4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-2 :

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 18 04, კვირა, 18:35-
კარგი ევროპელის ოხვრა: «სიამოვნებით ვატარებდი ნიღაბს და შევიცვლიდი სახელს» (სტენდალი, კორესპონდენცია).
ემოციათა შოკიშეჯახება:
 «
მონდიალიზაცია შესანიშნავიამაგრამ ის არაა ჩვენთვის. ჩვენ არც აზიელები ვართ და არც დასავლელები. ჩვენ ვერ მივაღწევთ მას, ჩვენ არ ვიქნებით მისი ნაწილი».
სამოთხიდან გაგდებული 
ევა, მაზაჩო
ეს იყო 2000 წლის ზაფხული. მე მიმიწვიეს რათა გავძღოლოდი საერთაშორისო კონფერენციას მონდიალიზაციის შესახებ უნივერსიტეტში აკჰავაინ იფრანში,რომლის თანადამაარსებლებიც იყვნენ მაროკოს და საუდის არაბეთის მეფეები. აქ ძირითადად ასწავლიდნენ მენეჯმენტს და ახალ ტექნოლოგიებს. ლექციებს იქ მხოლოდ ინგლისურად კითხულობენ და იქაური სტუდენტები მოუხდებოდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტსაც. პირსაბური იქ აკრძალულია. ქალ-ვაჟნი ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ და ხალისით წამოწვებოდნენ ხოლმე უნაკლო მინდორ-გაზონებზე რომელთა სიმწვანეც მკვეთრად განსხვავდება კამპუსის გარეთ არსებული მშრალი,უნაყოფო გარემოსაგან. 

ამ საერთაშორისო თავყრილობაზე ფრანგის ყოფნით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემომთავაზეს საღამოს გატარება მათ საზოგადეოებაში. ისინი მელაპარაკებოდნენ ფრანგულად, ენაზე რომელიც მათთვის მაინც უფრო ახლობელია ვიდრე ინგლისური. ისინი მოხიბლული იყვნენ მონდიალიზაციით, მაგრამ მათ სურდათ მათი საკუთარი თავის და მათი მომავლის შესახებ ეჭვების გაზიარება. მე შემძრა ერთ-ერთი მათგანის მიერ გამოხატულმა უნდობლობამ საკუთარი თავის მიმართ : « მონდიალიზაცია არაა ჩვენთვის».
ეს ახალგაზრდები ეკუთვნოდნენ მაროკოს ელიტას. ისინი იყვნენ საშუალო/უმაღლესი კლასის შვილები და ქვეყანა მათ შეჰყურებდა უდიდესი იმედით. რატომ იყვვნენ,მაშ, ისინი ესოდენ პესიმისტები და რატომ უყურებდნენ ისინი უიმედოდ თავის მომავალს?

მრავალი ახსნა მომივიდა აზრად. 

მათ შეიძლება ეჭვი ეპარებოდეთ მათი მთავრობის პოლიტიკურ პერსპექსტივებში (სტუდენტები აქებდნენ ტახტზე ეს-ესაა ასულ მათ ახალგაზრდა მეფეს,მაგრამ სახეზე ეწერებოდათ მრავლისმთქმელი სკეპტიციზმი)? შეიძლება მათ უნდობლობას განაპირობებდა მათი ქვეყნის გეოგრაფიული მდე-
ბარეობა-ასე ახლოს ევროპასთან,მაგრამ ხმელთაშუა ზღვის «ცუდ მხარეს» თუ მათ კულტურულ და რელიგიურ მემკვიდრეობაში? 

როგორიც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი მათი აზრი გასაგები იყო : 

თუ კი ისინი შესძლებდნენ წარმატების მიღწევას გლობალიზებულ მსოფლიოში ისინი ამას მოახერხებდნენ ინდივიდუალურად და არა როგორც მათი ქვეყნის განსახიერებები და მაროკო ალბათ ვერ იქნებოდა ამ წარმატების მიწა. 

რამოდენიმე წლის შემდეგ ერთ საერთაშორისო შეკრებაზე გერმანიაში მე შევხვდი ერთი ჩრდილოამერიკული უნივერსიტეტის ახალგაზრდა და ბრწყინვალე წარმოშობით მაროკოელ პროფესორს. სამხრეთ მაროკოში ძალიან ღარიბ ოჯახში დაბადებული ნიჭიერი ბავშვი შეამჩნიეს ჰასან მეორის მეფობისას და გამოუყვეს მას მეფის სტიპენდია საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. სამწუხაროდ ეს სტიპენდია დაიკარგა კორუფციის ქვიშაში. ვიღაც ბიუროკრატმა ის მისცა სხვა, ალბათ ელიტებთან უფრო დაახლოებულ სტუდენტს. ახალგზრდამ მაინც მოახერხა განათლების მიღება, მაგრამ ეს მოახერხა მხოლოდ საკუთარი მონდომების წყალობით და ქვეყნის გარეთ. მას აღარ ჰქონდა მაროკოში დაბრუნების სურვილი.

2006
წლის იანვარში მე პირველად ვიყავი ინდოეთში. მე ჩავედი მუმბაიში ( ბომბეი) ქვეყნის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთ სიმბოლოში და აღფრთოვანებული ვიყავი ნანახით. აეროპორტიდან მეგალოპოლის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე მე მალე დავეცი მიწაზე: ინდოეთს ჰყავს აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვე-პროლეტარიატიც. გზების გასწვრივ უწყვეტ მოძრაობაში და გამაყრუებელ ხმაურში ცხოვრობს ათასობით ღატაკი და უსახლკარო. მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქიდან მომავალმა დიდმა ენერგიამ: მუმბაი თითქოს ასხივებდა იმედს.

დღეს ნიუ იორკში მცხოვრებმა ინდოელმა ჟურნალისტმა და მწერალმა სუკეტუ მეჰტამ კარგად ამიხსნა ის რაც განვიცადე ინდოეთში ყოფრნისას. 

მუმბაი არის, მითხრა მან, ქალაქი « სადაც მნიშვნელობა არა აქვს კასტას, სადაც ქალს მარტოც შეუძლია სადილობა რესტორანში ისე რომ მას არავინ აეკიდება და სადაც შეუძლიათ ოჯახის შექმნა საუსრველ ადამიანთან ერთად. 
ინდოელ სოფლელებს მუმბაი იზიდავს არა მარტო ფულით. ის იზიდავს თავისუფლებითაც» ( Sukertu Mehta, « Mumbai,my Mumbai»,Internationzl Herald Tribune,2007 წლის 17 ივლისი).

მე მომხიბლა ოპტიმიზმის ამ არაჩვეულებრივმა განცდამ ღარიბ-
-
ღატაკები ჩადიან მუმბაიში ვინაიდან ისინი დარწმუნებული არიან იმაში რომ მაშინაც თუ კი ისინი ვერ მოახერხებენ თავისთვის უკეთესი ცხოვრების აგებას მათ შვილებს და შვილიშვილებს ექნებათ ამის შესაძლებლობა.

ძალიან ძლიერია კონტრასტი ღარიბ მუმბაისა და მაროკოს მდიდარ ახალგაზრდებს შორის. ღარიბი მუმბაელები მონდიალიზაციაში ხედავენ შანსს,მაშინ როდესაც მდიდარი მაროკოელები მასში ხედავენ წინასწარ წაგებულ «მატჩს».

ეხლა მესამე ვინიეტი, ლონდონი. 2006 წლის ივლისში, 2005 წელს ბრიტანეთის დედაქალაქის შემძვრელი ტერორისტული აქტებიდან ერთი წლის შემდეგ მე ვსეირნობდი ევროპის და, შეიძლება მეტიც, მსოფლიოს ყველაზე კოსმოპოლიტურ ქალაქში, ლონდონში. ყველას ისევ ახსოვდა მოვლენები.

მე ვაგვიანებდი შეხვედრაზე და ჩავჯექი მეტროში. ვითარება დაძაბული იყო.როდის მოაწყობენ შემდეგ ტერორისტულ აქტს? ვაგონის ზოგი მგზავრი ეჭვით იცქირებოდა. შემოვიდა ახალგაზრდა ქალი: პირბადე ფარავდა თითქმის მთელ მის სახეს. მას ხელჩანთა ეჭირა და თითქოს ლოცულობდა. ის დაჯდა ჩემს წინ. მე უცბად ვიფიქრე რო დადგა ჩემი აღსასრულის დრო. ამიტანა შიშმა. ძლივს ვსუნთქავდი. შემდეგ გაჩერებაზე მე გავვარდი ვაგონიდან. სხვებმაც, ჩემსავით თავზარდაცემულებმა, მომბაძეს. ახალგაზრდა ქალი თითქმის მარტო დარჩა ვაგონში. მის მარტოობაში როგორც სარკეში ირეკლებოდა ჩვენი შიში და ცრურწმენები. ახალგაზრდა ქალის პირბადე იცავდა მის ღირსებას მაგრამ ამავე დროს იზოლაციაში აქცევდა მას.ჩვენს თვალწინ ქმნიდა ტერორის ჰალოს, თითქოს ბურუსი ფარავდა დანაღმულ ველს.

მე ვიყავი მსოფლიოს ფინანსურ დედაქალაქში,მდიდარ და ცოცხალ მაგრამ,იმ დღეს მაინც, შიშის მიერ დამონებულ ქალაქში.

დამცირება იფრანში, იმედი მუმბაიში, შიში ლონდონში. აქვთ თუ არა მნიშვნელობა ამ გრძნობებს მათ გარეთ? წარმოადგენენ თუ არა ისინი ზოგი რეგიონის ფარულ კულტურულ ტენდენციებს? და თუ კი ასეა მოქმედებენ თუ არა ისინი
ჩვენი სამყაროს მომშხამავ პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ კონფლიქტებზე? ამ ბოლო წლებში მე ამეკვიატა ეს კითხვები. 

იყო დრო როდესაც საგარეო საქმეებით დაინტერესებულებს შორის კარგ ტონად ითვლებოდა ემოციათა როლის უგულვებელყოფა და აბუჩად აგდება. მსოფლიო პოლიტი-
კა იყო პროფესიონალთა კასტისთვის, უმთავრესად ევროპელი არისტოკრატებისთვის განკუთვნილი სფერო. ეს კასტა კი მსოფლიო პოლიტიკას უყურებდა როგორც ჭადრაკის თამაშს. სახელმწიფოები და მთავრობები უნდა მოქცეულიყვნენ რაციონალუ-
რად. მოარული აზრით ემოციებს ისედაც ბუნებრივად არეულ მსოფლიოში ზედმეტი ირაციონალიზმი უნდა შეეტანათ. ამიტომ ემოციებს თრგუნავდნენ. 1648 წლის ვესტფალიის შეთანხმებების მიზანი იყო ემოციების შეკავება და ორგანიზება.
ემოციებმა უფრო ძლიერად იფეთქა 1789 წლის ფრანგული რევოლუციის ფროს,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დათრგუნეს 1815 წლის ვენის კონგრესის დროს როდესაც ბოლო მოეღო ნაპოლეონის ავანტურას. ასე გრძელდებოდა 1848 წლის რევოლუციებამდე.

1917-1989
წლებში ეროვნული ვნებები შეცვალეს იდეოლოგიებმა. და XX საუკუნეს ჩვენ შეიძლება თამამად ვუწოდოთ იდეოლოგიათა საუკუნე. სწორედ ამ პერიოდის დასრულებამ ათქმევინა ფუკუიამას,შეცდომით,რა თქმა უნდა,ვინაიდანე ეს არასოდეს არ იქნება ასე, რომ თვითონ ისტორიაც დამთავრდა
( Francis Fucuyama,The End of History and the Last Man,New York,Free Press,1992).
გასაგები შეცდომა, განა ისტორია მრავალი თაობის მანძილზე იდეოლოგიური კონფლიქტების ნაყოფი არ იყო? ცენტრალური კონფლიქტის ერთ-ერთი მოწინააღმდეგის დამხობა სრულებით ბუნებრივად აფიქრებინებდა ადამიანს რომ ბოლო შეიძლებოდა მოღებოდა გაუთავებელ ბრძოლასაც.

არ მომხდარა ასე. დღეს იდეოლოგიების, როგორც ისტორიის ძრავის ადგილი დღეს დაიკავეს მეობითმა ძიებებმა ; სამყაროში სადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასრულებე, რეზონატორების და გამადიდებელი შუშების როლს ემოციებს ანგარიში უნდა გაეწიოს ისე როგორც არასდროს.

არადა ემოციებს ფართო გაგებით, რელიგიურ, ეროვნულ, იდეოლოგიურ თუ წმინდა პერსონალური ემოციებსაც კი მუდამ ჰქონდათ მნიშვნელობა. XIX-
-XX
საუკუნეებში ისინი წინა პლანზე იყვნენ. ამბობენ რომ კანტმაც კი კიონიგსბერგში შეწყვიტა მუშაობა როდესაც ვალმის ბრძოლის დღეს,1792 წლის შემოდგომაზე რევოლუციის ძალებმა დაამარცხეს ძველი რეჟიმის კოალიციური ჯარები. XX საუკუნის ტოტალიტარული მოძრაობები იყო ემოციურად,ჟინიანად იდეოლოგიური მოძრაობები. ემოციათა გადამწყვეტი გავლენის დაუნახავად უბრალოდ შეუძლებელია ისტორიის მდინარების გაგება. 

ემოციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის რომ ისინი თითქოს გვაკონტროლებენ მაშინ როდესაც ჩვენ გვიჭირს მათი გაკონტროლება.

მე ამ წიგნში უმთავრეს ყურადრებას ვაქცევ სამ პირველად ემოციას: იმედს, დამცირებას და შიშს. რატომ ამ სამს? და რატომ არა მრისხანებას, უიმედობას, სიძულვილს, ბოღმა-გამწარებას,გააფთრებას,სიყვარულს, ღირსებას,სოლიდარობას და ვინ იცის კიდევ რომელს? 

ჩემი არჩევანი განაპირობა იმან რომ სამივე მჭიდროდაა დაკავშირებული ნდობის ცნებასთან.

იმედი არის ნდობის გამოხატულება; ის ეფუძნება რწმენას რომ დღევანდელობა გუშინდელ დღეზე უკეთესია და რომ ხვალინდელი დრე დღევანდელზე უკეთესი იქნება. 

დამცირება არის ნაღალატევი ნდობა იმათი ვინც დაკარგეს მომავლის იმედი; თუ კი თქვენ დაკარგეთ იმედი ეს სხვათა, წარსულში თქვენს მტანჯველ-
თა ბრალია, ესაა ბრალი იმათი ვინც თქვენ ცუდად გეპყრობოდათ გუშინ. როდესაც კონტრასტი აწმყოსა და დიდებულ,იდეალიზებულ წარსულს შორის ძალიან ძლიერი ხდება მაშინ ჭარბობს დამცირების განცდა.

რაც შეეხება შიშს, ესაა ნდობის არარსებობა, უნდობლობა; შიშით ცხოვრება არაა მხოლოდ წუხილი აწმყოს გამო, ესაა მომავლისაგან კიდევ უფრო დიდ უბედურებათა მოლოდინი.

თუ კი გვინდა ამ სამი ემოციის სამ ფორმულაზე დაყვანა შეიძლება ვთქვათ რომ იმედია ის რომელიც ამბობს :

«
მე მინდა ამის გაკეთება,მე შემიძლია ამის გაკეთება და გავაკეთებ კიდეც ამას»;

დამცირება ჩურჩულებს : « მე ვერასოდეს მოვახერხებ ამას» და მას შეუძლია იყვიროს: « მე მოგსპობდი კიდეც შენ იმიტომ რომ არ შემიძლია შენტან შეერთება»;

და შიში იძახის : « ღმერთო ჩემო,რა საშიშია დღევანდელობა! როგორ უნდა დავიცვა თავი მისგან

ეს სამი ემოცია გამოხატავს ადამიანის საკუთარი თავის რწმენის ხარისხს, თუ რამდენად სწამს ადამიანს საკუთარი თავისა.

ნდობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს როგორც ერებისთვის და ცივილიზაციებისთვის ისე ინდივიდებისთვის ვინაიდან ის იძლევა მომავლის წარმოდგენის, შესაძლებლისათვის ფორმის მიცემის და,მეტიც, ნიჭის გადაჭარბების საშუალებას.

ნდობა არაა ჰუბრის ( უზომობა, ქედმაღლობა), ესაა მსოფლიოს ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი. მისი მნიშვნელობის დადგენა შეიძლება ობიექტურადაც და სუბიექტურადაც.

დღეს, როდესაც სპორტი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით გადაიქცა სეკულარული რელიგიის ექვივალენტად თამაშის მოგებას ძალუძს მოსახლეობის თუნდაც მოკლე ხნით გამხნევება და გახალისება. გაიხსენეთ თუ რა გავლენა მოახდინეს საფრანგეთის და ესპანეთის ფეხბურთის გუნდების გამარჯვებებმა 1998 წლის მონდიალზე პირველისთვის და 2008 წლის ევროზე მეორესთვის. მაყურებლები და ფეხბურთელები თავს ცაში, ღრუბლებში ატაცებულებად გრძნობდნენ. 

ნდობა შეიძლება გამოიხატოს არქიტექტურაშიც, მხატვრობაშიც, მუსიკაშიცგავიხსენოთ XVII საუკუნის ჰილანდიური მხატვრობა რომელშიც ერთმანეთს ერწყმის შესრულებული ამოცანით სიამაყე და ოჯახური ღირებულებები, გავიხსენოთ ამავე XVII საუკუნის ბოლოს ინგლისის რევოლუციის შემდეგ პერსელის ინგლისის მადიდებელი მუსიკა. ნდობა ამჯერად შეიძლება ობიექტურად კარტოგრაფირებული იყოს იმით რასაც სამართლიანად უწოდებენ ნდობის მაჩვენებლებს რომლებიც მეცნიერულად ზომავენ მოსახლეობის მიერ მისი მომავლის რწმენას და რომლებიც უფრო კონკრეტულად გამოიხატება ან მოსახლეობის ხარჯებით,შინაგანი ინვესტიციებით თუ სხვა მაჩვენებლებით. შობადობის დონის ინტერპრეტაცია უფრო რთულია. პროგრესი ავითარებს ინდივიდუალიზმს რომელიც იწვევს შვილთა რაოდენობის კლებას.რაც შეიძლება ჩაითვალოს პოზიტიურად,მაგრამ იგივე შედეგი შეიძლება ჰქონდეს მოსახლეობის უიმედობას,რაც ამ შემთხვევაში არ იქნება მეტისმეტად დასანანი. გეოპოლიტიკაში იმედი შეიძლება გამოიხატოს სახელმწიფოთა შეთანხმებებით. 1980-ან წლების დასაწყისის ჩინეთის და ინდოეთის შეთანხმებები რომელთა მიზანიც იყო ნდობის აგება ასახავენ ორი აზიური გიგანტის მზარდ სიმშვიდეს.

იმედის, დამცირების და შიშის ემოციები ხშირად უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან ვიდრე ამაზე ლაპარაკობენ ჩემს მიერ მოყოლილი ისტორიები. შიში არასოდეს არაა შორს იმედისაგან და შიშის და ზოგჯერ იმედის უკანაც დიდი ჩიჩქნის გარეშეც შეიძლება დამცირების დანახვა. 

No comments:

Post a Comment