფესიულ ცხოვრებაში იქნება ეს, თავისუფალი დროისტარების, ჰობის სფეროში, მაგალითად, შემოქმედებაში, სპორტში, ასოციაციურ ცხოვრებაში, მოხალისედ, უანგაროდ მოღვაწეობაში, ოჯახურ ცხოვრებაში და ა.შ.

   პიროვნული თვითრეალიზაციის გზები მრავალფეროვანია.
   ზოგი ეძებს განსაკუთრებულს, არაჩვეულებრივს, გრანდიოზულს. მათ უნდათ დიდი მიზნის მიღწევა, კეთილშობილი მისიის შესრულება. მათ უნდათ ბრწყინვალე გამარჯვება,სახელი, დიდება.

  სხვები, პირიქით, ფუსფუსებენ ყოველდღიურობის, ბანალურობის, ჩვეულებრივის სფეროში და თავს იქ ძალიან კარგად გრძნობენ.

   განსრულებული ცხოვრების ფორმები დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან და ძალიან კარგია რომ ასეა.

   მაგრამ ამ განსრულებულ ცხოვრებათა საერთო ნიშანია მოქმედება, ქმედება. Mოქმედება აუცილებელია თვითრეალიზაციისთვის. როგორც ამბობდა ანდრე მალრო “ჩვენ ვართ ჩვენს ქმედებათა ჯამი”.

  mმხოლოდ ჭვრეტის მომენტი, განდგომისა და წარმავალი წამისადმი ექსტატური მინდობის უწყვეტი თანმიმდევრობისგან შემდგარი ცხოვრება არასრულყოფილი იქნება.

   ჟიდი ამბობდა: “ ჩემში მყავს ათასი ადამიანი და მე ვერ დავთანხმდები ვიყო ერთადერთი”. ყველა შესაძლებლობის რეალიზაცია აწყდება პირველ გამოწვევას : იმის აღმოჩენას თუ რა გვინდა სინამდვილეში.

    ამიტომ ალბათ არ უნდა გვინდოდეს ჩვენი ყველა შესაძლებლობის რეალიზაცია. თვითრეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცდუნებაა ყველაფრის განხორციელების, ყველაფრის გაკეთების სურვილი. ესაა უმწიფარი სურვილი რომელიც უნდა უარვყოთ როდესაც სრულწლოვანები ვიქნებით. ის იწვევს უნაყოფო გაფანტვას. Uუნდა გავცდეთ ყველაფრისათვის ხელის ტაცების დონჟუანიზმს. Mმე არ შემიძლია ყველა ხელობის ცოდნა, ყველა ხელოვნებაში თუ სპორტში თავის გამოჩენა, ყველა უბედურის დაცვა. Mმე უნდა გავაკეთო არჩევანი. « გზისტენციალიზმის მამა კიერკეგორი ლაპარაკობდა « არჩევანის ნათლობაზე » და სწორიც იყო. ის არჩევანს გადამწყვეტ როლს ანიჭებდა პიროვნების აგებაში. საჭიროა საკუთარი თავისთვის გარკვეული საზღვრების დაწესების ცოდნა, თვითშეზღუდვა. თვითრეალიზაცია განუყოფელია თვითშეზღუდვისგან.

   განსრულების წადილი ჩაწერილია ადამიანის ბუნებაში. ეს წადილი გარკვეული თვალსაზრისით უკვდავია იმიტომ რომ ადამიანისთვის ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა მოუსვენრად, მოუსვენრობაში და დაძაბული ცხოვრება.

       ჩვენ არა ვართ მთლიანად კმაყოფილი იმით რაც ვართ. ჩვენ წადილის არსებები ვართ.

      ადამიანი ისაა რაც არაა და არა ის რაც არის !

 Mმაგრამ პიროვნული რეალიზაციის მოთხოვნილება გამწვავდა XVIII საუკუნიდან. Eესე იგი ინდივიდუალიზმის ხანაში და ამას აქვს სამი მიზეზი :

1. გაჩნდა ინდივიდის ახალი კონცეფცია:
XVIII საუკუნემდე პიროვნული განვითარების გადაულახავ ჰორიზონტს ქმნიდნენ ღმერთის, მეტაფიზიკური თუ კოსმიური ხსნის ცნებები. გავიხსენოთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანებისთვის საუკუნეთა მანძილზე “ ქრისტეს მიბაძვას”.

XVIII საუკუნეში ადამიანმა დაიწყო განთავისუფლება ამ ტრანსცენდენტური, რელიგიური და მეტაფიზიკური მოდელებისაგან. მან ისწავლა ყურადღების ცენტრში საკუთარი თავის დაყენება და რა აღმოაჩინა? თავისი პოტენციალი, ესე იგი რესურსებისა და წადილების, მისწრაფებათა და უნართა ჯამი, მასში არსებული მოტივაციები და მზაობები. ამის შესწავლა დაიწყო XIX საუკუნეში გაჩენილმა მეცნიერულმა ფსიქოლოგიამ. მან მეტი ყურადღება  მიაქცია უნარებს და არა დასაფუძვლებას რის გამოც მას შეიძლება ვედავოთ.

   მას შემდეგ თვითრეალიზაციის თანამედროვე ფილოსოფია განვითარდა რადიკალური ავტონომიის ნიშნით. ამ კონცეფციის ავტორები არიან კანტი და რუსო. თანამედროვე ადამიანისთვის ეს ნიშნავს თავისი პოტენციალის სრულებით ავტონომიურად განვითარებას რელიგიურ თუ მეტაფიზიკურ ბედისწერაზე დაფიქრების გარეშე.
  რეალიზაცია არის რეალიზაცია საკუთარი ძალებით, თვითრეალიზაცია ( მაგრამ არ უფიქრდებოდნენ სულ მცირე იმას თუ საიდან და რატომ მოდიოდა ამა თუ პიროვნების ნიჭი, მთარგმნელი).

2. ამ ფილოსოფიის გაბატონებას ხელი შეუწყო მეორე ფაქტორმაც : საფრანგეთში ძველი რეჟიმის წოდებათა გაუქმებამ.
   Aადრე გლეხად გაჩენილი მთელი ცხოვრება გლეხი უნდა ყოფილიყო და წარჩინებულთა ოჯახში გაჩენილი-
-წარჩინებულად. 1789 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციასთან ერთად ყოველი ადამიანისთვის ყველაფერი გახდა შესაძლელობელი. ამ თვალსაზრისით რევოლუცია იყო ენერგიათა და ამბიციათა განმანთავისუფლებელი ძალა. ამიერიდან ყველას შეიძლებოდა ჰქონოდა პოლიტიკაში, მრეწველობაში, ბიზნესში, ხელოვნებაში და ა.შ. წარმატების მოპოვების იმედი. « სოციალური წარმატების » იდეა სწორედ ამ ხანით თარიღდება. 13სწორედ ეს ფორმა მიიღო ბევრისთვის თვითრეალიზაციამ. Mმოწმეა რომანი “წითელი და შავის” გმირი ჟულიან სორელი რომლის მამასაც სტანჯავდა სოციალური დაწინაურების სურვილი.

Fრანგულმა რევოლუციამ ბიძგი მისცა “აღმავალ სოციალურ მობილურობას” და ამან ისტორიის სცენაზე გამოსვლის საშუალება მისცა დიდ პიროვნებებს.  ბაირონი, გოეთე, ლიატეი, პასტორი, კარნეგი, ვაგნერი, მერმოზი, თუ კი მხოლოდ მათ დავასახელებთ, « თვითრეალიზაციის მოდელებს » იყენებდნენ ათწლეულების მანძილზე. ამ ემბლემატურმა ფიგურებმა განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოძრაობათა მეშვეობით დიდი გავლენა მოახდინეს საზოგადოებრივ აზრზე.

3. მესამე ფაქტორია დასავლეთში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გაჩენილი ფილოსოფიისა და ლიტერატურის გავლენა. Eეს ფილოსოფია და ლიტერატურა არის თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი აზრების, წინადადებების, მოწმობის და ექსპერიმენტების საბადო.

   პირველ რიგში ფილოსოფოსები:…ჰეგელიდან სარტრამდე, კიერკეგორიდან eმანუელ მუნიემდე განუწყვეტლად ფიქრობდნენ “კაცობრიობის განსრულებაზე”, “ადამიანურ შესაძლეობათა რეალიზაციაზე”. ანარქისტი მაქს შტირნერი ( რომელიც საკუთარი თავის იქით ვერაფერს ხედავდა, მთარგმნელი) ოცნებობდა “ ადამიანის გაფურჩქნვაზე მის ადამიანურ სისავსეში”, მარქსი სოციალიზმს ხედავდა “ჩვენში მთვლემარე ძალების” განმანთავისუფლებელ რევოლუციად.

  მწერლებმა ერთ-ერთ მთავარ თემად  აქციეს პიროვნების განვითარება: სტენდალის ეგოტიზმი, გოეთეს თხრობა “ვილჰელმ მაისტერის შეგირდობის წლებში”, ბარრესის “მეს კულტი”, ანდრე ჟიდის ძიება “მიწიერ საკვებში” ამდენი პასუხია კითხვაზე; როგორ გავიფურჩქნოთ? როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ადამიანობა?

  ჩემს წიგნში მე მინდოდა ამ კულტურული სიმდიდრის მოხელთება.

  ამის გაკეთებით მე ზურგი შევაქციე პიროვნული განვითარების მოძრაობაში დღეს გაბატონებულ გარკვეულ ორიენტალიზმს. მე არ ვამბობ რომ აღმოსავლეთს არ მოუტანია არაფერი. ეს ტყუილი იქნება. გავიხსენოთ ბუდიზმის, იოგას დაოსიზმის წვლილი
მაგრამ აღმოსავლეთის სიმდიდრემ არ უნდა დაგვავიწყოს დასავლეთის სიმდიდრე. ჩვენც გვაქვს კულტურული განძი რომელიც იძლევა მეს რეალიზაციის გაასრების საშუალებას.

  თანამედროვეობა ხოტბას ასხამს მეს რეალიზაციას, მაგრამ სინამდვილე იშვიათადაა ჩვენი ამბიციების სიმაღლეზე.

Pიროვნების განსრულებისკენ მიმავალი გზა მოფენილია დაბრკოლებებით. ზოგი გარეგანი დაბრკოლებაა, ზოგი შინაგანი.
  ზოგი დაბრკოლება დაკავშირებულია საზოგადოებასთან ან ოჯახურ გარემოსთან რომლებიც ყოველთვის არ აძლევენ ახალგაზრდებს მათ შესაძლებლობათა რეალიზაციის საშუალებას. დღეს შრომის სამყაროში არსებული შეზღუდვები აბრკოლებენ პიროვნულ განსრულებას.

ვიქტორ ჰიუგო 
     მე მახსენდება ასევე « ადამიანთა მიწის » ის პათეტიური სცენა რომელშიც სენტ ეგზიუპერი ყვება რომ მატარებელში რომელსაც მუშებიც მიჰყავდა მან დაინახა ბავშვის გონიერებით სავსე მზერა რომელშიც იკითხებოდა « სიცოცხლის ლამაზი დაპირება ». მაგრამ მანვე დაინახა ბავშვის ღარიბი და გაუთლელი მშობლები რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ ბავშვს და მან იგრძნო რომ ბავშვს ჰქონდა ცუდი საფუძველი. მას ალბათ არ ექნება თავისი ნიჭის განვითარების საშუალებები და მისი ცხოვრება შეიძლება ცუდად წავიდეს. « ვკლავთ მოცარტს » ამბობს ეგზიუპერი.

   შინაგანი დაბრკოლებებიდან კი ზოგი ფსიქოპათოლოგიური ბუნებისაა :

   ნევროზი, დეპრესია ფიტავენ, აუძლურებენ ადამიანს და ხელს უშლიანმას განსრულებაში.

  არის ასევე “შემზღუდველი აზრები”, შიშები, მორცხვობა, მარცხის შიში, უნდობლობა საკუთარი თავისადმი. ზოგჯერ ამას ემატება ნეგატიური აზრები რომლებიც სპობენ თვითონ წადილს. , რის შედეგადაც ადამიანი თრგუნავს თავის საკუთარ მისწრაფებებს და ნებაყოფლობით, ძალდაუტანებლად ამბობს უარს მათზე. “მეტისმეტად გვიანაა ამის გაკეთება.” ნაწილია იმ ფატალური სიტყვებისა რომლებიც შეუძლებელს ხდიან თვითგანხორციელებას.

  მაგრამ,პირიქით, ჩემი განსრულება შეიძლება დააბრკოლოს მეტისმეტად გრანდიოზულმა ხილვამ, უზომო ამბიციამ, დიდებისკენ სწრაფვამ. პირველობისკენ და “საკუთა რი საზღვრების დაძლევისკენ”  თავდავიწყებით ლტოლვამ ( უკანასკნელის სიმბოლოა ნიცშეს ზეკაცი) შეიძლება მიგვიყვანოს მარცხამდე.

    მე მაფიქრებს ასეთი არისტოკრატიზმი, მე არ მომწონს განსაკუთრებულის, გენიალურის, გმირულის განხორციელებისაკენ, საკუთარი უპირატესობის დამტკიცებისკან სწრაფვის ეს რომანტიზმი.

  ჩვენ თვითრეალიზაცია ძალიან კარგად შეგვიძლია ყოველდღიურობის, ბანალურის სფეროში.
  თვითრეალიზაციისთვის არაა საჭირო არაჩვეულებრივი რამეების გაკეთება.

  თვითრეალიზაციის წინაშე აღმართული მეორე დაბრკოლებაა “სოლიფსიზმი” რომელიც ქედმაღლურად აცხადებს მას შეუძლია ყველაფრის გაკეთება თვითონ, მარტო, სხვების დაუხმარებლად.

  არა და თვითრეალიზაცია, გვინდა თუ არა, ხდება სხვებთან ურთიერთობაში. ის მოითხოვს სხვათა მეგობრობის, სინაზის, სიყვარულის, ნდობის მხარდაჭერას.

  ვიქტორ ჰიუგოს « განკიცხულების » დასაწყისში არის შესანიშნავი პასაჟი სადაც  კატორღიდან დაბრუნებული ჟან ვალჟანი გადარჩა ბატონი ბიანვენიუს კეთილგანწყობის წყალობით. ჟან ვალჟანი სხვა ადამიანად რომ გადაქცეულიყო მისი უნდა დაეჯერებინა ვიღაცას. .

ვიქტორ ჰიუგოს სურათი "ტალღა" ("ჩემი ბედი") 
  ვიქტორ ჰიუგოს მთელი ისტორია არის გულმოწყალებისა და ნდობის აქტის მაგიით პიროვნული გარდაქმნის ისტორია.

   დაბოლოს არის უკანასკნელი მახე : ჰიპერაქტივიზმი. მოქმედება აუცილებელია თვითრეალიზაციისთვის, მაგრამ საჭიროა თავშეკავებაც !


დაჯამებისთვის კი ვიტყოდი რომ პიროვნული რეალიზაცია, თვითრეალიზაცია არის ორძრავიანი რაკეტა: ერთი ძრავაა მზაობები, უნარი და შესაძლებლობები. Mეორე ძალაა მოტივაცია, მისწრაფება, წადილი, ჟინი. არა ამ ძრავებს არა აქვთ ერთი და იგივე ძალა და მნიშვნელობა.
   მთავარია მოტივაციის, მისწრაფების, მიზანდასახულობის, ჟინის ძრავა. მაშ ნუ დასვამ შეშინებულ კითხვას “შემიძლია კი?” “მაქვს კი ამის უნარი?”. იკითხე უფრო გინდა თუ არა ნამდვილად. უსმინე შენს ღრმა წადილებს, ესაა მთავარი (თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ლაკრუას ეს შესანიშნავი წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში « ჰუმანიტარული მეცნიერებების დიდი დოსიეები, ცხოვრების სწავლა ძველი ფილოსოფიებიდან პიროვნულ განვითარებამდე »,2011 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი).