4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა -8 ბ : აზიური იმედი (დასასრული),ზოგი რამ ჩინინდოეთზე და სხვ.

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 22 04, ხუთშაბათი, 15:41-ზე
აზიური იმედი (დასასრული) :
როგორც წესი ინდოელ პოლიტიკოს ჯაირამ რამეშს მიაწერენ ცნება ჩინინდოეთის (ჩჰინინდია) შექმნას,საოცარი, მაგრამ ორი აზიური დემოგრაფიული გიგანტის აღსანიშნავად სასარგებლო ნეოლოგიზმი ( Jairam Ramesh,Making sense o Chinindia,New Delhi, India Research Press,2005).
სინგაპური ღამით
კონცეფცია ორაზროვანია პირველ რიგში იმიტომ რომ ჩინეთს და ინდოეთს არა აქვთ ერთი და იგივე ეკონომიკური წონა. ჩინეთი ორჯერ უფრო ძლიერია ინდოეთზე. მიუხედავად ამისა თუ კი ყურადღებას მივაქცევთ იმას რომ ყოველ მათგანში ცხოვრობს მოსახლეობის «ცოცხალი ძალა» რომელიც შედგება 350-მდე მილიონი ადამიანისაგან დავინახავთ რომ იქმნება 700 მილიონზე მეტი ადამიანისაგან შემდგარი ერთეული. ეს ადამიანები ნამდვილად ცვლიან მსოფლიოს ეკონომიკურ თუ სტრატეგიულ წესრიგს. ჩინინდოეთი სწორედ ეს ადამიანები არიან. მთელი კითხვა იმაშია ქმნიან თუ არა ისინი საკმაოდ ძლიერ ძრავას მასობრივი უთანასწორობის დასაძლევად და ასობით მილიონი მამაკაცისა და ქალის სიღატაკიდან ამოსაყვანად.
ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკები შესაბამისად 29 და 18 წლის მანძილზე განიცდიან წელიწადში თითქმის 10%-ან ზრდას. 

ჩინინდოეთი აგრეთვე არის ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული მაგრამ სამყაროსკენ გახსნისათვის და სხვათა გამოცდისათვის საკმარისად ძლიერი და თავის თავში დარწმუნებული ცივილიზაციის გაცხადება.

მართალია რომ ეს ნდობა ჯერ კიდევ ძალიან სელექტიურია, შერჩევითია. 
ის მაგალითად არ ვრცელდება პოლიტიკურ არეზე ჩინეთში სადაც ერთის მხრივ კომუნიზმისადმი ერთგულებასა და მეორეს მხრივ კაპიტალიზმისადმი ერთგულებას შორის დაგლეჯილ ხელმძღვანელებს აშკარად არ ესმით თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა. 

მეტი ნდობა არ ჩანს არც « იმპერიული პოლიციის» კონტროლსა და ხელმძღვანელობაში. ამ პოლიციის მოქმედებამ ტიბეტში 2008 წლის გაზაფხულის მღელვარებათა დროს გამოავლინა რომ ჩინეთის ხელისუფლებას თითქმის პანიკურად ეშინია სხვაგანაც უკმაყოფილებათა ასეთ აფეთქებებთან დაპირისპირება.

ჩვენ ფაქტიურად ვართ ორი ჩინური ნაციონალიზმის თანაარსებობის მოწმენი. ჩინური ნაციონალიზმის ერთი მიმდინარეობა გამოჩნდა ახალ შენაძენ ტიბეტში : არავის არ უნდა ჰქონდეს იმპერიის დასუსტების უფლება. 

მაგრამ არსებობს პოზიტიური, ოპტიმიზმისა და ნდობის გამომსხივებელი ჩინური ნაციონალიზმიც . ერთ-ერთი დამოუკიდებელი ამერიკული ინსტიტუტი 
Pew Research Center-
ის გამოკვლევათა თანახმად ჩინელები ყველაზე ოპტიმისტი ხალხია დედამიწაზე. 

ნდობა სელექტიურია, შერჩევითია ინდოეთშიც. ის არ ვრცელდება არეულ სახელმწიფოზე რომელსაც არ შეუძლია 2008 წლის ზაფხულის წყალდიდობების გამკლავება და კიდევ უფრო ნაკლებად ვრცელდება ინდურ პოლიტიკურ კლასზე. 

ცხადია რომ ნდობით არ არიან აღსავსენი ჩინეთისა და ინდოეთის ღატაკი მასები რომლებიც მათი რაოდენობის მიუხედავად ვერ განსაზღვრავენ მათი ქვეყნის განწყობას და ორიენტაციას,მაგრამ თუ კი ისინი ვერ გაუძლებენ მათ მწუხარებას მათ შეუძლიათ იმედის ლოღიკის შორს მოსროლა.

მაგრამ იმედის კულტურა გაბატონებული იქნება ინდოეთში მანამდე სანამ პროგრესის გრძნობა სჯობნის ღარიბი უმრავლესობის უიმედობას, მრისხანებას და შიმშილს. და ამას გარდა. ნდობის ეს რეგიონი ვრცელდება ასეანის (სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ერთა კავშირის) ქვეყნებზეც. ამ კავშირის ხელმძღვანელი 2008 წელს იყო სინგაპური. ეს ქვეყნებიც უფრო უწესოდ და გაუწონასწორებლად,მაგრამ მაინც ვითარდებიან. მათ დასძლიეს 1998 წლის ფინანსური კრახი და მათ პოლიტიკურ აურზაურს ისინი უპირისპირდებიან ამაყად და თავგანწირულად: «ჩვენც შეგვიძლია ამის გაკეთება და ჩვენ ამას გაჩვენებთ

მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად აზიის გამოცხადება «იმედის კონტინენტად» პროვოკაციულად და ვითარების გამმარტივებლადაც კი ჩანს და მოითხოვს ზოგ დაზუსტებას. 

უწინარეს ყოვლისა უნდა გავიმეოროთ რომ « აზია» არის დასავლური კონცეფცია. აზიელები» თავის თავს არ უწოდებენ სპონტანურად ასე- «ევროპელთა» უმრავლესობისაგან განსხვავებით,მაგალითად. მათ არა აქვთ საერთო რელიგია, რომელიც იქნებოდა ქრისტიანული სინკრეტიზმიდან გაჩენილი ათენის, რომის და იერუსალიმის რთული შენადნობის ექვივალენტი. მათ არა აქვთ საერთო ისტორია. მათ არა ჰყავთ საერთო მტერი, როგორც ეს ადრე ქრისტიანი ერებისთვის იყო ისლამი.
ზემოთ უკვე ნახსენები XVI საუკუნის ჩინური ფანტასტიკური რომანი «მოგზაურობა დასავლეთში» მართლაც დასავლეთში მოგზაურობაა, მაგრამ ეს ჩინური დასავლეთი ინდოეთია და არა დასავლეთი! 

და სულაც არაა უმნიშვნელო რომ აზიური ცივილიზაციის მუზეუმი, ერთადერთი მთელს აზიაში, არის სინგაპურში, იმ ქალაქ-სახელმწიფოში რომელიც ჩინელი, ინდოელი და მალიელი მოქალაქეების გასაერთიანებლად ოფიციალურ ენად ხმარობს ინგლისურ ენას.

მეორე პუნქტი : იმედის კულტურა არ მოიცავს მთელ აზიას. როგორც დავინახავთ იაპონია იქითაა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები პაკისტანიდან ფილიპინებამდე რჩებიან აქეთ. 

პარადოქსული და პრობლემატური პაკისტანი თავის ელიტებში და ახალგაჩენილ საშუალო კლასში იძლევა თანამედროვეობის რაღაც ძარღვს და აზრს იმისა რაც იქნება აუცილებელი ძალადობის ფუნდამენტალისტურად გამოყენების დასაძლევად და ქვეყნის ჩასართავად იმედის აზიურ კულტურაში. მაგრამ პაკისტანი ისევ შემაშფოთებელია არა მხოლოდ იმიტომ რომ მას აქვს ბირთვული იარაღი, არამედ იმითაც რომ ის თითქოს არის პოლიტიკური აფეთქების ზღვარზე.

სამაგიეროდ ჩრდილოეთი კორეა, რომელიც სულაც არაა იმედის ნიმუში და მოხვედრილია ბაროკული და ცინიკური სექტის ხელში დღეს ცოტა ნაკლებად საშიში ჩანს. 

რაც შეეხება რესურსებით მდიდარ ბირმას, ის ძირს დასცა კორუმპირებულმა სამხედრო ხუნტამ რომელიც ხელმძღვანელობისას გაუთავებლად უშვებს შეცდომებს. ბირმა იქცა რობერტ მუგაბეს ზიმბაბვეს ერთგვარ აზიურ ექვივა-
ლენტად. 2008 წლის გაზაფხულზე ბირმას და ჩინეთს უნდა გადაეტანათა სტიქიური უბედურებები,ერთს ციკლონი და მეორეს მიწისძვრა. ძნელი წარმოსადგენია ესოდენ განსხვავებული მიდგომები კატასტროფისადმი. ხატების თვალსაზრისით მაინც. ჩინელთა პასუხისმგებელი ქცევა მკვეთრად განსხვავდებოდა ბირმის ხუნტის არაკომპენტურობისაგან და სიუხეშისაგან ცხადია რომ ჩინელები ამაში ხედავდნენ ტიბეტის მოვლენებით შელახული რეპუტაციის გამოსწორების საშუალებას,მაგრამ სამწუხაროა ის რომ დაშინებით ან მოსყიდვით ცდილობდნენ გაჩუმებას იმათი ვინც ითხოვდა გამოძიებას შეთითხნულად ნაგები სკოლების საქმისა. ამ სკოლების ნანგრევებმა დამარხა ათასობით ბავშვი. ძველი რეფლექსების დაბრუნება?

თუ კი ბირმაში არსებობს იმედი მას განასახიერებენ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ოპოზიციონერი აუუნგ სან სუუ კიი და ბუდისტი ბერების წინააღმდეგობა. ქვეყანა მოსწყდა სამყაროს და სანქციების მიზანი უნდა იყოს არა რეჟიმის მარგინალიზაცია არამედ მისი დაყენება საერთაშორისო რეალობათა პირისპირ და მისი ეროვნული გეტოდან გამოგდება.

საზოგადოდ კი ჩვენს მიერ აზიის დახასიათება იმედის კონტინენტად ,
რომელიც მოიცავს ფილიპინებს თუ ინდონეზიას, რომლებიც განიცდიან შსანიშნავ ეკონომიკურ პეოგრესს, ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა სწორი და სამართლიანია.

No comments:

Post a Comment