4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, შიშის ამერიკული კულტურა, რა მოუვიდა ჩვენს უნივერსალურ მოწოდებას?

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 15 05, შაბათი, 21:57-ზე
«ჩინეთის განვითარება და წინსვლა არაა მხოლოდ ეკონომიკური მოვლენა, ის კულტურული მოვლენაცაა. ჰარმონიული კოლექტიური ცხოვრების იდეალი შეიძლება ამერიკულ ოცნებასავით მიმზიდველი იყოს» (დევიდ ბრუკსი). 

ამერიკელი პარაშუტისტი
ემოციათა გეოპოლიტიკა, შიშის ამერიკული კულტურა: 
რა მოუვიდა ჩვენს საყოველთაოუნივერსალურ მოწოდებას? ყველაფერთან ერთად ამერიკელებს უჩნდებათ სხვა კითხვაც: 

«
დამთავრდა თუ არა ჩვენი ისტორიული გამონაკლისობა, მოქმედებს კიდევ თუ არა ღვთაებრივი მადლი ჩვენს სამშობლოზე? ვართ თუ არა ისევ იმედის მიწა 

ევროპის საწინააღმდეგოდ სწორედ იმედი ახასიათებს ტრადიციულად ამერიკას რომლის ისტორიაზეც სახელმწიფო იზრაელის ისტორიის მსგავსად გავლენა მოახდინა მესიანიზმმა. 

სწორედ ოპტიმიზმმა მიანიჭა ორ საუკუნეზე ნაკლებ ხანში იმპერიული სტატუსი მოკრძალებულ და მკაცრ, იდეალისტურ რესპუბლიკას. იგივე იმედის სულია ამერიკის მსოფლიოზე გავლენის და მისი შესანიშნავი მიმზიდველობის საფუძველი. 

ყველაფერი ეს ეფუძნება როგორც ამერიკულ ოცნებას ისე რესპუბლიკის მიღწევებს და მონაპოვრებს. ამერიკის შეერთებული შტატების წარმატების ბუნებრივ ინგრედიენტებს შეადგენენ ოპტიმიზმი, იდეალიზმი, ინდივიდუალიზმი, მაგრამ აგრეთვე კეთილი ნება და სრულყოფილების, აღმატებულობის კულტი. 

ამერიკა თავის თავს მუდამ უყურებდა არა როგორც მეხსიერებას ან დასაცავ ტრადიციას არამედ როგორც განხორციელების პროცესში მყოფ პროექტს. 

ევროპა უფრო აღდგენილია ვიდრე აგებულია, თავისი ისტორიის გადალახვით. 
ევროპის ძალაც და სისუსტეც იმაშია რომ მას შეუძლია თავისი წარსულის მოხმობა და თავიდან აცილება. 

ამერიკა, ამასთან შედარებით, წმინდა მომავალია, ქმნაა. 

ამერიკის განმასახიერებელი ჰოლივუდური ოცნება სრულყოფილად იყო გადმოცემული დანიელი რეჟისორი ბილი ოგუსტის ფილმში « დამპყრობელი პელე» 

ეს დიდი ფრესკა თავის დაბოლოებას ნახულობს ორი ძმის ერთმანეთისაგან დაშორებაში. სიღატაკისაგან თავის დასაღწევად მათ აირჩიეს სხვადასხვა გზა. ერთი ძმა ევროპის შიგნიდან გარდასაქმნელად აღმართავს სოციალიზმის დროშას; მეორე ძმა წავა ევროპიდან ამერიკული ოცნების განსახორციელებლად. ფილმი ფარულად მეორე ძმას ემხრობა. 

ეს ბრძოლა ღირსებისათვის, რომელსაც ახლავს ამერიკის ხელშემწყობი, 
მიმზიდველი ხატი, არის დიდ ამერიკულ ფილმთა უმეტესობის ნაგულისხმევი თემა . 

«
შენ ყოველთვის შეგიძლია გაარჩიო»,შენთვის თუ მსოფლიოსთვის. 
«
თუ ოცნებობ ამაზე მიაღწევ» « მუშა გოგონადან» « შინდლერის სიამდე» არემარეს ანათებს პიროვნების ძალა. 

ამერიკის შეერთებული შტატების კოსოვოში სამხედრო ჩარევამდე მე ვიყავი ვაშინგტონში. შახელმწიფო დეპარტამენტის ერთმა დიდმა პერსონაჟმა ამიხსნა რომ « მის ოჯახს კალიფორნიაში არ მოსწონს რომ ევროპაში ხალხს ძალით სვავენ მატარებლებში. გადაჭარბებული იქნება იმის თქმა რომ სტივენ სპილბერგის ფილმი « შინდლერის სიის» წარმატებამ გადაწყვიტა ამერიკული სამხედრო ჩარევა კოსოვოში,მაგრამ მან უეჭველად შეიტანა თავისი წვლილ ამისათვის საზოგადოებრივი აზრის მომზადებაში. 

მიუხედავად ამისა დღეს არსებობენ ამერიკელები რომლებიც აღარ თვლიან ინდივიდუალიზმს მთავარ ღირებულებად. 

დევიდ ბრუკსმა ჩინეთის შესახებ დაწერილ ერთ წერილში დასვა შემდეგი კითხვა : 

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ იქიდან თუ კი კოლექტივისტური საზოგადოებები მიაღწევენ ეკონომიკურ წარმატებას და გაუთანასწორდე- 
ბიან დასავლეთს 

ის გვთავაზობს პასუხის ელემენტებს : 

«
ჩინეთის განვითარება და წინსვლა არაა მხოლოდ ეკონომიკური მოვლენა, ის კულტურული მოვლენაცაა. ჰარმონიული კოლექტიური ცხოვრების იდეალი შეიძლება ამერიკული ოცნებისავით მიმზიდველი იყოს» ( David Brooks, «Harmony and the Dream»,The New York Times,2008 წლის 11 აგვისტო). 

ნდობის ამ კრიზისში უდიდესი წვლილი თვითონ ამერიკელებმა შეიტანეს. მოკლედ შევადაროთ აწმყო წარსულს. 1944 წლის ექვსმა ივნისმა, 
მოკავშირეების გადასხდომამ ნორმანდიის პლაჟებზე, სულ მცირე სიმბოლიურად აღნიშნა ამერიკული იდეალიზმის, განმანათლებლობის და გმირობის აპოგეა. 

ამას შესანიშნავად ამბობს კოლვილში,ნორმანდიაშიუზარმაზარი სასაფლაოს შესასვლელში აღმართული მონუმენტი. 

«
ბრძოლების მიერ აოხრებული ეს სანაპირო,თავისუფლების კარიბჭე, სამუდამოდაა განწმენდილი ჩვენი თანამემამულეების იდეალით,სიმამაცით,მათ მიერ გაღებული მსხვერპლით 

30
წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ამერიკელმა ჯარისკაცებმა მეორედ შეცვალეს უკეთესობისკენ ევროპული და მსოფლიო ისტორიის მდინარება. 

მომდევნო კი აშკარად ნაკლებად ბრწყინვალე და ნაკლებად გადამწყვეტი იყო. 

კორეის მღვრიე ომი დამთავრდა ჩიხით; ვიეტნამის ომითპოლიტიკური უბედურებით გაორმაგებული ტრაღედიით. ერაყის თანამედროვე ომი კიდევ უფრო შემაწუხებელია,მისი შედეგებიც დიდად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომის შედეგებისგან. 

1945
წელს გერმანია და იაპონია გულით ცდილობდნენ ისტორიის საშინელე- 
ბათა დაძლევას,მათ უნდოდათ ამოვლება სხვა კულტურაში,აღორძინება;მათ ეს მოახერხეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული დემოკრატიული მოდელის მიღებით. ერაყის დამოკიდებულებას არაფერი აქვს ამასთან საერთო. და რა უნდა ითქვას ავღანეთზე რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება ახალ ვიეტნამს? 

და კიდევ უფრო ფუნდამენტურად,დღევანდელი ამერიკა სულ არა ჰგავს 1944 წლის ამერიკას. Pლაჟებზე რომლებსაც უწოდეს ახალი სახელები ომაჰა და იუტა გადამსხდარმა უმეტესად ახალგაზრდა ამერიკელმა ჯარისკაცებმა იცოდ- 
ნენ რასაც აკეთებდნენ; ისინი მზად იყვნენ გაეწირათ სიცოცხლე საქმისათვის რომელიც მათ ესმოდათ და რომლისაც სწამდათ. მათ მხარს უჭერდნენ პოლიტიკური კლასი და სამხედრო იერარქია რომლებსაც ისინი ენდობოდნენ. მათ სჯეროდათ რომ მათი გენერლები მათ მიიყვენდნენ გამარჯვებამდე,რომ მათი ქვეყანა აკეთებდა ყველაფერს რათა მათ ებრძოლათ შეძლებისდაგვარად საუკეთესო პირობებში. 

და განა ასეა დღეს? ყავთ თუ არა ამერიკელ ჯარისკაცებს კარგი სარდლობა? კარგად არიან თუ არა ისინი აღჭურვილნი? განწყობილი არიან თუ არა ისინი საომრად? 

მოთხრობები ერაყსა და ავღანეთზე უფრო ვიეტნამის ამბებს გვაგონებენ ვიდრე მეორე მსოფლიო ომის ეპიზოდებს,მიუხედავად იმისა რომ 2008 წლის შედეგები უეჭველად უკეთესია. 
ამას გარდა ამიერიდან პროფესიული არმია მნიშვნელოვანწილად შედგება ღარიბი ამერიკელებისგან რომლებიც ჯარში წავიდნენ სიღარიბისგან თავის დაღწევის მიზნით და რომლებიც იბრძვიან დიდი ხელფასის მქონე «პრივეტიზებული» სამხედროების გვერდით. 
ხომ არ დაკარგა იმედის და ოცნების მიწა ამერიკამ მისი მისიის და გამონაკლისობის განცდა და ხომ გადაიქცა ევროპის მსგავს შიშის ტერიტორიად?

No comments:

Post a Comment