4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის-4:


თურქებზე ევროპელებისთვის-4:
კონსტანტინეპოლის დაცემა


როდესაც საბოლოო შეტევა გადაწყდა 29 მაისს მეჰმეტ მეორემ ასე გაამხნევა თავისი ჯარისკაცები:
«მიწა და შენობები,იარაღი და სამხედრო ინსტრუმენტები ჩემია, ყველაფერი დანარჩენი, ქონება,სიმდიდრეები,ტყვეები,ტანისამოსი და საჭმელ-სასმელი იქნება მეომართა ნადავლი». განცხადებაში არაფერი იყო განსაკუთრებული და იმპროვიზებული. კონსტანტინეპოლმა უარი თქვა კაპიტულაციაზე და ხელს არ მოაწერდნენ არავითარ შეთანხმებას ზავზე თუ დანებებაზე. მოქმედებდა დაპყრობის უფლება რაც გულისხმობდა კონსტანტინეპოლის მკვიდრთა დამონებას.


55-დღიანი ალყა:
ამასობაში რომმა კონსტანტინეპოლში გააგზავნა უნიონისტი კარდინალი ისიდორე კიეველი ვისაც დაევალა ეკლესიათა გაერთიანების განცხადება. ეს მოხდა წმინდა სოფიოს კათედრალში 1452 წლის 13 დეკემბერს. ცერემონიას ესწრებოდა იმპერატორი მაგრამ არ ესწრებოდა უნიონისტი პატრიარქი გრიგოლ III რომელიც ლტოლვილობაში იყო რომში ვინაიდან მისმა მრევლმა მას აუკრძალა ბიზანტიის დედაქალაქში ყოფნა. არ იყვნენ არც იმპერიის მეორე პერსონაჟი დიდი მთავარი ლუკას ნოტარასი და მომავალი პატრიარქი გენადიოს სქოლარიოსი.
ეკლესიათა გაერთიანების ამ განცხადებამ გაამძაფრა უთანხმოებები ეკლესიათა შორის. სწორედ ამიტომ არ დახმარებია არავინ კონსტანტინეპოლს ბიზანტიის უკანასკნელი სამფლობელოებიდან პელოპონესში რომლებიც იყო იმპერატორის ძმების ხელში.
ოსმალთა არმია ედირნედან დაიძრა 1453 წლის მარტში. ათეულობით ტონის სიმძიმის დიდ ზარბაზანს მიათრევდნენ 30 წყვილი ხარი და ორასიოდე ადამიანი. ალყა დაიწყო 5 აპრილს და გაგრძელდა 55 დღეს;
სულთანი მეჰმეტი,ბელინი
კარგად მომრგვალებული ოპერაცია რომელიც ადასტურებდა სულთანის ანგარიშს:
ვენეციის სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში გადაწყვიტა გალერების შეიარაღება, მაგრამ კრედიტების პირველი წილი გამოყო მხოლოდ 9 მარტს,მეორე წილი-31 მარტს: სარდალი დანიშნეს მხოლოდ 7 მაისს.
ფლოტმა ამბავი ოსმალების მიერ კონსტანტინეპოლის აღების ამბავი შეიტყო კუნძულ ევბეაზე ჩასვლისას!
მოვლენის მნიშვნელობა გვაფიქრებინებს ტიტანთა ბრძოლაზე რომელშიც მრავალი ადამიანი მონაწილეობდა და იმდროინდელი ავტორები უყოყმანოდ მიმართავენ ჰიპერბოლას. მაგრამ წყაროების შესწავლა გვიჩვენებს რეალისტურ და შედარებით მოკრძალებულ ციფრებს.
ბიზანტიელთაგან გიორგი სფრანტზესი, იმპერიის უკანასკნელი ლოგოთეტი (ფინანსთა მინისტრი) ლაპარაკობს 4773 მეომარზე. ფლორენციელი ვაჭარი იაკოპო ტედალდი-6000-7000 მებრძოლზე. განსხვავებას უეჭველად განაპირობებს დამხმარეებისთვის ანგარიშის გაწევა.
ეს ციფრები ეთანხმება მოსახლეობის საერთო რაოდენობას (თანამედროვეთა აზრით 37-42 ათასი ადამიანი. თუ კი გამოვაკლებთ ნახევარს ( ქალებს) და მეორე ნახევარში ბავშვებს და მოხუცებს.
მათ ემატებათ 2000 უცხოელი მეომარი,ძირითადად გენუელები და ვენეციელები და კატალონელთა გარკვეული რაოდენობა. ეს ციფრები საოცრად მცირეა ქალაქისთვის რომლის გალავნის სიგრძე-გარშემოწერილობაც 20 კილომეტრს აღწევდა. კონსტანტინეპოლის ყველა მცველი რომ მდგარიყო გალავანზე ყოველ ორ-სამ მეტრში თითო კაცი თუ იქნებოდა.
თავდამსხმელთა რაოდენობის დათვლა ბევრად უფრო ძნელია,მით უმეტეს რომ ოსმალო მემატიანეები არ ახსენებენ ციფრებს. ყველაზე დაწვრილებითი და ყველაზე სანდო აღწერის ავტორი ვენეციელი ნიკოლო ბარბარო ლაპარაკობს 160 000 თავდამსხმელზე. ეს რაოდენობა უნდა დაიყოს რეგულარულ ჯარისკაცებად,,მათ შორის 15 000 იანიჩარად, თოფებით შეიარაღებულ ელიტარულ ინფანტერიად და დამხმარეებად,რომელთაც უნდა დავუმატოთ დერვიშები და მლოცველები.
დერვიშები და მლოცველები მისული იყვნენ რათა დასწრებოდნენ იმას რასაც უკვე შიდი საუკუნეა რაც მაჰმადიანური ტრადიცია აცხადებდა სამყაროს დასასრულის მაუწყებელ მოვლენად.
იგივე ტრადიციის თქმით ქალაქს იარაღზე მეტად ლოცვა დაამხობდა. მართლაც,კონსტანტინეპოლის დამცველთა თქმით მათ თავზარს სცემდა არა იმდენად ზარბაზნის ხმა რამდენადაც ათობით ათასი ადამიანის ხმამაღალი ლოცვა.


ერთი ხიდი, ნაღმები, კოშკი :
ალყა გაიმართა თითქმის მოულოდნელობათა გარეშე, ყველა ვაჟკაცურად ასრულებდა თავის როლს. მიუხედავად ამის ერთმა შემთხვევამ აჩვენა რომ პატარა დასავლურ საზღვაო ექსპედიციასაც შეეძლო მოვლენათა მდინარების შეცვლა: 20 აპრილს კონსტანტინეპოლთან მივიდა იარაღით და სურსათ-სანოვაგით დატვირთული ოთხი გემი (სამი გენუური და ერთი ბიზანტიური გემი). ოსმალთა თორმეტიოტე გალერამ და სამოცდაათმა-ოთხმოცდაათმა ბირემამ ამაოდ სცადა მათი დაკავება. მრავალსაათიანი ბრძოლის შემდეგ ბიზანტიელთა მოკავშირეებმა შესძლეს ოქროს რქის ჩამკეტი ჯაჭვის გადალახვა და პორტში შესვლა.
ამ შეურაცხყოფის გამო შურის საძიებლად გააფთრებულმა მეჰმეტ მეორემ ორი დღის შემდეგ სცადა ალყის ყველაზე შთამბეჭდავი გმირობა. ღამის მანძილზე 72 ბირემა ( ბირემა-ანტიკური გალერა ყოველ მხარეს ხოფების ორი რიგით) ხელით და მორებზე გორებით გადაიტანეს ბოსფორიდან ოქროს რქამდე გენუური ქალაქი გალატას უკან გავლით. გენუელებმა ბრალად დასდეს ვენეციელებს რომ მათ ასწავლეს სულთანს ხერხი რომელიც მათ,ვენეციელებმა გამოიყენეს 1438 წელს მათი გემების გადასატანად. ვენეციელები კი ამბობდნენ რომ გენუელებმა გააფრთხილეს მეჰმეტ მეორე რომ ისინი აპირებდნენ თურქული ფლოტის დაწვას როდესაც ის ოქროს რქაში შევიდოდა ( ესე იგი არა მარტო კათოლიკეები და მართლმადიდებლები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს არამედ თვითონ კათოლიკეებსაც შორის იყო უთანხმოებები რამაც გაუადვილა საქმე ოსმალებს,მთარგმნელი).
მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო კონსტანტინეპოლის ბედი არ გადაუწყვეტია არც გემების ამ გადატანას და არც 19 მაისს ოქროს ყურეზე გადასროლილ ერთმანეთზე დამაგრებული კასრებისგან გაკეთებულ ხიდს. ამ ხიდზე გადავიდნენ თავდამსხმელები რომლებიც მივიდნენ კონსტანტინეპოლის საზღვაო კედლების ძირში. ქალაქის სახმელეთო კედლების ძირში ჩაწყობილი ნაღმები უვნებელყო გერმანელმა გრანტმა. დაანგრიეს 18 მაისს ერთ ღამეში აგებული კოშკიც.


დაპყრობის უფლება :
კონსტანტინეპოლი საბოლოო ანგარიშით ოსმალებმა აიღეს მხოლოდ ურბანის დიდი ზარბაზანის მეშვეობით. ეს ზარბაზანი დღეში ასჯერ,ასოცჯერ ისროდა და მან ნანგრევების გროვად აქცია სახმელეთო კედელი წმინდა რომანის კარიბჭესთან (დღევანდელი ტოპკაპი). როდესაც საბოლოო შეტევა გადაწყდა 29 მაისს მეჰმეტ მეორემ ასე გაამხნევა თავისი ჯარისკაცები:
მიწა და შენობები,იარაღი და სამხედრო ინსტრუმენტები ჩემია,განაცხადა მან, ყველაფერი დანარჩენი, ქონება,სიმდიდრეები,ტყვეები,ტანისამოსი და საჭმელ-სასმელი იქნება მეომართა ნადავლი». განცხადებაში არაფერი იყო განსაკუთრებული და იმპროვიზებული. კონსტანტინეპოლმა უარი თქვა კაპიტულაციაზე და ხელს არ მოაწერდნენ არავითარ შეთანხმებას ზავზე თუ დანებებაზე. მოქმედებდა დაპყრობის უფლება რაც გულისხმობდა კონსტანტინეპოლის მკვიდრთა დამონებას.
გალავნის გარღვევამ გამოავლინა რაოდენობრივი განსხვავება კონსტანტინეპოლზე თავდამსხმელებსა და მის დამცველებს შორის. პირველივე საათებიდან ქალაქი წაილეკა.
ბიზანტიის იმპერატორი დაეცა როგორც უბრალო მეომარი;მისი გვამი ამოიცნეს მხოლოდ მოგვიანებით.
შეტევის დასაწყისში დაჭრილი გენუელი ჯოვანი ჯუსტინიანი დაჯდა გემზე და ქიოსზე წავიდა.ვენეციელების თქმით მან უმიზეზოდ მიატოვა თავისი ადგილი რითაც გამოიწვია კატასტროფა. მაგრამ ქიოსზე მისმა სიკვდილმა ჭრილობოსაგან უარყო ეს ბრალდება.
წასვლა შესძლეს დასავლელებმა რომლებმაც მოახერხეს გემებზე დასხდომა,მაშინ როდესაც ბიზანტიელ წარჩინებულთა უმრავლესობა დაიღუპა ბრძოლებში და მოსახლეობა წაიყვანეს ტყვეობაში.
კონსტანტინეპოლის აღების ამსახველ ტექსტთა უმრავლესობის მიზანი იყო ქრისტიანული ევროპის რეაქციის გამოწვევა და ისინი აღწერდნენ საშინელებებს და სისხლის მდინარეებს. მიუხედავად ამისა ქალაქის წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ დმპყრობლები დაინტერესებულები იყვნენ მცხოვრებთათავის სიცოცხლის შენარჩუნებით რათა ისინი გაეცვალათ გამოსასყიდის ფასად ან გაეყიდათ მონებად.
ვცადოთ დაჯამება ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით. უკანასკნელი დიდი ბიზანტიელი ისტორიკოსი მიშელ დუკა ლაპარაკობს 2000 დაღუპულზე,მაშინ როდესაც მეჰმეტ მეორის ბერძენი მემატიანე კრიტოვუროსი თვლის რომ დაიღუპა 3000 ადამიანი. მათი უმრავლესობა დაეცა ბოლო შეტევის დროს. გემებით გაქცეულთა რაოდენობა მხოლოდ რამოდენიმე ასეული შეიძლებოდა ყოფილიყო. დანარჩენი დაატყვევეს.
მეჰმეტ მეორე კონსტანტინეპოლში შევიდა 29 მაისს,ნაშუადღევს, და პირდაპირ გაემართა წმინდა სოფიოს ეკლესიისკენ რომელსაც მოაშორეს მისი ქრისტიანული ატრიბუტები მაგრამ მიუხედავად ამისა მისი მოზაიკების ნახვა შეიძლებოდა XVIII საუკუნის დასაწყისშიც. მეჰმეტ მეორე წმინდა სოფიოს ეკლესიაში დაესწრო პირველი ივნისის პარასკევის ლოცვას. ეს იყო დაპყრობის მომდევნო წლებში მიზგითად გადაქცეული ერთადერთი ეკლესია.
მესამე დღეს სულთანმა დამალულებს მოსთხოვა გამოსვლა და დაპირდა მათ თავისუფლებას. მან ოქროს რქის ნაპირზე დაამკვიდრა ტყვეთა მისი წილი. დანარჩენი გაფანტეს ოსმალეთის იმპერიის ოთხივე მხარეს. კონსტანტინეპოლი არსებითად ცარიელი დარჩა.
მეჰმეტ მეორე გადაწყვეტილი ჰქონდა კონსტანტინეპოლის გადაქცევა ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქად და მისი მოსახლეობის შეცვლა. ახალი მკვიდრები იძულებით ჩაჰყავდათ ოსმალეთის პროვინციებიდან.
ამავე დროს ოსმალეთის სულთანი მეჰმეტ II ეყრდნობოდა ანტიუნისტებს, ესე იგი მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიების გაერთიანების მოწინააღმდეგე მართლმადიდებლებს რათა ხელი შეეშალა მისი ახალი ქვეშევრდომების სწრაფვისათვის დასავლეთთან კავშირის დამყარებისაკენ.
ასე მაგალითად მეჰმეტ მეორემ 1454 წლის 6 იანვარს პატრიარქად კონსტანტინეპოლში გამოაცხადა და ტახტზე აიყვანა ანტიუნიონისტთა ლიდერი გენადიოსი.
კონსტანტინეპოლის მოსახლეობის შეცვლის აქტიური ფაზის ბოლოს ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 60 000 ადამიანი (1477 წლის აღწერა). მოსახლეობის 42%-ს შეადგენდნენ არამაჰმადიანები: ბერძნები,ებრაელები,სომხები. ეს ნიშნავდა იმას რომ მოსახლეობის შეცვლას, სადაც არაფერი ხდებოდა შემთხვევით, მიზნად ჰქონდა მულტირელიგიური ქალაქის შექმნა, თუმცა იქ ბატონობდა მაჰმადიანური ელემენტი.
ოსმალური კონსტანტინეპოლი უფრო მრავალფეროვანი იყო ვიდრე ბიზანტიური კონსტანტინეპოლი.
1481 წელს გარდაცვალების შემდეგ მეჰმეტ მეორემ დატოვა იმპერია რომლის საზღვრებიც თითქმის ემთხვეოდა ბიზანტიის საზღვრებს თურქთა გამოჩენამდე. მისი მემკვიდრეები მას იუსტინიანეს ადარებდნენ. მინუს იტალია და ესპანეთი, პლუს არაბეთი და შუამდინარეთი.
მშვიდი და თანამედროვე ნაციონალისტური შეხედულებებისგან თავისუფალი შეხედულება გვიჩვენებდა იგივე გეოგრაფიულ სივრცეს მისი ადამიანური შინაარსით რომელიც ბერძნულენოვანი მართლმადიდებელი ხელისუფლების ხელიდან გადავიდა თურქულენოვანი მაჰმადიანი ხელისუფლების ხელში. ორივეს ცენტრი იყო კონსტანტინეპოლი-ისტამბული რომელიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას და ბრწყინვალებას. 1453 წლის 29 მაისი,მაშ,უფრო უწვეტობის ნიშანი უნდა იყოს ვიდრე წყვეტისა
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment