4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-9ბ :

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 23 04, პარასკევი, 0:24-ზე
საუკუნის მანძილზე გაჭირვებითუწესრიგობითდაუცველობით, პოლიტიკური გზნებით გაძლიერებული ტანჯვით გადაღლილ ძალიან ბევრ ჩინელს უნდა პოლიტიკური დასვენება. 
ჩინეთი
მაგრამ ამან არ უნდა დამალოს ის რომ ჩინეთის საშუალო კლასებს და მდიდრებს სურთ დასავლურად ცხოვრება. 

მსოფლიო მასშტაბის დიდი ეკონომიკური, ეკოლოგიური,პოლიტიკური გამოწვევა სწორედ ისაა რომ მილიარდ სამას მილიონ ჩინელს უნდა დასავლურად ცხოვრება და ხარჯვა დასავლური მმართველობის გარეშე. შანხაის მიდამოებში მდიდრებისთვის აიგო ევროპული სტილის საცხოვრებლები. ახალ ჩინურ ბურჟუაზიას უყვარს ჩვენი მუსიკა, ჩვენი ფილმები,ჩვენი სამზარეულო, ჩვენი სასმელები და ჩვენი ტანისამოსი. მაგრამ მრავალ სხვა სფეროში მას არ უნდა რომ დაგვემსგავსოს ჩვენ,თუმცა მან ზუსტად არ იცის თუ სადაა მისი მოდელი და რა როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო არენაზე. 
დიდი კითხვაა რეალისტურია თუ არა ჩინეთის ორაზროვანი და ჰიბრიდული მიდგომა. შეუძლია თუ არა დასავლურ კაპიტალიზმს ინდივიდუალური ამბიციების მისი კორტეჟით თანაარსებობა აღმოსავლურ ავტორიტარიზმთან. მოკლევადიან პერსპექტივაში ჩინურ გზაზე კიდევ შეიძლება ცოტა გავლა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წინ გამოვა წინააღმდეგობები. წმინდა და მკაცრი მერკანტილიზმის გარდა ჩინეთს სჭირდება სამართლებრივი სახელმწიფოც და სწორედ ამ უკანასკნელის არარსებობის და კორუფციის შედეგი იყო ათასობით მოწაფეთა, უმთავრესად ბავშვების დაღუპვა 2008 წლის გაზაფხულის მიწისძვრის დროს სკოლების ხუხულებისავით ნგრევისას. და რა უნდა ითქვას მოწამლული რძის სკანდალზე? 

თუ კი ჩინეთს უნდა სტაბილურ ქვეყნად დარჩენა,თუ კი მას სურს მსოფლიოს საქმეებში პოზიტიური და პასუხისმგებელი როლის შესრულება ან ოდესმე გადაქცევა გულუხვ სახელმწიფოდ მას,განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე, სასტიკად სჭირდება საერთო, საყოველთაო, საზოგადო სიკეთისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის მცოდნე ახალი ელიტა. 

პეკინის რეაქცია 2007 წლის შემოდგომაზე რანგუნის გენერალთა მიერ რეპრესიების გატარებაზე, სულ მცირე, შეზღუდული ეფექტურობისა იყო. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე რომლის ზეწოლაც ბირმაზე შეიძლება შედეგიანი იყოს, მაგრამ ჩინეთი როგორც ჩანს შეყოყმანდა და არ დასდო მთელი თავისი წონა სასწორზე. 



ჩინეთის რეაქცია მეტისმეტად მწვავე იყო 2007 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დალაი-ლამას მიღებაზე. უნდობლობა ტიბეტის სულიერი და პოლიტიკური ლიდერის მიმართ არაა ღირსეული საქციელი და სახელს უტეხავს ჩინეთის ხელმძღვანელებს. 

ამას გარდა შეიძლება ვიკითხოთ ხომ არ ავლენენ უპასუხისმგებლობას და მათი პოზიციის ორაზროვნებას მათ დამოკიდებულებაში მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანთან რუსეთის და ჩინეთის ხელმძღვანელები. 

ადვილია აგრეთვე აფრიკაში ჩინეთის ცინიკური და უპერსპექტივო გაანგარიშებების დანახვა. ჩაურევლობის პრინციპს შეუძლია დარფურში ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში გარეული სუდანის ომარ ალ-ბაშირის რეჟიმთან ან ზიმბაბვეს რობერტ მუგაბეს რეჟიმებთან გარიგებამდე მიყვანა. 

მიუხედავად ამის არის ნიშნები იმისა რომ ჩინეთმა დაიწყო მსოფლიო სცენაზე დიდი ძალის თავისი როლისათვის ანგარიშის გაწევა. 1990-ან წლებში ჰონკონგის დაბრუნებამ ჩაიარა უფრო მშვიდობიანად ვიდრე ამას დამკვირ- 
ვებელთა უმრავლესობა ფიქრობდა. პეკინის ხელმძღვანელებმა ამ შემთხვევაში გამოიჩინეს საკმაო გონიერება და იპოვეს წონასწორობა კონტროლის მათ მოთხოვნილებასა და ბრიტანეთის მანდატის დროს ჰონკონგში დამკვიდრებულ შედარებით თავისუფლებას შორის. ამას გარდა პეკინის ხელმძღვანელებმა საერთო ჯამში დადებითი როლი შეასრულეს ჩრდილოეთკორეული ბირთვული კრიზისის გადაწყვეტისას და შეზღუდეს ფხენიანის ბირთვული ამბიციები. მათ ფაქტიურად შესძლეს ჩრდილოეთ კორეის დამხობის თავიდან აცილება. ეს დამხობა გამოიწვევდა კორეათა გაერთიანებას, ესე იგი ბევრად უფრო ძლიერი ერთეულის გაჩენას და,მეტიც, კორეელ ლტოლვილთა მოზღვავებას ჩინეთის საზღვრებთან. 

ამას გარდა, რუსეთთან, ყაზახეთთან, ყირგიზეთთან,ტაჯიკეთთან და უზბეკეთთან ერთად შანხაის ჯგუფის შექმნაში თავისი წვლილის შეტანით ჩინელები რომელთაც სურთ შუა აზიაში დასავლური გავლენის გაწონასწორება, თითქოს თამაშობენ ევროპული XIX საუკუნის ტონის შესაბამისად. პრეზიდენტი კარტერის ეროვნული უშიშროების საკითხებში ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკის სიტყვით « უეჭველია რომ ჩინეთი წყნარად და დიდი წარმატებით ქმნის აღმოსავლეთ აზიაში თანააყვავების ზონას. რეგიონის ქვეყნები სულ უფრო და უფრო მადლიერები არიან ჩინეთისა...» . 

დიდი შეცდომა იქნებოდა ჩინეთის გამოცხადება უწესრიგობის ფაქტორად ან მუქარად,საშიშროებად. ჩვენ მას არ უნდა შევხედოთ მხოლოდ დემოკრატიის პრიზმით. გამჭვირველების არქონა და სამართლებრივი სახელმწიფოს არცოდნა მართლაც პრობლემაა, მაგრამ უწინარეს ყოვლისა თვითონ ჩინელებისთვის. ჩვენ ჩინეთს არ უნდა მოვახვიოთ თავს ჩვენი კატეგორიები. ჩვენ მის მოქმედებებს, ნაწილობრივ მაინც, უნდა შევხედოთ მისივე თვალით,არა ერთგანზომილებიან არამედ მრავალგანზომილებიან პერსპექტივაში,ჩვენი საკუთარი ღირებულებების დაუვიწყებლად მაგრამ მათი გადაჭარბებულად დაფასების გარეშე. . ესაა წონასწორობის პოვნის ძნელი ცდა რომელიც მოითხოვს დიპლომატიური ნიუანსების გრძნობას, რასაც ყოველთვის ვერ იჩენენ დასავლეთის ხელმძღვანელები,რომლებიც მოქცეულნი არიან ადამიანის უფლებათა შესახებ რიტორიკასა და მათ კომერციულ ინტერესებს შორის. 

მიუხედავად ამისა თავისუფლების ნაკლებობა და სასამართლო სისტემის არქონა სერიოზული დაბრკოლებებია ეკონომიკური წარმატებისკენ და გრძელვადიანი განვითარებისკენ მიმავალ გზაზე/ 

მაგრამ ჩინელთა უზომო უმრავლესობა მათ ხელმძღვანელებს სჯის სხვა კრიტერიუმებით. მათ უნდათ მატერიალური პროგრესი, უკეთესი ბინები,სურვილისამებრ მოგზაურობის უფლება. ისინი ნაკლებ ყურადრებას აქცევენ სხვაგვარად აზროვნების და ამ ნააზრევის საჯაროდ გამოთქმის უფლებებს. საუკუნის მანძილზე გაჭირვების,უწესრიგობის და დაუცველობის იდეოლოგიური გზნებით გაძლიერებულ ტანჯვათა განცდის შემდეგ ძალიან ბევრ ჩინელს სურს პოლიტიკური დასვენება. მაგრამ მათ აგრეთვე უნდათ რომ სახელმწიფომ დაიცვას ისინი ბუნების ძალადობისაგან,ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დაბინძურებისაგან, არაეფექტურ და კორუმპირებულ ლოკალურ ხელისუფალთა სიუხეშისგან. 

ძალიან ნელი ცვლილებების არის შინაგანი ფაქტორების, მათ შორის განთავისუფლების გზაზე მდგომი საშუალო კლასის მოთხოვნების და არა გარეშე ზეწოლის შედეგი.

No comments:

Post a Comment