4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-8ა:აზიური იმედი

შანხაის ახალი კვარტალი პუდონგის სილუეტი
by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 22 04, ხუთშაბათი, 0:32-ზე
აზიური იმედი: 
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ შანხაის ახალი კვარტალი პუდონგის სილუეტი. 1990 წლამდე იმ ადგილას სადაც აღმართულია ეს ამაყი კოშკები ჯერ კიდევ ველ-მინდვრები იყო გადაშლილი. 

დღეს ქალაქური ენერგიის ეს აფეთქება იძლევა თანამედროვების, ნდობის, ოპტიმიზმის ხილულ განცდას. უმთავრსად ჩინელმა არქიტექტორებმა, რომელთა შორისაც რამოდენიმე დასავლელიც იყო დახურული პოლიტიკური სისტემის საზღვრებში მიიღეს ყველაფრის უფლება. ერთადერთი მითითება იყო : « იყავით გამომგონებლები, გაბედეთ,იყავით დიდები, მოკლედ,თანამედროვეები იყავითდა უეჭველია რომ ეს არქიტექტურა როგორც მისი საუკეთესო ისე უარესი თვისებებით ეკუთვნის XXI საუკუნეს. 

პუდონგის სილუეტი, პეკინის ოლიმპიური სტადიონი ხელოვნების მომავალ ისტორიკოსებს არ წარმოუდგებათ როგორც მოძველებული სტილის ბოლო კონვულსიები. მათ არაფერი აქვთ საერთო პარიზის ოპერასთან,ძველი რეჟიმის,გაქრობის გზაზე დამდგარი მეორე იმპერიის გატაცებული ეგოს ნაშთთა მინაბაძ პატივისცემასთან. იქ ვერ ვხედავთ ვერც ვლადიმირ პუტინის რუსეთის არქიტექტურის მძიმე და ღვლარჭნილ სტილს. 

ესაა რაღაც ახალი თანამედროვეობისაკენ მიმავალი ორი გზის, დასავლური და აზიური გზების შეერთების მადიდებელი რამ. 

ესაა ხილული დასტური იმისა რომ ანამედროვეობა აღარაა გადასავლურების, ოქსიდენტალიზაციის სინონიმი. ესაა ნიშანი იმისა რომ აზიაში გაჩნდა ამ თანამედროვეობის ახალი სკოლა. 


ვან გოგის იაპონიზმი
მაგრამ არქიტექტურიდან გადავიდეთ ლირიკაზე. ოპერა « მოგზაურობა დასავლეთში»,ერთერთი ჩინური უდიდესი კლასიკური თხზულების ადაპტაცია 2007- 
-2008
წლებში წარმოდგენილი იყო მანჩესტერში,პარიზში და ბერლინში. 

ესაა დასავლური პოპ მუსიკის და ორი ტრადიციული ჩინური ხელოვნების, ცირკის და ცეკვის ფეთქებადი ნაერთი. ყველაზე მეტად კი ესაა თანამედროვეობის უმაღლესი სინთეზი,,გლობალური ხანის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ესაა ახალი კულტურული ხანის ერთ-ერთი მომასწავებელი ნიშანი. 

ესაა აშკარა დემონსტრაცია ნდობისა რომელიც დასავლეთს უდასტურებს რომ ჩინეთს არ ეშინია მისი ლიტერატურული საგანძურის დამორჩილებისა უახლესი მიდგომებისადმი,ყველაზე ნარევი გავლენებისადმი. გარკვეული თვალსაზრისით ეს ინიციატივა აახლებს ტრადიციას XVIII საუკუნისა როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებული იმპერატორები ჩინელ მხატვრებს აძლევდნენ იეზუიტთა, .. 
დასავლური სტილით ხატვის უფლებას. 
ჰიროშიგე-ვან გოგის დუეტი
მაგრამ ამ კულტურულ ნდობას აქვს თავისი საზღვრები. როდესაც ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა ჩინელმა მსახიობმა ჟანგ ზიიმ ითამაშა იაპონელი კურტიზანი ქალის როლი ჰოლივუდის ფილმში « ერთი გეიშას მოგონებები»,რეაქციები სულაც არ ყოფილა ყოველთვის დადებითი. ლაპარაკობდნენ ჩინეთის დამცირებასა და შერცხვენაზე, რომ ახალგაზრდა ქალი მეტისმეტად შორს წავიდა როდესაც დათანხმდა ამერიკულ ფილმში როლის შესრულებაზე. 
მოდის სამყაროში ახალგაზრდა აზიელი დიზაინერები,იაპონელები,ჩინელები და,განსაკუთრებით,ინდოელები, თანდათანობით სულ უფრო და უფრო ითქვამენ სახელს. 

2007
წლის შემოდგომაზე პარიზში პირველად მიწვეულმა ინდოელმა სტილისტმა მანიშ არორამ მოდის კვირა გახსნა დეფილეთი სადაც ერთმანეთს ერწყმოდა თანამედროვეობა და ინდური ხალხური ფანტაზია : მეორე მაგალითი გავლენათა შეხვედრისა კულტურებში რომლებმაც საკმაოდ ირწმუნეს საკუთარი თავისა სხვებთან შესადნობლად. 

ამ სფეროებში ინდოელებს და ჩინელებს აღარ სჭირდებათ თავდაცვა და ამავე მიზეზების გამო მათ აღარ სჭირდებათ აგრესიულობის გამოჩენა; მათთვის საკმარისია იყვნენ ის რაც თვითონ არიან, ორი ნაპირის,მათი და ჩვენი ნაპირების უნიკალური პროდუქტები. 

მათ იციან თუ რითი არიან დავალებულნი დასავლეთისგან,მაგრამ ამაყად აჩვენებენ იმას თუ რა განსხვავებულადაა ინტეგრირებული მათი გავლენა. 

აზია, განსაკუთრებით ჩინეთი, « ძალიან კარგად გრძნობდა თავს» ევროპული XVIII საუკუნის როკოკოს სტილში; მოგვიანებით იმპრესიონისტი მხატვრები და სიმბოლისტი პოეტები დიდად იყვნენ შთაგონებულნი იაპონიით და მისი ხელოვნებებით. 

მაშინ აზია ევროპისათვის წარმოადგენდა პოეზიას და ევროპა აზიას აჩვენებდა თანამედროვეობის სახეს. 
პეკინის ოლიმპიური სტადიონი

ურთიერთობა შებრუნდა და ყოველი კონტინენტის წინაშე სვამს სრულიად არატრივიალურ კითხვებს: 

გადაიქცევა თუ არა ევროპა აზიელების თვალში ერთგვარ მუზეუმად? 
დაკარგავს თუ არა თავის მეობას აზია მონდიალიზაციაში? 

ახალი აგრეთვე ისაა რომ აზიასა და ევროპას შორის მრავალ სფეროში დამყარდა ერთგვარი წონასწორობა. 

მედიცინაში, ùაგალითად, აკუპუნქტურას მსგავსი ჩინური ტრადიციული ტექნიკები იხმარება თანამედროვე დასავლური პრაქტიკების გვერდით. 

კულტურის სფეროში დასავლეთში ბოლივუდის (ჰოლივუდის ანალოგი, კინოფაბრიკა-ბომბეი+ჰოლივუდი) ფილმების წარმატებამ განაახლა მუსიკალური კომედიის ჟანრი (თავის დასასრული და გაგრძელება იქნება). 


No comments:

Post a Comment