6.02.2013

ლოთობა და კგბ სპობს ხალხებს, ანტისტალინისტის სტალინისტად პერესტროიკა

РоссияСобытия   Также в этом разделе
  
СМЕРТЬ РОССИИ. Водка и КГБ уничтожат русских до последнего человека
Время публикации: 14 апреля 2013 г., 23:38

В английские книжные магазины поступила книга известного британского советолога Оливера Баллоу «Последний человек в России, и борьба за спасение умирающего народа» (The Last Man in Russia, and the Struggle to Save a Dying Nation).

 

В своей рецензии на книгу лондонская газета «Обзервер» (воскресный номер «Гардиана») в частности пишет:

 

«В этом живом портрете современной России везде присутствует алкоголь и КГБ. Баллоу пишет, что не надо долго искать причину гибели России. Русские буквально упиваются до смерти.

 

Статистика отрезвляет. Русское население сокращается уже у течение десятилетий. Средняя продолжительность жизни упала ниже пенсионного возраста.

 

Русские экономисты знают, что открыл Ленин после того, как к власти пришли коммунисты. Хотя он объявил, что государство запретит продажу алкоголя, ни одно правительство не могло позволить себе потерять почти половину своих доходов. Поэтому коммунисты монополизировали эту торговлю. Они сделали это эффективно: к 1940 году в России было больше магазинов по продаже алкоголя, чем по продаже фруктов, мяса и овощей.

 

«Последний человек в России» — это современная история, отраженная в жизни  одной известной личности. Жизнь отца Дмитрия Дудко более или менее отражена в подъеме и падении коммунистической партии.

 

Он родился в коренной России в 1922 году и умер в Москве в 2004. По мере восхождения звезды России как сверхдержавы стала острой проблема русского пьянства. Именно в это время Дудко привлек общественное внимание. Он стал голосом  русских диссидентов. Жена Солженицына назвала его «человеком удивительной честности».

 

«Порок как ржавчина или черви подрывает наши ценности и мораль, калеча подрастающее поколение». Эти слова могли бы быть произнесены в современной России, но они взяты из одной из проповедей Дубко в 1972 году.

 

В 1973 году он  начал обсуждать у себя в церкви на диспутах с участием верующих проблемы России, чего не смогло стерпеть КГББ.  Его арест стал мировой новостью, но не такой крупной, как его появление в июне 1980 года с раскаянием на государственном телевидении, когда, по словам  Баллоу, он «спокойно и методично уничтожил сам себя».

 

Жизнь для отца Дмитрия и диссидентского движения после этого продолжались, но никто не смог забыть предательство отца Дмитрия самого себя и  движения.

 

Баллоу ездит по всей России в поисках людей и мест, связанных со священником-диссидентом, и описывает упадок русского народа. Баллоу отмечает:

 

«Сплетни и недоверие заменили солидарность и  дружбу (существовавшие во времена советских диссидентов — КЦ). И если КГБ могло справиться с этими решительными бойцами и тесными друзьями, вообразите, что оно сделало сейчас со всей страной».

რუსეთის მართლმადიდებლობის სახელგანთქმულ მოღვაწე და ქადაგ მამა ალექსანდრე მენს არაერთხელ მიუღია მუქარით სავსე ბარათები, ბოლოს მას ცულით თავი გაუხეთქეს. 1990 წლის 9 სექტემბერს ის ჩქარობდა ეკლესიისკენ სადაც უნდა მიესწრო ლიტურგიისთვის. 
 
სავარაუდოდ მოხდა შემდეგი: მასთან მიირბინა ვიღაც კაცმა და გაუწოდა ბარათი. მამა ალექსანდრემ ამოიღო სათვალეები და დაიწყო კითხვა. ამასობაში ბუჩქებიდან გამოხტა მეორე კაცი რომელმაც მამა ალექსანდრეს უკნიდან ჩაარტყა ცული (სხვა ვერსიით სამხედრო ნიჩაბი) //ალბათ ისეთი რომელიც გამოიყენეს თბილისში 1989 წლის 9 აპრილს, გ.მ.//.

დასისხლიანებული მღვდელი გაემართა სადგურისკენ. გზაში შემხვედრმა ქალმა კითხა თუ ვინ უქნა მას ეს. მამა ალექსანდრემ უპასუხა რომ არავინ, რომ ეს მას თვითონ შეემთხვა. მან მიაღწია კარამდე და დაეცა.

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის//გორბაჩოვის// და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირადი განკარგულებების მიუხედავად მკვლელობა გაუხსნელი დარჩა.

5.30.2013

5.08.2013

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე.

დიდი კატასტროფები პარიზში:
1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
არ ვიცი რაა უფრო დიდი უბედურება, სტიქიური კატასტროფა თუ პერესტროიკა მაგრამ ცხადია ის რომ ყველანაირ უბედურებას ერევა საზოგადოების მყოლი ერი და ხალხი.

რა არის საზოგადოება? წვრილმან და მსხვილმან ეგოიზმთა დამძლევი და განათლებული თუ ვერა ნამდვილად ნასწავლი და არა უბრალოდ დიპლომირებული ადამიანების კრებული. 

ფრანგებს ასეთი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ჰყავდათ და დღესაც ასე თუ ისე ჰყავთ და სძლებენ ჯერ-ჯერობით.

ქართველებს კი, ვისაც საზოგადოება მოგვისპეს 1924-1945 და შემდეგ წლებში, რბილად რომ ვთქვა ცოტა გაგვიჭირდა არსებობა.


მაგრამ უნდა ითქვას რომ ლამაზი პარიზის გაშენებაც არ ყოფილა იოლი საქმე და მისი მკვიდრებსაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ჭირ-ვარამის გადატანა მოუწიათ. ეხლა არ შევჩერდებით ჰუნების და სხვა ვანდალ-ბარბაროსების თუ საფრანგეთის მათზე არანაკლებ ამაოხრებელი ნორმანების თარეშზე  და რევოლუციაზე. ეხლა ცოტას ვილაპარაკებთ პარიზში დიდ ბუნებრივ კატასტროფებზე, კერძოდ მდინარე სენას ხშირ ადიდებებზე, 2009 წელს პარიზში გამოიცა სესილ რენოდას  წიგნი "დიდი კატასტროფები პარიზში"(Cécile Renaudin,Les grandes catastrophes à Paris) გთავაზობთ მის დიდ ნაწილებს.

2.07.2013

დათუნა, გურჯიხლი, უცნობი თამარი:

პატიმატ ტახნაევა
დათუნას ქართული ეკლესია დაღესტანში,"გურჯიხლი" ანუ "ქართველობა" დაღესტანში, უცნობი თამარი, შამილი, ალექსანდრე ბატონიშვილი...


"გურჯიხლი" ანუ ქართველობა დაღესტანში,დათუნას აკლესიის ისტორიიდან დაღესტნელი მკვლევარი პატიმატ ტახნაევას მიხედვით.
               
დათუნას ეკლესიის საკვირველი ბედი
ეკლესია რომელიც გაცოცხლდა იმამი შამილისდროს.

სტატისტიკის თანახმად რუსეთის ყოველი მეორე მიზგითი დაღესტანშია მაგრამ დაღესტანიმისი ისტორიის შუა საუკუნეების პერიოდში ქრისტიანული იყოქრისტიანული იყო  კავკასიისალბანეთიც (რომელიც ავტორის აზრით სამხრეთი დაღესტნის მიწის ნაწილიიყომთარგმნელი).
ქრისტიანული იყო შუა საუკუნეების ავარული სამეფო სარირი რომლის ცენტრიც ხუნზახშიიყო.

9.27.2012

რობესპიეროვშჩინასგან და აგრესიული-მეომარი ჰედონიზმისგან გამოსაჯანმრთელებლად ხშირად ბუდიზმიც ძალიან კარგი წამალია:

"მძულვარება ამ ქვეყანაზე არასოდეს აღმოიფხვრება მძულვარებით. ჩემის აზრით ცხოვრების საბოლოო მიზანია თვითრეალიზაცია,სიხარული და ბედნიერება. ბედნიერების ძირითადი წყაროებია გულკეთილობა, თანაგრძნობა და სიყვარული".

სულაც არაა გასაკვირი ასეთი რამეებით გადარეულ ევროპაში ბუდიზმის გავრცელება.

როცა ცაზე ქუხილის დაფდაფები გრგვინავენ და წვიმის მდინარეები გზებს ტბორავენ, რომელთაც ფრინველები მიჰყვებიან, მაშინ გამოქვაბულს შეფარული ბჰიკშუ თავისთვის ფიქრობს:
არის კი ამ ქვეყანაზე ამაზე მეტი სიამოვნება, და თავისუფლება და სიმშვიდე?

ასეთია ბუდისტი ბერის ერთ-ერთი საგალობელი.

ქრისტესგან განსხვავებით ბუდა არ ასწავლიდა სიყვარულს, მაგრამ ის თანაგრძნობის და თანატანჯვის აუცილებლობას ასწავლიდა.ბუდისტურ "დჰამაპადაში" ბევრი შესანიშნავი და და დღესაც ამაღეველბელი გამონათქვამის გვერდით შემდეგიცაა ნათქვამი:

"მძულვარება ამ ქვეყანაზე არასოდეს აღმოიფხვრება მძულვარებით".

9.18.2012

დავით სარაჯიშვილის სახლი ანუ ჰაფეზის ვარდი მე პრუდონის ჩავდე ვაზაში.

ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი:
ქიმიისა და ფილოსოფიის
 მეცნიერებათა დოქტორი, ქართული
კონიაკის წარმოების ფუძემდებელი,
მრეწველი და ქველმოქმედი დავით
სარაჯიშვილი (1848-1911), 1905 წელი
 
საქართველოს ერთ-ერთი დიდი შვილი, ცნობილი მეწარმე, სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე, ევროპულად ნასწავლი და ქართულად აღზრდილი დავით ზაქარიას-ძე სარაჯიშვილი დაიბადა ტფილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს.

მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ. დავითის პაპა - დავით გიორგის ძე სარაჯიშვილი (1745-1845) ცნობილი შეძლებული მოქალაქე გახლდათ. მან სახელი გაითქვა როგორც ქველმოქმედმა, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. ცნობილი გახდა იმით, რომ მან პირველმა გაიყვანა გზები კავკასიის მთებში და საფუძველი ჩაუყარა რუსეთთან ვაჭრობას. ის და მისი ძმა მიხეილი, საქართველოში მდგომ რუსულ ჯარებს სანოვაგით ამარაგებდნენ.

დავითის მამა - ზაქარია სარაჯიშვილი (1807-1880) იმ დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარია, მამასთან ერთად, საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენას და შენარჩუნებას დიდ ფულს ახმარდა. მისი წყალობით გადარჩა ქართველი ხალხის მრავალი ისტორიული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა. დავითის დედა - ელისაბედ სოლომონის-ასული სავანელი, ლამაზი, ბრძენი, ქართული ტრადიციული წეს-ჩვეულებების შესაბამისად აღზრდილი ქალბატონი იყო. იგი მუდამ მეუღლის და მთელი ოჯახის საიმედო საყრდენი გახლდათ. მან დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში, რასაც დავითი დიდად აფასებდა და სიამაყით აღნიშნავდა.

თანამედროვეთა აღწერით, დავითი გონებაგახსნილი, გონებამახვილი, სიცოცხლის და ადამიანებთან ურთიერთობის მოყვარე ყმაწვილი იყო. მაშინდელი წესის თანახმად, დაწყებითი განათლება მან სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ, პატარა დავითი ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს. შემდეგ მან სწავლა განაგრძო კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

მშობლებმა გადაწყვიტეს დავითისათვის უმაღლესი ევროპული განათლება მიეცათ. 1866 წელს ტფილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგაზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა. 1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა. მან 1878-1880 წლებში საფრანგეთში ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია.

9.15.2012

ალბერტ გოგუაძე


1935 წელს ბათუმში დაიბადა ცნობილი საბჭოთა ნონ-კონფორმისტი მხატვარი ალბერტ იოსების ძე გოგუაძე. ერთ-ერთი მათგანი ვინც საბჭოთა კავშირს აძლევდა მეტ-ნაკლებად ადამიანურ სახეს. ვიკიპედიის თანახმად ის 1954-1960 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე. მის მასწავლებელთა შორის იყვნენ სერგო ქობულაძე, ლადო გრიგოლია, ვასილი შუხაევი. სწავლის დამთავრებისა და ბევრი მოგზაურობის შემდეგ ის 1963 წლიდან დამკვიდრდა მოსკოვში. იყო ნონკონფორმისტ მხატვართა მოძრაობის, ბინებზე და არაოფიციალური ხელოვნების გამოფენათა მონაწილე. მათ შორის ვდნხს ტერიტორიაზე და პავილიონ კულტურის სახლში გამოფენების მონაწილე. გამოფენებს აწყობდა რუსეთში და საზღვარგარეთ. გოგუაძის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინს მისმა მეგობარმა ანატოლი ზვერევმა. ფერწერაში მხატვრის დევიზია "ნატურალიზმიდან მარაზმამდე" და მთავარია არა მხატვრად არამედ ნამდვილ მხატვრად გახდომა.
ალბერტ გოგუაძის შემოქმედება განსაკუთრებით დაფასებულია გერმანიაში, სადაც მისი გამოფენები მოეწყო მრავალ ქალაქში. მხატვრის ნამუშევრები არის სხვადასხვა მუზეუმში და მრავალ კერძო კიოლექციაში მთელ მსოფლიოში. ა. გოგუაძის ფერწერის ძირითადი მიმართულებაა აბსტრაქცია, მის სავიზიტო ბარათად იქცა პროგრამული არაფიგურატული ნამუშევრები. ა.გოგუძე თავის შემოქმედებით მეთოდს უწოდებს ფერი ფერთან. ამ მეთოდით მიიღწევა გარკვეული ფერადოვანი შეთანხმებების ჰარმონიზაცია ისე რომ საბოლოო ანგარიშით ქრება ტონალური პერსპექტივა და ჩნდება ფერადოვანი. ძირითადი მეთოდი ნამუშევრების შექმნისას იმპროვიზაციაა. ავტორის შემოქმედებითი ინტერესების წრეში ასევე ხვდება განსაკუთრებით ცნობადი რეალისტური სურათები, სამგანზომილებიანი ობიექტები - კოლაჟები, ხის ქანდაკება. ა.გოგუაძის ნამუშევრები არის მოსკოვის პუშკინის მუზეუმში, კონსტანცის ისტორიულ მიწეუმში //გერმანია//, დოიჩბანკის კოლექციაში //გერმანია//, კერძო კოლექციებში და ა.შ.

9.13.2012

ლეონიდ გუბანოვი, კარგი რუსი პოეტი,წლისთავია მისი გარდაცვალებიდან








ლეონიდ გუბანოვის აკვარელი, პეგასი,
1970-ანი წწ.


 




ამ რუსმა რუსეთზე დაწერა ისე როგორც ვერ დაწერდნენ ვერც ერთი პაიპსი და ბჟეზინსკი.

            საზიზღარი უხსენებელი ხარ და არაკაცებზე დგეხარო,უთხრა მან ხრუშჩოვის საბჭოთა ლიბერალების ხელში ჩავარდნილ რუსეთს.




Вся в царапинах и ссадинах,
Присвистах и бубенцах,
Моя родина, ты - гадина
И
стоишь на подлецах.
Л.Губанов


   1960-ან წლებში ის პირველი პოეტის წოდებისთვის ედავებოდა იოსიფ ბროდსკის. 
    მაგრამ ბროდსკიმ მოახერხა თავის შველა,გაქცევა, ნობელის პრემიის მიღება.
    გუბანოვს კი ათრევდნენ კგბში და საგიჟეთებში, უკეთებდნენ ისეთ წამალს რომელსაც ის სულ უნდა გაეგიჟებინა, ტეხავდნენ მაგრამ ვერ გატეხეს. 

                            მაგრამ ამან იმოქმედა მისი ნიჭზე  და ჯანმრთელობაზე. 

                   ის  რა თქმა უნდა მოკლეს. ირიბად. ისე როგორც კლავდნენ ნიკიტა ხრუშჩოვის საბჭოთა ლიბერალები.

    ლეონიდ გიორგის ძე გუბანოვი-რუსი პოეტი, 1965 წელს ლიტერატურული წრე სმოგის დამაარსებელი. აბრევიატურა სმოგი რუსულიდან იშიფრებ როგორც "გენიოსთა ყველაზე ახალგაზრდა საზოგადოება".

                 ამ წრის დევიზი იყო "სითამამე,აზრი,ხატი, სიღრმე".

             გუბანოვმა და მისმა წრემ 1965 წლის 514 აპრილს ჩაატარეს დემონსტრაცია "მემარცხენე ხელოვნების" დასაცავად. 1965 წლის 5 დეკემბერს მან მონაწილეობა  მიიღო პუშკინის მოედანზე გამართულ მიტინგში.

           ამას საბჭოთა ხელისუფლებამ ვეღარ გაუძლო. მან ჩათვალა რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქეს არა აქვს მემარცხენე ხელოვნების დაცვის უფლება და ისეთი რამე ქნა რომ გუბანოვის წრე დაიშალა.

         თვითონ გუბანოვი კი ჩააგდეს საგიჟეთში 

                   1970-ან წლებში გუბანოვი მუშაობდა მეეზოვედ,მტვირთავად,მუშად არქეოლოგიურ ექსპედიციაში,ფოტოლაბორანტად, მეხანძრედ,მხატვრად,გამფორმებლად. დარაჯად.

   ის ფაქტიურად არ ქვეყნებოდა ოფიციალურ გამოცემებში. მის ცხოვრებაში გამოქვეყნებული მისი ლექსები გამოდიოდა თვითგამოცემია პუბლიკაციებში.
თვითგქმოცემის პუბლიკაციათა უმრავლესობა მოდის 1960-ანი წლების მეორე ნახევარზე.

   37 წლოს ლეონიდ გუბანოვი გარდაიცვალა 1983 წლის 8 სექტემბერს. დაკრალულია  მოსკოვში ხოვანსკის სასაფლაოზე.



             "გუბანოვის ფენომენის" მასშტაბები დღემდე დაუფასებელია.


 გუბანოვმა თვითონ იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი.

          მისი  თხზულებები გამოვიდა რუსულად. რუსეთში ის ისევ ახსოვთ და ტარდება მისი ხსოვნის სახამოებიც.

              ლეონიდ გუბანოვს უნდოდა მხატვრადაც გახდომა. ის ამბობდა რომ არის გენიალური პოეტი და კარგი მხატვარი.

                   ლექსების წერით თავს ვერ ირჩენდი და სურათები კი იყიდებოდა და ამიტომ უნდოდა მას მხატვრობა.  ის იცნობდა სახელგანთქმულ კოლექციონერ და მეცენატ კოსტაკის და კოსტაკი ზოგჯერ ანგარიშს უწევდა მის რჩევას.


ის ხატავდა ფლომასტერით,ფანქრით,აკვარელით,ზეთით...

გუბანოვის პეგასი








Леонид Губанов "Птицы" Без даты
ლეონიდ გუბანოვის ჩიტები,უთარიღო


 
ლეონიდ გუბანოვის უსახელო,1976

 Изображение

 ავტოპორტრეტი







  Леонид Георгиевич Губанов – русский поэт, создатель литературного кружка СМОГ (1965г.) – «Аббревиатура СМОГ расшифровывалась обычно как «Самое Молодое Общество Гениев», лозунгом которого был: «Смелость, Мысль, Образ, Глубина», а творческий девиз — «Сжатый Миг Отражённый Гиперболой». По свидетельству Юрия Кублановского первоначально СМОГ был аббревиатурой от слов «Смелость, Мысль, Образ, Глубина», а остальные значения появились позже.» (Википедия); распалось это объединение под давлением властей в 1966 году. По предложению Губанова СМОГ 14 апреля 1965 провёл демонстрацию в защиту «левого искусства», а 5 декабря 1965 принял участие в «митинге гласности» на Пушкинской площади. Естественно, все эти действия вызвали резкое неприятие властей, и под их давлением СМОГ в 1966 году распался. А сам Губанов был помещён в психиатрическую больницу, - типичная ситуация для многих советских диссидентов…
     В 70-е годы Губанов работает дворником, грузчиком, рабочим в археологической экспедиции, фотолаборантом, пожарным, художником-оформителем, сторожем…
     В официальных изданиях Леонид Губанов практически не публиковался, - те стихи, что были напечатаны при жизни, выходили в самиздате. Большая часть самиздатовских публикаций приходится на 2-ую половину 1960-х.
     Умер в возрасте 37 лет 8 сентября 1983 года. Похоронен в Москве на Хованском кладбище.

     На мой взгляд, масштабы «феномена Губанова» на данный момент в полной мере не осмыслены.












60-е Губанов был, пожалуй, главным соперником Иосифа Бродского в соискании титула первого поэта. И если Бродскому удалось уехать, спастись, стать нобелевским лауреатом, то Губанова затаскали по КГБ и психушкам, закололи психотропными веществами, ломали, но не сломали. Но эта травля, к сожалению, не могла не сказаться на его безудержном и безграничном таланте и здоровье. Его, конечно, убили. Косвенно, как умели в советской стране при оттепельных режимах.

7.21.2012

ფერების ძალა

ყოველი ფერი ვიბრირებს თავის სიხშირეზე და ყოველ ფერს აქვს თავისი ტალღის განსხვავებული სიგრძე. ალბერტ აინშტაინმა დაადასტურა რომ სპექტრის ფერები ადგენენ ენერგიის პატარა პაკეტებს რომლებსაც უწოდებენ ფოტონებს. რაც უფრო გრძელია ტალღა მით უფრო დაშორებულები არიან ერთმანეთისგან ფოტონები. ლურჯ,ინდიგო და იისფერ ფერებს აქვთ მოკლე ტალღები და კომპაქტური ფოტონები და,მაშ,მეტი ენერგია. სპექტრის მეორე ბოლოს ფერებს აქვთ გრძელი ტალღები და ნაკლები ენერგია.

ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მზის სინათლეში არსებული ფერის ვიბრაციული ენერგიები. სწორედ მზის სინათლის და სითბოს წყალობით არსებობს სიცოცხლის ყველა ფორმა. ზაფხულში გარეთ ყოფნისას ჩვენ როგორც წესი ვართ უფრო მხიარულები და უფრო ჯანმრთელები.

სეზონური დეპრესია არის სინათლის ნაკლებობით გამოწვეული ავადმყოფობა. ის იწყება შემოდგომაზე როდესაც დღეები მოკლდება და ჩვენ ნაკლებ დროს ვატარებთ მზეზე და ქრება გაზაფხულზე როდესაც დღეები გრძელდება.