4.10.2011

ესეც ევროპაა-5: ალენ დე ლიბერა: შუა საუკუნეების სიცოცხლისუნარიანობა

ფოტოები: ალენ დე ლიბერა, მისი წიგნი "აზროვნება შუა საუკუნეებში"
Добавьте подпись
     « 1250-1260-აჰ წლებში სიგერ დე ბრაბანტამ მონაწილეობა მიიღო გაცნობიერების , ინტელექტუალური მოთხოვნის მოძრაობაში, ახალი სტილის,ახალი მორალის, არსებობის ახალი ფორმის: ფილოსოფიური ცხოვრების შექმნაში. ამ მოძრაობას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ « ინტელექტუალური არისტოკრატიზმი» გაჩნდა ბერძნულ-არაბული ტექსტების კითხვის შედეგად. ცენზურას მიერ დევნილი ეს მოძრაობა გაიშალა ინსტიტუციურ ფარგლებს გარეთ...» (ალენ დე ლიბერა,აზროვნება შუა საუკუნეებში).
           შუა საუკუნეები ყოველთვის არ იზიდავდა ფილოსოფოსებს. რაბლე ლაპარაკობს « გოთების სიბნელეზე და წარწყმედაზე».   დეკარტეს არ ყოფნიდა მკაცრი სიტყვები სქოლასტიკური სკოლის გასაკრიტიკებლად. ის ამ სკოლას უსარგებლოდ და გამაბრუებლად თვლიდა იმიტომ რომ დამოუკიდებლად აზროვნების სწავლისა და ასე აზროვნების მაგივრად ის დროს ატარებდა არისტოტელეს თუ თომა აქვინელის კომენტირებაში.
     შუა საუკუნეების ფილოსოფია მეტისმეტად უზავებდა ერთმანეთს ქრისტიანულ თეოლოგიას და ფილოსოფიას და ამიტომ ის ფილოსოფოსების აზრით მეტისმეტად თეოლოგიური იყო და თეოლოგების აზრით კი მეტისმეტად ფილოსოფიური. სწორედ ამიტომაა რომ ფილოსოფიის შესწავლისას არისტოტელედან გადადიან დეკარტეზე და მხოლოდ ახსენებენ წმინდა ავგუსტინეს ან თომა აქვინელს. თითქოს არაფერი ყოფილა არისტოტელეს და დეკარტეს შორის, 20 საუკუნის მანძილზე !
Добавьте подпись
                მაგრამ 1930-ან წლებში ვითარება შეიცვალა. ფრანგმა ეტიენ ჟილსონმა ახალი სული შთაბერა შუა საუკუნეების კვლევას. კვლევამ აჩვენა რომ შუა საუკუნეების აზრი სერიოზული აზრია რომელმაც გზა გაუხსნა კითხვებს რომლებსაც ჩვენ დღესაც ვსვამთ.


          ასე მაგალითად დეკარტეს მიერ ადამიანის აღმოჩენა დიდადაა დავალებული წმინდა ავგუსტინეს მიერ შინაგანი ადამიანის აღმოჩენისგან. ამას გარდა, იდეა რომლის თანახმადაც ადამიანი იდეას იღებს ღმერთისგან რომლის იდეის მოგონებაც მას არ შეეძლო-იდეა რომელიც დეკარტესთან არის ღმერთის არსებობის მტკიცების საფუძველი-დიდადაა დავალებული წმინდა ანსელმისგან. და ბოლოს თომა აქვინელის კითხვა ეტიენ ჟილსონს ათქმევინებს რომ თომა აქვინელი არის დასავლეთის პირველი ეგზისტენციალისტი მოაზროვნე. ვინაიდან ღმერთი რომელმაც შექმნა ყველაფერი შექმნა არსები ანუ განსაზღვრებები რომლებიც განსაზღვრავენ საგნებს. ეს იძლევა არსის ( იდეის) და არსებობის (რეალობის) კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებას.

             ალენ დე ლიბერას დამოკიდებულება შუა საუკუნეებისადმი სხვაგვარია. მისი აზრით შუა საუკუნეების ორიგინალობა მდგომარეობს მეტაფიზიკის მისეულ კრიტიკაში და ინტელექტუალის გამოგონებაში.  შუა საუკუნეებში არიან რეალისტებად წოდებული მოაზროვნეები რომლებიც ფიქრობენ რომ არსის, ფუნდამენტური სინამდვილის შეცნობა შეიძლება ზოგადი ფორმებით რომლებშიც ის გამოიხატება (ტრანსცენდენტალიზმი). არიან აგრეთვე ნომინალისტებად წოდებული მოაზროვნეები  ( აბელარი, გიომ დოკამი და სხვ.) ვისი აზრითაც გამოუთქმელი არსი ადამიანისთვის მიუწვდომელია და  ზოგად ფორმებს არა აქვთ რეალობა. ისინი არიან მხოლოდ ადამიანთა მიერ საგანთა გარკვეული წყობის გამოხატვის საცდელად მოგონილი სიტყვები.ლუდვიგ ვიტგენშტეინამდე და მეტაფიზიკური აბსტრაქციის ანგლო-საქსურ კრიტიკამდე შუა საუკუნეებმა გზა გაუკაფა თავისუფალ, ნებისმიერი წყობისაგან დამოუკიდებელ აზრს. ეს თავისუფლება გაძლიერდა იმით რაც ხდებოდა მაისტერ ეკჰარტის და ნიკოლას კუზელის მსგავს გერმანელ მისტიკოსებში. ღმერთი შინაგანი ღმერთია. რაც უფრო მეტად განიცდის ადამიანი გარეშე სიცარიელეს მით მით უფრო განიცდის ის ღმერთის სისავსეს მის შიგნით. მაშ ყოველი ადამიანის შიგნით არის სამეფო. ასე გაჩნდა ინტელექტუალი, გარე სამყაროსგან თავისუფალი ადამიანი რომელიც სხვებს ასწავლის თავისუფლების მოპოვებას (თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი ბერტრან ვერჟელი, ფილოსოფოსთა ბულვარი, გამომცემლობები მილან, 2005, თარგმანი ფრანგულიდან).

No comments:

Post a Comment