4.02.2011

ქარიშხალში მოყოლილი ჩრდილო კავკასია,თეთრ-წითელი მხეცობები,საიდ შამილის წერილი.


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 23 07, პარასკევი, 23:01-ზე

საიდ შამილი
რევოლუციის შემდეგ : 
მიუხედავად მთიელთა დამარცხებისა და მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში ჯომუნისტური რეჟიმის დამყარებისა ნაყშბანდითა მოძრაობა განაგრძობდა არსებობას მისი იატაკქვეშა ხასიათის გამო. 

ნაყშბანდიას გავლენიანი მოძრაობის მონაწილეებს შორის იყვნენ კომუნისტი ლიდერებიც რომლებიც თავს წმინდა კომუნისტებად აცხადებდნენ. 
მაგრამ 1923 წელს ზოგი მათგანი აღმოაჩინეს და ამხილეს და ჩეჩნეთს თავს დაატყდა ანტირელიგიური რეპრესიები. 
ხელისუფლების დადგენილებით ყველა ჩეჩენისთვის უნდა ჩამოერთვათ იარაღი, ლიკვიდირებული უნდა ყოფილიყო რევოლუციის ყველა მტერი. 
ეს ეხებოდა აჯანყებულებს რომლებიც განაგრძობდნენ მთებში წინააღმდეგობის გაწევას,მაგრამ აგრეთვე სუფიათა მთელ ქსელს. 
სიკვდილით დასაჯეს ან ციმბირში გადაასახლეს მრავალი კომუნისტი ლიდერი რომელთა დანაშაულიც მხოლოდ ის იყო რომ ისინი კავკასიელები იყვნენ. მათ ბრალად დასდეს სუფიათა თანამზრახველობა ან სიმპატია სუფიების მიმართ. 
წლების მანძილზე გაგრძელებულ ამ დაპატიმრებებს და მკვლელობებს კავკასიელმა მაჰმადიანებმა უპასუხეს 1929 წლის კიდევ ერთი აჯანყებით. 
ეს აჯანყება რომელსაც წყვეტდა დაზავებათა ხანმოკლე პერიოდები ჩეჩნეთში და დაღესტანში გაგრძელდა 1936 წლამდე, ინგუშეთში კი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე. 
 1920-
ან წლებში, ბოლშევიკების მიერ ჩადენილ სისასტიკეთა შემდეგ კავკასიის მთიელთა გრძნობების საჩვენებლად გთავაზობთ იმამი შამილის შვილიშვილი საიდ შამილის ნაწერს რომელიც გამოქვეყნდა პარიზში 1926 წლის დეკემბერში ჟურნალი « პრომეთეს» მეორე ნომერში ( ჟურნალი «პრომეთე» იყო კავკასიის და უკრაინის ხალხების ეროვნული დაცვის ორგანო. პირველი წელი,°2, 
«
რუსები და ჩრდილოეთი კავკასია»,გვ.12-15). 
 « 1917-1921
წლებში ჩრილოეთ კავკასიის თავისუფალ მთიელებს მოუხდათ ბრძოლა სისასტიკეთა ჩამდენი წითელი თუ თეთრი რუსების წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შედეგი იყო მრავალი ათასი მთიელის დაღუპვა. ისინი გმირულად დაეცნენ. 
ჩვენ გვჯეროდა რომ რუსული მენტალიტეტი შეიცვალა და ვიმედოვნებდით რომ XX საუკუნე ჩვენთვის იქნებოდა კეთილდღეობის და ბედნიერების საუკუნე,მაგრამ ჩვენ ძალიან შევცდით. 
ჩვენ დაუყოვნებლივ სინანულით დავასკვენით რომ რუსეთი არ გამხდარა უფრო ცივილიზებული, და მას არ გააუმჯობესებია თავისი მმართველობა. პირიქით,ის სულ უფრო და უფრო მოურიგებელი,სულ უფრო და უფრო დაუნდობელი ხდებოდა,რომ ის უსვინდისოდ და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრისათვის ანგარიშის გაუწევლად ჩადიოდა ისეთ საშინელ დანაშაულებს რომელთა ჩადენასაც ვერ გაბედავდნენ რუსეთის მეფეებიც კი XIX საუკუნეში. 
 1921
წელს რუსეთმა შესძლო კავკასიის მეორედ დაპყრობა. შეგვიძლია ვთქვათ რომ იმ დღიდან კავკასიის ხალხები ისევ გახდნენ რუსების ტყვეები. 
დღეს ჩრდილოეთი კავკასია ქმნის ერთმანეთისგან გამოყოფილი და სხვადასხვა ცენტრებთან დაკავშირებული მრავალი რესპუბლიკისგან და ავტონომიური პროვინციებისაგან შემდგარ მოჩვენებით სახელმწიფოს. ხალხებს სურთ გაერთიანება, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევენ. 
ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ ესაა მხოლოდ პალიატივები ვინაიდან სინამდვილეში დაპირებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მაგივრად ბატონობს კავკასიაში ჯერაც არნახული საშინელი ტირანია. 
 1922-1923
წლებში რუსულმა არმიამ და ჩკ- რეაქციონერად გამოაცხადეს და დახოცეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი. მაგრამ რა უნდა ითქვას ციმბირში გადასახლებულ ქალებზე და ბავშვებზე რომლებსაც ის ხოცავს შიმშილი და სიღატაკე? მათაც რეაქციონერებს დაუძახებენ? უცნაური ამბავია... 
თითქოს ეს არ იყო საკმარისი,ჩვენ ზედიზედ ვხედავთ შემდეგ რამეებს : 
 1924
.: ოსურ-ინგუშური ინციდენტი; 
 1925
.: სისხლიანი სამხედრო ოპერაცია მთიან რაიონებში კერძო პირებისთვის იარაღის ჩამორთმევის საბაბით; 
 1926
.: ყარაჩაებსა და ჩერქეზების რეგიონს შორის არსებულ მიწებთან დაკავშირებული ინციდენტი. 
დღეს საბჭოთა მთავრობამ თითქოს გადაწყვიტა კავკასიის მთიელთა საბოლოო და სისტემატური მოსპობა. ის აგზავნის თვითმფრინავებს რომლებიც ლაჩრულად ბომბავენ სოფლებს. აგზავნის ხარბად მძარცველ ჯარისკაცებს. უცნაური საქმიანობა ! გაუგებარი და უსარგებლო სისატიკეები ! 
ჩვენ გვინდა ვიცოდეთ თუ რატომ სჯერა რუსეთს რომ მას აქვს ამდენი დანაშაულის ჩადენის,კავკასიაში მძარცველებისაგან შემდგარი ჯარების გაგზავნის უფლება. 
ოჰ... თქვენ ვინც შეესიეთ კავკასიას,ვისაც გსურდათ კავკასიელი ხალხის თავისუფლების მოხრჩობა,ვინც გადაასახლეთ,გააძევეთ კავკასიელთა ნაწილი,აშკარაა რომ თქვენ ეხლა გინდათ კავკასიელთა მთლიანად გაჟლეტა, კავკასიელთა მთლიანად მოსპობა. 
მე მივმართავ ცივილიზებულ სამყაროს და ერთა ლიგას და მაინტერესებს არსებობს თუ არა ძალა რომელსაც შეუძლია პასუხი მოსთხოვოს მოსკოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. » 
.შამილი,1926 წლის დეკემბერი 
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment