4.02.2011

კავკასიელები ბალკანეთიდან გოლანამდე,ჩერქეზების მეორე მასიური გადასახლება


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 20 07, სამშაბათი, 22:36-ზე


ბალკანებიდან პალესტინამდე და გოლანამდე, ჩერქეზების მეორე მასიურად გადასახლება : 

1877
წლის რუსეთ-თურქეთის ომის დროს ჩეჩნებთან და დაღესტნელებთან ერთად აჯანყება სცადეს კავკასიაში დარჩენილმა ჩერქეზებმაც. მაგრამ ყველა ეს აჯანყება დამარცხდა და 1878 წელს დაიწყო ჩერქეზების,ჩეჩნების და აფხაზების ახალი მასობრივი გადასახლება თურქეთში.ემიგრანტების ამ ბოლო ნაკადს დაემატა ბალკანებიდან გაძევებული და ასევე თავშესაფარი მიწის მაძიებელი ათასობით ჩერქეზი. ამ მდგომარეო- 
ბაში აღმოჩენილმა სულთანმა, რომელიც მათ დაპირდა დახმარებას და მფარველობას,მათ მიწები მისცა არა მხოლოდ თურქეთში არამედ სირიაშიც, მესოპოტამიაშიც და პალესტინაშიც. 

და ისევე როგორც ხალხთა ამ მასიური გადასახლებების დროს მოხდა ტრაღედიებიც. ასე მაგალითად 1877 წელს ათასობით შაფსუღი ავიდა თურქულ ორთლქმავალ გემზე რომელსაც ისინი უნდა წაეყვანა პალესტინაში. მგზავრობის ჰიგიენური და უსაფრთხოების პირობები საშინელი იყო. გემზე მოხდა ხანძარი და 700 შაფსუღი ჩაიწვა ცეცხლში. გადარჩენილები გადასხდნენ სან-ჟან დაკრში და იქიდან ისინი გადაიყვანეს ნაპლუზისაკენ სადაც მათ გაატარეს მთელი წელი. შემდეგ მათ გადალახეს იორდანი და ჩავიდნენ იორდანიაში. 

სამი წლის შემდეგ,1880 წელს სხვა ჩერქეზები დამკვიდრდნენ ამანის რეგიონში,სადაც მათ დააარსეს რამოდენიმე სოფელი. ძველი ფილადელფიის ნანგრევებთან ახლოს დაარსებული ერთ-ერთი სოფელი მოგვიანებით გადაიქცა ქალაქ ამანად. 

მაგრამ ბალკანებიდან გაძევებულ ჩერქეზთა უმრავლესობა დასახლდა გოლანის პლატოზე,საზღვარზე პალესტინასა და სიარიას შორის;ლიბანის ქედის სამხრეთ ნაწილზე. 

პალესტინაში ჩასვლისას ჩერქეზები ბუნებრივად დასახლდნენ წყაროების,მდინარეებისა და ტბების ახლოს. სწორედ ამიტომ შეიძლება ვთქვათ რომ საუკუნის დამლევს ტიბერიადის ტბის სანაპიროზე და მდინარე იორდანეს სანაპირო რეგიონებში დამკვიდრებული პირველი კოლონები კავკასიელები იყვნენ. 

მაგრამ მალე ისინი გასტანჯა და ბევრი მათგანი დაღუპა მალარიამ და ტიფის ციებ-ცხელებამ. ამიტომ რამოდენიმე ასეული ოჯახი თურქეთის მთავრობის თანხმობით გადასახლდა ამ რეგიონზე გაბატონებულ მთებში და გოლანის პლატოზე,იმხანად ტყეებით დაფარულ სიმაღლეებზე მიწა ნაკლებად ვარგისი იყო მიწათმოქმედებისთვის მაგრამ ჰაერი უფრო ჯანმრთელი და წყალი ბევრად უფრო სუფთა იყო. 

ამ «პიონერებს» ძალიან მალე მიბაძეს სხვა ჩერქეზულმა და აფხაზურმა ტომებმა. 

სწორედ ასე იქცა კუნეიტრა საშუალო აღმოსავლეთის ამ რეგიონის ჩერქეზთა ყველაზე მნიშვნელოვან კოლონიად. ამ დასახლებიდან ოციოდე კილომეტრის რადიუსით მალე გაჩნდა ჩერქეზთა ათიოდე სოფელი. ამ სოფლების მკვიდრები თავიდანვე ეხმარებოდნენ ერთმანეთს ვინაიდან მათ ერთდროულად უნდა დაეცვათ თავი როგორც დრუზებისაგან ისე ფადელის ტომის არაბი ბედუინებისაგან. 

სირიაში ფრანგული მანდატის დროს კავკასიელთა მრავალი კოლონიით იყო დასახლებული საშუალო აღმოსავლეთის მთელი ნაწილი რომელიც თურქეთის ქურთისტანიდან მოყოლებული გადაშლილი იყო სუეცის არხამდე დამასკოს,ამანის და იორდანის სანაპიროთა გავლით. 

XIX
საუკუნეში სირიაში და პალესტინაში ჩასულ ამ ემიგრანტთა შთამომავლებმა დღემდე შეინარჩუნეს მათი ენები და ტრადიციები. 

თურქეთში ვითარება განსხვავებული იყო. სტამბოლში,იზმირში;სამსუნში, 
ტრაპიზონში და სხვა ქალაქებში დამკვიდრებულმა ცერქეზებმა 1920-ან წლებში ათათურქის რეჟიმის პირობებში დაკარგეს მათი კულტურული მეობა ვინაიდან «თურქეთის მამას» იმხანად უნდოდა კავკასიურ უმცირესობათა ნებისმიერ ფასად ასიმილაცია და მან გადაწყვიტა კავკასიელთა კულტურის მოსპობა. ჩერქეზებს აუკრძალეს მათ ენაზე ლაპარაკი და მათი ეროვნული ტანისამოსის ტარება. რეჟიმმა ეს გაუკეთა სხვა არათურქულ თემებსაც, მაგალითად ქურთებს. 

1864
წლის ჩერქეზთა დიდი გადასახლების დროს თურქებს უნდოდათ ანატოლიაში მათ დასახლებამდე ემიგრანტთა ჯგუფების დაქუცმაცება და გაბნევა რათა არ დაეშვათ ამ მეომარ მთიელთა მეტისმეტად დიდი კოლონიების შექმნა რაც შეიძლება საშიში ყოფილიყო ქვეყნის წესრიგისთვის. 

ცენტრალური და და აღმოსავლეთი ანატოლიის ხელმძღვანელებს დაავალეს ჩერქეზთა ოჯახების განაწილება თურქულ სოფლებში რომელთა მცხოვრებთაც თავიდან მაინც,სახლების აშენებამდე და პირველ მოსავლებამდე დახმარება უნდა გაეწიათ ახალმისულებისთვის. ფიქრობდნენ რომ ასეთი განაწილება გააადვილებდა ჩერქეზების ინტეგრაციას თურქულ მოსახლეობაში. 

მაგრამ მოხდა სრულებით საწინააღმდეგო რამ. 

მათი ხასიათისა და წეს-ჩვეულებების,მაგრამ აგრეთვე მათი სიღატაკის გამო კავკასიელ ლტოლვილთა უმეტესობას ადგილობრივი მკვიდრები პარიებად მიიჩნევდნენ. 

თურქეთის სოფლებში ჩერქეზებს და ჩეჩნებს დღემდე უძახიან «მუხაჯირებს» ანუ « მომთაბარეებს» რამდენადმე «მაწანწალას» მნიშვნელობით. 

მეტიც, ჩერქეზებსა და ჩეჩნებს მისცეს უდაბური და ქვიანი მიწები რომლებიც არავის უნდოდა. 

ამის თაობაზე ერთი მეგობარი, პოლიტიკური მიზეზების გამო პარიზში გადასახლებული მწერალი მიყვებოდა რომ პაპამისის მიწა რომელსაც ის თავის სარჩენად ამუშავებდა სოფლიდან ყველაზე მოშორებული და ყველაზე ქვიანი მიწა იყო. მას იმიტომ რომ ის ჩერქეზი იყო სხვა მიწა არ მისცეს. ის მიხსნიდა რომ « თურქეთში გადასახლების შემდეგ ჩერქეზები ღატაკებს შორის უღატაკესები გახდნენ». 

ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლამდე ღატაკთა ამ კასტისადმი კუთვნილებისა და ათათურქის მიერ დაძალებული უმცირესობათა მეტისმეტი ინტეგრაციის პოლიტიკის გამო ჩეჩნები და ჩერქეზები მალავდნენ თავის წარმომავლობას. 

თავისი მეობისა და ვინაობის აშკარად გამოვლენა და გამოთქმა თურქეთის კავკასიელებმა,ჩერქეზებმა, აფხაზებმა და ჩეჩნებმა გაბედეს მხოლოდ 1991 წლის შემდეგ რუსეთის უმცირესობათა მოთხოვნების ზეგავლენით. 

ამის შემდეგ შეიქმნა მრავალი კულტურული ასოციაცია თუ კომიტეტი რომელთა მიზანიც იყო მეგობრობის დამყარება და თანამშრომლობა მათ ძმებთან კავკასიაში თუ საშუალო აღმოსავლეთში ( სირია,იორდანია,იზრაელი). 

ანატოლიაში დასახლებული ჩერქეზების საწინააღმდეგოდ სირიის,პალესტინის და იორდანიის ჩერქეზები ცხოვრობდნენ თავის თავში ჩაკეტილები და უფრო მოშორებულ ადგილებში. ამას გარდა მათ მფარველობდნენ ადგილობრივი და უცხოელი ხელისუფალნი და ამიტომ მათ უფრო მეტ ხანს შეინარჩუნეს მათი ენა და წეს-ჩვეულებები. 

დღეს ჩეჩნების მნიშვნელოვანი კოლონიებია რას ელ აინში ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის საზღვართან,ზერკაში და სუჰეილაში იორდანიაში. დაღესტანის ლეკები არიან ჰომსის რეგიონში,სირიაში. 

მრავალი ჩერქეზი და აფხაზია სირიაში ევფრატის სანაპიროებზე,ალეპოში და დამასკოს რეგიონში. ჩერქეზთა ასევე მნიშვნელოვანი კოლონიებია იორდანიაში,განსაკუთრებით ამანში,უად სირში და ჯარაშში. 

იორდანიის ჩერქეზთა კოლონია სირიის ჩერქეზული კოლონიის ხარჯზე განსაკუთრებით გაიზარდა 1930-ან წლებში. ამ დროს რეგიონში გავლენის მოსპაპოვებლად ერთმანეთს ებრძოდნენ ინგლისელები და ფრანგები. 

სირიაში საფრანგეთის მანდატის დროს გოლანის მრავალმა ჩერქეზმა არჩია მილიციებთან და იორდანიის მესაზღვრეებთან შეერთება და არა შესვლა ლევანტის ფრანგული არმიის ჩერქეზულ ესკადრონებში. ამის მიზეზი ის იყო რომ ჩერქეზებს უკეთეს პირობებს ინგლისელები სთავაზობდნენ (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment