4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-9ა: ჩინეთის იმპერიის დაბრუნება


y Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 22 04, ხუთშაბათი, 20:09-ზე
 შუაგულის იმპერიის დაბრუნება: 
როდესაც ვლაპარაკობთ აზიაზე როგორც იმედის კონტინენტზე პირველ რიგში ვფიქრობთ ინდოეთზე და ჩინეთზე. დედამიწის ორი დემოგრაფიული გიგანტის პარალელურმა ეკონომიკურმა განვითარებამ ამ ქვეყანათა ასევე მნიშვნელოვანი სისუტეების მიუხედავად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კაცო- 
ბრიობაზე. მიუხედავად ამისა არ შეიძლება ამ ორი ქვეყნის გაიგივება ერთმანეთთან. 
ჩინეთი

 « ჩინეთი დაბრუნდა», განაცხადა ხმამაღლა ჩინური მთავრობის მფარველობით 2005 წელს ლონდონის ხელოვნებათა სამეფო აკადემიაში მოწყობილმა გამოფენამ « სამი იმპერატორი»( «China: The Three Emperors,16621795», Royal Academy of Arts,novembre 2005-avril 2006). 

გამოფენის მთავარი ობიექტი იყო XVIII საუკუნის იეზუიტთა სტილით შესრულებული ნაწარმოები რომელიც გამოსახავდა ჩინეთის იმპერატორისათვის ხარკის გადამხდელი ევროპელი ელჩების მსვლელობას : 

შეუძლებელია მეტი სიცხადე : «მალე თქვენც გადაგვიხდით ხარკს 

თანამედროვე ჩინეთში არაა იმპერატორი,რა თქმა უნდა, მაგრამ არის იდუმალი და საშუალოდ კომპეტენტური, ჩინეთის,შუაგულის იმპერიის წარსულით ამაყი და მომავლით დაიმედებული ბიუროკრატია რომელსაც ხელმძღვანელობს ჰუ ჯინტაო. 

1985
წელს, ჩინეთში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს პირველ რიგში მაჩვენეს ის რაც უნდა ყუფილიყო სამი ხეობის კაშხალი იანცზიზე. « ჩვენ ვიყავით კაშხალების ხელოვნების მცოდნე პირველი ხალხი ისტორიაში» : სწორედ ამ სიტყვებით მიმიღო ჩემმა მეგზურმა, დიპლომატიური სამსახურის წევრმა. მაგრამ ბევრად უფრო საკვირველი ისაა რომ მან გამიმხილა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი უკმაყოფილება. ის თავს ხელმოცარულად თვლიდა.მან კინაღამ თავი დაიხრჩო სიმწარისაგან როდესაც თან მახლდა უცხოელებისთვის განკუთვნილ მდიდრულ სასტუმროში. იქ ცემთვის გამოყოფილი ოთახი უფრო დიდი იყო ვიდრე მისი და მთელი მისი ოჯახის ბინა. 
 «
მე დავუშვი ფატალური შეცდომა იმით რომ ავირჩიე დიპლომატიური კარიერა, მითხრა მან; ბევრად უკეთესი იქნებოდა ბიზნესისთვის ხელის მოკიდება». 

ეხლაც ვფიქრდები ხოლმე თუ რა დაემართა მას თუ კი აისრულა კაპიტალისტური ოცნება. 

ჩინეთისაგან მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ბატონობდა სიამაყისა და უკმაყოფილების კონტრასტი. 

უკმაყოფილება არის იმედის თავისებური ნაყოფი : რაც უფრო წინ მიიწევს ადამიანი მით უფრო მეტს ელის ის ცხოვრებისაგან. ჩინეთი დღესაც ისევე ამაყია, დღესაც ისევე უკმაყოფილოა. 

ჩინური ფსიქეს უკეთესად გამოსავლენად საკმაოდ ბევრის მთქმელია შედარება ეგვიპტურ ცივილიზაციასთან ვინაიდან ამ უკანასკნელისაგან,მასავით მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი უძველესი და უბრწყინვალესი ცივილიზაციისგან, განსხვავებით ჩინური ცივილიზაცია ისევ ფეხზეა და უნიკალურია, ინარჩუნებს თავის მეობას. ეს უხყვეტობა არის როგორც პრობლემების ისე შემოქმედებითობის წყარო. ათასობით წლის მანძილზე ჩინეთი არის დედამიწის ყველაზე დასახლებული, ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა. სწორედ ამიტომ სტანჯავდა და მუდამ სტანჯავს ჩინეთის ხელმძღვანელებს ეკონომიკური და სოციალური ქაოსის შიში. 

თუ კი ჩინეთი თავის თავს ხედავს როგორც შუაგულის იმპერიას ეს არაა მხოლოდ მისი გეოგრაფიული პოზიციის შედეგი,ესაა შედეგი იმისაც რომ ჩინეთი დარწმუნებულია რომ ისაა სამყაროს სიმძიმის ცენტრი. 

უსასრულო ნდობით სავსე ამ უზარმაზარ იმპერიას რუსეთის საწინააღმდეგოდ არსებობისთვის არ სჭირდება განვრცობა. 

დიდმა კედელმა დაიცვა ჩინეთი,მაგრამ ისიც აჩვენა რომ ჩინეთი დიდად არ ყოფილა დაინტერესებული დაპყრობებით. 
ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის ტერიტორიული ექსპანსია განაპირობა არა მისი იარაღის ძალამ არამედ მისმა დემოგრაფიამ. მან ეხლახანს გაამხნევა ჰანთა დიდი დასახლებები ტიბეტში და სინცზიანში, სადაც მას ეშინია პროთურქული და პროისლამისტური მღელვარებებისა. მაგრამ ჩინეთი დემოგრაფიის იარაღს იყენებს შუა აზიაშიც სადაც, თუ კი დავუჯერებთ პროფ. ჰარი .გელბერს, მხოლოდ ყაზახეთში უკვე 2004 წელს უნდა ყოფილიყო 300 000 ჩინელი, ძირითადად კომერსანტი. სამაგიეროდ ჩინელთა რაოდენობა უნდა კლებულობდეს ციმბირში. ჩინეთის ეკონომიკური გაძლიერების წყალობით ჩინელს უფრო იოლად შეუძლია სამუშაოს ნახვა თავის ქვეყანაში. 
ემოგრაფიული ძალა ააქტიურებს ჩინურ კულტურასაც. ჩინეთის მნიშვნელობას მსოფლიოში აძლიერებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინური დიასპორის მნიშვნელობა,რა თქმა უნდა, მაგრამ ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული სიამაყის ამ პერიოდში ჩინეთს როგორც გავლენის მოხდენის საშუალებაზე და ბიზნესის ცხოვრების ვექტორზე დაყრდნობა შეუძლია გადასახლებულებზეც. 

ასე ხდება რომ ტერიტორიული ამბიციების თვალსაზრისით თანამედროვე ჩინეთის შედარება XIX საუკუნის დასასრულის გერმანიასთან სარწმუნო არ არის. მომავალს არ განსაზღვრავს ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის მტრობა, ისე როგორც მომავალი განსაზღვრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის მტრობამ XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში. აზიელებში არ იფეთქებს მოულოდნელად ნაციონალიზმი და ისინი არ დაერევიან ერთმანეთს როგორც ეს წარმოუდგენია ზოგ დასავლელ დამკვირვებელს. ძველი გერმანიის განსხვავება თანამედროვე ჩინეთისაგან ბევრად უფრო დიდია მსგავსებებზე. 

ახლად გაერთიანებულ გერმანიას ეჩქარებოდა,განსაკუთრებით ბისმარკის წასვლის შემდეგ ვინაიდან მხოლოდ ბისმარკს შეეძლო ახალი იმპერატორი ვილჰელმ მეორის გაკონტროლება. ის იყო მედიდურიც და შეშფოთებულიც. ჩინეთი კი, იმპერია რომელიც ბრუნდება, დასავლეთზე ბევრად უფრო მშვიდია. 

თუ კი აუცილებელია ჩინეთთან ანალოგიის მონახვა XIX საუკუნის ევროპაში ჩემი რჩევაა დავფიქრდეთ იმ რჩევაზე რომელიც ფრანგებს მისცა მეფე ლუი-ფილიპეს პრემიერ მინისტრმა გიზომ: « გამდიდრდითგანა იგივეს არ ურჩევენ ჩინელებს დენი და მისი მემკვიდრეები? 

ჩინეთი ხედავს თავის სისუსტეებს, მაგრამ ის დარწმუნებულია რომ დრო მის სასარგებლოდ მოქმედებს. ეს რწმენა გააძლიერა 11 სექტემბრის მოვლენებმა და ამერიკის რეაქციამ ჰიპერ-ტერორიზმზე რომელმაც დააჩქარა « დიდი ავტორიტარული სახელმწიფოების დაბრუნება»,როგორც ამას ეხლახანს ამტკიცებდა აზარ გატი. 

ახალი ჩინეთი
ჩინეთი ფიქრობს რომ ბუშის ადმინისტრაციის ქცევამ დაასუსტა ამერიკული გავლენა და მეტიც, რომ სულ უფრო და უფრო ძლიერი სკეპტიციზმი ამერიკელების მიერ ნაქადაგევი მაგრამ მის მიერ ხშირად განუხორციელებელი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართ ზრდის თვითონ ჩინეთის წონას. 

არადემოკრატიული და მიუხედავად ამისა ეკონომიკურად გამარჯვებული ქვეყნებისმაგალითად ჩინეთის და რუსეთის გაძლიერება პეკინს არწმუნებს თანამედროვეობისკენ ავტორიტარული გზის სიცოცხლისუნარიანობაში. 

მათ მოლაპარაკებებში აფრიკულ კო,ტინენტთან ჩინელები მზად არიან აფრიკელების ხელმძღვანელთათვის შემდეგი რამის სათქმელად : 

«
ჩვენ არ ვგავართ ძველ კოლონიურ სახელმწიფოებს. ჩვენ არ ჩაგიტარებთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაკვეთილებს. ჩვენ არც აზიიდან მოსული ახალი იმპერია არა ვართ. პირიქით,ჩვენ მოგელაპარაკებით ყველაზე პრაგმატულად. ჩვენ განვითარების გასაგრძელებლად გვჭირდება თქვენი ბუნებრივი რესურსები და თქვენ ფეხზე დასადგომად გჭირდებათ ჩვენი ფული. მაშ ერთად ვიმუშაოთ 




No comments:

Post a Comment