4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-6 ბ :

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 21 04, ოთხშაბათი, 15:03-ზე
აღმოსავლეთი ახერხებს საკუთარი მეობის შენარჩუნებას და ამავე დროს იმად გადაქცევას რაც ჩვენ ვართ. 
იაპონიის ლეგენდარული 
დამფუძნებელი
იმპერატორი ჯიმუ
ასე რომ ჩემი ყურადღების ემოციებზე კონცენტრაციით მე ხაზს ვუსვამ ახალ რეალობას რომლის მოკლედ გადმოცემაც შეიძლება ძალიან მარტივი ცნებებით: 

მონდიალიზაციის ხანაში შეუდარებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას სხვასთან.

XVII
და XVIII საუკუნეების კლასიკურ ევროპაში « სხვა აბსოლუტები» იშვიათი იყო; მათ ჰქონდათ უცნაურობათა, მაგ, კოლექციებად შეგროვილი და გამოფენილი ეგზოტიკური ცხოველების თუ ობიექტების სტატუსი. რომელთაც ერთვოდა მრავალი კომენტარი. თრანსპორტის რევოლუციასთან ერთად მათი რაოდენობა გაიზარდა და ისინი ჩაერთვნენ ჩვენ ეკონომიკურ და სამხედრო ავანტურებში, იქცნენ ამ ავანტურების მნიშვნელოვან ელემენტებად; კოლონიურმა იმპერიებმა დაიწყეს დიდი როლის თამაში ევროპულ დაპირისპირებებში. 

ჩვენ დიდად გავისარჯეთ სხვების «ცივილიზებისთვის» და დადგა უშუალოდ ჩვენს სასარგებლოდ მათი გამოყენების დრო. გავიხსენოთ პირველი მსოფლიო ომის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საფრანგეთის ბრძოლის ველებზე დაცემულ ჩრდილოაფრიკელთა და აფრიკელ ზანგთა საფლავები. 

მაგრამ XIX საუკუნეში თუ XX საუკუნის პირველ ნახევარშიც კი, როდესაც ეს სხვები აღარ იყვნენ იშვიათობა ან უცნაურობა, მათ დაკარგეს მათი « აბსოლუტური» ხასიათი და ისინი ვეღარ გვაეჭვებდნენ ჩვენს საკუთარ მეობებში, ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ მოდელებში. ცივი ომის დროს დასავლელებისთვის სხვა აბსოლუტები მოდიოდა კომუნისტური სამყაროდან: ინტელექტუალურ და კულტურულ ცნებებში აღმოსავლეთი იყო « დასავლეთის «ქვედა,უკანა პირი». დღეს, გლობალურ ხანაში, სხვები მოდიან არა მხოლოდ სხვა, არადასავლური კულტურიდან, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვა საუკუნიდანაც და ჩვენი შუა საუკუნეების მსგავს თავის ტრაიბალურ მსოფლმხედველობას ისინი უმატებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. 

ამას გარდა სხვები არ შემოიფარგლებიან ომებისაგან და რელიგიური შეუწყნარებლობისაგან შექმნილი ჩვენი წარსულის შეხსენებით. მათ შეუძლიათ მომავლის განსახიერებაც. 

ჯერ კიდევ გუშინ არადასავლელებს წარმატების მიღწევა შეეძლოთ მხოლოდ დასავლური მოდელის გამოყენებით და მათი ტრადიციების დაცვით ისინი მხოლოდ მარცხდებოდნენ. 

აზიური გამოწვევის გაძლიერებასთან და ფუნდამენტალისტურ მუქარასთან ერთად დასავლეთმა დღეს უნდა დასვას ნამდვილი კითხვები მისი მეობის შესახებ. მონდიალიზაციის დროს სხვასთან ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა რომ ის მოითხოვს ჩვენი არსის ხელახლა განსაზღვრას. 

ვინ ვართ ჩვენ? როგორია ჩვენი თავისებურება? რაშია ჩვენი განსხვავება? 

ჩვენი და სხვის კატეგორიების დახმარებით მსოფლიოს აღქმას შეჩვეულ დასავლელს ბევრად უფრო უჭირს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ვიდრე ჩინელს და ინდოელს რომლებიც მიჩვეულები არიან მუდმივ ცხოვრებას პარალელურ სამყაროებში,მათსა და დასავლეთის 
გამომავლინებელ და მასზე გაბატონებულ სამყაროებში. 

ჩინელთა და ინდოელთა მეობის ჰიბრიდული ბუნება ჩანს უფრო მომგებიანად ვიდრე დასავლური სამყაროს შედარებითი ჰომოგენურობა, ერთგვაროვნება. 

აღმოსავლეთი ახერხებს საკუთარი მეობის შენარჩუნებას და ამავე დროს იმად გადაქცევას რაც ჩვენ ვართ.. 

ჩვენ კი მიჩვეული ვართ საკუთარი თავის მსოფლიოს, სამყაროს ცენტრში განცდას და ამიტომ ვკარგავთ წონასწორობას. 

ჩემი აზიელი მეგობრების უმრავლესობამ განათლება მიიღო დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ისინი კარგად იცნობენ ჩვენს კულტურას და კარგად გვიცნობენ ჩვენ. მათ იციან თუ რა გვასულდგმულებს და რა გვარბენინებს, მაშინ როდესაც მათი პიროვნების «აზიური ნაწილი» იდუმალი და უცნობი რჩება ჩვენთვის 

აზიის მცოდნენი დასავლეთში ჯერ ისევ ძალიან ცოტანი არიან და ძალიან ხშირად შემოიფარგლებიან მათი ვიწრო სფეროთი, ხელოვნება, ისტორიაპოლიტიკა თუ ენა იქნება ეს სფერო. 

ერთი დიდი ამერიკული უნივესიტეტის პროფესორმა, იაპონიის უაღრესად პატივცემულმა სპეციალისტმა მითხრა რომ რაც უფრო უკეთესად იცნობდა ის იაპონურ კულტურას მით უფრო ნაკლებად ესმოდა ის რეალურად.

No comments:

Post a Comment