4.12.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა, შიშის ამერიკული კულტურა, რა გავაკეთეთ ამ მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავით?

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 14 05, პარასკევი, 3:33-ზე
რა გავაკეთეთ ამ მდგომარეობაში რომ აღმოვჩენილიყავით? 
თუ კი გვინდა ამერიკაში შიშის კულტურის გაანალიზება ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ 11 სექტემბრიდან. 

შიში მუდამ იყო ამერიკის ისტორიაში. სალემის კუდიანთა ისტორია XVII საუკუნის ბოლოს წარმოადგენს ამის ერთ-ერთ ყველაზე ცხად და ყველაზე ნაადრევ გამოვლინებას (1692 წლის შემოდგომაზე ჯადოქრობის ბრალდებით გაასამართლეს მასაჩუსეტსის შტატის დასახლება სალემის მკვდირნი. ჩამოახრჩვეს 20 ადამიანი 
( 14
ქალი და 6 მამაკაცი)+ 200 კაცი დააპატიმრეს. 5 მათგანი ციხეში გარ-დაიცვალა). 

ამერიკის ტერიტორია დაპყრობილი იქნა ადგილობრივი ინდიელების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის, მაგრამ ყველაზე მეტად თვითონ პიონერთა შორის გამეფებული ძალადობის ატმოსფეროში. 

ცეცხლმსროლელი იარაღის თავისუფალი ცირკულაცია, რომელიც დღემდე რჩება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად, არაა მხოლოდ ინდივიდუალიზმის და თავდაცვის თავისუფლების სიმბოლო: ისაა აგრეთვე ველური,ძალადობით სავსე და საშიში წარსულის მემკვიდრეობა. წარსულისა როდესაც «ადამიანი მგელი იყო ადამიანისთვის», შიშით გაჟღენთილი წარსულისა. 

XX საუკუნის დასაწყისში კომუნიზმის,რადიკალურ მოძრაობათა და ანარქიზმის გავრცელება-გაძლიერებამ მათი თანმხლები ყუმბარების აფეთქებით,გაფიცვებით,ძალადობებით და მუშათა მღელვარებებით გააჩინა იმიგრანტების შიში. ამერიკელთა უმრავლესობას იმიგრანტები მიაჩნდა საფრთხედ ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობისთვის. 

ამ ქსენოფობურმა ისტერიამ ორჯერ მიაღწია თავის პაროქსიზმს,1919- 
-1920
წლებში კომუნიზმში ეჭვმიტანილი იმიგრანტების დეპორტაციით «წითელთა შიშის»( ღედ შცარე) დროს და 1950-ან წლებში, ერთი თაობის შემდეგ, 
მაკარტიზმის ბნელი ექსცესების ხანაში. 

რონალდ რეიგანის გამარჯვება 1980 წელს ნაწილობრივ მაინც იყო კონტრრევოლუციური რეაქციის ნაყოფი. ეს რეაქცია მიმართული იყო ურცხვი აღვირახსნილობის, სექსუალურ დებოშთა,ნარკოტიკთა აპოლოგიის და პოლიტიკური მღელვარების პერიოდად მიჩნეული 1960-ანი წლების კულტურული «ექსცესების» წინააღმდეგ ( ყველას ახსოვს ალბათ იმ წლებში ჩარლზ მენსონის სექტა «ოჯახის» გაჩენა,ამ სექტის მიერ 1969 წლის 8 აგვისტოს მოწყობილი სასაკლაო როდესაც დაკლეს ფეხმძიმობის მე-9 თვეზე მყოფი მსახიობი შარონ ტეიტიც და ამ საშინელების თანმხლები ატმოსფერო,მთარგმნელი). 

1980-
ანი წლების ამერიკა ვეღარ აკონტროლებდა მსოფლიოს და მის ხვედრს ისევე როგორც ამერიკელი მშობლები ვეღარ აკონტროლებდნენ მათ წამოზრდილ შვილებს და რაღაც იყო გასაკეთებელი. 

ეს დიაგნოზი ავლენდა კონფლიქტს ბები ბუმერების (ბაბყ ბოომერს) თაობაში. და ის დღესაც ახდენს გავლენას ამერიკულ კულტურულ და პოლიტიკურ დებატზე.მაშინ « ვუდსტოკისად» წოდებული თაობა უპირისპირდებოდა ვიეტნამის ომს და ამ ომის დამშვებ « კანონისა და წესრიგის» მომხრეებს რომელთაც მხარი დაუჭირეს ყოფილმა მებრძოლებმა. 

ეს განხეთქილება და მის მიერ წარმოქმნილი შიში ხსნის კულტურული და მორალური საკითხების ( აბორტი,ჰომოსექსუალთა უფლებები) წინ წამოწევას და მათ მიერ ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაფარვას ბოლო საპრეზიდენტო კამპანიებში. 

11
სექტემბერს არ გაუჩენია ამერიკული შიში; მან თავისი გაუგონარი გაქანებით დაამკვიდრა ეს შიში. ათასობით მსხვერპლი რამოდენიმე საათში, სამიზნეთა სიმბოლური ბუნება- ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალის გული ვაშინგტონში და ნიუ იორკის, მეტროპოლიათაგან ყველაზე კოსმოპოლიტურის მსოფლიო ვაჭრობის ცენტრის ტყუპი კოშკები; სწორედ იმ დროს როდესაც თითქოს თავის კულმინაციას მიაღწია ამერიკის დაწინაურებამ,ათი წელი იყო გასული საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მან აღმოაჩინა თავისი სისუსტე და დაუცველობა. 

1812
წლის ომის დროს ბრიტანული ჯარების მიერ თეთრი სახლის დაწვის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცენტრებს არ განუცდიათ მსგავსი დარტყმა. 

11
სექტემბერს არ შეუქმნია შიშის კულტურა,მან მას მისცა ახალი სიღრმე. 

ცივი ომის დასაწყისიდან ამერიკელებმა იცოდნენ რომ მათი გეოგრა- 
ფიული პოზიცია მათ აღარ იცავდა მაგრამ 11-მა სექტემბერმა ეს აბსტრაქტული მონაცემი მოულოდნელად და უხეშად გადააქცია კონკრეტულ და ტრაღიკულ რეალო- 
ბად. 
მან ასევე ამერიკული ტრადიციის შესაბამისად ძალიან სწრაფად გამოიწვია დაპირისპირებები პასუხის ბუნების თაობაზე.მეც და ნიუ იორკის ტრაღედიის ჩემნაირად ღრმად გამცდელ მრავალ ადამიანს გაგვიჩნდა კითხვა ხომ არ უგულვებელყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფრთხე სანამდე მოხდებოდა ეს ტრაღედია და ხომ არ გააზვიადა მან ამ საფრთხის მნიშვნელობა ტრაღედიის შემდეგ მაშინ როდესაც დაიწყო ერაყში გაუმართლე- 
ბელი ომი და ომობდა ასევე გაუმართლებელი საშუალებებით. ამან დაამკვიდრა როგორც ამერიკის სახისთვის ისე მისი ინტერესებისთვის მავნე ეჭვის ატმოსფერო. 

უსაფრთხოების და თავისუფლების დილემა უძველესია, მაგრამ «მსოფლიო ომში ტერორიზმის წინააღმდეგ» ბუშის ადმინისტრაციამ ვერ მონახა სამართლიანი, ზუსტი შუაგული. ამერიკის «ავადმყოფობის» სიმბოლოდ იქცა გუანტანამო და წინასწარი პატიმრობის საკითხი. თუ კი ამავე დროს გაიხსენებთ დაკითხვის გამაოგნებელ ტექნიკებს და დამცირების გააზრებულ პრაქტიკას, რომელსაც მიმართავდნენ აბუ გირაბში გასაკვირი არ იქნება ამდენად ცუდ დღეში ჩაგდებული ერაყის მსხვერპლად მიჩნევა
 (ქვეთავის დასასრული იქნება). 

No comments:

Post a Comment