4.02.2011

რუსეთის მიერ გარეკილი ჩერქეზების უბედურება უკვე ოსმალეთის ტერიტორიაზე


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 18 07, კვირა, 17:50-ზე

გადასახლება და გაფანტვა ოსმალეთის იმპერიაში : 

ნახევარი მილიონი ჩერქეზის გადასახლება და ათასობით ჩერქეზის დაღუპვა 1864 წელს : 
1856 წელს, ყირიმის ომში თურქებთან და მათ მოკავშირეებთან დამარცხების შემდეგ რუსებმა მტერთან თანამშრომლობის საბაბით ათასობით ყირიმელი თათარი გადაასახლეს ციმბირში. ყირიმში დარჩენილ თათართა მდგომა- 
რეობა დიდად შესაშური არ ყოფილა და 1861 წელს თურქეთისკენ დაიძრა ლტოლვილთა ახალი ტალღა. ისევე როგორც XVIII საუკუნის ბოლოსთვის რუსეთის მიერ ყირიმის დაპყრობის დროს გადასახლდნენ არა მარტო ყირიმის თათრები. გადასახლდნენ აზოვის ზღვის სანაპიროს ახლოს მომთაბარე ნოღაელი თათრებიც. 
1859-1861 წლებში წინაპართა მიწა დატოვა 50 000-ზე მეტმა თათარმა. ეს ემიგრაცია ხდებოდა შედარებით ნორმალურ პირობებში. მიუხედავად მათი სიღატაკისა თურქულ გემებზე ასული ემიგრანტები არ იხოცებოდნენ შიმშილით. ისინი პატარა ჯგუფებად გადაჰყავდათ თურქეთის სანაპიროს სხვადასხვა ადგილზე. მათ არ აუღელვებიათ ადგილობრივი მოსახლეო- 
ბები. ერთადერთი საფრთხე თურქებს შეუქმნა 1860 წლის ზამთარში სტამბოლში ჩასულმა 25 000-მა თათარმა რომელთა კვარტალშიც გაჩნდა ტიფის რამოდენიმე კერა. 
ყირიმიდან და რუსეთის მაჰმადიანებით დასახლებული სხვა რეგიონებიდან ემიგრანტთა დენა გაგრძელდა 1864 წლამდე. იმ დროის ოფიციალური ანგარიშების თანახმად ოსმალეთს უნდა მიეღო დაახლოებით 300 000 თათარი. 
თურქეთში გადასახლებულ ჩერქეზთა პირველი ჯგუფი ყაბარდოელებისგან შედგებოდა. 1860 წელს 6000 ოჯახი შეუერთდა ნოღაელ თათრებს როდესაც მათ დატოვეს თავისი რეგიონი. 
მიუხედავად ამისა ჩერქეზთა ოფიციალური გადასახლება თურქეთში დაიწყო 1862 წლის 10 მაისს როდესაც შეიქმნა « კავკასიური კომიტეტი მთიელთა გადასახლებისთვის 
ემიგრაციის ორგანიზაცია თავიდანვე აჩენდა პრობლემებს,რასაც ადასტურებს გრაფი ევდოკიმოვის მიერ ომის მინისტრისათვის მიწერილი ანგარიში: 
 «
ჩვენ გვეშინია სირთულეებისა თურქეთის მთავრობის მხრიდან თუ კი ჩერქეზები გადასახლდებიან მასიურად. ჩერქეზები ძალიან ცუდად იცნობენ თურქეთს და მათ უნდათ გადასახლება მხოლოდ ტრაპიზონში და კონსტანტინეპოლში...» 
თურქეთის მთავრობა თანახმა იყო მის ტერიტორიაზე ემიგრანტების მიღებაზე,მაგრამ პირობად დასვა რომ ისინი არ ჩავიდოდნენ ერთდროულად. მას უნდოდა დრო მათი დასახლების ადგილების წინასწარ შესარჩევად. საგარეო საქმეთა სამინისტრო 1864 წლის მაისამდე უნდა მომზადებულიყო მათი ჩასვლისათვის. 
მთიელების სოფლების გადაწვას და მათ გაძევებას მათი მიწებიდან დაემატა 1862-1863 წლების საშინლად მკაცრი ზამთარი. დასავლეთ კავკასიაში და შავი ზღვის სანაპიროზე თარეშობდა თოვლიანი ქარბუქები და ყინავდა ისე როგორც არ მომხდარა 1810 წლიდან. 
ფიქრობენ რომ რომ ყინვისგან და საჭმელ-სასმელის ნაკლებობისგან შავი ზღვის სანაპიროზე და ტყეებში დაიღუპა ჩერქეზული მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტი, დაღუპულთა შორის ყველაზე მეტნი იყვნენ ქალები და ბავშვები. 
ამ ვითარებაში გრაფმა ევდოკიმოვმა, ვისაც ევალებოდა ემიგრაცია, გამოიჩინა გარკვეული გულკეთილობა და იმ მთიელებს რომლებიც არ ესხმოდნენ თავს რუსულ ჯარებს მისცა ზამთრის დაუნგრეველ აულებში გატარების უფლება. 
მაგრამ უკვე მეტისმეტად გვიან იყო. უკვე დაიწყო ჩერქეზების მიერ მათი მშობლიური მთების მიტოვების პროცესი. ათასობით ჩერქეზი ჩადიოდა შავი ზღვის სანაპიროზე,ანაპაში,ნოვოროსსიისკში,გელენჯიკში,პშადში,ტუაფსეში და სოჭში,ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ პატარა ყურეში სადაც ისინი ელოდნენ გემებს რომლებსაც ისინი თურქეთში უნდა წაეყვანა. არადა რუსული ადმინისტრა- 
ციის მიერ დაქირავებული გემების თუ თურქული გემების და ნავების რაოდენობა საკმარისი არ იყო და ათასობით სიღატაკეში ჩაცვენილ ჩერქეზს თვეობით ლოდინი უწევდა.
ემიგრანტები ეყარნენ ღია ცის ქვეშ სანაპიროზე რომელზეც თარეშობდნენ ქარები,მათ აწვიმდა და ათოვდა და მრავალი მათგანი მოკლა სიცივემ და დაუძლურებამ. სხვები დახოცა ტიფმა და ყვავილმა. 
ანაპიდან ტუაფსემდე პრაქტიკულად ყველა პლაჟი გაივსო გვამებით და მომაკვდავებით და მათ შორის გადარჩენილი და უკიდურესად დასუსტებული ადამიანები უიმედოდ ელოდნენ მომენტს როდესაც მათ წაიყვანდნენ თურქეთში. 
ანაპაში,ნოვოროსიისკში და ტამანში რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დახმარების გაწევა ემიგრანტებისთვის და მათი თურქეთში გადაყვანა სახელმწიფოს ხარჯზე. მაგრამ გემთა კომპანიებმა იმდენად ძვირად დააფასეს თავისი სამსახური ( 20 000 რუბლი გემზე და თვეში ყოველ მოგზაურობაზე ათასი კაცის გადასაყვანად) რომ ადმინისტრაციამ უარი თქვა ამაზე. მოულოდნელად ბევრი ლტოლვილის წასაყვანად საბოლოო ანგარიშით მიდიოდნენ თურქული გემები. 
რუსეთის კონსულმა ტრაპიზონში ყველაფერი გააკეთა მაქსიმალურად ბევრი გემის გასაგზავნად. მაგრამ 1863-1864 წლების ზამთარი გამოირჩეოდა საშინელი ქარიშხლებით რამაც ძალიან გაართულა ნავიგაცია. იმდენად რომ მხოლოდ 1864 წლის იანვარში ჩაიძირა ასზე მეტი გემი. 
ამ დროს ყველგან სანაპიროზე იზრდებოდა გემების მომლოდინე ემიგრანტთა რაოდენობა. 
ასევე საშინელი იყო მდგომარეობა თურქეთის სანაპიროზე. 
 1863
წლის ნოემბრიდან ჩერქეზები გადაჰყავდათ ნაადრევი ზამთრის მიერ გამოწვეული ქარებისა და ქარიშხლების მიუხედავად. მრავალი ჩერქეზი დაიღუპა მგზავრობის დროს. ისინი ვინც მიაღწიეს თურქეთის სანაპირომდე საშინელ დღეში იყვნენ. მოწმეების მონაყოლის თანახმად გემების ჩასვლისა და მგზავრების უმრავლესობის ნაპირზე გადასვლის შემდეგ საჭირო იყო გვამების შუაგულში მყოფ მომაკვდავთა გადაყვანა. ზოგი მგზავრი იმდენად დასუსტებული იყო რომ საჭირო იყო მათი როგორც ბარგის ხელით გადატანა და მიწაზე დასვენება. უმრავლესობა კვდებოდა შიმშილისაგან და სივისაგან,იტანჯებოდა ღებინებისაგან და დიზენტერიისაგან. 
 1864
წლის დასაწყისში ტრაპიზონში ჩასულ ემიგრანტთა რაოდენობა უკვე 100 000 კაცზე მეტი იყო და აპრილის შუა ხანებში შეუძლებელი გახდა მეტი ემიგრანტის მიღება და გემებს სამსუნისკენ აგზავნიდნენ. მაგრამ იქაც მათმა რაოდენობამ მალე გადააჭარბა ათ ათასს, შემდეგ 30 ათასს და ბოლოს იქ თავი მოიყარა 120 000-მა ემიგრანტტმა. 
ამ ორ პორტში ვითარება ძალიან მალე საგანგაშო გახდა. ნაპირზე გადასვლის შემდეგ ის ემიგრანტები ვისაც ძალა შერჩენოდა მიდიოდნენ ქალაქში საკვების საძებრად. 
ტრაპიზონში ჩერქეზები ავსებდნენ ქუჩებს,მოედნებს,საზოგადოებრივ ბაღებს სა სახლების ეზოებს. და ვინაიდან მრავალი მათგანი კვდებოდა მათი გვამები გროვდებოდა სასაფლაოებზე და ქალაქის შიგნით. მათ საჩქაროდ ასაფლავებდნენ მიწის თხელი ფენის ქვეშ ან უბრაოდ მარხავდნენ თოვლში. 
 1864
წლის დასაწყისში ლაზარეთებში მიღებული 2300 ჩერქეზიდან 1600 გარდაიცვალა იმავე წლის მარტში. 
დამშეული ემიგრანტები სიტყვა სიტყვით შეესივნენ ქალაქ სამსუნს. სამსუნის შეძრწუნებულმა მოსახლეობამ დაიწყო გაქცევა. ადგილობრივი 
ხელისუფლება უძლური იყო. ელოდნენ თურქეთის მთავრობის დახმარებას,მაგრამ ის აგვიანებდა. 
იმდროინდელ ევროპულ პრესაში გამოქვეყნებული წერილები, შემაძრწუნებელი სცენების მხილველი რუსების და უცხოელების მონაყოლი გვიყვებიან მთელი ხალხის მიერ რამოდენიმე თვეში განცდილი ტრაღედიის შესახებ. 
აი როგორ აღწერდა ემიგრანტთა მდგომარეობას რუსეთის კონსული ტრაპიზონში 1864 წლის 10 ივნისს გენერალი კარცოვისთვის გაგზავნილ წერილში : 
 «
ტრაპიზონში ჩავიდა 247 000 ჩერქეზი,მათთან ერთად იყო 19 000 მიცვალებული. ამ წერილის წერის მომენტში ამ ქალაქში დარჩა 63290 მთიელი მაგრამ ყოველ დღე კვდება 180-250 მათგანი. ისინი მიჰყავთ ფაშალიკის შიდა მხარეებში,მაგრამ მათ უმრავლესობას აგზავნიან სამსუნში. 
კერასუნში 1500 ჩერქეზია,სამსუნში და მის ახლო-მახლო-თითქმის 110 000. იქ ყოველდღე თითქმის 200 ჩერქეზი კვდება. თარეშობს ტიფის ეპიდემია. 
დაახლოებით 6000 მთიელი ხმელეთით ფეხით ჩავიდა ბათუმში. მათგან 4000 მთიელი წავიდა ჩურუკ-სუსკენ. მათ შორის ყოველ დღე საშუალოდ კვდება 7 ადამიანი 
ემიგრაციის დაწყებიდან ემიგრანტები ვერსად ვერ პოულობდნენ დაპირებულ მატერიალურ დახმარებას. უმრავლეს შემთხვევაში მათ ასახლებდნენ მათი თურქეთის გადაჯდომის ადგილებზევე გამართულ ბანაკებში. 
აი ამის თაობაზე ნაწყვეტები ოფიციალური დოკუმენტებიდან რომლებიც რუსეთის კონსულმა ტრაპიზონში მოშინმა გაუგზავნა გენერალ კარცოვს 1863- 
-1864
წლებში : 
 «
თურქეთის მთავრობა კმაყოფილია ემიგრაციით და იღებს ზომებს ჩერქეზების დასამკვიდრებლად. მაგრამ აქ საერთო მთავრობა ზარმაცია და მის სვინდისზეა ამდენი მკვდარი და ავადმყოფი. 
ემიგრანტები ჩაყრილი არიან ტალახში. ძალიან ბევრი იხოცება და სხვა სახელმწიფოებში ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ლოკალურ ხელისუფალთ. 
ისე ჩანს თითქოს მოასვენებენ მიცვალებულებს და კრძალავენ მათ ქრისტიანთა კვარტალებში. რუსეთის კონსულმა თავისი გაოცება შეატყობინა თურქ გენერალ გუბერნატორს,მაგრამ მან უპასუხა რომ ჩერქეზთა საქმე მას არ ეხებოდა» 
(
წერილი °563,1863 წლის 28 დეკემბერი). 
 «
დიდმა ვაზირამ ემიგრანტებზე ლაპარაკისას თქვა რომ შიმშილისგან მომაკვდავმა ხალხმა მოიტანა ტიფი და რომ ეპიდემიაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ ჩამომყვან გემებს» ( ვიცე-კანცლერი ნოვიკოვისადმი მიწერილი ანგარიში °3,1864 წლის 19 იანვარი). 
 «
ჩვენ მოვითხოვთ ტრაპიზონის ახლოს არსებული ბანაკი აჩკა-კალას დახურვას იმიტომ რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია სიბინძურისა და გვამთა დიდი რაოდენობის გამო. მეტი რაციონის მისაღებად მთიელები არ გამოასვენებენ ხოლმე მათ მიცვალებულებს და ზოგჯერ გვამებს თავისი კარვების ქვეშაც მარხავენ» ( გენერალი კარცოვისადმი 1864 წლის 13 მაისს მიწერილი წერილი °236). 
 «
მთიელებს დაპირდნენ რომ მათ არ წაიყვანდნენ ჯარში 20 წლის მანძილზე. ამიტომ ალი ფაშა ჩავიდა ტრაპიზონში მოხალისეთა არმიის შესაქმნელად. აჩაკ-კალას ბანაკიდან მან წაიყვანა 500 კაცი. ჩერქეზებს სურთ ჯარში სამსახური იმიტომ რომ თურქები კარგად აჭმევენ და აცმევენ ახალ ჯარისკაცებს. ელიტის ეს ხალხი გააგზავნეს კონსტანტინეპოლში. 
თურქეთის ჯარში სამსახურის სურვილის გასაძლიერებლად აკრძალეს მამაკაცი მონების გაყიდვა. სამაგიეროდ ყიდიან ქალებს და მათ აგზავნიან კონსტანტინეპოლში. 
ტრაპიზონში ზოგჯერ ვხედავთ თუროგორ მიჰყავს მფლობელს 40-50 ქალისგან შემდგარი ჯგუფი» ( ანგარიში °187, 1864 წლის 22 აპრილი). 
 «
თურქებს ჯარში მიჰყავთ მხოლოდ მარტოხელა მამაკაცები. ამიტომაა რომ მთიელები ჯარში შესასვლელად ყიდიან თავის ცოლ-შვილს» (გენერალი კარცოვისადმი მიწერილი წერილი °293,1864 წლის 24 ივნისი;
 (გაგრძელება იქნება).


No comments:

Post a Comment