5.08.2013

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე.

დიდი კატასტროფები პარიზში:
1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
არ ვიცი რაა უფრო დიდი უბედურება, სტიქიური კატასტროფა თუ პერესტროიკა მაგრამ ცხადია ის რომ ყველანაირ უბედურებას ერევა საზოგადოების მყოლი ერი და ხალხი.

რა არის საზოგადოება? წვრილმან და მსხვილმან ეგოიზმთა დამძლევი და განათლებული თუ ვერა ნამდვილად ნასწავლი და არა უბრალოდ დიპლომირებული ადამიანების კრებული. 

ფრანგებს ასეთი საზოგადოება საუკუნეების მანძილზე ჰყავდათ და დღესაც ასე თუ ისე ჰყავთ და სძლებენ ჯერ-ჯერობით.

ქართველებს კი, ვისაც საზოგადოება მოგვისპეს 1924-1945 და შემდეგ წლებში, რბილად რომ ვთქვა ცოტა გაგვიჭირდა არსებობა.


მაგრამ უნდა ითქვას რომ ლამაზი პარიზის გაშენებაც არ ყოფილა იოლი საქმე და მისი მკვიდრებსაც საუკუნეების მანძილზე მრავალი ჭირ-ვარამის გადატანა მოუწიათ. ეხლა არ შევჩერდებით ჰუნების და სხვა ვანდალ-ბარბაროსების თუ საფრანგეთის მათზე არანაკლებ ამაოხრებელი ნორმანების თარეშზე  და რევოლუციაზე. ეხლა ცოტას ვილაპარაკებთ პარიზში დიდ ბუნებრივ კატასტროფებზე, კერძოდ მდინარე სენას ხშირ ადიდებებზე, 2009 წელს პარიზში გამოიცა სესილ რენოდას  წიგნი "დიდი კატასტროფები პარიზში"(Cécile Renaudin,Les grandes catastrophes à Paris) გთავაზობთ მის დიდ ნაწილებს.



მტკიცე ნიადაგიანი ვრცელი ველის გულში მდებარე პარიზს არ ეშინია არც მთიანი ზონების მეწყერებისა და არც მიწისძვრებისა რომლებიც ხშირია სეისმურ ნაპრალებზე ნაგებ ქალაქებში.


მთავარი დაფრთხე პარიზისთვის მუდამ იყო და არის მისი გადამკვეთი მდინარე სენას ადიდებები...


1000 წლიდან მე-12 საუკუნემდე:

სახელგანთქმულ 1000 წელს ევროპელებს ეშინოდათ ქვეყნის დასასრულისა.  მაგრამ ამ ხანას არ დაუტოვებია დიდი კვალი მეტეოროლოგიაში.

1910 წლის პარიზის 
დიდი წყალდიდობა
მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე მოწმობები ხაზს უსვამენ წყალდიდობებს და ყვებიან თუ როგორ თხოვდნენ შველას წმინდა ჟენევიევას.


1116 წელს ორდერიკ ვიტალი თავის საეკლესიო ისტორიაში ყვება რომ წამთარში მოვიდა მეტისმეტად ძლიერი წვიმები და რომ  ადიდებულმა მდინარეებმა წალეკეს ადამიანთა საცხოვრებლები. რუენელები და პარიზელები ისევე როგორც სხვა ქალაქების და სოფლების მკვიდრები ხედავდნენ ადიდებული სენას მიერ აოხრებულ მათ სახლებსა და მოსავალს.


1125 წელს გიომ დე ნანჟისი გვიყვება რომ 1125 წლის ზამთარი 1116 წლის ზამთარზე უფრო მკაცრია და უხვ თოვლს ენაცვლება დიდი წვიმები და ყინვები.

შემდეგ მრავალი თვის მანძილზე წარღვნის მსგავს წვიმას მიაქვს ველ-მინდვრები რასაც მოსდევს განსაკუთრებული წყალდიდობა


1196 წლის მარტში დიდი წყალდიდობები ფარავს მთელ სოფლებს და ანგრევს ხიდებს სენაზე.


წყლები იმდენად მაღლდება რომ მეფე თავის შვილთან ერთად გარბის სიტეს თავისი სასახლიდან და თავს აფარებს წმინდა ჟენევიევას სააბატოს. ეპისკოპოსი მორის დე სიულიც გარბის პარიზიდან და თავშესაფარს სთხოვს წმინდა ვიქტორის მონასტერს.


1910 წლის პარიზის
დიდი წყალდიდობა
მემატიანე რიგორი ყვება რომ პარიზელებს ეშინიათ პირველის მსგავსი მეორე წარღვნისა. მის თავიდან ასაცილებლად ისინი ლოცულობენ მოთქმით, ცრემლებით და ხვნეშით,აწყობენ ფეხშიშველა მსვლელობებს რომლებშიც როგორც მისი ყველაზე უბრალო ქვეშევრდომი მონაწილეობს თვითონ მეფე ფილიპი.

პროცესიაში ასევე ფეხშველა მონაწილეობენ მონასტერი სენ-დენის ბერები და აბატი ანრი   წყლებს ლოცავს რელიქვიებით,
ლურსმნით, ეკლის გვირგვინით, უფლის ჯვრის ნაწილით: „წმინდა ვნების ნიშნის სახელით დაე უფალმა დააუბრონოს წყლები მათ კალაპოტში". ამ დალოცვას თან სდევდა მოთქმა ტირილი და ამის შემდეგ წყლებმა მაშინვე დაიწყო კლება.


1206 წელს გიომ დე ნანჟისის თანახმად წმინდა ნიკოზის დღესასწაულის წინ, 1206 წლის დეკემბერში იჭექა მეხმა და იყო ელვა, იშვიათი რამ ზამთარში და ციდან წამოვიდა ნიაღვარი რამაც გამოიწვია მანამდე არნახული წყალდიდობა,წყალმა ხიდი წაიღო.

სახლები დაინგრა ან დანგრევის პირას მივიდა.  გიომ ბრეტონის თქმით წყალმა სახლები წალეკა მეორე სართულამდე. ზარალი საშინელია. ქუჩებში მოძრაობა შეიძლება მხოლოდ ნავებით.


ხალხი შველისთვის მიმართავს წმინდანებს და განსაკუთრებით წმინდა ჟენევიევას...


დიდი წყალდიდობები იყო 1219  წლის მარტში და აპრილში...1236-1237, 1296 წლებში... 


პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-3: მე-17 საუკუნე და 1658 წლის წყალდიდობა:

1910 წლის წყალდიდობა პარიზში,
სენ ლაზარის სადგურთან
  
საუკუნის დასაწყისიდან სენამ ისევ დაიწყო თარეში.

1613 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ხედავენ მხოლოდ სეტყვას და წვიმას. სენა მუდამ ადიდებულია და ივნისში მოულოდნელად ფარავს გრევის მოედნის დიდ ნაწილს.

1616 წლის იანვარში ყინულების მტვრევამ გამოიწვია სენ-მიშელის ხიდის ნაწილის მსხვრევა... და სენ-მარსელის გარეუბანში დაინგრა სამი სახლი. კავშირი გაწყდა და ვაჭრობა შეწყდა,სამაგიეროდ გაგრძელდა ქარი და წვიმა.
...1651 წელს სენამ კიდევ წაიღო ხიდები...მაგრამ ეს წვრილმანი ამბები იყო...

1658 წლის უზომო უბედურება:

1658 წლის 27 თებერვლის წყალდიდობა პარიზში მომხდარი ერთ-ერთი უდიდესი წყალდიდობაა და ის დაამახსოვრდათ როგორც დიდი საშინელება.

1657 წლის 20 დეკემბრიდან ერთმანეთს მოსდევს თოვლი, წვიმა და სეტყვა. სენას დონემ მიაღწია 8,96 მეტრს. 1 მარტის ღამით სენას ძლიერმა დინებამ წაიღო მარიამის ხიდის ორი თაღი. იმ დროს ხიდები გადახურული იყო და მათზე იდგა შენობები და დუქნები და ამიტომ 20-დე შენობა დაინგრა,დაიღუპა 20 კაცი....22 სახლი ისეთი გრიალით დაინგრა და ჩავარდა წყალში რომ ირგვლივ მცხოვრებთ ეგონათ რომ ისინი მოყვნენ ნანგრევებში. ფიქრობენ რომ წყალმა წაიღო 120 კაცი....

1658 წლის კატასტროფა ისე მწარედ დაამახსოვრდათ რომ მომავალი წყალდიდობების შიშით 1740 წელს დაანგრიეს სხვა სახლებიც.

წყალმა დატბორა ქალაქის ნახევარი,ყველაზე ხალხმრავალი ქუჩები//სენ მარტინის,სენ დენის,სენ ანტუანის და სხვ. ქუჩები// ისევე როგორც სენ ბერნარის მთელი კვარტალი. წაილეკა ქალაქის დიდი ნაწილები....

სახლებში მოხვედრა ამიერიდან შეიძლება მხოლოდ ნავებით და ფანჯრებიდან ვინაიდან წყალი მიადგა მეორე სართულებს. ბევრი ღარიბი სიკვდილს გადაარჩინეს მღვდლებმა და ქველმოქმედებმა რომლებიც მათ აწვდინენ სურსაღ-სანოვაგეს...


პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-5:მე-19 ს. წყალდიდობები და ჭირხლი!

1802-1803-ის ზამთრის დიდი წყალდიდობა:
1802 წლის წყალდიდობამ საშინელი მოგონებები დატოვა. არ ყოფილა დიდი თოვლი,მაგრამ 6 თვის მანძილზე წვიმები საკმაოდ ხშირი იყო. 9 დეკემბრის ღამით წყლის დონე 6,22 მეტრია. მდინარემ სახლები წალეკა და წაიღო ავეჯი. მეორე დღეს სენას
დონე განაგრძობს ამაღლებას. ზარალი მატულობს. წყალი დაფარულია ნამტვრევებით. ..


ამას ემატება ძლიერი ქარი. ის ქმნის ტალღებს რომლებიც ანგრევენ კედლებს, შენობებს, გლეჯენ მცენარეებს.

ცდილობენ ხიდების დაცვას...

1803 წლის იანვრის დასაწყისში წყლის სიმაღლე აღწევს 7,32 მეტრამდე...

წყლის საშიშროება კლებულობს მაგრამ  ძლიერდება ყინვა...წმინდა ლუის კუნძულის ტოტი მთ;იანად გაიყინა. ყინული იზრდება...

 1803 წლის ზაფხული მთელ საფრანგეთში ძალიან ცხელია. პარიზში 31 ივლისს ტემპერატურა აღწევს 36,80 გრადუსამდე. სენას დონე მკვეთრად კლებულობს...

1806-1807, ისევ წყალი....1807 წლი მარტში სენამ წალეკა ვერსალის გზა და ელისეს მინდვრების მისი მეზობელი ნაწილი.ხალხი ნავებით დადის.წალეკილია მთელი ველი სენ დენისა და არჟენტეის შორის.

 წყალდიდობები იყო 1807, 1817, 1818, 1819 წლებში....და დიდი უბედურება 1830 წელს...

1868 წლის ზამთარი ძალიან მკაცრია. ვაჭართა გემები გაჭედილია ორი კვირის განმავლობაში....

ზამთარი სტანჯავს ადამიანებს,მაგრამ ზოგს ასიამოვნებს კიდეც. წყალი იყინება და პარიზელები ყინულზე ციგურაობენ...ამბობენ რომ ბედნიერი პარიზელები ახერხებენ უსიამოვნებებითაც სიამოვნების მიღებას....

1875 წლის 1 იანვარს ისევ დიდი ყინვაა...

სამაგიეროდ 1873 წლის 20 იანვარს იყო ძლიერი ქარიშხალი...

ალყის ზამთარი:
1870 წლის ზამთარი საშინელი იყო პარიზელებისთვის.19 სექტემბრიდან პარიზი ალყაში მოაქციეს პრუსიულმა ჯარებმა და ცხოვრების პირობები ქალაქში საშინელია. ყინავს,რასაც მალე დაემატება შიმშილი. ნახშირი და შეშა ჯარისთვისაა წაღებული და პარიზელები ვეღარ თბებიან...ყინვა მინუს 20 გრადუსამდე მიდის და შეშით ვაჭრები აძვირებენ შეშას. მშენებლობები დაძარცვეს. ძარცვა-გლეჯის შესაჩერებლად ერევა ეროვნული გვარდია. ავეჯით წვრილი ვაჭრები გასათბობად წვავენ თავის მარაგს. იყინებიან საწყალი ჯარისკაცებიც.

1870 წლის 24 დეკემბერს ვიქტორ ჰიუგო შენიშნავს რომ პარიზელები ჭამენ უხარისხო პურს. პარიზელები საათობით დგანან რიგებში თოვლში და ტალახში ცოტაოდენი პურის საშოვნელად. ხაზს უსვამენ ამ ყინვებში მთელი დღის მანძილზე რიგებში მდგომი ქალების გმირობას. ყინვაში და შიმშილში 5-თვიანი ალყის შემდეგ პარიზელთა წინააღმდეგობის მიუხედავად საფრანგეთმა მოახდინა კაპიტულაცია 1871 წლის 28 იანვარს.

პარიზი გრენლანდიაში:
1879-1880 წლებში კი ისეთი რამე მოხდა რომ პარიზი დაემსგავსა ჩრდილოეთის ქალაქს.

1830 წლიდან არავის უნახავს იმდენი თოვლი რამდენიც მოვიდა დეკემბრის დასაწყისიდან. გაზეთი Le Petit Parisien  პარიზს ადარებს გრენლანდიის კუთხეს და ამბობს რომ პარიზი აღარაა ზომიერი ქვეყნის დედაქალაქი,რამოდენიმე დღეში ის გადაიქცა ჩრდილოეთის ქალაქად.ის დაემსგავსა ბალტიის ქალაქებს,კიონიგსბერგს თუ დანციგს.

თოვლის გამო ვერაფერი მოძრაობს ქალაქში და სუფევს დაღვრემილი სიჩუმე.
ტრანსპორტი ძლივს მოძრაობს ფეხით მავალის სიჩქარით,რკინიგზის ხაზები გადაჭრილია,ტელეგრაფით კავშირი თითქმის არაა, ქალაქის ზოგ ადგილას კანალიზაცია გაიყინა და გაზიც აღარაა,პარიზელები სახლებს სანთლებით ანათებენ და მაღაზიები შებინდებისას იხურება.

პარიზი დაფარა 7 -მა  მილიონმა კუბურმა მეტრმა თოვლმა და 12000 მუშა დაიქირავეს მის გადასაგველად. ეს ქალაქს დღეში 30000 ფრანკად უჯდება...

სენა გაიყინა ინვალიდების ხიდამდე,გაიყინა პალე-როიალის,ტუილრის აუზები და კონკორდის მოედანი...

ბევრია უბედური შემთხვევა.ცხენები იმტვრევენ ფეხებს.ეტლები იჭედება. თოვლის სიმძიმის გამო ჩამოინგრა ბაზარი სან-მარტას გადახურვა....დეკემბერში თოვა შეწყდა,მაგრამ ყინვა გაძლიერდა. 11 დეკემბერს დილის 6 საათზე იყო მინუს 21 გრადუსი. 29 დეკემბერს იწყება დათბობა. სამაგიეროდ ადიდებულმა სენამ წაიღო ინვალიდთა ხიდი. ხელოვნებათა ხიდი და სიულის ხიდი დახურეს მოძრაობისთვის. ...

ამას მოყვა ქარიშხლები...1896 წლის საშინელმა ქარიშხალმა დალეწა ბუხრის მილები,ყვავილების ქოთნები,მოგლიჯა სახურავები,მიწა მოფენილია ნამტვრევებით...

 ქარიშხალს თან ახლავდა უძლიერესი წვიმა. იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები...

პარიზის წამლეკავ წყალდიდობებზე-6: 1910 წლის წყალდიდობა:

ადამიანთა მეხსიერებაში ის დარჩა განსაკუთრებულ მოვლენად.
მომასწაველი ნიშნები...

1909 წლის ზაფხული განსაკუთრებით ცივი და წვიმიანი იყო. 1909 წლის ასევე წვიმიანი, მაგრამ თბილი დასასრულიდან სენას დონემ დაიწყო აწევა...

22 იანვრიდან წყალმა შეაღწია ყველგან და დატბორა მდინარის სანაპიროსთან მდგარი სახლების სარდაფები და პირველი სართულები. პარიზელებს ეშინიათ რომ წყალმა შეიძლება მეორე სართულამდეც  მიაღწიოს. ყველა ცდილობდა თავშესაფრის ნახვას სენასგან უფრო შორს მცხოვრებ მეზობელთან.

წყალი მალე ფარავს სანაპიროთა ნაწილს და მიედინება მონტენის ქუჩაზე. მან წალეკა სან ონორეს გარეუბნის ქუჩები, ჰავრის მოედანი...წალეკილია მეტროს გვირაბებიც.

ნიაღვარი მიედინება სენ-ჟერმენის ბულვარის დონეზე,მან წალეკა ყველა სადგური,სან-ლაზარის სადგური წყალმა მთლიანად დაფარა.

ცდილობენ წყლის შეჩერებას კაშხალის აგების მეშვეობით,მაგრამ ეს არ შველის. ეს ნიაღვარი მალე გადაიქცა წყალქვეშა და უხილავ მდინარედ რომელიც პარიზს კვეთავს სენას პერპენდიკულარულად. წყლები თანდათანობით ჟღინთავენ და ასუსტებენ კედლებს,საძირკვლებს. ქუჩაში სიარული საშიში ხდება. ქუჩებზე ჩნდება ნაპრალები და ხვრელები.

პარიზის გარეთ წყალიდიდობა აოხრებს, პარიზში ის ალბობს, არღვევს, შლის...

სენას დონე ნელა მაგრამ ჯიუტად და დაჟინებით მატულობს...

21 იანვარს ის აღწევს 4 მეტრს, 23 იანვარს, ოსტერლიცის ხიდთან,-5,93 მეტრს და 6,59 მეტრს   სხვაგან. ეშინიათ რომ წყლის დონემ შეიძლება მიაღწიოს 7 მეტრს რაც არნახული იყო 1802 წლის წყალდიდობის შემდეგ...ნიაღვარი შეუჩერებლად ძლიერდება...

....და ცნობისმოყვარეებს უხარიათ!

ათასობით და ათასობით ცნობისმოყვარე ირევა სანაპიროზე. ისინი ცხარედ კამათობენ მომავალზე და აფასებენ ამ დამღუპველი კვირის შედეგებს. ვერავინ იფიქრებდა რომ მსოფლიოს ერთ-ერთ დედაქალაქს დაემართა არნახული უბედურება. ამ უჩვეულო და დასამახსოვრებელმა სცენებმა მიიზიდა მრავალი ცნობისმოყვარე.

ფოტოგრაფები,მხატვრები თუ უბრალო უსაქმურები უცდიან ხიდის დაქცევას ან ვიღაც უბედურის გადარჩენას ბოლო მომენტში. ასეთებისთვის კატასტროფა შანსია და ყველაფერი დამთავრდება არა ჩივილით არამედ საფოსტო ბარათით,,,

Petit Parisien-ის ჟურნალისტი გადმოსცემს ორი უცხოელის საუბარს.

მომხიბლავი ქალბატონი დარდით ეუბნება მეუღლეს რომ თუ წყალდიდობა გაგრძელდება რკინიგზა გადაჭრილი იქნება და ისინი ვერ წავლენ მონტე კარლოში.


"რაა მონტე კარლო წყალწაღებულ პარიზთან შედარებით? იფეთქა მეუღლემ. განა ყოველდღეა ის რასაც დღეს ვხედავთ?"...

თავზარდამცემი ჭორები და ყაჩაღობა:
23 იანვარს გავრცელდა ხმა რომ შეიძლება დაინგრეს ეიფელის კოშკი....

ცნობისმოყვარეების გარდა წყალდიდობა იზიდავს ბოროტმოქმედებსაც.  ზოგი ყაჩაღი დახმარების საბაბით ძარცვავს იმათ ვისაც პირდება დახმარებას.

თავზარდაცემული პარიზელები ხედავენ რომ წყალი გახდა დატბორილი პარიზის ბატონ-პატრონი...

აოხრებული პარიზის სანახაობას დაემატა ეპიდემიების საშიშროება. კანალიზაციები გადმოიღვარა და სარდაფებიდან გამოძვრნენ ვირთხები...

მთელი ქალაქი პარალიზებულია. მეტროები დახურულია,ქარხნები გაჩერებული,,,მალე შეიძლებელი გახდა პარიზელთა კვება, რასაც ემატება ის რომ წყალმა წალეკა სახელმწიფო შენობები და პოლიტიკური ცხოვრება დამბლადაცემულია....

No comments:

Post a Comment