4.02.2011

გადამდგარი თუ გადაყენებული ნიკოლოზ მეორე

ჩრდილოეთი კავკასია XX საუკუნის დასაწყისის ქარიშხალში



by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 23 07, პარასკევი, 3:34-ზე

ისევე როგორც XIX საუკუნეში კავკასიელ მთიელებს ჰქონდათ დამოუკიდებლობაზე მათი ოცნების განხორციელებისას ზოგი სახელმწიფოს დახმარების იმედი. მაგრამ ამჯერად ისინი არ მიმართავდნენ ინგლისს და საფრანგეთს. პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდანვე კავკასიელებმა მიმართეს გერმანიას და მის მოკავშირე თურქეთს. 
ამის მოწმობაა 1915 წლის 19 დეკემბერს გერმანიის მთავრობის ერთი წევრის მიერ ბერლინში თურქეთის ელჩი მარშალ ფუად ფაშასადმი გაგზავნილი ეს წერილი : 


ბერლინი,1915 წლის 19 დეკემბერი 
მის აღმატებულება ბატონ მარშალ ფუად ფაშას,ოსმალეთის ელჩს 



ბატონო მარშალო 
მე მაქვს პატივი დავადასტურო მისი ამ თვის 17-ის თავაზიანი წერილის და დართული რეზოლუციის მიღება. 
ომის დაწყებიდანვე იმპერიული მთავრობა დაუკავშირდა ორგანიზაციებს რომელთა მიზანიცაა კავკასიის განთავისუფლება რუსული უღლისაგან და კავკასიის გარდაქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კონფედერაციად. 
იმის დასადასტურებლად რომ გერმანიას გულწრფელად აინტერესებს კავკასიის საკითხი მე ვჩქარობ შევატყობინო თქვენს აღმატებულებას რომ იმპერიული მთავრობა მზადაა დახმარება გაუქიოს კავკასიელებს მათი ეროვნული იდეალის რეალიზაციაში და კავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში. 
უდიდესი პატივისცემით ფონ იაგოვი ( გოტლიბ ფონ იაგოვი,დიპლომატი,1913- 
-1916
წლებში იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი). 


კავკასიის მთიელთა კავშირი როგორც ჩანს უკვე დიდი ხნის წინ იყო მომზადებული კავკასიელთა საიდუმლო ქსელის მიერ. ამ ქსელის წევრები იყვნენ ლიბერალური შეხედულებების და რალიგიური ფანატიზმის მოწინააღმდეგე კავკასიელები. 
ამ საიდუმლო ქსელს, რომლის წევრიც იყო გაიდარ ბამატი, ერქვა მზე,ვარსკვლავი და ნახევარმთვარე. მას მხარს უჭერდნენ თურქები და მას სიმპატიით უყურებდა გერმანია. 
ქვევით მოგვყავს ნაწყვეტები ანგარიშისა რომელიც დაწერა ვინმე უსდმ შაჯუკო არამსკოვ-გასავაკმა ( ეს ალბათ ფსევდონიმია). ეს ტექსტი გვიჩვენებს როლს რომელიც შეასრულა ამ ორგანიზაციამ ბევრად ადრე რევოლუციამდე რათა ხელი შეეწყო დამოუკიდებელი კავკასიის გაჩენისათვის... 
უსდმ შაჯუკო არამსკოვ-გასავაკის ანგარიში გენერალური შტაბისთვის 
(
ნაწყვეტები) : 
 «
საიდუმლო კომიტეტი მზე,ვარსკვლავი და ნახევარმთვარის საგანგებო ბრძანებით მე ჩამოვედი გერმანიაში რათა წარმომედგინა ანგარიში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ და დავრწმუნებულიყავი იმაში რომ გვექნება ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისთვის აუცილებელი დახმარება. 
 1916
წლის ზაფხულში კავკასიაში ჩასვლისთანავე მე დავუკავშირდი ამ კომიტეტს. მე შევკრიბე მისი შორს გაფანტული წევრები და რევოლუციის დაწყებამდე კომიტეტი კარგად და ურთიერთგაგებით თანამშრომლობდა ქართველებთან და ყირიმის თათრებთან... 
 1917
წლის 8 მარტს ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი კომიტეტის ყველა წევრის კრება. ეს კრება გაგრძელდა 4 დღე და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები ; 
 1.
კომიტეტმა მზე,ვარსკვლავი და ნახევარმთვარე უნდა განაგრძოს არსებობა მოქმედების იგივე სფეროთი რაც მას ჰქონდა წარსულში. 
 2.
მთიელ ახალგაზრდათა კავშირის შექმნა. მასში უნდა ითანამშრომლონ ჩვენს მთიელთა მთელმა ინტელიგენციამ,მამაკაცებმა და ქალებმა,ისევე როგორც ჩვენი რელიგიის ლიბერალურმა წარმომადგენლებმა. 
 3.
დაუყოვნებელი მოწოდება კავკასიის მთიელთა კონფედერაციის შექმნისკენ. 
 4.
ყველა საშუალებებით ბრძოლა კავკასიის დამოუკიდებლობისთვის და კონფედერაციის შესაქმნელად. 
 5.
დაუყოვნებლად კავშირის შეკვრა საქართველოსთან და აზერბაიჯანთან. 
 6.
დაუყოვნებლად იარაღის დარიგება ჩვენი ტერიტორიების მოსახლეობისთვის. 
 7.
ეხლა დასავლეთის ფრონტზე მებრძოლი კავკასიური კავალერიის გამოძახება. 
 8.
ყველა საშუალებით ბრძოლა რუსული რევოლუციის განვითარების წინააღმდეგ. 
 9.
მოსპობა ყველაფრისა რასაც აქვს რუსული პოლიტიკური თუ სამხედრო ხელისუფლების ხასიათი. 

1917
წლის პირველ მაისს მოწვეული იქნა ყველა მთიელი ხალხის დიდი კრება. ამ კრებას ესწრებოდნენ ქართველების და თათრების წარმომადგენლებიც. 


ჩვენ ასევე ვცადეთ შეთანხმება კაზაკებთან, 
მაგრამ უნაყოფოდ, ვინაიდან ყოველნაირად ხელს გვიშლიდნენ რუსები. ამას გარდა უთანხმოებებს იწვევდა აგრარული და სხვა საკითხები. რუსების მოძულებამ და კაზაკების ბრძოლამ ჩვენი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჩაშალეს თანამშრომლობის ყველა მცდელობა... 
ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობდნენ ინგლისის ემისარებიც.1918 წლის იანვრის ბოლოს პატარა ქალაქ ნალჩიკში მოვიდა ერთი ,გლისელი კომისარი რომელიც მთიელებს მოუწოდებდა ინგლისის მხარეს გადასვლისაკენ და ამტკიცებდა რომ ჩრდილოეთ კავკასიას დაùოუკიდებლობის მოპოვება შეუძლია მხოლოდ ინგლისის დახმარებით. ის მთიელებს საჭურველითაც დაეხმარა და დაპირდა კაზაკებთან უთანხმოების მოგვარებას. 
ჩვენთან ალბათ ინგლისის მთავრობის წაქეზებით მოვიდა ვიღაც არაბიც.მან სცადა ჩვენი მაჰმადიანების რელიგიური მოძრაობის გამოყენება. ის ამბობდა რომ წარმოადგენს ინგლისის დახმარებით დამოუკიდებლობის მომპოვებელ არაბულ სახელმწიფოს. მას უნდოდა ჩვენში ანტითურქული მოძრაობის შექმნა. ის ყვებოდა რომ თურქებმა ბევრი რამ დაუშავეს არაბებს და აცხადებდა რომ კავკასია ვერ მიიღებს დახმარებას თურქეთისგან და ამტკიცებდა რომ ამიტომ ყველა მაჰმადიანი უნდა იყოს არა თურქთა არამედ არაბთა მხარეს. ეს პროპაგანდა დიდად აღელვებდა მთიელებს და საფრთხეს უქმნიდა ჩვენს მომავალ მუშაობას და ჩვენც ვალდებული ვიყავით გაგვექრო ეს არაბი... 
მე ჩემს თავს უფლებას ვაძლევ და შემდეგი თხოვნით მივმართავ გერმანიის მთავრობას : 
გერმანიის მთავრობამ დაუყოვნებლად ჩემთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში გააგზავნოს ჩვენთვის ყველანაირი დახმარების გაწევის მანდატის მქონე გერმანული მისია. აუცილებელი ფულის სანაცვლოდ ჩვენ შეგვიძლია გერმანიის მთავრობისთვის სხვადასხვა ეკონომიკური კომპენსაციის მიცემა. 
სხვადასხვა კონტრაქტის დადება უფრო ადვილი იქნება ადგილზე. 
ჩრდილო კავკასიაში არის გროზნოს ნავთობის ჭები, მნიშვნელობით მეორე რუსეთში. ქვეყანა ძალიან მდიდარია წიაღისეულით და მინერალური წყლებით,განსაკუთრებით პიატიგორსკის და კისლოვოდსკის ტერიტორიებზე. ქვეყანა ძალიან ნაყოფიერია და საუკეთესოა პურის მოსაყვანად. ძალიან განვითარებულია მეცხოველეობაც, განსაკუთრებით მეცხენეობა და მეცხვარეობა. 
,
ათქვამის ანგარიშგაწევით გთხოვთ ამ საკითხებს მიაქციოთ უდიდესი ყურადღება და დაუყოვნებლივ მისცეთ მსვლელობა ჩემს თხოვნას 
(გაგრძელება იქნება). 

No comments:

Post a Comment