4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის-3:




მზადება ომისთვის.


ოსმალეთის სულთან მეჰმეტ მეორეს კონსტანტინეპოლის აღებისთვის აუცილებელი შორსმროლელი ზარბაზანი გაუკეთა ტრანსილვანიელმა საქსონელმა რომელსაც ერქვა ურბანი.

მზადება ომისთვის :
რომის პაპისთვის რომელიც თავს თვლიდა ქრისტიანული ევროპის მეთაურად ბიზანტიის უკიდურესი სისუსტე იყო ეკლესიათა გაერთიანების შესაძლებლობა. ეს გაერთიანება მას წარმოედგინა როგორც აღმოსავლური ეკლესიის დამორჩილება.
გვირგვინი უნდა ყოფილიყო დახმარება თურქების წინააღმდეგ მიმართული ჯვაროსნული ლაშქრობის სახით.
მაგრამ ქრისტიანული სახელმწიფოები მტრობდნენ ერთმანეთს, ყოყმანობდნენ გასაწევი ხარჯების გამო, ამას გარდა მათ ეშინოდათ ოსმალურ ტერიტორიებთან ვაჭრობით მიღებული მოგების დაკარგვისა და რომის პაპს არ შეეძლო ამ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა.
ბიზანტიის იმპერატორი იოანე VIII ( 1390-1448) დათანხმდა მიუხედავად იმისა რომ მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქია უარს ამბობდა რომისადმი დამორჩილებაზე.
1439 წელს ფლორენციაში იოანე მერვემ ხელი მოაწერაშეთანხმებას ეკლესიათა გაერთიანების შესახებ. მაგრამ დელეგაციის დაბრუნების შემდეგ ხელისმომწერებმა უკან დაიხიეს. სამღვდელოება და მოსახლეობა უარს ამბობდა შეთანხმების შესრულებაზე.
დიდი თურქი მეჰმეტ II
რაც შეეხება პაპის მიერ დაპირებულ დამხმარე ძალებს, ისინი აგვიანებდნენ. თავი გამოიჩინეს მხოლოდ უნგრელებმა რომლებიც ოსმალთა სულთანმა ორჯერ დაამარცხა ( 1444 წელს ვარნასთან და 1448 წელს კოსოვოში).
თურქები კი ეკლესიების დაახლოებამ დაარწმუნა იმაში რომ საჭირო იყო დასავლელებისთვის დასწრება და კონსტანტინეპოლის საჩქაროდ აღება.
იოანე VIII გარდაიცვალა 1448 წელს. ის შეცვალა მისმა ძმამ,კონსტანტინე XI-მ. ოსმალეთის ტახტზე 1451 წელს ავიდა 21 წლის მეჰმეტ II.... გამოცდილებამ დაადასტურა რომ თურქებს შეეძლოთ ევროპელთა სახმელეთო ინტერევენციის შეკავება ბალკანეთით, მაგრამ ისინი სუსტები იყვნენ ზღვის მხრიდან.ბიზანტიელების დამხმარე ძალების მოსვლისთვის ხელის შეშლა შეიძლებოდა სრუტეების ჩაკეტვით. სულთანმა მთელი ყურადღება მიუძღვნა სწორედ ამ პრობლემას. მეჰმეტ მეორემ 1452 წლიდან დაიწყო სიმაგრის აგება ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე,იქ სადაც არხის სიგანე არაა 700 მეტრზე მეტი, მისი წინაპარი ბაიაზიდ პირველის მიერ 1396 წელს აგებული პატარა ფორტის პირისპირ.
ეს წამოწყება, ბოსფორის გადაკვეტა ( ამ გზით დამხმარე ძალები შეიძლებოდა მოსულიყვნენ მხოლოდ შავ ზღვაში გენუელთა სამფლობელოებიდან) და დარდანელების ღიად დატოვება,ამ მხრიდან ფორტები მხოლოდ 1460-ან წლებში აიგო, შეიძლებოდა საკვირველი ყოფილიყო,მაგრამ ეს იქნებოდა დავიწყება იმისა რომ სრუტეების კონტროლი დამოკიდებული იყო არა იმდენად ფორტებზე რამდენადაც ზარბაზნების სროლის სიშორეზე.
კონსტანტინეპოლი აღებული იქნა სწორედ მაშინ როდესაც ტექნოლოგია შესაძლებელს ხდიდა ამ გმირობას.
მაშინ როდესაც მეჰმეტის ხელში არსებული არტილერია არ აძლევდა მას დარდანელების ჩაკეტვის საშუალებას ის იმედს ამყარებდა გენუელთა და ვენეციელთა სიზანტეზე, ფლოტი ოპერატიული არ ხდება რამოდენიმე კვირაში,რესპუბლიკურ სახელმწიფოებში გადაწყვეტილების მიმღები მექანიზმის სიმძიმე და უთანხმოებები მათ შორის აგვაინებდნენ ინტერვენციას...
სულთანმა განაახლა სამშვიდობო ხელშეკრულება ვენეციასთან და 1452 წლის 26 მარტს დაიწყო ბოსფორის სიმაგრის აგება,რაც მან დაასრულა აგვისტოში.
მომდევნო ზამთარს მან მოამზადა დიდი ზარბაზნები რომელთაც მომაკვდინებელი დარტყმა უნდა მიაყენებინათ კონსტანტინეპოლისთვის.
ამისთვის ტრანსილვანიელმა საქსონელმა რომელსაც ერქვა ურბანი ოსმალეთის იმდროინდელ დედაქალაქ ედირნეში გააკეთა ზარბაზანი რომელსაც შეეძლო 400 კილოგრამი სიმძიმის ჭურვების სროლა7
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment