7.21.2012

ფერების ძალა

ყოველი ფერი ვიბრირებს თავის სიხშირეზე და ყოველ ფერს აქვს თავისი ტალღის განსხვავებული სიგრძე. ალბერტ აინშტაინმა დაადასტურა რომ სპექტრის ფერები ადგენენ ენერგიის პატარა პაკეტებს რომლებსაც უწოდებენ ფოტონებს. რაც უფრო გრძელია ტალღა მით უფრო დაშორებულები არიან ერთმანეთისგან ფოტონები. ლურჯ,ინდიგო და იისფერ ფერებს აქვთ მოკლე ტალღები და კომპაქტური ფოტონები და,მაშ,მეტი ენერგია. სპექტრის მეორე ბოლოს ფერებს აქვთ გრძელი ტალღები და ნაკლები ენერგია.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მზის სინათლეში არსებული ფერის ვიბრაციული ენერგიები. სწორედ მზის სინათლის და სითბოს წყალობით არსებობს სიცოცხლის ყველა ფორმა. ზაფხულში გარეთ ყოფნისას ჩვენ როგორც წესი ვართ უფრო მხიარულები და უფრო ჯანმრთელები.

სეზონური დეპრესია არის სინათლის ნაკლებობით გამოწვეული ავადმყოფობა. ის იწყება შემოდგომაზე როდესაც დღეები მოკლდება და ჩვენ ნაკლებ დროს ვატარებთ მზეზე და ქრება გაზაფხულზე როდესაც დღეები გრძელდება.