4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-10გ:ჩინინდოეთი, დასასრული

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 24 04, შაბათი, 14:44-ზე
«უცხოელი ვერასოდეს ვერ გაიგებს თუ რამდენად შეუძლია ინდოელს აუტანლის ატანა» ( რავან .ვარმა, რატომ იქნება XXI საუკუნე ინდოეთის საუკუნე? ). 
ბანგალორი, ინდოეთი
ემოციათა გეოპოლიტიკა : 
თუ კი შევადარებთ ალბათ ინდოეთშია მეტი იმედი და ნაკლები უიმედობა ვიდრე ჩინეთში. ძალიას მდიდარი ინდოელები გაოგნებულები არიან იმით რისი გაკეთებაც მოახერხეს ესოდენ ცოტა დროში. 

სინამდვილეში ჩინელებისაგან განსხვავებით ინდოელები ეჭვის თვალით უყურებენ თავის ახალ მეობას და ზოგჯერ მათ უჭირთ მზარდი გიგანტის მათი კოსტუმის მორგება. 

ჩვენ პატივისცემით და ზოგჯერ შურითაც კი ვუყურებთ მათ წარმატებებს და დინამიზმს რაც მათ აძლევს მათი მეობის გაძლიერებისათვის და მათი ახალი მსოფლიო სტატუსის განმტკიცებისთვის საჭირო ნდობის გრძნობას. 

2008
წლის მაისში იზრაელის სახელმწიფოს შექმნის მე-60 წლისთავზე გამართულ « პრეზიდენტის კონფერენციაზე» იყო ორი « ვარსკვლავი» : კაშკაშა და ხილული ვარსკვლავი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ .ბუში და მეორე, ბევრად უფრო თავმდაბალი ვარსკვლავი იყო ლაკშმი მიტტალ,ფოლადის მსოფლიო ნომერი პირველის, გლობალურ ხანაში სრულწლოვანი ინდოეთის სიმბოლო არსელორ მიტტალის პატრონი. 
საკუთრივ ინდოეთის გარეთ ცხოვრობს დაახლოებით ოცი მილიონი კაცისგან შემდგარი ინდური დიასპორა. ის სულ უფრო და უფრო დიდ წარმატებებს პოულობს და სულ უფრო და უფრო დარწმუნებულია თავის თავში : მას ლეგიტიმურობის ერთგვარ განცდას მას აძლევს ინდოეთის საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცება. 
ინდოელ ფინანსურ ანალიტიკოსებს იწვევენ და ხელგაშლილად იღებენ ნიუ იორკში და ლონდონში. ერთი ქრისტიანი ინდო-ამერიკელი პიიუშ «ბობი» ჯინდალი აირჩიეს ლუიზიანის შტატის გუბერნატორად ერთ დროს რესპუბლიკელებს უნდოდათ მისი წარდგენა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად. 

ინდოეთში თუ სხვაგან მცხოვრები საშუალო და უმაღლესი კლასების ინდოელებს სულ უფრო და უფრო სჯერათ საკუთარი ძალებისა, და ასაკუთარი თავისადმი ამ ნდობის კონტრაპუნკტია, მეორე მხარეა მათი თანამემამულეების ლეგენდარული ამტანიანობა, გამძლეობა. როგორც ამას თავის ნაშრომში «ინდური გამოწვევა» ხსნის პავან .ვარმა ესაა უბედურებებით აღსავსე საუკუნეებში გამოჭედილი თვისება. 

ბახაისტთა ლოტოსის ტაზარი ინდოეთში
  «
უცხოელი ვერასოდეს ვერ გაიგებს თუ რამდენად შეუძლია ინდოელს აუტანლის ატანა», წერს ვარმა ( Pavan K.Varma,Being Indian,London,Arrow Books,2006; Le Défi indien: pourquoi le XXI siècle sera le siècle de l'Inde, Arles,Actes Sud,2005; ნაშრომის ფრანგული სათაურია «ინდური გამოწვევა, რატომ იქნება XXI საუკუნე ინდოეთის საუკუნე»). 

ინდოეთში იმედი უფრო ძლიერი გრძნობა მანამდე სანამ მრავალ მარგინალიზებულ პერიფერიას ექნება ცვლილების იმედი. 

თუ კი ჩინეთის ნდობა ეფუძნება მის წარსულს, ინდოეთის ნდობა ეფუძნება მომავლის მისეულ ხილვას. 

ახალგაზრდა ერი ( 1,1 მილიარდი მკვიდრიდან 700 მილიონ მკვიდრს ჯერ არ შესრულებია 25 წელი), ინდოეთი არის « 1%-ის საზოგადოება»,თუ კი გავიმეორებთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდოელი ჟურნალისტი ..ნინანის გამოთქმას : « რა მაჩვენებელიც არ უნდა აიღოთ ,ეკონომიკური თუ სოციალური, ინდოეთი 
ღარიბი ინდოელი
ყოველწლიურად წინ დაახლოებით 1%-ით მიიწევს». «თუ კი ვიმსჯელებთ ინდოელთა ცხოვრების პირობებით და არა მისი ახალი ისტორიის დრამებით, ქვეყანა მისდევს შესანიშნავად სტაბილურ ტრაექტორიას», აგრძელებს ლუსი. ზრდის გასაგრძელებლად ინდოეთმა აუცილებლად უნდა განავითაროს ინფრასტრუქტურები, შეამციროს უთანასწორობები და მოერიოს კორუფციას. 

თუ კი გავაგრძელებთ შედარებებს პლურალისტური ინდოეთის რთული მრავალ- 
ფეროვნება შეიძლება იყო მისი დემოკრატიის გადარჩენის და სტაბილურობის ერთ- 
-
ერთი მთავარი მიზეზი. ჩინეთის ცენტრალიზებული ბუნება კი,პირიქით,მას ბევრად უფრო ეფექტურს ხდის, მაგრამ იქ ვითარება შეიძლება აირიოს თუ დაიწყება პოლიტკური მღელვარებები.



No comments:

Post a Comment