4.01.2011

თურქებზე ევროპელებისთვის 9


ტანზიმატი,რეფორმები
ერის სამსახურში ჩაყენებული კოსმოპოლიტიზმი.
«აღარაა ის დრო როდესაც ევროპელები მაჰმადიანდებოდნენ და «თურქდებოდნენ» ოსმალურ საზოგადოებაში სწრაფად დაწინაურების იმედით.»
«...სულთანის სასახლის პერსონალი შედგებოდა რამოდენიმე ასეული ქრისტიანისგან. ქრისტიანები იყვნენ ოსმალეთის ყველა სამოქალაქო მოხელე და სამხედრო მოხელეთა უმრავლესობა დიდი ვაზირადან პროვინციების გუბერნატორებამდე. ისინი იყვნენ სულთანის პირადი და უვადო მონები. ამ სახელმწიფოს მართვის ძალა ეყრდნობოდა არა მოხელეთა წარმოშობას არამედ მათ დამსახურებას და უნარს. თუ დასავლეთში ბატონობდა არისტოკრატია ოსმალეთის იმპერიაში კონტინენტზე პირველად შეიქმნა მერიტოკრატია ( დამსახურების და უნარ-ღირსების საფუძველზე შერჩეულ მოხელეთა სახელმწიფო)... // პროფესორ დერგაჩოვის გეოპოლიტიკის ინსტიტუტი,ოსმალეთის იმპერია, ხარისხის აღმოსავლური იმპერია,წერილის ავტორი ვლ. დერგაჩოვი//.
დაუმთავრებელი მოდერნიზაცია :
ტანიზიმატი ანუ რეფორმათა დრო :
იმპერიის მოდერნიზაცია და დასავლეთისგან ჩამორჩენის დაძლევის ცდა,
XIX საუკუნის დასაწყისში სულთანების მიერ გატარებული გაბედული რეფორმები. ტანზიმატთან ერთად დაიწყო ღრმა განახლება, ის საკმარისი არ იქნება.
«დიდი თურქი» XVI საუკუნემდე აძრწუნებდა ევროპას იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერია ისევ იპყრობდა ტერიტორიებს,მაგალითად უკრაინას, და 1683 წელს ემუქრებოდა ვენას.
მიუხედავად ამისა სოლიმანის მეფობის (1520-1566) ბოლოს ეს არჩვეულებრივი ძალა გარკვეულად ჩამორჩა დასავლეთს ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით.
აღმოსავლური აბრეშუმი,ხალიჩები და ოქრომჭედლობა ისევ ძალიან უყვარდათ დასავლეთში მაგრამ ჩამორჩენა გამოჩნდა მშენებლობის ტექნიკაში და, უფრო მოულოდნელი,საკუთრივ სამხედრო ხელოვნებაში ლაპარაკი იქნებოდა გემებისა თუ სიმაგრეთა მშენებლობაზე.
სულთანის არსენალებში ამიერიდან სამუშაოებს ხელმძღვანელობენ ქრისტიანები.
დიდი საზღვაო კომერცია არის სხვადასხვა პრივილეგიების მქონე უცხოელი ვაჭრების ( იტალიელების, ინგლისელების, ფრანგების) კოლონიების ხელში.
არაბული და თურქული რეგიონების დიდ ვაჭრობას აზარალებს ახალი სამყაროს კოლონიების ექსპლუატაცია.
ასე მაგალითად ყავა: ძალიან კარგი ხარისხის ყავით ვაჭრობას XVII საუკუნემდე აკონტროლებენ ქაიროს ვაჭრები რრომლებსაც ეს ყავა გააქვთ ოსმალეთის ყველა პროვინციაში და დასავლეთში.
დასავლურმა სახელმწიფოებმა კი მათ ატლანტურ სამფლობელოებში გააშენეს ყავის პლანტაციები და უარესი ხარისხის და უფრო იაფ ყავას ყიდიდნენ დიდი რაოდენობით რამაც აზარალა კარგი ყავით ვაჭრობა. ხმელთაშუა ზღვის მაჰმადიანურმა ქვეყნებმაც კი დაიწყეს ამ უარესი და უფრო იაფი ყავის ყიდვა. იგივე ხდება შაქრის ლერწმის შემთხვევაშიც.
მაგრამ ყველაზე მძიმეა ჩამორჩენა ინტელექტუალურ სფეროში. XIX საუკუნემდე ტიპოგრაფია ითვლებოდა თითქმის მწწვალებლურ რამედ,რამაც გაართულა ცოდნის გავრცელება.
XVIII საუკუნეში სტამბოლში არსებობდა სტამბა არაბული ასოებით,მაგრამ ამას გაგრძელება არ ჰქონია. ნაშრომები იმპერიაში ვრცელდება მცირერიცხოვანი ხელნაწერების სახით.
ამას გარდა კულტურის,ისევე როგორც ცოდნის სხვადასხვა შტოს
(სამართალის,ლოღიკის,ლინგვისტიკის) საფუძვლები მხოლოდ რელიგიურია რაც აუფასურებს მეორადად წოდებულ ტექნიკურ ცოდნას.
ასეთია მედიცინის შემთხვევა. ექიმები ქრისტიანები ან ებრაელები არიან.
ინოვაცია, მაშ, ვერ იხარებს ტრადიციის სიტყვა-სიტყვით გამგებ და დამჯერ საზოგადოებაში, მაშინაც კი როდესაც განსაკუთრებით არაბულ პროვინციებში დამასკოს,ტლემსენის თუ ბუჟის (დღეს ბეჟაია) სკოლების ირგვლივ ვითარდება კულტურის სხვადასხვა სახეობები, დიდი ისლამური კულტურის «დიალექტური სახეობები» .
XVII საუკუნეში ოსმალები გრძნობენ რომ განიცდიან დაკნინებას,
მაგრამ არა იმდენად ქრისტიანული სამყაროს რამდენადაც მათი საკუთარი ოქროს ხანის (XV-XVI სს.) მიმართ. ამ ხანამ ნახა ყველაზე შთამბეჭდავი დაპყრობები და ძლიერი პოლიტიკური იმპერიის აგება.
მოაზროვნეები,რეფორმატორები შფოთავენ სისტემის დასუსტების გამო. ისინი გმობენ მექრთამეობას,კორუფციას და მოუწოდებენ სამართლიანობაზე და თანასწორობაზე დაფუძნებული იმპერიული სისტემის აღდგენისაკენ.
ოსმალრთის იმპერია განიცდის მძიმე მონეტარულ და ფინანსურ კრიზისს მაშინ როდესაც დასავლეთი მდიდრდება ამერიკიდან ძვირფასი ლითონების მიღების წყალობით.
ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო სალაროებში ფული აღარ შედის. ცხოვრება ძვირდება და ცუდი ხელფასის მქონე იანიჩარები,რომლებიც შეადგენენ პროფესიულ არმიას ჯანყდებიან: იწყება პოლიტიკური და სოციალური უწესრიგობები.
თავისუფლება და ადამიანის უფლებები :
ეს დასუსტება და მღელვარებები არ ეხება მთელ იმპერიას. ისინი უფრო ეხება ცენტრს,მცირე აზიას. მაგრამ იპერია იშლება და ქუცმაცდება. ეგვიპტე და მაღრიბში განსაკუთრებით,ტრიპოლი,ტუნისი,ალჟირი,იმართებიან თითქმის ავტონომიურად.
მონეტა ატარებს სულთანის სახელს, პარასკევის ლოცვა ისევ ითქმის მისი სახელით მაგრამ ლოკალურ ხელისუფალთ აქვთ მათი საკუთარი ფულის მოჭრის,
ხელშეკრულებათა დადების თუ საკუთარი თავდაცვის ორგანიზაციის შესაძლებლობა.ყოველი მათგანი ავითარებს თავის რესურსებს,ეწყობა ისე რომ დიდ ანგარიშს არ უწევს მთლიანობას რომლის ნაწილიც არის.
ტუნისში,მაგალითად, ბეი ჰამუდა ფაშა XVIII საუკუნის ბოლოს ატარებს ძალიან აქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას რომელიც ხელს უწყობს ქსოვის ინდუსტრიას.
დაკნინების განცდა აღქმული იქნება მხოლოდ მოგვიანებით ბონაპარტეს ეგვიპტეში ჩასვლასთან ერთად.
იმპერიის დედაქალაქ სტამბოლში იწყება სელიმ მესამის (1789-1807) და მაჰმუდ მეორის (1808-1839) რეფორმების, განსაკუთრებით სამხედროს, მცდელობები.
ეგვიპტეში ბონაპარტეს ექსპედიციის მარცხის შემდეგ მეჰემეტ-ალი იწყებს ფუნდამენტურ რეფორმებს რომელთა მიზანიცაა ეგვიპტის სახელმწიფოს და ჯარის გაძლიერება. ეს გულისხმობს საგადახადო სისტემის გაუმჯობესებას და მიწათა რეჟიმის შეცვლას. ისვე ატარებს საირიგაციო სამუშაოებს და მას ფრანგი ტექნიკოსის დახმარებით მოჰყავს ახალი კულტურები-გრძელძარღვიანი ბამბა.
სხვა არაბულ პროვინციებში (სირია-პალესტინა) და იმპერიის საკუთრივ ოსმალურ ნაწილში 1839 წელს იწყება და 1880-ან წლებამდე გრძელდება უმაგალითო მასშტაბის ტანზიმატები ( «რეორგანიზაციები». თავიდან ლაპარაკია ცენტრალური ხელისუფლების აღდგენაზე,გადასახადების უფრო ეფექტური აკრეფით ხაზინის რესურსების გაზრდაზე,ბიუროკრატიის მოდერნიზაციაზე. ეს რეფორმები ძლიერ გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, ისინი ეხება ქვეშევრდომთა მაჰმადიანი უმრავლესობის და ქრისტიანი და ებრაელი უმცირესობის თანასწორობას, მართლმსაჯულების განახლებას, რელიგიური ტრადიციისგან მოწყვეტილი თანამედროვე განათლების შემოღებას. ყველაფერი ეს არყევს არსებულ წონასწორობას და ძალთა თანაფარდობას.
„1856 წელს რეფორმათა ახალი წყება ოსმალურ ადმინისტრაციაში კარს უღებს უმცირესობებს რაც არ სიამოვნებს მაჰმადიან ელიტებს რომელთა პრივილიგიებსაც ეს ასუსტებს.
მაჰმადიან ელიტებს კიდევ უფრო ამწარებს დასავლელთა ზეწოლით ქრისტიანებისთვის ახალი უფლებების მიცემა. ქრისტიანებს,მაგალითად,ეხლა შეუძლიათ მათი ეკლესიების ზარების რეკვა, მსვლელობათა გამართვა და მათი რელიგიისთვის უფრო ხილული სახის მიცემა.
1840-ანი წლებიდან სტამბის და მასთან ერთად წიგნების, პრესის, დემოკრატიის,თავისუფლების, ადამიანის უფლებების თავიდან შემაშფოთებელი მაგრამ შემდეგ ქრისტიანთა, არაბთა და თურქთა ელიტების სწრაფად მომხიბლავი იდეების გავრცელებასთან ერთად ჩნდება ცენტრალური ევროპის საიდუმლო საზოგადოებათა მაგალითის შესაბამისად შექმნილი მოძრაობები,მაგალითად ახალგაზრდა ოსმალთა მოძრაობა. მათ წევრებს თავს ატყდება რეპრესიები და ისინი თავს აფარებენ დასავლეთს.
ევროპული კაპიტალები :
ცხადია რომ ახალმა ღირებულებებმა ყველაზე გულმხურვალე მიმდევრები ნახეს ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის ვინაიდან სწორედ ისინი იყვნენ ყველაზე მეტად დაინტერესებულნი ცვლილებებში. ეროვნული დამოუკიდებლობის პირველი მოძრაობებიც გაჩნდა იმპერიის ქრისტიანებში,პირველ რიგში ბერძნებში.
ამ რეფორმებმა ვერ შეცვალეს ტენდენცია და ხმელთაშუა ზღვაში ძალთა თანაფარდობა შეიცვალა ოსმალთა საზარალოდ. ოსმალები სულ უფრო და უფრო მიმართავენ ევროპულ ტექნიკასა და ფინანსებს და აწყდებიან მცოდნეთა და მრავალ ავანტურისტთა ქედმაღლობას და თავხედობას.
აღარაა ის დრო როდესაც ევროპელები მაჰმადიანდებოდნენ და «თურქდებოდნენ» ოსმალურ საზოგადოებაში სწრაფად დაწინაურების იმედით.
სახელმწიფო იძულებულია სესხი აიღოს დასავლეთის ქვეყნებისგან და ვალებში ვარდება.
დასავლეთის ქვეყნები კი 1860-ანი წლებიდან ქაიროში,ტუნისში,სტამბოლში აგზავნიდნენ საერთაშორისო ფინანსურ კომისიებს რომელთაც უნდა გაეკონტროლე-
ბინათ ფინანსების ხარჯვა რათა დაეცვათ სესხის გამცემთა ინტერესები.
რეფორმები დაიწყო პოლიტიკური ცენტრიდან-მაჰმუდ მეორე კონსტანტინეპოლში, მეჰემეტ-ალი ქაიროში თუ აჰმედ ბეი ტუნისში, მაგრამ მათ ვერ აიყოლიეს საზოგადოება.
სწორედ ავტორიტარული სახელმწიფო იწყებს მისი გამაძლიერებელი რეფორმების გატარებას, საქსოვი ფაბრიკების თუ ჯარის არსენალების შექმნას. ეს არ იწვევს ენთუზიაზმს, მით უმეტეს თუ აწერენ ხელს ხელშეკრულებებს რომელთა თანახმადაც მათ ხელი უნდა შეუწყონ ევროპული მანუფაქტურული თუ კოლონიალური ნაწარმის იმპორტს. …
ოსმალეთში არაა ევროპული ინდუსტრიალიზაციის მსგავსი ინდუსტრიალიზაცია, თუმცა ზოგ შემთხვევაში მოწყობილობა არ აკლიათ. XIX საუკუნის შუა ხანებში ეგვიპტის არხთა და რკინიგზათა რუკას არაფერი აქვს შესაშურის ბელგიის ასეთი რუკისა.
1866 წელს გაიხსნა ბრიტანული კაპიტალებით დაფინანსებული სმირნიდან აიდინამდე მიმავალი ოსმალეთის პირველი რკინიგზა. მაგრამ ეს ტრანსპორტი ემსახურება კაპიტალიზმის და იმდროინდელი გამარჯვებულ-მოზეიმე კოლონიალიზმის ვაჭრობის სამაგალითო ტიპს : გააქვთ ნედლი მასალა (თამბაქო,
ხორბლეული, აბრეშუმი) და შეაქვთ მზა ნაწარმი ( სასოფლო სამეურნეო მანქანები, ტანისამოსი,ავეჯი, და სხვ.).ოსმალები იარაღს და ტექნიკას იღებენ ევროპული ქვეყნებიდან.
მოდერნიზაცია და ეკონომიკური განვითარება იქნება მოგვიანებით,
1920-1930-ან წლებში, მუსტაფა ქემალის გავლენით.
თურქეთი არ დაუპყრიათ დასავლურ სახელმწიფოებს და ესაა მისი უპირატესობა ოსმალეთის არაბულ პროვინციებთან შედარებით.
თურქულ ელიტებს საზოგადოებაში ჰქონდათ ლეგიტიმურობა რომელიც არაბულმა ელიტებმა მოიპოვეს მხოლოდ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ.
ხშირად მაღალი დონის უცხოურ სასწავლებლებში ნასწავლ თურქულ ელიტებს არასოდეს ეშინოდათ დასავლური კულტურის და ცოდნის ათვისებისა. მათ უკომპლექსოდ შეინარჩუნეს მრავალენოვნების ტრადიცია.
ერის სამსახურში ჩაყენებული კოსმოპოლიტიზმი.
ცვლილებათა 40 წელი :
სიტყვა ტანზიმატი ნიშნავს რეორგანიზაციას და მისი აუცილებლობა იმპერიის ტერიტორიული დაკნინებისა და დასავლეთისგან ჩამორჩენის დასაძლევად გამოჩნდა 1830-ან წლებში. 1839-1876 წლებში ერთმანეთს მოყვება რეფორმათა სერია.
სულთან აბდულმეჯიდ პირველის დროს,1839 წელს დადგინდა გასატარებელი რეფორმების ზოგადი ჩარჩო ( იმპერიის ყველა ქვეშევრდომის თანასწორობა როგორიც არ უნდა იყოს მათი რელიგია, მართლმსაჯულების უფლება ყველასთვის,გადასახდთა სამართლიანი განაწილება,,სამხედრო სამსახურის დაწესება, ჯარისა და სკოლის რეორგანიზაცია). შეიქმნა რეფორმათა გამტარებელი საგანგებო საბჭო. ესაა მხოლოდ სურვილთა ჩამონათვალი,მაგრამ მას მხურვალედ მიესალმა დასავლეთი.
1856 წლის იმპერატორის განკარგულებით სამაგიეროდ დადგინდა ყველას თანასწორობა რელიგიის განურჩევლად (განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის თვალსაზრისით. მანამდე რელიგიურ უმცირესობებს დამატებითი საგანგებო გადასახადის სანაცვლოდ იცავდა სპეციფიური სტატუსი,მაგრამ მათ არ შეეძლოთ ზოგი სახელმწიფო ფუნქციის შესრულება.
ამ რეფორმის მაგალითი; რამოდენიმე წლის შემდეგ უცხოეთში იმპერიის დიპლომატთა ნახევარს შეადგენდნენ უცირესობათა წარმომადგენლები, განსაკუთრებით ბერძნები და სომხები.
საერო და სამხედრო სკოლების გახსნის შედეგად შეიქმნა მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ელიტა. იქიდან გამოვიდა მრავალი ახალგაზრდა თურქი და თურქული რესპუბლიკის პირველი ხელმძღვანელობა;ისევე როგორც არაბული ნაციონალიზმის მრავალი ფიგურა.
1868 წელს ფრანგული მოდელის შესაბამისად შეიქმნა გალათასარაის ლიცეუმი.
სხვა ინოვაცია: 1863 წელს ფრანგული და ინგლისური კაპიტალებით დაფუძნებული ოსმალური ბანკი,რომლის სამუშაო ენაც ფრანგულია. უზარმაზარ შენობაში მყოფი ეს ბანკი ბეჭდავს იმპერიის ფულს; ინვესტიციების ბანკი, ის მთელ იმპერიაში სესხს აძლევს საწარმოებს.
მაგრამ სწრაფვა რეფორმებისკენ განსრულდა 1876 წელს 23 ნოემბრის კონსტიტუციასთან ერთად. დიდი ვაზირა ახმედ მიტატ ფაშას მიერ ნაზიდი ეს კონსტიტუცია ზღუდავს სულტანის ძალაუფლებას პარლამენტის არჩევის მეშვეობით.
სულთანი აბდულაზიზი გადადგა და ახალმა სულთანმა აბდულჰამიდ მეორემ თავიდან მიიღო ეს კონსტიტუცია. მაგრამ მან შემდეგ უარყო თავისი გადაწყვეტილება და გააუქმა პარლამენტი რითიც ოსმალეთის იმპერია დააბრუნა კონსერვატულ და რეაქციულ ლოღიკაში.
1908 წლის რევოლუციის ერთ-ერთი პირველი ზომა იქნება სწორედ ამ კონსტიტუციის აღდგენა.
ფრანკ-მასონთა როლი :
ოსმალეთში XVIII საუკუნის დასაწყისიდან დამკვიდრებული ფრანკ მასონობა პოპულარული იყო სამხედროთა და ინტელექტუალთა წრეებში. სახელმწიფოს მწვერვალამდე იმიტომ რომ ფრანკ-მასონი იყო სულთანი მურად მეხუთე.
ლოჟა «აღმოსავლეთის კავშირი» ტანზიმატის სულისკვეთებით აერთიანებს როგორც მაჰმადიანებს ისე არამაჰმადიანებს (ებრაელებს,ბერძენ თუ სომეხ ქრისტიანებს).
1908 წლის ახალგაზრდა თურქთა რევოლუცია მნიშვნელოვანწილად არის ფრანგული მაგალითით შთაგონებული და 1909 წელს « ოსმალურ დიდ აღმოსავლეთში» გაერთიანებული ფრანკ-მასონების საქმიანობის შედეგი.
გალათასარაი, ფრანგულად გაზრდილი ელიტები :
მასონი სულთანი მურად V
1868 წელს სტამბოლში დაფუძნდა გალათასარაის ოსმალური ლიცეუმი. მისი მიზანი? დასავლურ ყაიდაზე აღზრდილი ოსმალური ელიტის შექმნა.
დიდი ვაზირა ალი ფაშა და საგარეო საქმეთა მინისტრი ფუად ფაშა მიმართავენ საფრანგეთს რათა ის დაეხმაროს სწავლების ორგანიზებაში რომელიც მოამზადებს ბაკალავრეატის ექვივალენტურ დიპლომს. საქმეში პირადად ჩაერევა საფრანგეთის განათლების მინისტრი და ოსმალეთში გააგზავნის გამოჩენილ მოხელეებს. ძალიან დატვირთულ პროგრამებს მნიშვნელოვანწილად ასწავლიან ფრანგულად. ისინი მისდევენ ფრანგულ პროგრამებს,მაგრამ დიდ ადგილს უთმობენს მეცნიერებებს და ოსმალეთის იმპერიის სამ ენას ( არაბულს, სპარსულს და თურქულს). მთელი სასკოლო მასალა,მათ შორის ინტერნატისთვის და სპორტული დისციპლინებისთვის,ჩადის საფრანგეთიდან.
იმ დროს როდესაც ნაციონალისტური მოძრაობები იძენენ შემაშფოთებელ ხასიათს ალი და ფუად ფაშებს სურთ მიღება მხოლოდ ნიჭით და უნარით გამორჩეული მოწაფეებისა. მასწავლებლები არიან ოსმალეთის მკვიდრი მაჰმადიანებიც და ქრისტიანებიც,წარმოშობით სომხები,ბულგარები,ბერძნები და უცხოელები. ეს ასახავს იმპერიის ეროვნულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.
მეტიც, სწავლის ხანგრძლივობისა (ათი წელი იმპერიის დასასრულს) და პანსიონის ფასის მიუხედავად სტიპენდიების წყალობით სულთანების,ფაშების და დიდებულთა შვილების გვერდით იქ სწავლობენ ღარიბი ოჯახების შვილებიც.
ფრანგული ადმინისტრაციის მყოლი ოსმალური ფრანგულენოვანი საერო დაწესებულების გახსნამ გააბრაზა სხვა სახელმწიფოები, განსაკუთრებით რუსეთი, და რელიგიათა ხელმძღვანელები. ვატიკანმა კათოლიკეებს აუკრძალა იქ მათი შვილების შეყვანა.
მაგრამ წარმატება დაუყოვნებელია.
ჩაწერილთა რაოდენობამ გადააჭარბა ვარაუდებს და დიპლომების მქონეებს, რომელთაც მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავეს პოლიტიკურ (განსაკუთრებით საგარეო საქმეთა),კულტურის და ინტელექტუალურ სფეროებში, დიდი წვლილი შეაქვთ სასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაში. სულისკვეთების და ფრანგულენოვნობის შემნარჩუნებელი სასწავლებელი თანდათანობით თავისუფლდება და დირექტორებს ირჩევენ ოსმალო დიდმოხელეთა შორის და პროგრამაში შეიტანეს იმპერიის ისტორიისა და ლიტერატურის და ისლამის კურსები.
1923 წელს რესპუბლიკის დაარსებისას გალათასარაის ლიცეუმად გადაქცეულ იმპერიულ სკოლას მხარს უჭერენ ახალი ხელმძღვანელები. მრავალი ხელმძღვანელი ამ სასწავლებლის მოწაფე იყო. 1965 წლიდან სასწავლებელში მოწაფეებად იღებენ ქალიშვილებს.დღეს ესაა სახელმწიფო სასწავლებელი და მოიცავს დაწყებით სკოლას და 1994 წელს საფრანგეთისა და თურქეთის შეთანხმებით გახსნილ მუშათა უნივერსიტეტს
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment