4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, დასავლეთის დილემა ( ქვეტავის დასასრული)

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 05 05, ოთხშაბათი, 19:05-ზე

«არასოდეს იკითხოთ ადამიანის წარმოშობა; მეტად დაინტერესდით მისი ცხოვრებით,გამბედაობით,უნარ-თვისებებით და გეცოდინებათ თუ ვისთან გაქვთ საქმე. თუ კი მდინარიდან აღებული წყალი სუფთაა,ჯანმრთელია და სასიამოვნო ესე იგი ის წმინდა წყაროდან მოდის» (1808 აწელს დაბადებული ალჟირელი სუფიასახელმწიფოს დამფუძნებელიდახვეწილი და გონიერი სტრატეგი და დიპლომატიშემწყნარებლობისა და ადამიანობის ქადაგი და საფრანგეთის იმპერიალიზმთან მებრძოლი ამირა აბდ-ელ კადერი, ფრაგმეტი აჰმედ ბუიერდენის წიგნიდან აბდ ელ-კადერი,დაპირისპირებულთა ჰარმონია,პარიზი, 2008, თარგმანი ფრანგულიდან). 

დასავლეთის დილემა (ქვეთავის დასასრული) :
გარეუბნების ახალგაზრდებისათვის დამცირება,როგორც უკვე ვთქვით, დაკავშირებულია მეობის ძიებასთან. მათი ფრანგებად ინტეგრაციის სირთულეები და მათი ფესვები რომლებიც გადგმულია მათგან მოშორებულ ალჟირში,მაროკოში,მეტისმეტად ხშირად სტოვებენ მათ ეროვნული მეობის გარეშე.


ჩრდილოეთ აფრიკის სამ ქვეყანაში,რომელთაც განიცადეს საფრანგეთის «მაცივილიზებელი» მისიის მოქმედება და განსაკუთრებით ალჟირში, რომელიც იყო ფრანგული ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, ბავშვებს ასწავლიდნენ რომ მათი წინაპრები იყვნენ გალები და რომ ხმელთაშუა ზღვა სერავდა საფრანგეთს ისევე როგორც სენა სერავს პარიზს. ბავშვებს ართმევდნენ ისტორიას რომლის შესწავლაც ბავშვებს დამოუკიდებლად არ შეეძლოთ. მათ არ ექცეოდნენ როგორც საფრანგეთის მომავალ მოქალაქეებს,მათ ექცეოდნენ როგორც «მკვიდრებს»,
ვარგისებს, კარგებს სამხედრო სამსახურისთვის,მაგრამ უვარგისებს მოქალაქეობისთვის. სხვა სიტყვებით მათ შეეძლოთ ბრძოლის ველზე დაღუპვა ფრანგებად, მაგრამ არ შეეძლოთ ცხოვრება ფრანგებად.

დღევანდელი სინამდვილე რა თქმა უნდა ნაკლებად ტრაღიკული და ნაკლებად კარიკატურულია,მაგრამ ზოგი იშვიათი წარმატების მიუხედავად საფრანგეთისგერმანიის თუ ინგლისის ზანგთა თუ მაჰმადიანთა თემებიდან გამოსული ფრანგი,გერმანელი თუ ინგლისელი ობამა არ არსებობს.

სწორედ ამ კონტექსტში ხდება ახალგაზრდა კაცის პირველი მეობა ისლამი:
« მე არა ვარ ნამდვილი ფრანგი,მე აღარა ვარ ალჟირელი,მაშ ვინ ვარ მე თუ არა მაჰმადიანი

დიდ ბრიტანეთში მეობის საკითხები ასევე აწუხებს წარმოშობით პაკისტანელ მოქალაქეებს. და წუხილს აძლიერებს ის რომ პაკისტანური ეროვნული მეობა სულ მცირე პრობლემატურია. რას უნდა ნიშნავდეს « ისლამური ერის» კონ-
ცეფცია? ინდოეთში მეტი მაჰმადიანია ვიდრე პაკისტანში. ნუთუ პაკისტანი არის ხელოვნური კონსტრუქცია, ისტორიის თვითნებური ხორცმეტი თუ სიმსივნე რომელსაც არ ძალუძს ერად გადაქცევა? როგორ შეიძლება იმოქმედონ ამ კითხვებმა საკუთარი თავის განცდაზე? უშიშროების განცდის აუცილებლობის მქონე ხალხისადმი კუთვნილების განცდაზე?

დამცირების გრძნობა შეიძლება გააჩინონ და შეინარჩუნონ ნაკლებად კეთილშობილმა მოსაზრებებმაც.

2007 წლის ივლისში ჟურნალ «პროსპექტში» გამოქვეყნებული საინტერესო წერილი «ჩემი ძმა ბომბების მდებელი» ავტორი ძალადობის ფესვებს ნახულობს ინგლისელ პაკისტანელთა ოჯახურ დაპირისპირებებშიც და მათ თაობებს შორის არსებულ დაძაბულობებშიც.
გარეუბანში იწვის მანქანა

ახალგაზრდა თაობა ისლამიზმს, აქ ვაჰაბიტურ ფუნდამენტალიზმს უნდა იყენებდეს როგორც ერთგვარ განთავისუფლების თეოლოგიას. ურთულესი დილემების მძევლები როგოც მათ რელიგიურ ისე სექსუალურ და ოჯახურ ცხოვრებაში,ეს ბიჭები იოლ მსხვერპლს წარმოადგენენ ისლამისტი ექსტრემისტებისთვის რომლებიც მათ ასწავლიან რომ მათი გაუცხოებული და თავის თავში ჩაკეტილი, განდეგილი ცხოვრებისთვის აზრის დაბრუნება შეიძლება მხოლოდ ნგრევითა და სიკვდილის თესვით.

ასე ხდება რომ თანამედროვე სამყაროში ღატაკი და იზოლირებული ცხოვრება აძლიერებს დამცირების არაბულ-მაჰმადიანურ განცდას,ისევე როგორც იქიდან იკვებება ისტორიაში დაკნინების განცდა.

თქვენი თანამედროვე მდგომარეობა უფრო დაგამცირებთ მაშინ როდესაც მეტად დაიჯერებთ თქვენ და თქვენი ცივილიზაცია წარსულში იყო სამყაროს ცენტრი.
E დიდებული და ბრწყინვალე წარსული სულაც არაა მანუგეშებელი; პირიქით, ისაა გაღიზიანების და უკმაყოფილების წყარო,სულ მცირე არაბებისთვის და მაჰმა-
დიანებისთვის რომლებიც იცნობენ ძველ ოქროს ხანას და მოჯადოებული არიან მისით.

აქ ლაპარაკია მხოლოდ უმცირესობაზე. ფრანგული გარეუბნების ახალგაზრდები როდესაც წვავენ ავტომანქანებს არ ფიქრობენ არაბულ დიდებაზე.ისინი თავიდან არც იზრაელ-პალესტინის კონფლიქტის მსგავსი პოლიტიკური საკითხებით არიან დაინტერესებულნი. საშუალო ახალგაზრდა მაჰმადიანისთვის მახლობელი აღმოსავლეთი სწორედაც რომ არაა ახლოს,მეტიც, ის რთულია ( ვის უნდა მიემხროს ის, ჰამასს თუ ფატაჰს?).
ეს არ უშლის ხელს, წარსული დიდების გეოპოლიტიკური აკვიატებულ-აჩემებული იდეები მათ მიერ წარმოშობილი აღდგენის იდეებით ( ზოგი,მაგალითად ოცნებობს ესპანეთის რეკონკისტის უკან დატრიალებაზე და არაბული ალ-ანდალუზის აღდგენაზე, მთარგმნელი) შეადგენენ დამცირების კულტურის ნაწილს.

ექსტრემისტი ფუნდამენტალისტები ოცნებობენ «ხალიფატის» აღდგენაზე და « რეკონკისტაზე

ცოტა მაჰმადიანი თუ უყურებს სერიოზულად ამ ზმანებებს, მაგრამ ექსტრემისტების დეკლარაციები ამხნევებენ დასავლური სამყაროს კასანდრებს რომლებიც წინასწარმეტყველებენ რომ

ევროპა აუცილებლად გადაიქცევა გამაჰმადიანებულ «ევრაბიად».

No comments:

Post a Comment