5.20.2011

Eesec demokratiuli samyaroa : suliereba kinoekranze :


«RvTis madliT aTeisti var » ambobda cinikosi bunueli, « me ki, Tqva nani moretim, ufro naRvliani var imis gamo rom ar mwams, kanSi pres-konferenciis dros. Mme arasodes msurda   morwmuneTa winaaRmdeg galaSqreba».…


dRes paradoqsulad Cans magram zogi evropeli kinematografisti qristianobiTacaa daiteresebuli da ara marto seqsualuri  skandalebiT Tu kriminaluri ambebiT…
   suliereba keTilganwyobiT Cndeba kinoekranebze ( sulierebac da ara marto skandaluri an Tavzardamcemi Temebi da siuJetebi...
   erTi weli gavida mas Semdeg rac gamoCnda filmi « adamianebi da RmerTebi » da kinoSi gamoCnda religiaze laparakis axali manerac.
  guSin zogi kinomsaxiobi da kinematografis profesionalebi mividnen leranis monasterSi raTa warmodgena mieRoT monastruli cxovrebis Sesaxeb. kanis festivalze paralelurad warmoadgines es « dumilis festivali ».


   madli xom ar SexebiaT Cabnelebul darbazebs ? am kiTxvam SeiZleba gagvaRimos. Magram kinofestivalze qris sulierebis sio Tu ki davujerebT morwmune da kinomoyvarul Jenevieva rus. sainteresoa imis danaxva rom festivalis SerCevaSi yvelganaa azris, mniSvnelobis sakiTxi : filip ramosis  “tyve Jana” , nani moretis “ habemus papam” an kidev terens malikis “sicocxlis xe”...

   “orSabaTs am filmis Cveneba Zalian kargad miiRes”, ambobs is. Zalian “amerikuli”, evangulur Tu anglikanur grZnobierebasTan axlos mdgomi filmi. is    aSkarad pasuxobs zojer mZvinvare da gaSmagebuli samyaros egzistencialur kiTxvebs: “mTel films msWvalavs RmerTis sakiTxi. Sazogadod es Tema ukeT mires vidre aTi wlis win, sazogadoebam is ukeTesad miiRo”, ambobs is. italieli kinoreJisori nani moretis filmi iumoriT aCvenebs movaleobaTa tvirTis simZimisagan gaSeSebul momaval romis paps. Mas reJisori xedavs rogorc “simpatiurs” maSin rodesac SeiZleboda yofiliyo “saSiSi”.
      “ aq eklesiaze zrdilobianad eRimebaT maSin rodesac azri Zalian Zlieria: “ eklesias Elian msoflioSi”.

   Ees evolucia STambeWdavad aCvena qsavie bovuas Sedevris warmatebam. Misi filmi naxa oras aTasze metma mayurebelma. Ees nawilobriv aixsneba kaTolikeTa Zlieri mobilizaciiT magram cxadia rom atlasis berTa istoriam daainteresa ufro farTo sazogadoeba. “es warmateba avlens Zlier sulier wyurvils, ambobs morwmune kinoreJisori vansan mirabeli. “ am tipis filmi sikeTis momtania da adasturebs rom aris sazogadoeba romelic elis Rrmad adamianur filmebs romlebSic prozelitizmis gareSe Cans locva da siyvaruli”. “adamianebi da RmerTebi” misi azriT im iSviaT filmTagania romlebic ayvaveben sul interpretaciis ReWvis gareSe. Llionis kaTolikuri universitetis kinos profesori miSel deblduric askvnis rom “azris, mniSvnelobis Zieba ufro Zlieria”. Mis,Tavmjdomare ekumenuri Jiurisa, romelmac 2010 wels kanSi daajildova “adamianebi da RmerTebi” gakvirvebulia imiT rom mas didi xniq manZilze sTxovdnen am filmis warmodgenas, rac uCveuloa.
  Aam sulieri Ziebis meSveobiT xelaxla aRmoaCenen eklesiasac. “ adamianebi CamoSordnen eklesias romelic xSirad axsovT bavSvobasTan dakavSirebuli karikaturuli saxeebiT, aanalizebs is. am filmebis meSveobiT adamianebi ecnobian Signidan ecnobian eklesiis sxvadasxva aspeqts”: monazonTa cxovreba filmSi “dumili da siyvaruli” (maikl uaiti,2010; boSaTa pentekotizmi tedi lusi-

-modestis filmSi “jimi mdinare”, 2011 an kidev Sedegebi erTi moqcevisa an kiaferis filmSi “ vis unda rom iyos sayvareli?”, 2011.
   miSel debiduris azriT es siuxve mowmobs imaze rom arsebobs “ qristianad yofnis aTaserTi manera”. kanSi amasve adasturebs Jenevieva ru :
   “sakvirvelia imis danaxva rom momlodineTa rigebSi xSirad xalisiT ismenen kiTxvebs “aris Tu ara RmerTi?”, “ ra gaakeTa man? », « da boroteba ? »... am kiTxvebis dasmas xels uwyobs is rom maT umravles SemTxvevaSi svaven TviTon rwmenisagan “CamoSorebuli” kinematografistebi. Dokumentalisti olivie delakruas filmi « rwmenis saidumloebebi » martSi aCvenes safrangeTis televiziis meore arxiT da is naxa milionze metma mayurebelma :

  « adamianebma Tavisi Tavi icnes Cems ZiebaSi imitom rom Cveulebrivma, maT msgavsma adamianma SesZlo SeRweva mkacrad miCneul samyaroSi romelic sinamdvileSi asxivebs Zlier sinaTles ».
    Svilis dakargvis Semdeg « RmerTis winaaRmdeg ajanyebuli » olivier delakrua misi TqmiT « gzaze daabruna » am Ziebam miuxedavad imisa rom mas rwmena ver daibruna. « am Ziebam gamacno SesaniSnavi adamianebi, gansakuTrebiT monazvnebi. Ees filmi CemTvis mniSvnelovani etapia da me momeca Sansi damebrunebina kaTolikuri eklesiis zogi Rirebuleba romlebic xSirad abuCadaa agdebuli presis mier ». bunueli ambobda : « RmerTis wyalobiT me aTeisti var », magram me ufro naRvliani var imis gamo rom ar mwams, ambobs ani moreti kanSi gamarTuli pres-

-konferenciis dros. Mme arasodes msurda morwmuneTa winaaRmdeg galaSqreba ».
      რogor axerxeben brboebis aRelvebas eklesias CamoSorebuli es kinematografistebi ?...

  Amis gacnobierebis gareSe kinematografistebma miires igavebiT mosaubre da interpretaciis da arCevanis sivrcis Riad damtovebli iesos midgoma. maS sekularizacia gasaeroobis am droSi Cven amaSi unda davinaxoT farTo sazogadoebisa da eklesiis Serigebis SesaZlebloba ? es arc ise sarwmunoa Tu davujerebT miSel debidurs vinc Segvaxsenebs rom es fenomeni araa dRevandeli axali movlena da rom sulierebis moTxovna
yovelTvis ar vlindeba religiuri formiT. Aaseve frTxilobs vansan mirabeli romelic fiqrobs rom amave suliskveTebis filmebi ver miaRweven filmi « adamianebi da RmerTebis » mier dapyrobil mwvervalebs imitom rom isini ver gaaoceben moulodnelad Temis originalobiT. « ufrTxildiT xeebs romelTa ukanac didi udabnoa » (fransua-qsavie megris da izabel de golminis es saintereso werili gamoqveynda frang kaTolikeTa gazeTSi « la krua » (« jvari »), 2011 wlis 19 maisi).   

5.19.2011

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ფაუსტი თანამედროვე ფრანგი პროფესორის თვალით :

              ფაუსტი არის სინათლისაკენ თავის მსიწრაფებასა და წყვდიადის მომხიბლაობას, სულის მიერ შთაგონებულ უმაღლეს იდეალსა და მისი ცხოველური ბუნების ხორციელი სიამოვნებისკენ მისწრაფებას, სიკეთესა და ბოროტებას, ერთგულებასა და ღალატს შორის გაწეწილი ადამიანის არქეტიპი. ღვთაებრივი სული ცისკენ მიეზიდება ფაუსტს, «მუდამ უარმყოფელი სული» სატანა მას ტალახისკენ მიექაჩება. და მუდამ ქედმაღლობის გამო ფაუსტს სურს ცოდნის საზღვრების გაფართოება, მატერიალური სამყაროს დამორჩილება ღმერთთან გათანასწორების, გათანაბრების მიზნით. მას ასევე უნდა თავისი ნების აღსრულება ცაში თუ ვერა მიწაზე მაინც და გრძნობათა სიამოვნებების დაუსრულებლად განახლება. გოეთეს გენია არის ადამიანის სულის მამოძრავებელი ძალების გარდაქმნა თეატრის პერსონაჟებად. 

           ეჭვიანი თანამედროვების დადგომამდე ადამიანებს სწამდათ არა მხოლოდ ეშმაკის არსებობისა. მათ სწამდათ რომ შეიძლებოდა ეშმაკთან შეთანხმება, გარიგება: ადამიანს შეეძლო სატანას თავის მსახურად გადაქცევა ამქვეყნად იმ პირობით თუ კი მას თავის სულს დაუთმობდა მარადისობისთვის. სწორედ ამას აკეთებს ფაუსტი, მაგრამ გოეთე გვეუბნება რომ ამის გაკეთებას ცდილობს ყოველი ადამიანი.

             ყოველ დღე ჩვენი ყოველდღიური კომპრომისებით ჩვენ ვურიგდებით ეშმაკს იმიტომ რომ ადამიანის ბუნებაში არის ეს ფუნდამენტური ცდუნება : « პროლოგში ცაში» რომელიც ხსნის პიესას წარმოადგენს იობის წიგნის ერთგვარ პარაფრაზს, ღმერთის და სატანას საუბარს გამოჩენილი დოქტორ ფაუსტის შესახებ :

           « - უფალი : ის მე შეუპოვრად მეძებს წყვდიადში და მე მსურს მისი მალე წაყვანა სინათლისაკენ. …

მეფისტოფელი: გნებავთ დავნაძლევდეთ რომ თქვენ მას კიდევ დაკარგავთ? მომეცით საშუალებათა არჩევის უფლება რათა ის ნელა გავიყოლიო ჩემს გზებზე.

 უფალი:  შენ შეგიძლია ის აცდუნო მანამდე სანამ ის ცხოვრობს დედამიწაზე. ყოველი ადამიანი ვინც მიდის შეიძლება ასცდეს გზას.»

             ფაუსტი, მაშ, ფუნდამენტურად ჭეშმარიტების ძიებაშია. სწორედ ამიტომ იკვლევს ის ამდენს და ამიტომ აგროვებს ის ამდენ ცოდნას. მაგრამ ის ასევე ხორციელი არსებაა, ცხოვრობს მიწაზე და მან უნდა გაუძლოს ყველა ცდუნებას.

                 მისი საწყისი, თავდაპირველი ცოდვა ისაა რომ ის თავისი ძიების ცენტრში არ აყენებს ღმერთს. ის მხოლოდ საკუთარი თავითაა დაკავებული. და მისი ნარცისიზმი მას სასოწარკვეთილებაში აგდებს. შემდეგ ის აყვება მუდამ დაუკმაყოფილებელ წადილებს: "მე ასე წადილიდან გადავდივარ ტკბობაზე და ტკბობაში მე ვწუხვარ წადილზე.»

           ფაუსტი « მიჰყიდის თავის სულს მეფისტოფელს» სასოწარკვეთილებით,  ზიზღით,  ერთგვარი ნიჰილიზმით რომელიც მას იპყრობს მისი უძლურების პირისპირ. მაგრამ თავისი სისუსტის თავმდაბლად მიღების ნაცვლად ის ჩადის ქედმაღლობის ცოდვას და გამოიწვევს თვითონ ღმერთს. მხოლოდ  მასხრად აგდებულ და მიტოვებულ მარგარიტას შეეძლო მისი  ხსნა მისი საკუთარი თავისგან სიყვარულის ძალით.   მხოლოდ მარგარიტა, გამოსყიდვის ფიგურა, მეფისტოფელის მძიმე და ბნელი არსებობის ანტითეზა გადაკვეთს პიესას სინათლის სხივივით. მას « ხსნა» ელის სიკვდილში, და ის უკან სტოვებს სინანულის ცეცხლით დადაღულ ფაუსტს.

            გოეთემ 30-ზე მეტი წელი მოანდომა ნაწარმოების დასრულებას უეჭველად იმიტომ რომ წერა მისგან მოითხოვდა ურთულესს: საკუთარ ბნელ მხარესთან და ილუზიებთან დაპირისპირებას. ფაუსტის დრამატული კონსტრუქცია მკითხველს მოუწოდებს იგივეს გაკეთებისკენ. საკუთარი თავის ამ გავლის გარეშე ვერ აიხდება ვერავითარი ფარდა.

         « ბურუსი, ტყუილის საყრდენი, ნათდება ამ ბორცვებზე: ქარი ათრთოლებს ლერწმებს და ყველაფერი გაიქცა ამაო სიზმარივით...»

           ეს საინტერესო წერილი დაწერა დოქტორმა ლიტერატურაში ლეილი ანვარმა, ავტორმა ნაშრომებისა ჯალალ ედ დინ რუმიზე, და წიგნისა «სულიერი ისლამის ანთოლოგია»...მან გამოაქვეყნა ნაშრომი « რუმი, სიყვარულის რელიგია» ( ფრანგულად). ეს წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში « რელიგიათა სამყარო», 2011 წლის მაის-ივნისის ნომერი « ტამპლიერთა მითის მიღმა», გვ. 46)/

თანამედროვე დევიზი: იცხოვრე როგორც მოგეხუშტურება და დატკბი შეუზღუდავად! აი თანამედროვე ადამიანის მარტოობის მიზეზი...


              დასავლეთში გამეფებული მარტოობის თუ შეუწყნარებლობის შიში, 
იზოლირების რისკი :
        საზოგადოების მთავარი ფუნქციაა ინდივიდების ერთმანეთთან დაკავშირება და შემდეგ ამ კავშირის ორგანიზება წესით.  დიდი ხნის მანძილზე მატერიალურად ღარიბი მაგრამ ადამიანთა მართოობის არმცოდნე საზოგადოების არსებობის საფასური იყო თავისი კოდექსების მქონე მუდმივად მაკონტროლებელი და მრავალნაირად შემზღუდველი საზოგადოების ზეწოლა. 

       თავისი მუდმივი და დამამშვიდებელი სიახლოვის სანაცვლოდ  სხვა (მშობელი, მეზობელი თუ მრევლის წევრი) სავალდებულოდ ხდიდა მისი თვალსაზრისისთვის ანგარიშის გაწევას. ასე ხდებოდა რომ ყოველი ადამიანის მეობა არსებითად განისაზღვრებოდა სოციალური წესებით. ამ სოციალური წესების პატივისცემაზე იყო დამოკიდებული ინდივიდის და მისი ოჯახის, თუ, უფრო ფართოდ, საზოგადოების რეპუტაცია და ღირსება. ეს სოციალური შეზღუდვა ახდენდა ქცევათა გაერთგვაროვნებას, უნიფორმიზაციას, მაგრამ იგი უზრუნველყოფდა კავშირის მუდმივობას, უწყვეტობას , ერთი სითყვით, ამშვიდებდა ადამიანს.

      მაგრამ 1968 წლის მაისთან ერთად თავისუფლების ცნებამ განიცადა ძვრა. ეს აღარაა უბრალოდ კოლექტიური და პოლიტიკური კონცეფცია. ისაა ინტიმური და ინდივიდუალური მოთხოვნა. ლოზუნგი და დევიზი ცნობილია : "დატკბით შეუზღუდავად". საზოგადოებამ ამდენად მასობრივად უარყო კონფორმიზმი და " კარგი პრინციპები". ყოველი ადამიანი ცხოვრობს თავისი საკუთარი წადილებისა და მისწრაფებების შესაბამისად და დიდ ყურადღებას აღარ აქცევს კოლექტიურ შეზღუდვას რომლისგანაც ადამიანები თანდათანობით თავისუფლდებიან. კანონმდებლობა და სოციალური სახელმწიფო ეგუება ამ ახალ მოთხოვნას : ქალის ხელფასი, გაყრა ცოლ-ქმრის თანხმობით, დახმარებები მარტოხელა მშობლებისთვის და სხვა შემწეობები დიდად ამცირებენ ტრადიციული ოჯახის მნიშვნელობას და აუფასურებენ მას. ოჯახები იშლება და ხელახლა იქმნება მაგრამ მუდამ ცვალებად სამყაროში ოჯახი მაინც ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. ოჯახს აღარა აქვს ერთადერთი მოდელი. ის მრავალფეროვანია და ეგუება ცხოვრების ახალ წესებს. ოჯახის წევრები ნაკლებად გრძნობენ თავს მოვალედ ერთმანეთის მიმართ მაგრამ ეს კომპენსირებულია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკით რომელიც პიროვნებებს აძლევს თემური სოლიდარობებისგან და ტრადიციული მოვალეობებისგან განთავიდუფლების საშუალებას. ასე ხდება რომ პირველად ჩვენს ისტორიაში ინდივიდს შეუძლია მარტო დარჩენა ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარების მოვალეობის გარეშე. 1968 წლის მაისის დღესაც ცოცხალი სულისკვეთება უფრო შორსაც მიდის ზნეთა განთავისუფლებას ამკვიდრებას ახალ ნორმად ( ანუ ახალი ფორმის იძულება: გაინთავისუფლე ზნე, იყავი უზნეო თორე მოვიდაა !!!, მთარგმნელი).

       ასეთი თავისუფლების შედეგად ადამიანი რჩება იზოლირებული,მარტო. ტანდათანობით ადამიანების ერთმანეთთან დამაახლოებელ ღირებულებებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის რაც მათ აშორებს ერთმანითისგან, განსაკუთრებით კი მეს კულტი. აღარავინ იდევნება საზოგადოებიდან მისი ქცევის, უსაქციელობისა თუ მიდრეკილებების გამო. საზოგადოებრივი აზრი დაუყოვნებლივ აღშფოთდება ხოლმე როდესაც ასეთი რამ ზოგჯერ ხდება. არანაირი ზრდილობა და ჯეროვნება აღარაა მე-სა და მისი თავისუფლების განხორციელებას შორის ( რა ზრდილობა რისი ზრდილობა, თუ კი პრეზიდენტს ან საერთაშორისო მონეტარული ფონდის თავმჯდომარეს მოუნდებათ ლამაზი კინომსახიობის თუ დამლაგებლის ხანდახან კოლექტიურადაც გაუპატიურება. საზოგადოება დასჯის ვისაც მიწვდება, უფრო სუსტს. პრეზიდენტ კენედის მოკლავს კგბ სულ სხვა მიზეზის გამო და უფრო სუსტ დომინიკ სტროს კანს სცემს მთელი მსოფლიო, მთარგმნელი). 40 წლის მანძილზე ოთხჯერ გაიზარდა გაყრათა რაოდენობა. ამან შექმნა მარტოობის ახალი ფორმები და ეს განსაკუთრებით ეხება ქალებს.

      ქალების კეთილშობილ ბრძოლას მათი აღიარებისთვის და სქესთა თანასწორობისთვის ჰქონდა უარყოფითი შედეგები. ამ ბრძოლის შედეგად ქალებმა უეჭველად მოიპოვეს ახალი უფლებები და ბოლო მოეღო მიუღებელ და დაუშვებელ დისკრიმინაციებს, მაგრამ ამავე დროს ქალებმა დაკარგეს დაცვის გარკვეული ფორმები. ტრადიციული საზოგადოება ქალს როგორც სუსტი სქესის წარმომადგენელს აძლევდა გარკვეულ პრივილეგიებს. მათმა ემანსიპაციამ გააჩინა თავისუფლების და თანასწორობის განხორციელებასთან დაკავშირებული უხერხულობები და სირთულეები. ამიერიდან ქალის ხვედრი ისე როგორც არასდროს არის მარტოობა.

       ადამიანთა შორის არსებული ეკრანების საზოგადოების განვითარებამ გაამძაფრა ინდივიდის მარტოობა.  30 წლის წინაც სამხრეთ საფრანგეთის პატარა ქალაქები საღამოობით ცოცხლდებოდა. კარგი ამინდის დადგომისას ყველა გადიოდა სახლიდან მეზობლებთან სასაუბროდ,სახუმაროდ დღის ამბების განსახილველად.  დღეს ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს ტელევიზია. ქუჩებს ანათებს საღამოს 8 საათის ახალი ამბების დროს ჩართული ტელევიზორის ეკრანი. ქუჩები უიმედოდ ცარიელია. ფრანგები ერთად მაგრამ ერთმანეთისგან დაშორებით, ცალ-ცალკე, ესწრებიან უკანასკნელ დიდ გამაერთიანებელ მესას. ტელევიზორმა გაწყვიტა კავშირი მეზობლებს შორის, დააშორა ერთმანეთს მეზობლები მაგრამ გააერთიანა ტელემაყურებლებად ქცეული ხალხი. ადამიანები აღარ ხვდებიან ერთმანეთს ქუჩაში მაგრამ ისევ ელაპარაკებიან ერთმანეთს მეორე დღეს წინა დღეს ტელევიზიით ნანახი ამბების შესახებ.

       ინტერნეტის შექმნა და გავრცელება კიდევ უფრო აძლიერებს ინდივიდის მარტოობას. ინტერნეტი ასე არის უზარმაზარი გაუგებრობის გულში. გლობალიზებული ურთიერთობის საუცხოო ინსტრუმენტად წარმოდგენილი ინტერნეტი ის სინამდვილეში ადასტურებს   მეს ყოვლისშემძლეობას. თავისი კომპიუტერის ეკრანის წინ მარტო მჯდომ ადამიანს სჯერა რომ მას შეუძლია ყყველასთან ურთიერთობა და ყველაფრის ცოდნა. მეტიც, მას სჯერა რომ შეუძლია მსოფლიო აზრში თავისი წვლილის შეტანა. არადა სინამდვილეში ის იკარგება თავის ნარცისულ ეკრანში რომელმაც შეცვალა ჯადოსნური ზღაპრების მაგიური სარკე. სამყარო ამიერიდან არის უზომო ქსოვილი აბლაბუდა და ინტერნეტით ყოველი მოსარგებლე არის მისი ცენტრი. ინტერნეტის ყოველი მოსარგებლე ვირტუალურად, წარმოსახვით, დაკავშირებულია ყველასთან მაგრამ სინამდვილეში ის მარტოა როგორც არასდროს, რეალურად მარტო. მობილური ტელეფონი, ელექტრონული წერილი, ხატების და ეკრანების მობილურობა არ ქმნიან კავშირებს. ისინი ასატანს ხდიან მარტოობას და საბოლოო ანგარიშით ყოველ ჩვენთაგანს კეტავენ ზეინფორმირებულ მარტოობაში.

       დღეს მატარებელში აღარავინ ელაპარაკება ერთმანეთს. გვერდით მჯდომთან დალაპარაკებამ შეიძლება გადაგაქციოთ პოტენციურ აგრესორად. მსოფლიო სოფელში ჩვენი ჩართვის მაგივრად ახალი ტექნოლოგიები ჩვენ გვაქცევენ იზოლაციაში.

      ერთ " მშვენიერ" დღეს ადამიანებმა შეიძლება დალეწონ ეკრანები ისე როგორც ბიზანტიაში ლეწავდნენ ხატებს. IX საუკუნის აღმოსავლეთის იმპერიაში ხატებს ლეწავდნენ და ამსხვრევდნენ იმიტომ რომ ისინი ქმნიდნენ ეკრანს ადამიანებსა და ღვთაებრივს შორის. XXI საუკუნის დასავლეთში ერთ "მშვენიერ" დღეს ადამიანებმა შეიძლება დაამსხვრიონ ეკრანები იმიტომ რომ ისინი დგანან ადამიანებს შორის.

    ეხლა ფრანგები ყველანაირად ცდილობენ კავშირის აღდგენას. მაგიურ სიტყვად ქცეულ ცნება სიახლოვეს იყენებენ როგორც პოლიტიკური მიმართვებისას ისე მარკეტინგში.  ის დიდი ემოციუები რომლებიც რეგულარულად იპყრობს ხოლმე საფრანგეთის მოსახლეობას ასევე აიხსნება მისწრაფებით იმ ადამიანური ურთიერთობის აღდგენისაკენ რომელიც არ მყარდება მხოლოდ ტექნოლოგიის მეშვეობით. კარნავალური რიტუალების შენარჩუნებით ესპანეთმა შეინარჩუნა ურთიერთობის თითქმის ინსტიტუციონალური სივრცეები. წელიწადში 15 დღის მანძილზე "ფერია" ესპანელებს აძლევს მათი ქალაქების დაპყრობის, ცეკვის, ერთმანეთს გადახვევის და გადაკოცნის და ღვინის დახმარებით საკუთარი ცხოვრების მოყოლის საშუალებას. საფრანგეთში კოლექტიური ზიარების ეს რიტუალები უკვე დიდი ხანია რაც მოსპეს ან მეტისმეტად ფოლკლორული გახადეს. ფრანგები ეძებენ ამ ამ სიცარიელის შევსება-კომპენსაციის საბაბებს. როდესაც 1998 წელს საფრანგეთმა მოიპოვა მსოფლიო თასი პარიზი გახდა ბრბოს ისეთი დაძმობილების მოწმე როგორიც მას არ უნახია ნაცისტებისგან განთავისუფლების შემდეგ. მიღწევას სულაც არ ჰქონია იგივე მნიშვნელობა მაგრამ პარიზელებს ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრის, საუბრის, უბრალოდ აზრთა და გრძნობათა გაზიარების მოთხოვნილება.

       ამ ემოციურ აფეთქებებს აძლიერებს ის რომ ყოველდღიური სოციალური კავშირები წყდება და თანამედროვე მსოფლიოს იპყრობს მარტოობის შიში. 


   ფრანგი ავტორი კრისტოფ ლამბი, "შიშის საზოგადოება, შეუძლია თუ არა საფრანგეთს აქედან გამოსვლა?"პარიზი, 2005), // გაგრძელება იქნება//