4.13.2011

ემოციათა გეოპოლითიკა-12: იმედის წინაშე მდგარი პრობლემები. იმედის კულტურისადმი მიძღვნილი თავის დასასრული

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 28 04, ოთხშაბათი, 1:48-ზე
XX საუკუნის მეორე ნახევარში აზია გადაიქცა იმედის კონტინენტად. 

ეს « მოკრძალებული» იმედი ეფუძნება არა ოცნებას მსოფლიო მშვიდობის და თავისუფლების სესახებ არამედ მატერიალური კეთილდღეობის რეგულარულ ზრდას,რითიც ის ხიბლავს მილიონობით დამშეულს. სადამდე და რამდენ ხანს გაიყოლიებს ის კიდევ ამ მილიონებს? 
იმედის გამოწვევები: 
მიუხედავად მათ პოლიტიკურ სისტემებს შორის არსებული განსხვავებებისა ჩინეთი და ინდოეთი დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე. ორივე ქვეყანამ უკიდურეს სიღატაკეს უნდა გამოგლიჯოს მილიონობით ადამიანი, მათ უნდა დაიცვან ქვეყანა პოტენციური ეკოლოგიური ტრაღედიებისაგან თუ სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელებისაგან. დაბოლოს მათ უნდა ამოავსონ საზოგადოებასა და პოლიტიკას შორის არსებული უფსკრული. ეს ბოლო ამოცანა, რომელიც ძნელია უკვე «ძველი» დასავლური დემოკრატიებისთვის ჰერკულესის გასამკლავებელი ამოცანა თუა ინდოეთის მსგავსი უწესრიგო დემოკრატიისთვის თუ ჩინეთის მსგავსი დამადამბლავებელი ავტოკრატიისთვის. 

თუ კი არსებობს მილიონობით ჩინელისა და ინდოელის დამაპურებელი იმედის კულტურა ის არსებობს არა მათი პოლიტიკური ხელმძღვანელების წყალობით არამედ ამ ხელმძღვანელთა მოქმედებების მიუხედავად. 
მსოფლიო სცენაზე სრულწლოვანების მიმღწევმა ორმა გიგანტმა უნდა განსაზღვროს ურთიერთობები ერთმანეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. ყოველი მათგანისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ურთიერთობის დამყარება ჯერ კიდევ გაბატონებული პოზიციის მქონე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 

ინდოეთმა დაიწყო ჩამოშორება მას უნდა თავისი ძველი მენტორის პირისპირ თავისი დამოუკიდებლობის გაცხადება. ეს გამოიხატება ინდოეთის ირანთან დამაკავშირებელი ნავთობსადენის და გაზსადენის მშენებლობის პროექტში,იმაში რომ ინდოეთი უარყოფს ამერიკის მოთხოვნებს საერო, სამოქალაქო,მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის შესახებ. 

1947
წელს გაჩენისთვის ინდოეთი თავს თვლიდა «მორალურ ესახელმწიფოდ», ისევე როგორც დღეს თავის თავს თვლის ევროპული კავშირი: «სულიერ ზესახელმწიფოდ» რომელსაც დიდ ლეგიტიმურობას ანიჭებდა მახატმა განდის ხელმძღვანებლობით დამოუკიდებლობის მშვიდობიანი მოპოვება. 

მაგრამ XXI საუკუნეში ინდოეთი ვეღარ დაეყრდნობა ნოსტალგიას მისი ძველ მორალურ სტატუსზე. მან უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ სახელმწიფოდ ყოფნა სურს. 

ინდოეთს გაუჭირდება თავისი საერთაშორისო მეობის გამოჭედვა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დამყარება გოლიზმის მცდარი ნაბიჯების ( დამოუკიდებლობა ნებისმიერ ფასად) გაუმეორებლად თუ ძალთა მკაცრი წონასწორობის სტრატეგიაში ჩაფლობის გარეშე . ამ უკანასკნელ შემთხვევაში ინდოეთის მთავარი ფუნქცია შეიძლება აღმოჩნდეს მესამე ძალის სასარგებლოდ ჩინეთის გავლენასთან დაპირისპირება. 
ჩინინდოეთის ემბლემა
ჩინეთის დილემა თითქმის საწინააღმდეგო პოლუსზეა. «ფაინენშლ ტაიმსმა» მოიყვანა ერთი მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატის მიერ ნათქვამი სიტყვები: 

«
აზრი რომლის თანახმადაც ჩინეთის ხელმძღვანელებს დილაობით აღვიძებს მსოფლიოზე ბატონობის ოცნება და გეგმები უბრალოდ არაა სწორი. დღეს ისინი იწყებენ იმაზე ფიქრით თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ მათ წინაშე არსებული ასობით პრობლემა» ( 2008 წლის 13 სექტემბერი). 

დღეს ეს სწორია, მაგრამ რამდენ ხანს შესძლებენ ჩინელები სიმშვიდის შენარჩუნებას? 

გადაჭარბებულმა ნდობამ და გლობალურმა უზომობამ ( რაც ძალიან საეჭვოა) ან ნდობის დაკარგვამ და შინაგანი პრობლემებისაგან ყურადღების გადატანის საჭიროებამ (რაც შეიძლება უფრო ახლოს იყოს სიმართლესთან) ჩინეთს შეიძლება უბიძგოს მაგალითად ტაივანის წინააღმდეგ მიმართული უპასუხისმგებლო ნაციონალიზმისკენ. 

ჩინეთის და ინდოეთის მიერ შესრულებული საერთაშორისო როლის ევოლუცია დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად ძალუძთ მათ რეფორმის გატარება 

განა შეიძლება დარჩეს ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის ძრავად და იქცეს მსოფლიოს უდიდეს კომერციულ სახელმწიფოდ მისი პოლიტიკური ორგანიზაციის შინაგანი ევოლუციის დაუჩქარებლად? დარჩება კი ჩინეთი ფანტასტიკურ ბაზრად მრავალეროვნული ფირმებისთვის თუ კი მის მთავრობას დაეცემა დამბლა? 

შეუძლია კი ინდოეთს ინტენსიური შრომის მომთხოვნი მასობრივი წარმოების სექტორის განვითარება დღეს თითქმის ტოტალურ სიდუხჭირეში მცხოვრები მილიონობით გლეხისთვის თუნდაც მინიმალური განათლების მიუცემლად? ამ დილემის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია სიძნელეები რომლებსაც წააწყდა საზოგადოება « ტატა» რომელსაც უნდა მისი უიაფესი ავტომობილი ნანოს გაკეთება მიწებზე რომელთა პატრონ გლეხებსაც უნდათ მათი სოფლური კულტურის დაცვა-შენარჩუნება. 

ამას გარდა კიდევ რამდენ ხანს დარჩება ინდოეთი დასავლური საწარმოებისთვის საქონლისა და მომსახურების მიმზიდველ მიმწოდებლად მისი როგორც კერძო ისე სახელმწიფოებრივი კორუფციის დონის შემცირების გარეშე? 

ეს გამოწვევები, რა დამაფიქრებელიც არ უნდა იყვნენ ისინი, არ აყენებენ ეჭვს ქვეშ აზიის როგორც იმედის კონტინენტის დახასიათებას. 

ჩვენ მეტის თქმაც შეგვიძლია : იმედს რომ ჰქონდეს სახლი ამ სამყაროში მისი საძირკველ-საფუძველი იქნებოდა ჩინინდოეთში, რომელის ხელმძღვანელებიც არ ისახავენ მიზნად არც «ბოროტების ძალების» მოსპობას ( როგორც ამას აკეთებდა ვინმე ჯორჯ ბუში) და არც უნივერსალური,საყოველთაო ეთიკური,სოციალური და კულტურული ნორმების დადგენას ( როგორც ამას ზოგჯერ კიდევ აკეთებს ევროპა). 
მიუხედავად ამისა ჩინეთმაც და ინდოეთმაც უნდა დაინახონ რომ ძალასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობაც. მათ უნდა დაინახონ რომ გლობალურ სამყაროში აუცილებელია საერთაშორისო წესების და ნორმების პატივისმცემელი უნივერსალიზმის გარკვეული ფორმის მიღება. 

საკმაოდ არასრულყოფილი ნორმების მქონე ჩინეთისათვის ესაა აუცილებელი პირობა თუ კი მას მას უნდა დასავლეთისთვის ხარისხიანი საქონლის, ტექნოლოგიე- 
ბისა და წამლების მიყიდვა. 

XX
საუკუნის მეორე ნახევრიდან აზია გადაიქცა იმედის კონტინენტად, 
თუნდაც ლაპარაკი იყოს შემცირებულ,შეკვეცილ იმედზე, რომელიც დაფუძნებულია 
არა ოცნებებზე მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების შესახებ არამედ მატერიალური კეთილდღეობის რეგულარულ ზრდაზე. 

ეს «მოკრძალებული» ხედვა ხიბლავს მილიონობით დამშეულს. მაგრამ სადამდე და კიდევ რამდენ ხანს გაიყოლიებს ის ამ მილიონებს? 

No comments:

Post a Comment