7.26.2011

პრომეთეული მოძრაობა, დიდი მადლობა ბატონ ეტიენ კოპოს!

პრომეთეული მოძრაობა 

ეტიენ კოპო, პრომეთეული მოძრაობა (აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და თურქულ-ირანული სამყაროს კვლევის რევეულები, პარიზი, ნომერი 16, 1993 წლის ივლის-დეკემბერი)
თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა

პრომეთე
მთარგმნელის წინათქმა: ეს არაა აკადემიური მეცნიერული პუბლიკაცია. ამ ძვირფასი ტექსტის გამოქვეყნება სათანდო მეცნიერული აპარატის დართვით მომავლის საქმეა. უდავოდ სერიოზული ფრანგი მეცნიერის ეს დიდმნიშვნელოვანი ტექსტი  შემთხვევით ნახა საქართველოს და აქრთველობის ევროპისა და კაცობრიობის ისტორიით უბრალოდ დაინტერესებულმა ცნობისმოყვარე ადამიანმა ვინც არაა არც ენების და არც ისტორიის სპეციალისტი. ამიტომ ის ბიდიშს გიხდით ალბათ თუ რა თქმა უნდა გაპარული ტექნიკური ხარვეზების გამო. მოვა რა თქმა უნდა სწავლულთა თაობა რომელიც ამას სრულყოფილად გააკეთებს. ეს ვნახოთ და დაველოდოთ ამ თაობას.



 დიდი მადლობა ბატონ ეტიენ კოპოს! 
 ამ ფრანგმა მკვლევარმა თავის ძალიან საინტერესო, თუმცა, რა თქმა უნდა, თემის ვერ ამომწურავ ნარკვევში გადაგვიშალა ქართველთა დღევანდელი თაობებისათვის თითქმის სრულიად უცნობი ისტორიის შთამბეჭდავი პანორამა, პანორამა საბჭოთა პერიდში აკრძალული ისტორიისა (Etienne Coppeaux, Le mouvement promethéen, Cahiers d’études sur la Méditerranée et le monde turco-iranien, 1993, n° 16).
                                                


 ამ მოძრაობის სათავეში იდგნენ თურქული, უკრაინული ქართულ-კავკასიური სამყაროებიდან გამოსული გამოჩენილი მოღვაწეები. ამას წინ ფრანგულადვე გამოვიდა მონოგრაფია პრომეთეს მოძრაობის ერთ-ერთ დიდ ლიდერ მუსტაფა ჩოკაიზე რაც ძალიან სასიამოვნოა მაგრამ ამავე დროს დიდად საწყენია რომ არ არსებობს არც ქართულად და არც ევროპულ ენებზე დაწერილი მონოგრაფია ამ მოძრაობის ერთ-ერთ დიდ ქართველ ლიდერზე, პოეტ, პუბლიცისტ, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწე გიორგი გვაზავაზე. ეს

1930-ან წლებში პარიზში ნკვდ-ს 
მიერ ქართულ ეკლესიასთან 
დახვრეტილი დიდი ქართველი 
მოღვაწე ნოე რამიშვილი.
 დიდი დანაკლისია როგორც ქართული ისე მსოფლიო ისტორიოგრაფიისთვის საზოგადოდ და ქართველთა კულტურისთვის კერძოდ. ბატონი ეტიენ კოპო ამ თვალსაზრისით გარკვეულად ავსებს ამ ხარვეზსაც და ისევ მადლობა მას.
 რაც შეეხება თვითონ მოძრაობას ეს იყო ჩაგრული ხალხების რჩეულ შვილთა ერთმანეთისადმი სიმპატიის და თანაგრძნობის თვალსაჩინო გამოხატულება რაც უეჭველად ლამაზი, ბევრი რამის მასწავლებელი და დასაფასებელი ისტორიაა.
 ეს მოძრაობა გაჭყლიტა იმდროინდელი დემოკრატიების ცინიზმმა და ეგოიზმმა და ბოლშევიკურმა მხეცობამ. სცილასა და ქარიბდას, შავ ჭირსა და ქოლერას შორის მოქცეული პრომეთეელები შეცდომებსაც უშვებდნენ, რისი მაგალითიცაა გამოუვალ მდგომარეობაში მოქცეულ პრომეთეელთა ნაწილის თანამშრომლობა ნაციზმთან და მოგვიანებით ხანმოკლე დაახლოება მათთვის იმთავითვე და პრინციპულად არასასურველ პანთურქიზმ-პანთურანიზმთან.
 იმედი ვიქონიოთ რომ ამ მოძრაობის იმპულსმა შეიძლება ბიძგი მისცეს პირველ რიგში კავკასიელების კულტურული, ეკონომიკური სოლიდარობის ძველი კავშირების აღდგენას და ახალი კავშირების დამყარებას. დანარჩენს ისტორია აჩვენებს.

პრომეთეიზმი 1
 «პრომეთეიზმი» თავიდან განისაზღვრა როგორც საბჭოთა კავშირიდან არარუსი ლტოლვილების მოძრაობა. ის გაჩნდა 1917 წლის რევოლუციის დროს გაჩენილი დამოუკიდებელი რესპუბლიკების მარცხიდან. დასავლეთ ევროპის დედაქალაქებმა მაშინ მიიღეს ამ რესპუბლიკების ყოფილი ხელმძღვანელები რომლებმაც წითელი არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სცადეს ანტიბოლშევიკური ფრონტის შექმნა გადასახლებაში (პარიზში მაშინ იყო მთიელთა სახალხო პარტიაც).

საკვირველია რომ მკვლევარებს დიდი ყურადღება არ მიუქცევია;თ ამ მოძრაობისთვის, მით უფრო რომ ამ მითიური სახელის ამრჩევმა მოძრაობამ გააერთიანა დასავლეთის სხვადასხვა დედაქალაქში მცხოვრები შესანიშნავი პიროვნებები. მათგან ზოგის სახელი დღეს მივიწყებულია, მაგრამ სხვებმა შემდეგში სახელი გაითქვეს თურქეთში. ეს იშვიათად აქტუალური მოძრაობა აქვეყნებდა საინტერესო და ხარისხიან ჟურნალებს რომლებიც წარმოადგენდნენ წყაროს ბოლშევიზმის ოპოზიციის ისტორიისთვის.


თამარის "ემიგრანტული" ორდენი 
საქართველოს წინაშე დამსახურებისთვის.
ამ მოძრაობის შესწავლა აუცილებელია იმიტომაც რომ დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხები აღმოაჩენენ თავის ძველ და უახლეს ისტორიას. უეჭველია რომ გაჩნდება და აღორძინდება ინტერესი იმ პიროვნებათა მიმართ რომლებიც 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ცდილობდნენ გადასახლებაში ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნებას. მაგრამ პრომეთეული მოძრაობა ეხება აგრეთვე ბოლშევიზმისადმი ოპოზიციის ისტორიას, ცივი ომის ისტორიას და თურქეთის უახლეს ისტორიას ვინაიდან თანათურქი ნაციონალისტები დაკავშირებული იყვნენ მოძრაობის ხელმძღვანელ თურქოფონებთან. და ბოლოს, მთელი საბჭოთა კავშირის ირგვლივ ჰელსინკიდან ტოკიომდე ვარშავის, ბერლინის, პარიზის, სტამბოლის, შანხაის, მუკდენის გავლით თავისი ქსელების შექმნითა და გამოყენებით პრომეთეს ორგანიზაცია არის ლტოლვილთა სანიმუშო ორგანიზაცია. რა მანიპულირებულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ ამ ორგანიზაციის შემქმნელთა ბედი იმსახურებს გაღრმავებულ გამოკვლევას.
პარიზში ცხოვრობდა მრავალი ლტოლვილი : ყველაზე ცნობილმა მათგანმა კერენსკიმ მოახერხა თავისი ჟურნალი «დნი»-ს ირგვლივ ანტიბოლშევიკური ოპოზიციის ჯგუფის მტკიცედ დაფუძნება. მაგრამ არარუს ლტოლვილთა უმრავლესობა მას ბრალად სდებდა რუსული კოლონიალისტური სულისკვეთების შენარჩუნებას და კავკასიისა თუ თურქესტანის რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის უარყოფას.
სტამბოლში თუ ევროპულ ქალაქებში გამოჩენილი სხვადასხვა ინიციატივის შემდეგ არარუსმა ლტოლვილებმა ბოლოს და ბოლოს მიიღეს პილსუდკსის პოლონეთის დახმარება. ამ დახმარებამ არარუს ლტოლვილებს მისცა პრომეთეული მოძრაობის დაარსების საშუალება. ეს მოძრაობა სხვადასხვა ენაზე ამზადებდა პუბლიკაციებს; მისი ორგანო იყო «პრომეთე» რომელიც 1926-1938 წლებში განუწყვეტლად გამოდიოდა პარიზში (ფრანგულად), დღეგრძელობის იშვიათი მაგალითი პოლიტიკური ლტოლვილებისათვის.
ლაპარაკია კარგად წარმოდგენილ ჟურნალზე რომლის სახეც უცვლელი დარჩა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. იქ როგორც წესი იბეჭდებოდა საინტერესო ქრონიკები რომლებიც იძლევიან ძალიან საინტერესო და დეტალურ ცნობებს საბჭოთა კავშირში ბოლშევიზმისადმი წინააღმდეგობის მოძრაობებზე, პრესის მიმოხილვას, ახალ ამბებს სხვა პრომეთეული მოძრაობების შესახებ. წინამდებარე გამოკვლევის მთავარი წყაროა ჟურნალი «პრომეთე» რომლის სრული კოლექციებიც იოლადაა ხელმისაწვდომი პარიზში.

ისტორიოგრაფიის პრობლემები:
პრომეთეულ მოძრაობას დღემდე ცოტა მკვლევარმა მიაქცია ყურადღება : რამოდენიმე მითითება ზოგად ნაშრომებში, რამოდენიმე წერილი სპეციალიზებულ ჟურნალებში. ძალიან გაფანტულია ცნობები ამ თავგადასავლის მთავარ მოქმედ პირებზე.

წინამდებარე ნარკვევი არის შუალედური შედეგი. ის ეყრდნობა წერილთა სრულ შესწავლას, ავტორთა და ცნებათა კართოთეკას. ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგვისწავლია არქივები სადაც უნდა იყოს მასალები ამ ორგანიზაციის შესახებ (გარდა მუსტაფა ჩოკაის არქივებისა. მუსტაფა ჩოკაის სახელს ასევე გამოთქვამდნენ როგორც ჩოკაიოგლუს, ჩოკაი-ოგლის, ჩოკაიევს).

მუსტაფა ჩოკაი
მუსტაფა ჩოკაი (1890-1941) დაიბადა რუსულ თურქსტანში, ყიზილ-ორდაში და განათლება მიიღო ტაშკენტში და პეტროგრადში ; მან ადრევე დაამყარა კავშირი ბაშკირ ისტორიკოს ზეკი ვალიდოვთან (ტოგანთან) ; 1917 წელს მან მონაწილეობა მიიღო ტაშკენტის, ორენბურგის, ყოყანდის მაჰმადიანთა ყრილობებში. ის გახდა ალაშ-ორდას მთავრობის წევრი (1918 წლის დეკემბერი-1919 წლის თებერვალი). მას შემდეგ რაც ბოლშევიკებმა შეუტიეს თურქესტანს ის იძულებული იყო გადასულიყო თბილისში (1919-1921), სტამბოლში, პარიზში (1921 წლის მარტი), სადაც დამკვიდრდა მანამდე სანამ არ გარდაიცვალა გერმანიაში. ის თანამშრომლობდა ჟურნალებში «ლა რევიუ დიუ მონდე მუსულმან, ორიენტ-ოქსიდენტ» (მაჰმადიანური სამყაროს მიმოხილვა, აღმოსავლეთი-დასავლეთი», ფრანგულად, 1922), «იენი თურქესტან» (1927), «პრომეთე» (1928-1938), «ლა რევიუ დე პრომეთე» («პრომეთეს ჟურნალი», 1938-1940, ფრანგულად), «ვოსხოდ» (1931). ისაა იაშ თურქესტანის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (1929). მუსტაფა ჩოკაის სიკვდილის შემდეგ მისი ბიბლიოთეკა და არქივები მისმა მეუღლემ მიანდო ინალკოს (პარიზის აღმოსავლეთის ენებისა და ცივილიზაციების ინსტიტუტს), მაგრამ ზოგი ყველაზე საინტერესო საბუთი ხელმისაწვდომი არაა. ბიბლიოთეკისა და არქივის მეორე ნაწილი გადასცეს ემინ ოკტაის და ის უეჭველად ანკარაში უნდა იყოს. შემდეგი გამოკვლევა უკეთ დაგვანახებს მონაწილეთა სხვადასხვა მოტივაციას და მათ ურთიერთობას მათ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოსთან.
ჟურნალი «პრომეთეს» რედაქტორებს შორის იყვნენ პირველი რანგის პიროვნებები: სახელმწიფოთა ყოფილი მეთაურები (მ.ე. რესულზადე, ნ. ჟორდანია), ყოფილი მინისტრები (ა.შულგინი), არა და მკვლევართა უმეტესობა არ ახსენებს არც ამ პირებსა და არც პრომეთეულ მოძრაობას.
ასე მაგალითად ჟურნალის რედაქტორი 1926-1938 წლებში უცვლელად არის ქართველი გიორგი გვაზავა.
არის მხოლოდ მინიშნებები. დუმილის მიზეზიც იმსახურებს სათანადო გააზრებას.

მოძრაობის ისტორია:
პრომეთეული მოძრაობის ისტორია დაიწყო 1917-1918 წლებში გაჩენილი სხვადასხვა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეხვედრიდან. პერსონალურ კონტაქტთა შესწავლა ძნელია : წყაროები ძალიან გაფანტულია, მრავალი მონათხრობი არაზუსტი და ერთმანეთისგან განსხვავებულია ვინაიდან მოძრაობის ყოველი ეროვნული შემადგენელი ნაწილი იკვეხნის მთავარი როლის შესრულებით.
1905-1906 წლებში რუსეთის მაჰმადიანთა ყრილობები ჩატარდა ნიჟნი ნოვგოროდში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ბაქოში, ტაშკენტში და სხვ... იქ განიხილავდნენ ჯადიდიზმის, მაჰმადიან ხალხთა ავტონომიის, ფედერაციაში მათი შესაძლებელი გაერთიანების დიდ თემებს (ჯადიდიზმი იყო მოძრაობა რომელიც XIX საუკუნის დასასრულს ცდილობდა მაჰმადიანობის განახლებისა და მოდერნიზაციის პირობების განსაზღვრას. მისი ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი იყო ყირიმელი თათარი მიხაილ გასპრინსკი. იქ თავი გამოიჩინეს თურქული (ალბათ უფრო თურქმანული, მთარგმნელი) ნაციონალიზმის და პრომეთეული მოძრაობის მნიშვნელოვანმა ფიგურებმა (ზეკი ვალიდოვი (ტოგანი) თუ აიაზ იშაკი). დებატები დამთავრდა იმით რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თურქთა (ალბათ უფრო თურქმანთა, მთარგმნელი) ერთიანობის მომხრეები, მაგ აიაზ იშაკი და სადრი მაკსუდი, და ტერიტორიალისტები, ეროვნულ ტერიტორიაზ;ე დაფუძნებული პოლიტიკური ერთეულების მომხრეები (მაგ. ტოგანი). მაჰმადიანთა ამ ყრილობებმა გარკვეული დროის შემდეგ გააჩინეს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გაშლილი მოძრაობებისათვის აუცილებელი ელიტები. ასე მოხდა რომ 1917 წელს თურქესტანის, თათრეთის, ბაშკირეთის, აზერბაიჯანის ახალი მაჰმადიანური რესპუბლიკების სათავეში დადგნენ საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები (მრავალი მათგანი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, დუმას დეპუტატი. იგივე ხდებოდა იმპერიის არამაჰმადიან ნაწილებში, მაგალითად უკრაინასა და საქართველოში. რაც შეეხება თურქულენოვან სამყაროს, გამოჩნდა ყაზანელი (იშაკი, მაკსუდი…) და ბაქოელი ინტელექტუალების უპირატესობა. ბაქოელები ამას გარდა ნაწილობრივ იდგნენ თურქული ნაციონალიზმის სათავეებთან.
ნოე ჟორდანია
შემდგომში «პრომეთეელებმა» აღიარეს იმხანად დაშვებული შეცდომები: ბოლშევიკების ძალის სათანადოდ დაუფასებლობა. მაჰმადიან და არამაჰმადიან ერთა შორის სოლიდარობის არარსებობა. ასე მაგალითად როდესაც რომელიმე რესპუბლიკას უტევდნენ წითელი არმია თუ თეთრი რუსები სხვები არ ინძრეობდნენ; ყოყანდის რესპუბლიკის, უკრაინის და კავკასიის რესპუბლიკების დაპყრო;ბა ბოლშევიკების მიერ არ მომხდარა ერთდროულად, მაგრამ არც ერთი ახალი სახელმწიფო არ განძრეულა სხვის დასაცავად.
სწორედ ამიტომაა პრომეთეული მოძრაობის ფუნდამენტური იდეა მისი ეროვნული კომპონენტების სოლიდარობა, თანადგომა რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ბოლშევიკი მტრისა და მჩაგვრელის არამედ საზოგადოდ რუსის (წითელი იქნება ის თუ თეთრი) წინააღმდეგ. სწორედ ამ საერთო მტრის არსებობამ გახადა შესაძლებელი მოძრაობის ესოდენ სხვადასხვა ეროვნებათა გაერთიანება. ლაპარაკია ნამდვილ პრომეთეულ ფრონტზე რომელიც თავის თავს განსაზღვრავს რუსების წინააღმდეგ.
უეჭველია რომ მოძრაობის გაჩენაში პირველი პლანის როლი შეასრულა უკრაინამ: ისაა ერთ-ერთი ნაადრევად დამოუკიდებელი რესპუბლიკა და, რაც მთავარია, სამხედრო და დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. უკრაინული წყაროების თანახმად მოძრაობა უნდა გაჩენილიყო ხელმძღვანელი სიმონ პეტლიურას გარემოცვაში და ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინელებსა და სხვა ხალხებს შორის უნდა ყოფილიყო რ. სმალლ-სტოცკი.

დამოუკიდებელი უკრაინა არ არსებობს 1918 წლის თებერვლის შემდეგ, მაგრამ უკრაინელებს აქვთ მისია საქართველოში და მათი როლი დაადასტურა ყოყანდის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა მუსტაფა ჩოკაიმ რომელიც ტფილისში ჩავიდა 1919 წლის პირველ მაისს. ჩოკაის თანახმად პირველი შეხვედრები მოეწყო მისი ინიციატივით : “თურქესტანის დელეგაციის ჩემმა კოლეგებმა მე მომანდეს თეთრებისა და წითლების მოწინააღმდეგეთა პროპაგანდის საერთო ცენტრის შექმნა. პირველად მე მივედი უკრაინული მისიის ხელმძღვანელებთან” (“ჟურნალი პრომეთე”, 1939 წლის დეკემბერი, III (7), გვ. 9-12, ფრანგულად). ჩოკაი ყვება რომ უკრაინელებთან ერთად დაწერილი პროგრამა ისე იყო შედგენილი რომ მიეზიდა დასავლური დემოკრატიების სიმპატიები. სხვათა შორის, 1919 წლის თებერვალში დასავლეთის სახელმწიფოთა ბაქოს წარმომადგენლის შუამავლობით მათ პირველი მოწოდება გაუგზავნეს ვერსალის ცონგრესს (“პრომეთე” III (7), 1939 წლის დეკემბერი, გვ. 24--27). 1919 წლის ნოემბერში ტფილისში გამოვიდა საერთო ორგანო რუსულ ენაზე “ნა რუბეჟე” ( “საზღვარზე”). ეს ორგანო ფონდს იღებდა თურქესტანის ეროვნული ცენტრიდან (ჩოკაი არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ საიდან იღებდა ცენტრი ამ სახსრებს) და, უმთავრესად, უკრაინული დიპლომატიური მისიიდან. ეს ჟურნალი მის მიერ დაკონკრეტებული საერთო ფრონტით, მისი შინაარსით (არარუსი ხალხების ბრძოლის ქრონიკა) უკვე არის “პრომეთეს” პირველსახე.
თუ კი ჩოკაი ამბობს სიმართლეს მას ერთ-ერთ პირველს უნდა წარმოედგინა თურქთა, სლავთა და ქართველთა გაერთიანება.
1919 წლიდან ჩვენ ფაქტიურად გვაქვს სამთა ალიანსი ვინაიდან თვითონ ჩოკაის სიტყვით მის საქმიანობას დიდად უწყობდა ხელს საქართველოს იმდროინდელი მთავრობა.
უკრაინის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გაქრობა (1918 წლის 5 თებერვალი) და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამხობა (1921 წლის 25 თებერვალი) დიდი დარტყმები იყო ეროვნებათა მოძრაობისთვის.
დამოუკიდებელი საქართველო ფაქტიურად ასრულებდა ლტოლვილთა მიმღების როლს და 1921 წლის შემდეგ ქსელები გადაეწყო სტამბოლისა და დასავლეთ ევროპისკენ.
ლტოლვილობის გზები-სტამბოლი:
უკიდურესი გაფანტულობის შემდეგ მრავალი ხელმძღვანელი თავს შეაფარებს სტამბოლს და დარჩება იქ (მაგალითად თათარი აბდულა ბატალ-ტაიმა (1882-1967). ის დაიბადა სამარაში, სწავლობდა ქაიროს ალ აზჰარში და ჟურნალისტად მუშაობდა ქაიროში, ორენბურგში და ყაზანში. ის იყო უფაში თურქ-თათართა ასამბლეის წევრი. გაიქცევა, მაგრამ დააპატიმრებენ ციმბირში, ისევ გაიქცევა ფინეთში და 1921-1924 წლებში იქ ცხოვრების შემდეგ 1925 წელს ჩადის თურქეთში. ის დაუკავშირდება თურქული თურქოლოგიის დიდ ფიგურა ფუატ კოპრულუს და ომის დროს ჩართული იქნება ნაციონალისტურ საქმიანობაში. პარტია მუსავატის წევრი, ისტორიკოსი, იურისტი და ჟურნალისტი იყო წარმოშობით ბაქოელი მეჰმეტზადე მირზა-ბალა (1898-1959). 1925 წელს თურქეთში დამკვიდრების შემდეგ ის მონაწილეობდა თურქულენოვანთა ყველა ნაციონალისტურ საქმიანობაში რესულზადეს, ტოგანის, ბატალ-ტაიმას გვერდით. ის ხშირად წერდა წერილებს «პრომეთეში», «კურტულუს დი ბერაიუნგ;ში» ( ბერლინი), «ტურკ იურდუში» (სტამბოლი). მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ იყო სხვადასხვა თურქული ნაციონალისტური პარტიის წევრი და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მიუნხენის «საბჭოთა კავშირის შესწავლის ინსტიტუტში». აჰლეტ კაფეროგლუ (1894-1975) დაიბადა განჯაში ( აზერბაიჯანი) ლიტერატურას და თურქოლოგიას სწავლობდა კიევში, ბაქოში, სტამბოლში. თურქეთში დამკვიდრების შემდეგ ის გახდა პირველი პლანის სწავლული თურქული ლინგვისტიკის სფეროში. მან გაშალა ნაციონალისტური საქმიანობა მრავალ თურსულენოვან გამოცემაში.
მ.ე. რესულზადე
სტამბოლის ყველაზე გამოჩენილი სტუმარია პარტია მუსავატის ხელმძღვანელი და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ყოფილი მეთაური მეჰმეტ ემინ რესულზადე (მის გვარს ზოგჯ;ერ რასულზადედ წერენ). ის ბოსფორზე ცხოვრობს ხოლმე დრო და დრო ვინაიდან საბჭოთა მთავრობა ზეწოლით ზოგჯერ აღწევს ხოლმე მის გაძევებას. ღასულზადეს უკვე უცხოვრია სტამბოლში 1911 წელს და დაახლოებულია თავის თანამემამულეებთან აჰმეტ აგაოგლუსთან და ალი ჰუსრინზადესთან (ორი ყველაზე გავლენიანი აზერბაიჯანელი ლტოლვილი სტამბოლში ახალგაზრდა-თურქული რევოლუციის დროს, ისინი დიდ გავლენას ახდენდნენ იმდროინდელი თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
რესულზადეს ძალიან ნაყოფიერი კონტაქტები აქვს ქართველ დათიკო; შარაშიძესთანაც ვისთანაც ერთად ის თანამშრომლობს «იენი კავკასიაში». შემდეგ ის სტამბოლში აარსებს «აზერი ტურკ»-ს, რომლის პირველი ნომერიც გამოვიდა 1928 წლის პირველ თებერვალს და «მილლი იოლს» (1929). ისაა სტამბოლის აზერბაიჯანელთა უეჭველი ლიდერი. ამას გარდა ის თანამშრომლობს ტოგანთან, ინანთან, კოპრულუსთან და სხვებთან. შემდეგ ის დამკვიდრდა ვარშავაში (1934) დააარსა «ისტიკლალ» («დამოუკიდებლობა») და შემდეგ «კურტულუს» («განთავისუფლება»).
რესულზადე არაა სტამბოლელ ემიგრანტთა ერთადერთი მნიშვნელოვანი ხელმძღვანელი. ერთმანეთთან 1914 წლიდან დაკავშირებულმა ვ. ტოგანმა და აბდულკადირ ინანმა 1927 წელს დააარსეს «იენი თურქესტან» («ახალი თურქესტანი») რომელიც დიდად იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ხალხებით, მათ შორის არამაჰმადიანებითაც. მან თავის მკითხველებს გააცნო მოძრაობის სხვა ჟურნალებიც, როგორც ამას პარიზში აკეთებდა «პრომეთე» და როგორც ბერლინში ამას გააკეთებს «ისტიკლალ». 1929 წლის ივნისის IX-X ნომერში მან ორ გვერდზე გადმოსცა თუ როგორ იქნა აღნიშნული სტამბოლში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის წლისთავი. თურქესტანელებსა და აზერბაიჯანელებს შორის არ არსებობს არავითარი სექტარიზმი. კავშირი პარიზელ ემიგრანტებთან აშკარაა იმიტომ რომ პირველივე ნომერიდან ჟურნალი აქვეყნებს მ.ჩოკაის წერილს «თურქესტანის საკითხი».
ბაქოდან პირდაპირ სტამბოლში გადასახლებული აჰმედ კაფეროგლუ მეცნიერულ კარიერას მისდევს 1925 წლიდან. გამოჩენილი თუროლოგი, ის დაკავშირებულია გერმანელ სწავლულებთან.1925 წელს მან ბრესლაუში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. «აზერბაჯან იურტ ბიგლისის» გამოცემისას ის არის სტამბოლის ლიტერატურის ფაკულტეტის ასისტენტი. სარედაქციო კომიტეტის წევრები არიან იმდროინდელი თურქოლოგიის მეტრი ფუატ კოპრულუ და ტოგანი და ინანი. რედაქტორებს შორის ჩანან ყაზანის თათრები ბატალ-ტაიმა და იშაკი, ყირიმელი თათრები კაფერ სეიდაჰმეტ, აბდულაჰოგლუ ხასან და აზერბაიჯანელი რესულ ზადე. აავტორების ეს ჩამონათვალი მოწმობს იმაზე რომ ჟურნალი არაა დაინტერესებული მარტო აზერბაიჯანით: ასე მაგალითად 1933 წლის აპრილის მე-16 ნომერი მთლიანად ეძღვნება ყირიმელ ინტელექტუალ გასპრინსკის. ამავე ნომრის ერთი წერილი ეძღვნება აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვის ბრძოლას. ამ წერილს ხელს აწერს არა აზერბაიჯანელი არამედ თურქესტანელი. ამდენია თურქული ცნობიერებისა და ღია თურქთაშორისი (ალბათ უფრო თურქმანთაშორისი, მთარგმნელი) სოლიდარობის ნიშანი.
ამას გარდა სტამბოლში იყო სულ მცირე ერთი საზოგადოება რომელიც ცდილობდა თურქთაშორისი პუბლიკაციებისა და სოლიდარობის ორგანიზებას, თურანული პუბლიკაციისა და ურთიერთდახმარების ასოციაცია რომლის თავმ;ჯდომარეც იყო მუჰარემ ფეიზი ტოგაი. მას როგორც ჩანს უნდა ჰქონოდა პანთურქული ჩანაფიქრები (ისაა ავტორი ნაშრომისა «თურქული სამყარო») და სწორედ მისმა ასოციაციამ აღნიშნა სტამბოლში თურქული რესპუბლიკის ათი წლისთავი და ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ვოლგის, ყირიმის თათრები, თურქესტანელები, აზერბაიჯანელები და ჩრდილო კავკასიელები.
თურქულენოვან ემიგრანტთა ხანგრძლივ, შეიძლება საბოლოო ყოფნა სტამბოლში მათი ჟურნალებისა და ერმოღვაწეების მეშვეობით ახდენდა გავლენას თურქეთის ისტორიულ და პოლიტიკურ კულტურაზე. ზოგმა ამ პიროვნებამ თავისი მაღალი კულტურული დონის წყალობით მიიღო მაღალი თანამდებობები. არ დავივიწყოთ რომ ესაა თურქული ეროვნული კულტურის შექმნის დრო: 1931-1932 წლებში ჩატარდა «ისტორიის რეფორმები» რომლებიც ხასიათდება თურქეთის სასკოლო პროგრამებში თურქთა აზიური წარსულის შესწავლის შეტანით და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს შორის არიან იუსუფ აკსურა და სადრი მაკსუდი (არსალ). ქემალისტების მიერ შექმნილი ისტორიული კვლევების თურქული საზოგადოების წევრებს შორის არიან აკსურა, არსალ გალიოგლუ. 1932 წლის ივლისში ჩატარებული თურქული ისტორიის კონგრესში ამავე პირებთან ერთად მონაწილეობენ კაფეროგლუ, ტოგანი და, რა თქმა უნდა, კოპრულუ. ამ კონგრესს, სხვათა შორის, თავმჯდომარეობდა იუსუფ აკსურა. ასე მოხდა რომ რუსეთიდან ემიგრირებულნი ახალი კულტურული მეობის შექმნის გადამწყვეტ პროცესში ისევ ახდენდნენ გავლენას თურქულ ცნობიერებაზე.
თურქეთთან, ოფიციალურ თურქეთთანაც დამყარებული ეს მჭიდრო კავშირები არის მიზეზი იმისა რომ რესულზადე მუდამ აცხადებდა თავის ერთგულებას მუსტაფა ქემალისადმი. განსაკუთრებით «პრომეთეში» ის მუდამ იცავდა თურქეთის რეჟიმს. რუსეთიდან თუ საბჭოთა კავშირიდან თურქეთში ჩასული ემიგრანტები არ აკრიტიკებდნენ ღიად თურქეთის მთავრობის პოლიტიკას მაშინაც კი როდესაც ეს პოლიტიკა მათი ინტერესების საწინააღმდეგო იყო და «აზერბაიჯან იურტ ბიგლისის» და «ისტიკლალის» რედაქტორებს მუდამ აინტერესებთ თუ რა ხდება თურქეთში ისტორიოგრაფიისა და ლინგვისტიკის სფეროებში (გაგრძელება იქნება).

პრომოთეიზმი 2
ლტოლვილობის გზები-პარიზი, ბერლინი, ვარშავა:
ლტოლვილთა მეორე ჯგუფი ჩავიდა პირდაპირ ევროპაში. ამ ჯგუფში იყვნენ თათრები სადრი მაკსუდი ( არსალი), ა. იშაკი ( ტატარ) და აზერბაიჯანელი ჰილალ მიუნში. აიაზ იშაკი 1925 წლიდან იყო ბერლინის ლტოლვილთა ერთ-ერთი ლიდერი. ის უეჭველად იყო პრომეთეული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ჰილალ მიუნში იყო ბერლინის აზერბაიჯანული სათვისტომოს ერთ-ერთი თავმჯდომარე.
  ამას გარდა ბერლინში იყვნენ 1919 წლის სამშვიდობო კონფერენციისთვის ჩასული ცნობილი აზერბაიჯანელები რომელთა შორისაც იყო პარტია იტიფაკ-ალ-მისლიმინის დამფუძნებელი, რუსეთის იმპერიის ორი სახელმწიფო სათათბიროს ( დუმას) წევრი, 1918 წელს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე და ბაქოს მერი ალი მარდან თოფჩიბაში (1859-1934). 1919 წელს ის თავმჯდომარეობდა აზერბაიჯანის დელეგაციას პარიზში სადაც დამკვიდრდა კიდეც. თოფჩიბაშის დელეგაციის წევრი იყო და პარიზში დამკვიდრდა ბაქოში, სანკტ-პეტერბურგში და სორბონაში ნასწავლი ჟეიჰუნ ჰაჯიბეილიც (1891-1962). ის თანამშრომლობდა გამოცემებში «ორი სამყაროს ჟურნალი», «აზიური ჟურნალი» და იყო აზიური საზოგადოების აქტიური წევრი. იყო მუსტაფა ჩოკაიც. მათ გაიცნეს არათურქები : პეტლიურა, შარაშიძე და პარიზელი თეთრი რუსები, მაგ. კერენსკი და მილიუკოვი.
  ყველაზე გამოკვეთილია ზეკი ვალიდის სრულებით არაჩვეულებრივი პიროვნება. თუ კი დავუჯერებთ მის მოგონებებს მას უშუალო მონაწილეობა არ უნდა მიეღო პრომეთეულ წამოწყებაში მაგრამ გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა მის გაჩენაში.
ბაშკირული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, აღმოსავლეთმცოდნე-თურქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი და შემდეგ მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბაშკირეთის ყოფილი პრეზიდენტი ახმეტ-ზაკი ახმეტშახის ძე ვალიდოვი (ზეკი ვალიდი) 1923 წლის დეკემბერში ჩავიდა პარიზში სადაც მან გამოაცოცხლა თურქ-მაჰმადიანთა ეროვნული სიამაყე. ის იქ შეხვდა ჩოკაის, თოფჩიბაშის და მაქსუდის რომელმაც მას აუხსნა თუ რა მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა მათთვის საფრანგეთს :
  «წარმოიდგინეთ რომ ეს ქვეყანა (საფრანგეთი) ეხლა არის თურქულ-მაჰმადიანური ბრძოლის უდიდესი ცენტრი. თქვენ უნდა იფიქროთ შეხვედრაზე ქართველებთან, უკრაინელებთან”.
  1924 წლის ივნისში ტოგანი ბერლინში შეხვდა ერთ პოლონელ ოფიციალურ პირ სტემპოვსკის რომელიც მას დაელეპარაკა საბჭოთა კავშირის არარუსთა (“ინოროდცი”) მოძრაობის დაწყების იდეაზე. თოგანი ბერლინში დაუკავშირდა უკრაინელებსა და კავკასიელებს. სტემპოვსკისთან ერთად გადაწყდა რომ საფრანგეთში გამოვიდოდა ჯურნალი სახელად “პრომეთე”.
  მიუხედავად ამისა ტოგანი დაბრუნდა თურქეთში და ამ ამოცანის განხორციელება დაუთმო სხვებს. პროცესი დაიწყო და მას დააჩქარებს პილსუდსკის დაბრუნება ხელისუფლებაში. მაგრამ როგორც უკვე ვნახეთ ტოგანი ფუატ კოპრულუსთან ერთად მიიღებს და გაამხნევებს ლტოლვილებს.

პოლონეთი პირველ პლანზე :
მოძრაობამ 1926 წელს დაკარგა ლიდერი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სიმონ პეტლიურა (ის მოკლეს პარიზში), მაგრამ პოლონეთის სათავეში წითელი არმიის დამმარცხებელი და ბოლშევიკების წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი მარშალ პილსუდსკის დაბრუნება გადამწყვეტი მოვლენაა. პილსუდსკი გადაიქცევა საბჭოთა კავშირის ყველა მტრის მფარველად.
პოლონეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი იყო პეტლიურასა და პილსუდსკის 1921 წლის ალიანსის შედეგი; პოლონურ პოლიტიკას აადვილებდა ის რომ უკვე ძველადვე დამყარებული იყო კავშირები თურქულ-თათრულ სამყაროსთან. რუსეთის მაჰმადიანი მოხალისეები პოლონეთის მხარეს დადგნენ 1921 წლის რუსეთ-პოლონეთის ომის დროს და სწორედ მაშინ დაიწყეს ფიქრი პილსუდსკიმ და მისმა მომხრეებმა აღმოსავლეთი ევროპის ხალხებისა და ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილი ხალხების ერთობლივ მოქმედებაზე. საბჭოთა კავშირისადმი მტრულად განწყობილმა ჯგუფებმა ახალი ომის პერსპექტივაში მიიღეს პოლონური სუბსიდიები რამაც წაახალისა ქსელები და პოლონეთის არმიაში მიიზიდა მოხალისეები საბჭოთა კავშირის მკვიდრი მოსახლეობიდან.

  სწორედ «პირველი ცივი ომის» ფარგლებში დააჩქარა პოლონეთის მთავრობამ პრომეთეული მოძრაობის შექმნის პროცესი. ჟურნალი «პრომეთეს» პირველი ნომერი გამოვიდა 1926 წლის ნოემბერში, არა და ეს ეს ჟურნალი არის ყველაზე სახელგანთქმული სოლიდური გამოცემა მთელი სერიისა რომელიც ასევე მოიცავდა გამოცემებს «ტრიზუბ», «საქართველო» ( პარიზი), «ისტიკლალ», „კურტულუს» (რესულზადესი), «იენი მილლი იოლ», «იაშ ტურკესტან» (ბერლინი-პარიზი), «ვოლნოე კაზაჩესტვო» ( «თავისუფალი კაზაკობა», პრაღა), «ემელ» (კონსტანცა), «სევერნი კავკაზ-სიმალი კავკას» («ჩრდილოეთი კავკასია», ვარშავა).

პრომეთე 1934-1935 წლებამდე :
1926-1938 წლებს ერთგვარ რიტმს ანიჭებდა ორ ომს შორისი პერიოდის დიპლომატიური ისტორიის ეტაპები. Aამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 1934 წელს.
1934 წლამდე მეფობდა ოპტიმიზმი: პრომეთეელები დარწმუნებულები იყვნენ რომ საბჭოთა რეჟიმი ეფემერულია, უდღეურია. მათ სჯეროდათ რომ ყოველი ჯანყი, ყოველი გაფიცვა, ყოველი ეკონომიკური სირთულე წარმოადგენენ ბოლშევიზმის დამხობის მომასწავებელ ნიშნებს. ისინი ასევე უზომოდ ენდობიან დასავლეთის მთავრობებს და ვილსონის პრინციპებს. Mმაგრამ უკრაინამ უკვე განიცადა მწარე იმედგაცრუება:
ვილსონმა მხარი დაუჭირა “დიდი რუსეთის” შენარჩუნებას და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინააღმდეგობა გაუწიეს უკრაინის შესვლას ერთა ლიგაში.
უკრაინის ილუზიების გაფანტვას ხელი არ შეუძლია ერთა თანამეგობრაში რწმენის შენარჩუნებისთვის.  გადასახლებაში მყოფ მთავრობებს არ ჰქონდათ ევროპული პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების ცინიზმის გამოცდილება და ამიტომ ეს რწმენა კიდევ უფრო მავნე იყო.

საბჭოთა კავშირის დამხობის ეს მოლოდინი არ ყოფილა პასიური :
  მომავალი მომზადებულია განსაკუთრებით იმაში რაც ეხება კავკასიის რესპუბლიკებს. კავკასიელების წარმომადგენლები ფიქრობენ რომ მათი საერთო ისტორია, საცხოვრებელ გარემოთა ნათესაობა, აწეწილ-დაწეწილი ეთნიკური შერევა და გაძლიერების აუცილებლობა ძლიერი რუსი მეზობლისაგან თავის დასაცავად ამართლებს კავკასიური კონფედერაციის შექმნას. ამ კონფედერაციის შესაქმნელად ზოგი ზოგი სერიოზულად და მთელი გზნებით მუშაობს 1924 წლიდან. ეს კონფედერაცია ქაღალდზე დაარსდა 1934 წელს.
პირველი პერიოდის მანძილზე პოლიტიკური მუშაობის დიდი ნაწილი მიმდინარეობს ევროპული მთავრობების და ყველაზე უფრო ერთა ლიგის მიმართულებით ლობირების ფორმით. ჟენევაში მიზანია განდევნილი მთავრობების აღიარების მოპოვება და ხელის შეშლა საბჭოთა კავშირის შესვლისათვის ერთა თანამეგობრობაში.
  მარცხი სრულია ვინაიდან საბჭოთა კავშირი ერთა ლიგაში მიიღეს 1934 წლის 18 სექტემბერს.

  1934-1935 წლების ტეხილი:
პრომეთეელებისთვის ეს ნიშნავს იმას რომ საბჭოთა კავშირი ამიერიდან ითვლება ნორმალურ ქვეყნად, რომ დასავლეთის ერებმა არაფრად ჩააგდეს ხშირად დიდი სახელმწიფოების და მოსკოვის მიერაც კი დე იურე აღიარებული რესპუბლიკების ძალისმიერი ანექსიები; რომ დასავლეთის ერები არაფრად აგდებენ რეპრესიებს, სისასტიკეებს რომლებზეც რეგულარულად ლაპარაკობს “პრომეთე” ( შეგნებულად, ხელოვნურად გამოწვეული შიმშილი უკრაინაში არ გამხდარა ერთა ლიგის ყურადღების ღირსი). წინა წლების ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა უშედეგო იყო და ამ დროს მთავრდება ოპტიმისტური პერიოდი. Aამიერიდან ახლო მომავალში საბჭოთა რეჟიმის დამხობისა აღარ სჯერათ.
  პრომეთეული მოძრაობისთვის საზიანო მეორე მოვლენა მოხდა 1935 წელს : კომინტერნმა დაიწყო სახალხო ფრონტის პოლიტიკის გატარება, რაც მოტივირებული იყო გერმანიის სათავეში ნაცისტების მისვლით. ამიერიდან კომუნისტებს დაევალათ კავშირის დამყარება მანამდე მთავარ მტრად მიჩნეულ სოციალისტებთან. ეს პოლიტიკა ძალიან გაართულებს პრომეთეელთა მდგომარეობას (პრომეთეელები უმთავრესად მენშევიკები ან ესერები იყვნენ) : კომუნისტებს საფრანგეთში, მიუხედავად იმისა რომ მთავრობაში არ არიან, აქვთ ძლიერი პოზიცია. ყველგან თვლიან რომ მთავარი მტერი უკვე არის ნაციზმი და ფაშიზმი და არა კომუნიზმი. ადრე სოციალისტებში გავრცელებული ანტიკომუნიზმი ეხლა არის რადიკალ და ექსტრემისტ მემარჯვენეთა დამახასიათებელი ნიშანი.
სტალინური დანაშაულებების ზუსტ და განუწყვეტელ მხილებაში პრომეთეელები, მაშ, სრულებით იზოლირებულები არიან. 1934 წლიდან “პრომეთეს” ფურცლებზე ჩნდება ანტიკომუნისტური ლიგის თავმჯდომარე ბუასჟოლა, რომელიც მალე თავს გამოავლენს როგორც ჰიტლერისა და გებელსის თაყვანისმცემელი. 1934 წელსვე მოხდა ისე რომ “პრომეთეს” პრესის მიმოხილვამ ადგილი დაუთმო მემარჯვენე რასისტულ პრესას, მაგალითად “ მე ვარ ყველგან”-ს, შემდეგ “გრინგუარ”-ს. 1936 წლიდან ზოგ წერილში ჩანს ფარული აღფრთოვანება ფრანგი ფაშისტების ბელადი ჟაკ დორიოთი.
პრომეთელეებს თითქოს გადაეწურათ იმედი, განა შეიძლება ანტიკომუნისტად დარჩენა რადიკალ და ექსტრემისტ მემარჯვენეებთან დაახლოების გარეშე? “პრომეთე” თითქოს დაადგა ფაშისტ მემარჯვენეთა ორგანოდ გადაქცევის გზას.

ანტინაცისტური აფეთქება :
  არქივების ნაკლებობის გამო ჩვენ არ ვიცით 1938 წელს ჟურნალის ფორმატის, სათაურის და ყველაზე მეტად დირექტორის შეცვლის მიზეზები. ქართველი გიორგი გვაზავა შეცვალა უკრაინელმა ალექსანდრ შულგინმა; პერიოდულობა გახდა 2-3 ნომერი წელიწადში და ჟურნალი ამიერიდან ბევრად უფრო სქელია.
  მოვლენები დაჩქარდა: მიუნხენის კონფერენცია, ჰიტლერის ანექსიები და, ყველაზე მეტად, გერმანულ--საბჭოთა პაქტი.
  გერმანულ-საბჭოთა პაქტმა შეცვალა წარმოდგენები საბჭოთა კავშირის შესახებ. სტალინმა იმედები გაუცრუა ევროპელ მემარცხენეებს და პრომეთეელებს იმედი გაუცრუა ჰიტლერმა.
  ჰიტლერი პრომეთეელების თვალში ამიერიდან მოღალატეა. ვითარება ნათელია : ყოველი ანტისაბჭოელი აუცილებლად გადაიქცევა ანტინაცისტად. 1939 წლის სექტემბერში “პრომეთე” გადაჭრით დადგა პოლონეთის, საფრანგეთის და ინგლისის მხარეს.
  მუსტაფა ჩოკაი, ა. შულგინი, მირ იაკუბი, ნოე ჟორდანია თანამემამულეებს მოუწოდებენ გაერთიანებისკენ გერმანულ-საბჭოთა კოალიციის წინააღმდეგ. უკანასკნელი ნომერის (1940 წლის 8-9 აპრილი) მოქეულია ფინეთის გმირული წინააღმდეგობის მაგალითის გავლენის ქვეშ და თანამემამულეებს მოუწოდებს არ აირჩიონ “შავ ჭირსა და ქოლერას შორის. დამპყრობილმა ხალხებმა თავისუფლება იგემეს 1917 წელს. ამის დავიწყება შეუძლებელია!... შევუწყოთ ხელი საბჭოთა კავშირის გაქრობას, მის დაშლას ბუნებრივ ეროვნულ შემადგენელ ნაწილებად. ესაა ქოლერის დამარცხება და შავი ჭირის დამარცხების მომზადება” (გაგრძელება იქნება).

პრომოთეიზმი 3
  პრომეთეს ცხოვრება:
 მოძრაობას თავიდან განასახიერებს ჟურნალი. ის გამოდის 12 წლის განმავლობაში და ითვლის ასეულობით ავტორს,რომელთა უმრავლესობაც ერთი-ორჯერ თუ დაიბეჭდა. მათ შორის 15-ოდე ავტორი შეიძლება ჩაითვალოს რეგულარულ თანამშრომელად და მათ სულ მცირე ათ-ათი წერილი აქვთ გამოქვეყნებული.
 ყველაზე სიტყვაუხვი ავტორები არიან  მ.ე. რესულ ზადე, მუსტაფა ჩოკაი, გიორგი გვაზავა (ჟურნალის მირ იაკუბ-მეჰტიევი. ისინი არიან ჟურნალის ბურჯები; რესულზადე და ჩოკაი არ შემოიფარგლებიან ამ უკვე ისედაც მძიმე საქმიანობით : პირველი ხელმძღვანელობს კავკასიურ ჟურნალებს სტამბოლსა და ბერლინში, მეორე სათავეში უდგას იაშ ტურკისტანს რომელიც ასევე გამოირჩევა დღეგრძელობით და თავს უყრის მრავალ ადამიანს. მნიშვნელოვან ავტორებს შორის წარმოდგენილია ყველა პრომეთეული ერი : უკრაინელები ალექსანდრ შულგინი (ყოფილი მინისტრი ) და მ. დანკო; ჩრდილოკავკასიელები, საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია და მისი წარმომადგენელი ჟენევაში ხარიტონ შავიშვილი. ავტორთა სია ძნელი დასადგენია, ბევრი იმალება ინიციალებისა თუ ფსევდონიმების უკან.
 ყველა ან თითქმის ყველა სერიოზულად უდგება საქმეს. ჭერილები ხშირად საინტერესო და კარგად დაწერილია. კარგი იქნებოდა მეტის ცოდნა ორგანიზაციაზე რომელიც იძლეოდა საბჭოთა კავშირიდან ფარულად ჩასული უზარმაზარი ინფორმაციის მოპოვების, შეგროვების, გადამუშავების საშუალებას. ცხადია რომ მოძრაობის ყველა ჟურნალი ერთმანეთს გადასცემდა ინფორმაციას, ახალ ამბებს, მაგრამ ბევრი არაფერია ცნობილი ინფორმატორების შესახებ თუ კი ეს არაა მხოლოდ დათიკო შარაშიძე რომელიც რამოდენიმე წლის მანძილზე ამ როლს ასრულებდა სტამბოლში.   პრომეთეს ცხოვრება არ შემოიფარგლებოდა ამით. ლტოლვილთა ამ პატარა საზოგადოების წევრები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. 1931-1933 წლებში, მაგალითად, მოძრაობის ცენტრში იმართებოდა პრომეთეს შეკრებები : იწვევედნენ ხოლმე მომხსენებელს, პრომეთეელს, მაგალითად მირ იაკუბ-მეჰტიევს, მ. ჩოკაის ან გ. გვაზავას, ან გარეშე პირს, მაგალითად უკრაინელებს კოვალსკის ან ჟერემიჯევს. მოხსენებები ყოველთვის იწვევდა დიდ ინტერესს და, ესაა მოძრაობის ერთ-ერთი თავისებურება, პრომეთეელებს აინტერესებდათ როგორც მათ ისე სხვა ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობა. ჟურნალში გამოქვეყნებული ანგარიშები მოწმობენ იმაზე რომ იმართებოდა გაცხოველებული დებატები, განსაკუთრებით მზაფრი იყო კამათი როდესაც შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსები.
 მიუხედავად ამისა ინფორმაციას ლტოლვილთა შესახებ აქვს თავისი საზღვარი: არაფერია ცნობილი პრომეთეული მოძრაობის შინაგან დინამიკაზე, დაპირისპირებებზე, ტენდენციებზე რომელთაც აუცილებლად უნდა ეარსებათ. არაფერია ცნობილი მოძრაობის ფუნქციონირებაზე და მის ორგანიზაციაზე, მოძრაობის ხელმძღვანელობაზე, მის წარმომავლობაზე, მართვაზე, ფონდებზე, გადაწყვეტილებათა მიღების წესებზე. ყველაფერი ეს დღეს ბუნდოვანია. ესაა მოძრაობის ჟურნალთა ყველაზე სუსტი ასპექტი ვინაიდან მათ სურთ მკითხველების დარწმუნება იმაში რომ მოძრაობაში სუფევს ერთსულოვნება, რომ მოძრაობას ამოძრავებს მხოლოდ პატრიოტიზმი და ანტიკომუნიზმი, რაც ნაკლებად დასაჯერებელია. ჟურნალები არაფერს ამბობენ არც დაფინანსებაზე და არც მოძრაობის

 “პრომეთეს შეკრებების” გარდა ჟურნალებში ლაპარაკია სხვა შეხვედრებზეც. ლტოლვილთა ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებია პანაშვიდები და სამახსოვრო დღეები. ისინი აცოცხლებენ კოლექტიურ მეხსიერებას. ძალიან დატვირთული იყო მაისი: აღინიშნებოდა კავკასიის ოთხი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღები. მათ ერთდროულად აღნიშნავდნენ ბერლინში, ვარშავაში, სტამბოლში, პრაღაში, პარიზში. ამ მოვლენებისათვის პატივის მისაგებად იკრიბებოდა ძალიან ბევრი ხალხი. შემდეგ იძალა უიმედობამ და ინტერესების დაკარგვამ. 1937 წელს კავკასიის დღესასწაული აღინიშნა ინტიმურ ვითარებაში და დასრულდა ა.მ. თოფჩიბაშის ქვრივის ვიზიტით.
   აღინიშნებოდა გლოვის თარიღებიც : საჭიროა გადაცემა ცოდნისა მტრის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ოქტომბრის რევოლუციის, სიმონ პეტლიურას მკვლელობის წლისთავების დროს. ამ დღესასწაულებს და შეკრებებს ესწრება გაერთიანებული და სოლიდარული პრომეთეული სამყარო : 1933 წლის კავკასიის დღესასწაულზე კავკასიელი ძმების წინაშე ამაღელვებელი სიტყვით გამოვიდა თურქესტანელი მ. ჩოკაი. იქ ყოველთვის არის სომხური დელეგაციაც ( რომლის პოლიტიკური ტენდენციაც არასოდეს არაა დაზუსტებული). აუცილებლად ესწრებიან მიმღები ქვეყნის წარმომადგენლებიც (პოლონელები, ჟენეველები, ფრანგები, პარიზის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე ე. ევა, საფრანგეთის ყოფილი მთავარი წარმომადგენელი კავკასიაში ა. შევალეი).
 და ბოლოს “პრომეთეში” რეგულარულად ქვეყნდება პრესის მიმოხილვა რომელიც ყოველთვის აღნიშნავს ახალი ჟურნალების გამოსვლას სტამბოლში, ბერლინში თუ ვარშავაში. ხშირად გადმობეჭდავენ ხოლმე ამ ძმობილი ჟურნალების სარედაქციო თუ მნიშვნელოვან წერილებს. ჩოკაი ასრულებს ამ დოკუმენტაციისა თუ ინფორმაციის უზარმაზარ სამუშაოს. ის აგროვებს ყველაფერს რაც 4-5 ენაზე იბეჭდება საბჭოთა თუ თურქულ-მაჰმადიანურ სამყაროში. მის არქივებში დაცულია ჟურნალ-გაზეთებიდან ამონაჭრებით, კომენტირებული წერილებით, “პრომეთეში” თუ “ იაშ ტურკისტანში” დასაბეჭდად გამზადებული მასალებით სავსე ყუთები. ისინი მოწმობენ ლტოლვილთა დაუღალავი მუშაობის შესახებ. მით უფრო ცხადი ხდება მათი გამწარება და იმედგაცრუება როდესაც 1934 წლისთვის გაირკვა რომ მათი ძალისხმევა ამაო იყო.
  პრესის მიმოხილვები გვიჩვენებს რომ მოძრაობის მონაწილეები განურჩევლად ეროვნებისა დრო და დრო იბეჭდებოდნენ ყველგან. მათთვის ღია იყო პრომეთეული მოძრაობის ყველა ჟურნალი.

 პრომეთეს საყრდენები, პოლონეთი :
   პოლონეთის მხარდაჭერა უხმაუროა, მაგრამ ზოგი ნიშანი ლაპარაკობს მის მნიშვნელობაზე. ამაზე მოწმობს კავკასიის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის მე-10 წლისთავის აღნიშნვა ვარშავაში 1928 წლის 27 მაისს. 1935 წლის 31 მაისიდან 2 ივნისამდე ვარშავაში პრომეთეს მოძრაობის ლინგვისტური კონგრესის გამართვა თუ ის განსაკუთრებული პატივი რაც ჟურნალმა “პრომეთემ” მიაგო პილსუდსკის მისი გარდაცვალების შემდეგ. პოლონეთს ამ მხარდაჭერისთვის აქვს სამეცნიერო იარაღი, ვარშავის აღმოსავლური ინსტიტუტე. ის გამოსცემს ჟურნალს “ვსხოდ” ( “ აღმოსავლეთი”, 1930-1939) და მან “პრომეთესთან” ერთად ვარშავაში მოაწყო რუმინული დობრუჯას თათრების შეხვედრა პოლონელ თათრებთან. ამ მხარდაჭერის უხმაურო მოწმეა აგრეთვე რესულზადეს “ისტიკლალი”.

   ხსნის თუ არა ეს ფინანსური მხარდაჭერა მოძრაობის ფინანსურ წყაროებს? «პრომეთე» და სხვა ჟურნალები ვერ იარსებებდნენ აბონემენტებით. პრომეთეელთა ხელმძღვანელების განუწყვეტელი გადაადგილება პარიზიდან ბერლინში, ვარშავადან სტამბოლში, აიაზ იშაკის მნიშვნელოვანი მისია შორეული აღმოსავლეთის თათრებთან, ყოველივე ამისთვის საჭირო იყო ფული. პრომეთეული ისტორიის ეს ასპექტი ეხლა იძლევა მხოლოდ ვარაუდების გამოთქმის საშუალებას.

 შვეიცარული და ფრანგული საყრდენები :
 პრომეთეული მოძრაობის ფინანსური საყრდენები დღეს უცნობია, მაგრამ პოლიტიკურ და მორალურ მხარდამჭერთა ვინაობის დადგენა უფრო ადვილია. ორი მათგანი საკმაოდ ნათლად ჩანს.
   ერთა ლიგაზე გავლენის მოსახდენად აუცილებელია ჟენევაში მუდმივად ყოფნა. ამ ქალაქში პრომეთეელებს შეუძლიათ დაყრდნობა “ჟურნალ დე ჟენევის” დირექტორ ჟან მარტაზე. ის ნამყოფია დამოუკიდებელ საქართველოში და 1921 წლიდან იბრძვის დევნილობაში მყოფი მთავრობის აღიარებისთვის. ისაა თავმჯდომარე ჯგუფისა “საერთაშორისო კომიტეტი საქართველოსთვის”. ამიტომაა რომ ქართველები მყარად დამკვიდრდნენ ჟენევაში. იქ ბინა აქვს ჯგუფს “ასოციაცია საქართველოსთვის”. ჟან მარტინი და მისი ჟურნალის თანამშრომლები დრო და დრო წერენ “პრომეთესთვის”.მაგრამ შვეიცარული საყრდენების ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა ჯუზეპე მოტა, რომელიც ოცი წლის მანძილზე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ერთა ლიგის მომხსენებელი რეფერენტი. “პრომეთე” უსაზღვროდ მადლიერია ამ ადამიანისა რომელმაც 1922 წელს ხმა მიაცემინა საქართველოს სასარგებლოდ და რომელიც წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა კავშირის მიღებას ერთა ლიგაში (1934).
 საფრანგეთში მთავარი საყრდენი უნდა ყოფილიყო “საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტი” რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მფარველობით დაარსდა 1913 წელს. 1929 წელს მისი თავმჯდომარეა პოლ დუმე, სენატის თავმჯდომარე; ხელმძღვანელებს შორის არიან გენერლები, ყოფილი მინისტრები; საპატიო წევრებს შორის არის კლოდ ფარერი; ინიციატორებს შორის არიან ა.მ. თოფჩიბაში და ჯეიჰუნ ჰაჯიბეილი; თურქეთის ელჩი პარიზში ფეთი ბეი, ჩაგრულ ეროვნებათა წარმომადგენლები, მაგალითად ჩოკაი.
 საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტის ხსენება “პრომეთეში” ჩნდება მეორე ნომრიდან. ჟურნალი აქვეყნებს ანგარიშს ფრანგულ-კავკასიურ-სომხური მიღების შესახებ (1927) რომელსაც ესწრებიან აღმოსავლური ენების სკოლის დირექტორი, მინისტრები, დიპლომატები, პარიზული პრესის წარმომადგენლები, თურქოლოგები ( მაგალითად ჟოზეფ კასტანე, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ჩოკაისთან) და სხვ. საფრანგეთ-აღმოსავლეთის კომიტეტი ხშირად აწყობს ხსოვნის საღამოებსაც. პრომეთეელები, მაშ, ცხოვრობენ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით რაც მათ აძლევს პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან, სწავლულებთან და ჟურნალისტებთან პირადი ურთიერთობების დამყარების საშუალებას (გაგრძელება იქნება).

პრომოთეიზმი 4
პრომეთეული პროექტი : კავკასიის კონფედერაცია:
  ერთგვარი კავკასიური კონფედერაცია არსებობდა 1918 წლის მაისში დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. იდეა ხელახლა გაჩნდა პარიზში 1924 წელს. ოქტომბერში და ნოემბერში შეიკრიბნენ აზერბაიჯანის, საქართველოს და ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლები ; მათ წარმოიდგინეს უმაღლესი სახელმწიფოებრივი ფუნქციების გაერთიანებით საკმაოდ მჭიდრო ფედერატული ფორმის შექმნა « საბჭოთა საოკუპაციო ჯარებისაგან განთავისუფლების შემდეგ ». ამ ოცნების ახდენამდე მათ დაადგინეს «საზღვარგარეთ მყოფ ორგანოთა მოქმედებების გაერთიანების აუცილებლობა».
1924 წლის ბოლოს წარმომადგენლებმა შექმნეს კავკასიური კომიტეტი რომელსაც უნდა მოეხდინა განთავისუფლებისთვის ბრძოლის ორგანიზაცია. «პრომეთეში» კონფედერაციის იდეა ჩნდება 1927 წლიდან( ნომერი 4) და ის საზეიმოდ გამოცხადდა დამოუკიდებლობის გამოცხადების მეათე წლისთავის აღნიშნვისას ვარშავაში ( იდეა ჩამოაყალიბეს მუსტაფა ვექილიმ, იოსებ სალაყაიამ, ტამბი ელეკოტიმ). მომდევნო წელს მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაეგზავნა ერთა ლიგას. 1929-1930 წლებში იდეა იყო დიდი მეთაური წერილების ობიექტი და იქცა ჟურნალი «პრომეთეს» ერთ-ერთ წამყვან თემად. ამავე დროს პარალელურად განვითარდა პანთურქიზმის უარყოფის თემა ვინაიდან საჭიროა საბჭოთა თუ თეთრი რუსების ინსინუაციების მოგერიება : კრემლი და თეთრი რუსული ემიგრაცია აცხადებდნენ რომ კავკასიის კონფედერაციის თუ ფედერაციის იდეა იყო პანთურქისტების თუ თურქეთის მიერ მანიპულირებული ბუფერული სახელმწიფოს პროექტი.
     მოწოდებები კონფერენციის შექმნისაკენ ძალიან დაჟინებულია 1930-ანი წლების დასაწყისში იმიტომ რომ საფრთხე ემუქრება კავკასიურ საბჭოთა კონფედერაციას და ყველაზე მეტად იმიტომ რომ კოლექტივიზაციამ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება, მაშინ როდესაც 1930-1931 წლებში კავკასიამ იფეთქა ბოლშევიკების წინააღმდეგ. ერთ ხანს თავის კონცეფციებს ავრცელებს ფსევდონიმი «ქართველით» მწერი უცნობი ქართველი. ის აშკარად მოხიბლულია შვეიცარული მაგალითით და ოცნებობს ახალ შვეიცარიაზე, რელიეფის სირთულეების მიუხედავად სოლიდურ კონფედერაციაზე სადაც არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ეთნიკურ ელემენტს (შვეიცარიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩრდილო კავკასიელებზეც. მრავალმა ჩრდილოკავკასიელმა იცხოვრა ჟენევაში და ყველას შეუყვარდა ეს მთიანი, მრავალ-ეთნიკური და უისტორიო ქვეყანა).
    ამ პროექტმა აღძრა არა მხოლოდ რომანტიული ოცნებები : «ქართველმა» ასევე დაწერა ძალიან ტექნიკური იურიდიული წერილები მომავალი კონფედერაციის შესახებ. მან გამოაღვიძა აგრეთვე ისტორიული ცნობიერება და პრომეთეელებმა ცოტა მოგვიანებით დაიწყეს კავკასიელ ხალხთა ერთობის ისტორიული ტრადიციის გახსენება.
    აზერბაიჯანის (რესულზადე, თოფჩიბაში), საქართველოს (ნ.ჟორდანია, ა. ჩხენკელი) და ჩრდილო კავკასიის (გ. სუნში, ლ. ჩულიკი, ტ. შაკმაკი) წარმომადგენლებმა ბრიუსელში 1934 წლის 14 ივლისს ხელი მოაწერეს პაქტს. დეკლარაციის 6 პუნქტი დიდად არ განსხვავდება 1924 წელს მიღებული პრინციპებისაგან: ლაპარაკია კონფედერაციის საერთაშორისო პიროვნებაზე, როლზე ერთობლივ თავდაცვაში და დიპლომატიაში, არბიტრაჟზე კონფედერაციის შემადგენელ ერთეულებს შორის. მეექვსე მუხლის ძალით ადგილი დატოვებულია სომხეთისთვის რომელიც არაა წარმოდგენილი ხელის მომწერთა შორის.
  მიუხედავად მოსამზადებელი სამუშაოების სერიოზულობისა, მხარეების სიმწიფისა და პრობლემის მნიშვნელობისა პაქტის კომიტეტი დაიშალა 1935 წელს ისე რომ «პრომეთეს» არ აუხსნია დაშლის მიზეზები. კომიტეტმა ადგილი დაუთმო ეროვნულ ორგანიზაციათა კონფერენციას რომელიც შეიკრიბა 1935 წლის 14-23 თებერვალს. ამ კონფერენციამ შექმნა კავკასიის კონფედერაციის საბჭო. წამოწყება ბუნდოვანი დარჩა და მას არ გამოუწვევია ლტოლვილობაში მყოფი კონფედერატული მთავრობის შექმნა.

აზერბაიჯანის დელეგაცია პარიზში.

 მეტისმეტად გვიანია: ერთა ლიგამ აღიარა საბჭოთა კავშირი და სცნო მისი საზღვრები. ერთა ლიგის ვერც ერთი წევრი ქვეყანა ვერ დაუჭერს მხარს ოფიციალურად პიროვნებებს რომლებიც ამიერიდან სეპარატისტებად უნდა ჩაითვალონ. კონფედერაცია ამიერიდან შეიძლება იყოს მხოლოდ ცალკეულ მეოცნებეთა, დამარცხებულ მებრძოლთა ასამბლეა).



პრომოთეიზმი 5
 «პრომეთე” პანთურქიზმ-პანთურანიზმის წინააღმდეგ

  1910-ანი წლების "ნასრედინ-ჟურნალის" თურქი პერსონაჟები.
«პრომეთეს გამოცემის 12 წლის მანძილზე იქ დაბეჭდილი 30-ოდე წერილი ეხება უშუალოდ თურქეთს. წერილები დაწერილია თურქეთით დაინტერესებული კავკასიელების მიერ. თურქეთი საბჭოთა კავშირის გვერდით იძლევა წარმატებული რევოლუციის კონტრ-მაგალითს  (მოდერნიზაციისა და გასაეროობის, ლაისიზმის აზრით) რომელსაც არ გამოუწვევია არც ეკონომიკური კატასტროფ;ა და არც ისეთი ჩაგვრა როგორსაც განიცდის საბჭოთა მოსახლეობა (თურქეთის რესპუბლიკის მეათე წლისთავს მიეძღვნა მრავალი წერილი). თურქეთს უკავია სტრატეგიული პოზიცია საბჭოთა კავშირის სამხრეთ ფლანგზე და მისი ურთიერთობები დიდ მეზობელთან მნიშვნელოვანია კავკასიის ხალხებისთვის. პრომეთეელები ყურადღებით აკვირდებიან თურქეთ-საბჭოთა ურთიერთობების ცვლილებებს და ბოლოს თურქეთის დაინტერესება საბჭოთა კავშირის თურქულენოვანი ხალხებით გამოიწვევს იმას რომ საბჭოთა კავშირი მათ ბ+20;ალად დასდებს პანთურანიზმს.  ამის საპასუხოდ “პრომეთეს” რედაქტორები ჟურნალიდან აძევებენ პანთურანისტული სულისკვეთების უმცირეს ნიშანწყალს.

ინფორმაციის გადაცემის გზა :
   თურქეთი დიდ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირიდან მიმავალი ინფორმაციის გადაცემაში. ეს ინფორმაცია ხშირად მოდიოდა ტრაპიზონის, იგდირის, ყარსის, არზრუმის, სტამბოლის გავლით. ეს ინფორმაცია ხშირად მოდის არა უშუალოდ არამედ რესულზადეს “ისტიკლალიდან”  (ბერლინი), “აზერბაიჯან იურტ”-იდან, “იენი კავკასია”-დან, “იენი ტურკუსტან”-იდან, “ოდლუ იურტ”-იდან  (სტამბოლი). ასე გადმოსცა 1927 წელს “იენი კავკასიამ” ამბავი მუსავატის პარტიის სოლოვკებში დაპატიმრებული წევრების ბაქოში დაბრუნების შესახებ. იბეჭდება ცნობები თბილისში და ქუთაისში მომხდარი აჯანყებების შესახებ  (“პრომეთე”, 1934, ნომ+08;რი 89). “პრომეთე” ლაპარაკობს თურქეთში ლტოლვილთა ტალღების შესახებ. ეს ინფორმაციები ჩნდება ყოველი ნომრის ბოლოს პატარა ქრონიკებში. კითხვა საინტერესოა და აჩვენებს თუ როგორ იცოდნენ 1930 წლიდან,40 წლით ადრე სოლჟენიცინის მთავარი თხზულების გამოქვეყნებამდე,  ყველაზე მიყრუებულ რაიონებში მომწყობილი რეპრესიების დეტალებიც კი, რომ იცოდნენ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ.

               
პანთურანიზმის შიში და უარყოფა :
    პრომეთეელების აზრით პანთურანიზმი საბჭოთა კავშირისთვისაა სასარგებლო; ესაა საფრთხობელა რომლითაც მოსკოვი აშინებს მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს და ამით ამართლებს თურქულ რეგიონებში ანტიეროვნული ინტერნაციონალისტური პროპაგანდის გაჩაღებას. საბჭოთა კავშირი ამ საფრთხ+08;ზე ყვირილს ტეხავს მას შემდეგ რაც ვინმე თურქეთში გამოავლენს უმცირეს ინტერესს ჩრდილოელი და აღმოსავლელი მოძმეების მიმართ. პანთურანიზმს ძალიან ცუდად უყურებენ დასავლეთის დიპლომატიურ წრეებში და თურქეთის მთავრობას ძალიან ეშინია ამ ბრალდებისა. ლტოლვილები, მაშ, დაინტერესებული არიან იმით რომ პანთურანისტებმა, თუ კი ისინი არსებობენ, ხმა არ ამოიღონ. პანთურანიზმი ბრალდება იმათაც კი ვინც უბრალოდ ახსენებს თურქი ხალხების კულტურულ ერთიანობას, მათ სულიერ ნათესაობას, თუნდაც სენტიმენტალურ კავშირებს თურქულენოვნებსა და თურქებს შორის. ამ ბრალდებას აყენებენ ზოგი სომხური წრე  საბჭოთა პროპაგანდისა) და კერენსკის გარემოცვის თეთრი ემიგრანტები.

 1. პანთურანიზმის უარმყოფელი წერილები ყველაზე ხშირია 1930 წელს და ამ საკითხს მთლიანად ეძღვნება 38-ე ნომერი ( 1930 წლის იანვარი). ეს გამოიწვია ზარევანდის სახელგანთქმული წ+12;გნის რუსული ვერსიის გამოცემამ. არა აქვს მნიშვნელობა იმას შეთანხმებული იყვნენ თუ არა ზარევანდი და თეთრი რუსები, მათი ინტერესები ემთხვოდა ერთმანეთს. ზარევანდი იყო ზ. და ვ. ნალბანდიანების ფესვდონიმი. მათ წიგნს ერქვა «გაერთიანებული და დამოუკიდებელი თურანია». წიგნი გამოსცა სომხურმა რევოლუციურმა ასოციაცია დაშნაკცუტიუნმა (ფრანგულად (ჰ.კურკჯიანმა)   ათენში 1989 წელსაც. ეს წიგნი 1926 წელს გამოიცა სომხურად, 1930 წელს ის გამოიცა რუსულად და ის რუსულად გამოსცა კერენსკის ანტიპრომეთეულმა პერიოდიკამ «Дны». კერენსკის მომხრეები 1928 წლიდან ავრცელებენ იდეას რომ კავკასიის ქვეყნებს უნდა ეშინოდეთ თურქეთისა. ‘პრომეთე» მკაცრად ილაშქრებს იმის წინააღმდეგ რაც მას მიაჩნია რუსული იმპერიალიზმის გამოვლინებად.
    მატყუარა რომანტიზმად მიჩნეულ “პოლიტიკურ პანთურქიზმს” რესულზადე უპირისპირებს “კულტურულ პანთურქიზმს” რომელიც უნდა გავრცელდეს კულტურული ურთიერთობების ფორმით.
     ზარევანდის შეტევებს დაემატა “დნიში” დაბეჭდილი სომეხი ხონდკარიანის სიტყვები. ხონდკარიანი პრომეთეელებს ბრალად სდებდა იმას რომ მათ მიზნად ჰქონდათ შეერთება თურქეთთან ( “პრომეთეს” 38-ე ნომერში ციტირებული ხონდკარიანის წერილი). ამ მნიშვნელოვანი 38-ე ნომრის მეთაური წერილი აბსურდულად აცხადებს ყოველგვარ პანთურანისტულ იდეას იმიტომ რომ თურქეთი არ ესაზღვრება სხვა თურქულენოვან ქვეყნებს და რომ “მხოლოდ რასიულ ერთობას არასოდეს განუსაზღვრია პოლიტიკური ერთობა”. რესულზადე მასხრად იგდებს ხონდკარიანს და, გამონაკლისი “პრომეთესთვის”, მუქარით მიუთითებს სომეხთა ბედზე ოსმალეთში: “თქვენ იგივე დაგემართებათ რუსეთში რაც სომხეთს დაემართა თურქეთში, ელოდეთ ამას!” რესულზადეს თანახმად პანთურქისტული ოცნება დაემხო და, სხვათა შორის, მან ერთ დროს კარგი როლი შეასრულა იმით რომ შეასუსტა მაჰმადიანობის გავლენა.
         შემდეგ რესულზადე ახსენებს თურქული პოლიტიკური ცხოვრების ნაკლებად ცნობილ ტენდენცია “ანატოლიზმს” მუკრიმინ ჰალილ ბეის ხელმძღვანელობით. ამ უკანასკნელის აზრით თურქული ეროვნება არ არსებობს და უკეთესი იქნებოდა თურქეთისათვის სახელად ანატოლიის დარქმევა რაც მიანიშნებდა იმაზე რომ ქვეყანა ღიაა ყველა რასისთვის. მან უკვე გადმოსცა ეს შეხედულება “პრომეთეში” და მას სჯერა რომ ლაპარაკია თანამედროვე თურქეთის ნაციონალიზმის მთავარ ნიშანზე და რომ სწორედ ამ ნიშანსა აქვს პერსპექტივა. და ბოლოს ის ბრალდებას უბრუნებს სომხებს და დაშნაკების მომხრეებს ბრალად სდებს იმას რომ ისინი ამზადებენ რაღაც “პანარმენიზმს” თუ “პანარიანიზმს” რისთვისაც სომხები განსაკუთრებით უწყობენ ხელს ქურთთა მღელვარებებს.
    ამ ნომერში ხმა ამოიღო ჩოკაიმაც. მან პატივი მიაგო ათათურქს : უეჭველია რომ ჩვენ თურქოფილები ვართ... მუსტაფა ქემალი და თურქეთი ჩვენთვის უძვირფასესები არიან”, მაგრამ მან პანთურანიზმი გამოაცხადა მითად: “თურანისტებს არასოდეს უოცნებიათ რამენაირ კავშირზე თურქეთთან”.

    შემდეგ ნომერში ჩოკაი უბრუნდება ბრალდებას :
   “წარმოდგენა იმისა რომ ქემალი დაიპყრობს თურქესტანს და შექმნის ვოლგიდან პამირამდე გადაჭიმყლ სახელმწიფოს არის ნამდვილად ფანტასტიკურად შეშინებული და ჭკუადაკარგული ადამიანის აზრი” ( მუსტაფა ჩოკაი, “ბოლშევიკები ქემალიზმის წინააღმდეგ”, “პრომეთე” ნომერი 57, 1931 წლის აგვისტო, გვ. 15-18). ამას გარდა მისი თქმით თურქეთსა და თურქულენოვან სამყაროს შორის კონტაქტები იმდენად ძნელია რომ წარმოუდგენელია მათ შორის პოლიტიკური კონტაქტების დამყარება.
  პრომეთეელებს ამავე დროს აღიზიანებს თურქეთში კავკასიის თურქეთთან გაერთიანების სურვილის ხმამაღლა გამოთქმა.  როდესაც სტამბოლის “ბირლიკმა” გამოთქვა კავკასიის დამოუკიდებლობის სურვილი “იმ პირობით რომ როდესაც დადგება დრო კავკასიელები შეუერთდებიან თურქეთს და შექმნიან ერთიან სახელმწიფოს, თურქულ სახელმწიფოს” ს. მენაგარიმ ამხილა და დაგმო პროვოკაცია და უპასუხა: “ცხადია რომ მოსკოვმა ზოგ თურქულ ჟურნალში იპოვა მისი დამცველები და რომ რუსები თურქული სახელით აკეთებენ იმას რასაც ვერ აკეთებენ რუსული სახელით” (ს. მენაგარი, “კავკასია და მისი მეზობლები”, “პრომეთე ნომერი 89, 1934 წლის აპრილი, გვ. 24-28).
  საერთო ჯამში პანთურანიზმის დაგმობა მნიშვნელოვანი თემაა “პრომეთეში”. მოძრაობის წევრები არასოდეს ითხოვენ გაერთიანებას თურქეთთან როგორც არ უნდა მოსწონდეთ თურქეთის მიღწევები. მათი აზრით პანთურანიზმი არის საბჭოთა თუ თეთრი რუსების პროპაგანდის იარაღი, პრომეთეული მოძრაობის ლანძღვის და დისკრედიტაციის ერთ-ერთი საშუალება


პრომოთეიზმი 6
თურქეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობები:
   მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ მოძრაობისათვის. პრომეთეელთა შორის ფაქტიურად მხოლოდ თურქულენოვან ლტოლვილებს დარჩათ ჯერ კიდევ რაღაც კერა, რაღაც ქვეყანა რომელიც არაა დაპყრობილი წითელი არმიის მიერ რომელიც შეიძლება გადაიქცეს მათთვის ნაცვალ სამშობლოდ (და ძალიან ხშირად ამყვან მშობლიურ ქვეყნად) სადაც ისინი არ იქნებიან მეტისმეტად ამოვარდნილნი კალაპოტიდან. უკრაინელებს, ქართველებს არ აქვთ ეს შანსი. სტამბოლი ამავე დროს ამ წლებში გადაიქცა გამოცემის ცენტრად და, როგორც უკვე ვნახეთ, საბჭოთა კავშირზე ინფორმაციის გადაცემის ადგილად.
     მნიშვნელოვანია რომ პრომეთეელებს ჰქონდეთ იქ ცხოვრ;ებისა და თავისუფლად გამოთქმის საშუალება, მაგრამ ამას ხშირად აბრკოლებს თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობათა იმპერატივები. ქემალიზმის მიზანია მშვიდობიანი ცხოვრება თავისი დიდ მეზობელთან და მოგუდვა ყველაფერი იმისა რაც შეიძლება წააგავდეს პანთურქიზმს. ასე მოხდა რომ თურქეთი არასოდეს არ დახმარებია პრომეთელეებს, პირიქით, მათ ზოგჯერ აწუხებდნენ კიდეც : 1920 წელს რუსებმა მიაღწიეს იმას რომ თურქეთმა გააძევა რესულზადე; 1927 წელს თურქეთის მთავრობამ დახურა «იენი კავკასია» იმიტომ რომ რაღაც თურქული დელეგაცია უნდა ჩასულიყო საბჭოთა კავშირში ოქტომბრის რევოლუციის წლისთავის აღნიშნვაზე; 1931 წელს დახურეს «ოდლუ იურტ ბილდერიშ», «აზერი- ტურკ», «იენი ტურკესტან». მიუხედავად ამისა თურქეთის მთავრობის მიერ დაკავებული ეს ფრთხილი პოზიცია არ იწვევს კრიტიკას პრომეთეელთა მხრიდან. ამ მოძრაობას ძალიან სჭირდება თურქეთი.
   «პრომეთე» ყურადღებით უწევს ანგარიშს თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებს რომლებიც მერყეობენ მეგობრობასა და დაძაბულობას შორის. ჟურნალი მიმართავს ირონიას როდესაც საბჭოთა ოფიციალური ორგანოები გმობენ «ანატოლიური ბურჟუაზიისა და კულაკების მოკავშირე სოციალ-რეფორმიზმს», «ქემალისტურ ტერორს» და სხვ. ეს საბჭოთა ლანძღვა-გინება ვერ ახდენს გავლენას პრომეთეელებზე რომლებიც მიჩვეული არიან ოფიციალური პრესის ყურადღებით კითხვას, რომლებიც დახელოვნებული არიან პროპაგანდის ენის ამოკითხვაში. მათ უბრალოდ ეშინიათ იმისა რომ მოსკოვი მოახერხებს თურქეთის ავტორიტეტის შებღალვას თურქულენოვანი ხალხების თვალში იმით რომ დაარწმუნებს მათ ანკარას ექსპანსიონისტური მისწრაფებების არსებობაში.
   ისინი უფრო ღელავენ განმუხტვის პერიოდებში: ცხადია რომ პრომეთეელები დაინტერესებული არიან იმაში რომ თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის არ დამყარდეს მტკიცე მეგობრობა; მათთვის ეს მეგობრობა ნიშნავს გაძევებათა საფრთხეს, პუბლიკაციების აკრძალვას და, რა თქმა უნდა, მეორე სამშობლოს დაკარგვას. ისინი გამოხატავენ დიდ უნდობლობას, იხსენებენ წარსულს, რუსეთის მუდმივ სწრაფვას სამხრეთისაკენ: «სპარსეთისა და თურქეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება მანამდე სანამ რუსეთს საერთო საზღვრები ექნება ამ ორ სახელმწიფოსთან» (მირი, «ბოლშევიკები და თურქეთი», «პრომეთე» ნომერი 34, 1929 წლის სექტემბერი, გვ. 9-11). მირ იაკუბს მიაჩნია რომ შერიგების ენა უბრალოდ არის საბჭოთა კავშირის სისუსტის ნიშანი. პრომეთეელების აზრით თურქეთის ინტერესი არის დაუმორჩილებლობა პირფერობისადმი და მტკიცე კავშირის დამყარება დასავლეთთან.
   დაძაბულობის პერიოდებში პანთურანიზმი ორივე მხარეს ასრულებს გარკვეულ როლს : როდესაც საბჭოთა კავშირს უნდა თურქულ-საბჭოთა მეგობრობის დაგმობა ის მსოფლიოს აშინებს პანთურანიზმით და როდესაც თურქეთში ისმის რაღაც პანთურანისტული გამოსვლა «პრომეთე» მასში ხედავს საბჭოთა პროპაგანდას (გაგრძელება იქნება)

პრომოთეიზმი 7
 გერმანული ცთუნება და ამერიკული მფარველობა
 1939 წლის გeრმანულმა აგრესიამ პოლონეთში “პრომეთეს” დააკარგვინა ძვირფასი მოკავშირე. გერმანელების მიერ პარიზის ოკუპაციის შემდეგ “პრომეთემ” არსებობა შეწყვიტა როგორც “პოლონურმა გამონაგონმა”. პოლონეთში რა თქმა უნდა სდევნიდნენ საბჭოთა კონტროლის ქვეშ დარჩენილ პრომეთეელებს.
 მაგრამ ვითარებას კიდევ ერთხელ შეცვლის 1941 წლის გერმანიის აგრესია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ : თავიდან პრომეთეელებს აწუხებდნენ როგორც საბჭოთა კავშირიდან გამოსულებს, მაგრამ ისინი კვლავ გამოჩნდნენ ნაციონალური პრობლემებით და მის მიერ კონტროლირებადი ეროვნული ერთეულების შექმნით დაინტერესებული გერმანიის პოტენციურ მოკავშირეებად. გერმანულ ტყვეთა ბანაკებში არის მილიონი წარმოშობით უკრაინელი, კავკასიელი, თურქესტანელი ჯარისკაცი. პრომეთეელებს ძალიან აცდუნებს თანამშრომლობა ნაცისტებთან რომელთაც სურთ ამ ძალის გამოყენება საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. გერმანელი თურქოლოგი გერჰარდ ფონ მენდეს გავლენის ქვეშ მოხვედრილი მუსტაფა ჩოკაი 1941 წლის ივლისიდან დეკემბრამდე ატარებს გერმანიაში საბჭოთა ტყვეების ბანაკების ინსპექციას, მაგრამ ის გარდაიცვალა 1941 წლის დეკემბერში (ჩოკაის ანგარიშების ნახვა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა). მოძრაობის მრავალი თურქულენოვანი ხელმძღვანელი დაბრუნდება ნეიტრალურ თურქეთში. რესულზადემ თავი შეაფარა ბუქარესტს, მაგრამ 1942-1943 წლებში სხვა კავკასიელ ლიდერებთან ერთად ის მაინც ცხოვრობს ბერლინში. ნაცისტები ქმნიან “ლეგიონ თურქესტანს” რომელმაც იომა აღმოსავლეთის ფრონტზე. ბერლინში ჩავიდნენ ყირიმის და დობრუჯის თათრები.
 1947 წელს ცივი ომის დროს დაწერილ ანგარიშში პრომეთეული მოძრაობის შესახებ მისი ავტორი რომან სმალ-სტოცკი არაფერს ამბობს კოლაბორაციონიზმის ამ ცდუნებებზე : ის ლაპარაკობს მხოლოდ ნაცისტებისადმი წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაბმულ პრომეთეელებზე და ჩუმადაა მეორე მიდგომაზე, რაც შეიძლება აიხსნას იმედების გადაწურვით.
 პრომეთეელებმა რამოდენიმეჯერ სცადეს მოძრაობის განახლება ომის შემდეგ, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირი ძლიერი იყო როგორც არასდროს და როდესაც ყირიმელების და კავკასიელების 1943-1944 წლების მასობრივმა გადასახლებებმა ყოველგვარი იმედი წაართვეს დაპყრობილ ხალხებს.
 «პრომეთეს» ზოგი წევრი 1943 წლის 20 აპრილს ჩავიდა ჰააგის კონგრესზე. მათ მოკავშირეებს ბრალი დასდეს იმაში რომ მათ ომი დაიწყეს «მიიუნხენის პატარა კომპრომისით» და ომი დაამთავრეს «ტოტალური კომპრომისით სტალინის დიქტატურასთან».
 მმიუხედავად ამისა პრომეთეელები მთლიანად ენდობოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ლიგას ამიერიდან ჰქვია “ატლანტური ქარტიის პრომეთეული ლიგა”. მან მოითხოვა ნაციზმის მოსპობით დაწყებული საქმის გაგრძელება, სთხოვა ამერიკელებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ჩაგრული ხალხების განთავისუფლებისთვის, მოითხოვა რომ საბჭოთა კავშირისთვის აეკრძალათ გაეროში შესვლა და პრომეთეელთა სამსახური შესთავაზა სტალინის აგენტებისთვის ნიღბების ჩამოსაგლეჯად.
 ასე მოხდება რომ მოძრაობა სხვა ფორმით გადაიქცევა ცივი ომის იარაღად ამერიკელთა ხელში. 1950 წლის 9 ივლისს მიუნხენში დაარსდა “საბჭოთა კავშირის შესწავლის ინსტიტუტი” რომელსაც მხარს უჭერდა ორგანიზაცია სახელად “ბოლშევიკებისაგან განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი”. ეს ინსტიტუტი ოციოდე წლის განმავლობაში აქვეყნებს მრავალ ჟურნალს. მასთან თანამშრომლობდა მრავალი პრომეთეელი და ზ.ვ. ტოგანის მსგავსი ზოგი თურქი პრესტიჟული ისტორიკოსი.
 ლაპარაკია იდეათა ისტორიის ასპექტზე რომელიც ეხება როგორც თურქეთს ისე დანარჩენ თურქულენოვან სამყაროს. ლტოლვილობის ათწლეულების განმავლობაში დამყარებული კავშირების სიმტკიცემ შექმნა ნამდვილი ქსელი რომელიც ნაციონალისტური მიზნებით გამოყენებული იქნება ომის დროს და ომის მომდევნო წლებში. დასაწერია სხვა, მიუნხენის ინსტიტუტიდან ამ ქსელებზე ამერიკული გავლენის ისტორია.
 ისტორია, რომლის ესკიზიც ჩვენ მოვხაზეთ, გვიჩვენებს იმას რომ ჩრდილოეთის დიდი სახელმწიფოს პირისპირ მდგომ ამ ეროვნულ მოძრაობებს უჭირდათ ავტონომიის შენარჩუნება : 1921 წლიდან პრომეთეელებს უხდებათ კავშირის დამყარება როგორც ერთმანეთთან ისე გარეშე სახელმწიფოებთან- პოლონეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
 დღეს უნდა გავიხსენოთ რომ 1917 წლიდან აზერბაიჯანელებს, ქართველებს, უკრაინელებს, ჩრდილო კავკასიელებს და თურქესტანელებს ერთმანეთთან აკავშირებდა ძლიერი და მჭიდრო პოლიტიკური და პირადი კავშირები. მრავალი პოლიტიკოსი ერთმანეთს 1905 წლიდან იცნობდა. ლტოლვილობამ კიდევ უფრო განამტკიცა ეს კავშირები. ისინი ცდილობდნენ ერთად ებრძოლათ საერთო მტრის წინააღმდეგ და ეს საერთო მტერი იყო არა მხოლოდ ბოლშევიზმი არამედ რუსული იმპერიალიზმი საზოგადოდ.
 კიდევ უფრო საინტერესოა მათი ბრძოლა ფედერატული იდეალის შესაქმნელად.
 ცხადია რომ ამ ადამიანებში იყო უთანხმოებები, მაგრამ მათმა შრომისმოყვარეობამ და იდეალის ძალამ ისინი შეკრა ერთ მთლიან შესანიშნავ გუნდად.
 თურქების და არათურქების თანამშრომლობა თითქმის ორი ათეული წლის მანძილზე ნაყოფიერი იყო. თურქულენოვანთა ერთი სამყაროსადმი კუთვნილების ცნობიერება ალბათ გააძლიერა მრავალი პირადი კონტაქტის დამყარებამ.
 და, მნიშვნელოვანი რამ: გაძევებული არ ყოფილან სომხები რომელთაც მკაცრად აკრიტიკებდნენ მაშინ როდესაც ისინი ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს და თუ თვითონ სომხები არ ამბობდნენ უარს მოძრაობაში მონაწილეობაზე. მიუხედავად ამისა სომხები მონაწილეობდნენ ხსოვნის მრავალ მანიფესტაციაში და მათი დროებითი არყოფნით შეწუხებული პრომეთეელები მზად იყვნენ მათ მისაღებად (იხ. გიორგი გვაზავას შესანიშნავი დეკლარაცია წერილში “საბჭოთა უტიფრობა”, “პრომეთე”, ნომერი 54, 1931).

პრომოთეიზმი 8
დასკვნა: თურქ მემარცხენეთა დუმილი «მოძმე ხალხების» შესახებ:
 შეიძლება ვცადოთ ამ პერიოდის ანალიზის მოხაზვა და ზოგადად გარკვევა იმისა თუ რამ განაპირობა პრომეთეელების ნაწილის, როგორც წესი დემოკრატების და ხშირად მემარცხენეების დაკავშირება ნაციზმთან ან ნაციზმის იმედის გაჩენა. რამ განაპირობა მოგვიანებით პრომეთეელების დადგომა თურქეთში ნაციონალისტურად განწყობილი რადიკალური მოძრაობების და პიროვნებების გვერდით.
 პრომეთეელებს ათამაშებდნენ გარემოებები. ევროპული დიპლომატიური ისტორიის კონტექსტში ჩაძირულები ისინი დასჯაბნა სახელმწიფოთა ცინიზმმა. ეს სახელმწიფოები პრომეთეელებს მხარს უჭერდნენ მხოლოდ მაშინ როდესაც ეს მათთვის სასარგებლო იყო. პრომეთეელების სიმართლეზე უფრო მნიშვნელოვანი მათთვის მათი სახელმწიფოებრივი ინტერესები იყო.
 გაუგებარია თუ რატომ მიაგდეს პრომეთეელები ერთა ლიგამ და დასავლეთის დემოკრატიებმა. ამან გამოიწვია დიდი და ძლიერი იმედგაცრუება.
   ლტოლვილი კავკასიელი თუ თურქულენოვანი ხელმძღვანელების ეროვნული ბრძოლა განუყოფელი იყო ბრძოლისგან ბოლშევიკების წინააღმდეგ. მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი თანდათანობით აღიარეს დასავლეთის სახელმწიფოებმა და ერთა ლიგამ დემოკრატიული მთავრობები ვეღარ დაუჭერდნენ მხარს სეპარატისტებად გადაქცეულ პირებს. ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ მხოლოდ ავტორიტარული, ფაშისტური მთავრობები. ამიერიდან გარდაუვალი იყო პრომეთეელების გადაბირება ფრანგ რადიკალ მემარჯვენეთა მიერ და გერმანიის ხიბლის ზემოქმედება. ეს დამოკიდებულება შეიძლება აიხსნას არეულობით და შეშფოთებით ადამიანებისა რომელთაც 1936 წლისათვის გადაეწურათ მათი სამშობლოს დაბრუნების იმედი. მაგრამ განა საკმარისია ეს იმედგადაწურულობა ნაციზმის მიმართ მათი დუმილის, მათ მიერ პოზიციის დაუკავებლობის ასახსნელად? ისინი ხედავდნენ მხოლოდ ანტიბოლშევიკურ ასპექტს. მათ თარ უნდოდათ გერმანიაში გაშლილი რეპრესიებისა და დევნის დანახვა.
   განა შეიძლებოდა 1933-1939 წლებს შორის გერმანიაში ცხოვრება, იქ გაზეთების გამოცემა (როგორც ამას აკეთებდა რესულზადე) ან უმაღლეს სასწავლებელში ლექციების წაკითხვა (როგორც ამას აკეთებდა ტოგანი) გერმანიაში განვითარებული მოვლენების ხმის ამოუღებლად აღიარების გარეშე? როგორ შეიძლებოდა თავისი სულის დაუკარგავად ნაცისტური დროშით რაღაც ლეგიონის შექმნაში მონაწილეობა მიეღო ჩოკაის, ესოდენ აზრიან და მგრძნობიერ ადამიანს? ნუთუ ნამდვილად ფიქრობდნენ კაიმ ხანის და ბ.ჰაიტის მსგავსი ადამიანები რომ ნაცისტური ბატონობა შუა აზიაზე უფრო რბილი იქნებოდა ვიდრე ბოლშევიკური ბატონობა ?
   პრომეთეელებსა და მათ მემკვიდრეებს თავი შორს არ დაუჭერიათ ავტორიტარული რეჟიმებისგან (დაწყებული პილსუდსკით) იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ ამის უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის. «პრომეთეში» ამაოა გერმანიის კრიტიკის ძიება... მათმა უპირობო ანტიბოლშევიზმმა დააბრმავა პრომეთეელები და ისინი დადგნენ ყველაზე ანტიბოლშევიკური სახელმწიფოს გვერდით (მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმასაც რომ პრომეთეელები დააბრმავა და მათ უპირობო ანტიბოლშევიზმისკენ უბიძგა იმდროინდელი დემოკრატიების დაახლოებამ სტალინის საბჭოთა კავშირთან, მთარგმნელი).
 ამან განაპირობა თურქულენოვანთა ეროვნული ბრძოლისა და გერმანიასთან ურთიერთობების საკმაოდ მღვრიე კავშირი. მით უმეტეს რომ გერმანია ომის დროს ცდილობდა თურქ-თათრებისა და კავკასიელების მხარდაჭერის მოპოვებას. ეს ამ ხალხებს ძვირად დაუჯდათ. ამ კავშირმა დაამახინჯა საბჭოთა კავშირის მკვიდრ ხალხთა და, შეიძლება, თურქების ნაციონალიზმის ბუნება. პრომეთეელების მრავალი ხელმძღვანელი დამკვიდრდა თურქეთში. პრომეთეელებმა ომის დროს თურქეთში მონაწილეობა მიიღეს ნაციონალისტურ წამოწყებებში. ისინი მონაწილეობდნენ თურქულ-გერმანულ კონტაქტებში რომელთა მიზანი იყო თურქეთის ჩაბმა ომში.
 უნდა დავასკვნათ რომ მთელი პრომეთეული პერიოდის მანძილზე მუდამ სუფევდა პანთურქისტად გამოჩენის შიში. პანთურქიზმი იყო საბჭოთა პროპაგანდის მოხერხებული იარაღი : ეს სიტყვა იყო საფრთხობელა მსოფლიოში პრომეთეელთა მოქმედების დასაგმობად. ამის გამო თურქეთისადმი სიმპატიის ყოველგვარი გამოხატვა, თურქი ხალხისადმი ყოველგვარი ინტერესის გამოვლენა ცხადდებოდა პანთურქიზმის გამოვლინებად.
   პანთურქისტად გამოჩენის ამ შიშს ჰქონდა ცუდი შედეგები: მან ხელი შეუშალა “გარე თურქთა» მიმართ სულტან-გალიევისტური თუ მესამე სამყაროსეული მემარცხენე ანალიზის და პოზიციის ჩამოყალიბებას. ქემალიზმს ერჩივნა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან და ხმას არ იღებდა «გარე თურქთა» პრობლემების შესახებ. ამაზე ხმა ამოიღეს მხოლოდ უკიდურესმა, ექსტრემისტმა მემარჯვენეებმა. მემარცხენეებმა დასთმეს პოზიცია, მათ აბრკოლებდა «მოძმე თურქებისა» და მემარცხენეების ყოფნა საბჭოთა (თუ ჩინურ) სფეროში და საბჭოთა კავშირის მდგომარეობის გართულების შიში.
   ასე მოხდა რომ საბჭოთა კავშირის დამხობამდე ეროვნული (პატრიოტული) მოძრაობა ვერ იარსებებდა ანტიკომუნიზმის გარეშე. ანტიკომუნიზმი კი თითქმის ბუნებრივად დაინტერესდა «გარე თურქებით». ამიტომაა რომ თურქეთში დამკვიდრებულ პრომეთეელებს მსმენელებად ჰყავდათ მხოლოდ მემარჯვენე რადიკალები. ნაციონალისტები, რომლებსაც თავიდან სულაც არ ჰქონიათ მემარჯვენე რადიკალური ინტერესები რადიკალური მემარჯვენეობისკენ გადაიხარნენ . ანტიკომუნისტურ მოძრაობათა და თურქულენოვან ხალხთა ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. თურქულენოვან ხალხთა პრობლემები იქცა მემარჯვენეთა თემად. ანტიიმპერიალისტურ ლექსიკონს იყენებენ ანტიკომუნისტები.
 1917-1990 წლებში თურქთაშორისი სოლიდარობის, თურქული ნაციონალიზმის საკითხს ეცემა საბჭოთა კავშირის ჩრდილი. თურქული ეროვნული მოძრაობა და ნაციონალიზმი განპირობებულია საბჭოთა კავშირის არსებობით. ანტიკომუნიზმი მალე გადაიქცა პრომეთეული და ეროვნული მოძრაობების ფუნდამენტურ ფაქტორად და ამან ისინი ჩააბა ჯერ ნაცისტურ ბრძოლაში და შემდეგ ცივ ომში. თურქული სამყაროს განთავისუფლების და თურქულენოვანთა სოლიდარობის იდეები, რასაც ზოგჯერ ეშმაკურად და ტყუილად უძახიან პანთურქიზმს გარდაუვალად შთანთქა თურქულმა ანტიკომუნისტურმა და პანთურქისტულმა მიმდინარეობამ ვინაიდან თავისუფალი სამყაროს გეოგრაფიული ავანპოსტის არეში გაშლილი ეს მოძრაობა განსაკუთრებით რადიკალური იყო.
   რა მოუვა თურქიზმის ამ კონცეფციას როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებს? განა არ შეიძლება ვიფიქროთ რომ შეიძლება გაჩნდეს თურქიზმის ახალი იდეა რომელიც აღნიშნავს კულტურული, ეკონომიკური და სულაც არა აუცილებლად პოლიტიკური სოლიდარობის კავშირებს და რომელსაც ექნება 1940 წლის მნიშვნელობისაგან განსხვავებული მნიშვნელობა.




7.14.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-4: ნეოპლატონიზმი და ნეოპითაგორიზმი

“...ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე  რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ. ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთან შერწყმა შესაძლებელია  მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).

პლოტინი და მისი მოწაფეები
დაბრუნება პრინციპთან:
პლოტინი და პორფირი, იამბლიქი და პროკლუსი:
ანტიკური ხანის ეს მოაზროვნეები ქადაგებენ ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევის, მისი საზღვრების გადალახვის აუცილებლობას სამყაროს, გულის, გონების საწვდომად და ბოლოს ერთთან ერთიანობის მისაღწევად.

 “ჭეშმარიტი სატრფო”:

“... ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე  რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ
   
ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთანაა შესაძლებელი შერწყმა მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).

იმის სათქმელად რომ ნეოპლატონიზმს და ეზოტერიზმს შეუძლიათ თანაარსებობა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მისტიკა და ეზოტერიზმი.

საქმე იმაშია რომ ეზოტერიზმი არ აუფასურებს მატერიალურ სამყაროს იმიტომ რომ მასში ხედავს ნიშანთა ერთობლიობას, უხილავ ენერგიებს, წიგნს თუ სარკეს რომელიც ირეკლავს სხვაგან მყოფ ხატებს.

ნეოპლატონიზმმა მხარი დაუჭირა ამ კონცეფციას და მრავალმა ნაშრომმა აჩვენა კოსმოსში, სამყაროში ცოცხალი სულიერი არსების დამნახავი ფილოსოფიების ნეოპლატონური ფესვები. ეს ფილოსოფიები მოდის ჰუმანისტური რენესანსიდან ( პიკო დელა მირანდოლა) თანამედროვე ეკოფსიქოლოგიამდე (ჯეიმს ჰილმანი) ნატურფილოსოფიის (გოეთე) გავლით.   

წუთისოფელი ასეა...

მადლობა საფრანგეთის ისტორიის შავი ფურცლებით დაინტერესებულ ფრანგებს:
 ერთგვარი ტოტალიტარული რელიგია :

ინი და იანი-სამყაროში მოქმედი შავი და თეთრი ძალები 
     საფრანგეთის რევოლუცია იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ქარიშხალი. ვის შეეძლი სიშმაგეთა და შედეგების წინასწარ წარმოდგენა? როგორ უნდა აიხსნას ცისქვეშეთში ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული და ძლიერი სამეფოს წალეკვა საშინელებათა ორგიის მიერ ისე რომ მან კვალის დატოვებაც ვერ მოახერხა ? როგორ უნდა აიხსნას ასევე მის ნანგრევებზე ტერორის მიერ გაჩენილი რესპუბლიკის აღდგენა.
      რაციონალური ახსნის ძიებაში ტენის კვალზე დამდგარი ისტორიკოსი ილაპარაკის დაბრმავებულ და დაუძლურებულ სამეფო კარზე, რომ ის დაამხეს იმიტომ რომ ადგილი გაენთავისუფლებინათ პლებსიდან გამოსული ახალი ბატონებისთვის. ესაა რევოლუციათა უმრავლესობის ლოღიკა.
  მაგრამ ეს არ ხსნის ფრანგული რევოლუციის თავისებურებას, წარსულის რადიკალურ უარყოფას, ისტორიის მაგივრად « სუფთა ფურცლის » დატოვებას და ისტორიის ხელახლა დაწყების მცდელობას. ვერ ხსნის ძალადობებს  რომლებმაც ესოდენ გააოგნეს  « ფრენჩ რევოლუშნ »-ის ნაადრევი და გამჭრიახი დამკვირვებელი ედმუნდ ბურკე.
   სწორედ ბურკესთან შეიძლება ვნახოთ პოლიტიკური ახსნის პირველი დამაჯერებელი ელემენტები. ბურკემ თავისი ანალიზი დააფუძნა ფაქტებზე დაკვირვებაზე და ღრმა ისტორიულ გააზრებაზე და 1790 წლიდან ის ლაპარაკობს ამოვარდნილი ქარიშხალის საშინელ შედეგებზე.
   ბურკემ კარგად დაინახა რომ ფრანგული რევოლუციის დამახასიათებელი ნიშანია წარსულის უარყოფა. Mაგრამ რატომ გამოჩნდა მაინცდამაინც საფრანგეთში და არა სხვაგან “სუფთა ფურცლის” ეს სიგიჟე? შწორედ ამ კითხვას გასცემს პასუხს მოგვიანებით ალექსის დე ტოკვილი ნაშრომში “ძველი რეჟიმი და რევოლუცია”(1856).
  ის გზაზე დააყენა შატობრიანის მიერ 1819 წელს ვანდეის თაობაზე ნათქვამი სიტყვა:
   “ რევოლუცია დამთავრდა დაწყებისთანავე. შეცდომა იქნებოდა ფიქრი რევოლუციამ დაამხო მონარქია, მან მხოლოდ განაბნია ნანგრევები...”
   ეს არ ხსნის ტერორის შმაგ ძალადობას განსაკუთრებით ვანდეის ხალხის წინააღმდეგ. ვანდეაში 1793 წლის გაზაფხულიდან
ვანდეას გული 
მოეწყო ნამდვილი პოპულიციდი (ხალხიციდი, ხალხის მკვლელობა) რომელიც განასრულეს 1794 წლის ჯოჯოხეთურმა კოლონებმა. 1793 წლის ივლისში საჯარო ხსნის კომიტეტმა გადაწყვიტა ვანდეის საქმისთვის წერტილის დასმა და ბარერმა თქვა: “საჯარო ხსნის კომიტეტმა ასე განსაზღვრა მიზანი: “ საჯარო ხსნის კომიტეტმა მოამზადა ზომები რომელთა მიზანიცაა ვანდეელთა აჯანყებული რასის მოსპობა,მათი ბუნაგების დანგრევა,მათი ტყეების დაწვა,მათი მოსავლის აღება, სამშობლოსათვის კარგია აჯანყებულთა დასჯა...” და ვანდეელთა აჯანყებული რასის მოსასპობად გაემართნენ ჯოჯოხეთური კოლონები.
  ამ შემაძრწუნებელ სიგიჟეთა ინტერპრეტაციისთვის უნდა მივმართოთ კოლექტიური ფსიქოლოგიის კვლევათა დამფუძნებელ გუსტავ ლე ბონს. გადავიკითხოთ ის :
   “ საკმაოდ სისხლიანი მთავრობა რომელმაც გადაწყვიტა 80 წლის მოხუცების, ახალგაზრდა ქალების თუ სულ პატარა ბავშვების გილიოტინაზე დახოცვა თუ წყალში დახრჩობა, საფრანგეთის გადაქცევა ნანგრევებად და რომელმაც მიუხედავად ამისა მოახერხა შეიარაღებული ევროპის მოგერიება... აი უნიკალური ტრაღედიები კაცობრიობის ისტორიის ანალებში.(გუსტავ ლე ბონ (1841-1931), “რევოლუციათა ფსიქოლოგია”,1912).
    რევოლუციის გენეზისში, ხსნის ლე ბონი, “ჩაერია სხვადასხვა ლოღიკით მართული რაციონალური,ემოციური,მისტიკური და კოლექტიური ელემენტები”. ამდენმა ისტორიკოსმა ცუდად გაიგო ეს პერიოდი იმიტომ მათ ერთმანეთისგან ვერ გაარჩიეს ეს გავლენები.    
   “ახსნისათვის უმრავლეს შემთხვევაში მოხმობილმა რაციონალურმა ელემენტმა სინამდვილეში მოახდინა ყველაზე სუსტი გავლენა. მაგრამ ხალხში შეღწევის შემდეგ ეს ელემენტი აორთქლდა, გაქრა, გაბატონდა ემოციური და კოლექტიური გავლენები”.
  მეტიც, ლე ბონი ლაპარაკობს მისტიკურ და რელიგიურ ელემენტებზე:
   ადამიანთა აჯანყების მიზეზი არაა წმინდა გონება :
  “ცოტა ისტორიკოსს თუ ესმის რომ ეს დიდი მოძრაობა გაგებული უნდა იყოს როგორც ახალი რელიგიის დაფუძნება... მაგრამ დავინახავთ სრულ წინააღმდეგობას დოქტრინებსა და აქტებს შორის.
  სინამდვილეში ვერ აიტანეს ვერანაირი თავისუფლება და ძმობა მალე შეიცვალა შემზარავი სასაკლაოებით”. რატომ?
   “პრინციპების ეს დაპირისპირება ქცევასთან არის წმენათა თანმხლები შეუწყნარებლობების შედეგი.”
ფრანგ რევოლუციონერთა ჯოჯოხეთური
 კოლონების "საქმიანობა"
  ლე ბონი ხაზს უსვამს იმას რომ რელიგია შეიძლება იყოს გაჟღენთილი ჰუმანიტარიზმითა და ძმობით მაგრამ სექტანტებს მუდამ უნდათ ბოროტებასთან გაიგივებული მოწინააღმდეეგების და გულგრილების ძალით დამორჩილება და ყველაფერი მთავრდება უსაზღვრო ძალადობით. ყველა რელიგია ტოტალიტარული და დამპყრობელია და საფრანგეთის ეკლესიების მნგრეველი რევოლუციაც ერთგვარი ტოტალიტარული რელიგიაა.
       სტეფან კურტუა, რეინალ სეშე და მემორიციდი ( მეხსიერების მკვლელობა):
  2011 წლის სექტემბერში გამოიცემა ორმაგი მნიშვნელობის მქონე წიგნი.პირველ ნაწილში ის ეხება საფრანგეთის რევოლუციის, კონვენტისა და საჯარო ხსნის კომიტეტის მიერ 1793-1794 წლებში ვანდეაში და დასავლეთ საფრანგეთის ნაწილში ჩადენილ გენოციდს.
  Aავტორი განსაკუთრებით დაინტერესებულია დოკუმენტებით რომლებიც აჩვენებენ რომ სასაკლაო იყო შეგნებულად და სისტემატურად მოწყობილი, რომ მას ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი.
   ლაპარაკია კონვენტის მიერ 1793 წელს მიღებულ ჟლეტის ორ კანონზე,საჯარო ხსნის კომიტეტის მიერ მისი წარმომადგენლებისთვის და გენერლებისთვის გაგზავნილ წერილებზე. ამ წარმომადგელებს და გენერლებს ევალებოდათ სასაკლაოების მოწყობა. ამავე დროს ნაჩვენებია ანგარიშები რომლებსაც ეს შემსრულებლები უგზავნიდნენ თავის ხელმძღვანელებს.
  გარკვეულად და ცხადადაა დადგენილი რომ ხელისუფლებას უნდოდა ხალხის მოსპობა არა იმის გამო რაც მან გააკეთა არამედ იმისთვის რაც ის არის. ესაა ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, გენოციდის ნიშნები.
  ნაშრომის მეორე ნაწილში რეინალდ სეშე ეხება ანალიტიკოსების და განსაკუთრებით ისტორიკოსების მიერ (საფრანგეთის რევოლუციის ისტორიკოსები უნივერსიტეტში განიცდიან ძლიერ კომუნისტურ გავლენას) უგულვებელყოფილ საკითხს.
  ის აჩვენებს თუ როგორ წაშალეს თავის დანაშაულთა კვალი ჯალათებმა 1794 წლის შემდეგ, როგორ დაავიწყეს მათ მსხვერპლთა შთამომავლებს ეს დანაშაულები და როგორ მოახვიეს თავს ამ მსხვერპლთა შთამომავლებს რევოლუციის ორასი წლისთავის ზეიმი. ამას გარდა ეტუალის მოედანზე სატრიუმფო თაღზე ამოკვეთილი იქნა ვანდეაში საშინელებათა ჩამდენი გენერალი ტუროს სახელი. რეინალდ სეშე მეხსიერების მკვლელობის საკითხის გახსნით ეხება იმას რაც ეხება ყველა გენოციდს. ესაა უზარმაზარი ისტორიული საკითხი.
  ( ფრანგი ისტორიკოსი სტეფან კურტუა ასე აფასებს ფრანგი ისტორიკოსი რეინალდ სეშეს წიგნს “ ვანდეა, გენოციდიდან მემორიციდამდე” რომელიც საფრანგეთში სერფის გამომცემლობაში ფრანგულად უნდა გამოვიდეს 2011 წლის სექსტემბერში.
  ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგულ ჟურნალში “ ისტორიის ახალი ჟურნალი”, საგანგებო ნომერი “ვანდეა და ტერორი, 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ნომერი).
          *****************************************************************

მე ღრმად მწამს პროგრესისა, მზის დაბნელებები დროებითია, და როგორ შემეპარებოდა ეჭვი თავისუფლების დაბრუნების შესაძლებლობაში როდესაც ყოველი გამოღვიძებისას ვხედავ სინათლის დაბრუნებას?”(1865 წლის 10 დეკემბერი).

დავუბრუნდეთ კარგ ვიქტორ ჰიუგოს
   პროგრესის კრიტიკული ფილოსოფია :
   საშინელებების განმცდელ საფრანგეთში ბევრმა გონიერმა ადამიანმა დაინახა თანამედროვეობის საშინელი გადახრები და დაიწყეს პროგრესის ფილოსოფიების კრიტიკა. ხანდახან მიდიოდნენ ტექნიკის და მეცნიერების ნეორომანტიულ სიძულვილამდეც და რადიკალურად დაეჭვდნენ განმანათლებელთა სიმართლეში.
ვიქტორ ჰიუგოს ეხუმრებოდნენ კიდეც
   ვიქტორ ჰიუგომ გამოიჩინა ზომიერება და სცადა წონასწორობის შენარჩუნება. ეს ვერ დასახარისხებელი რომანტიკოსი ჰონივრული ოპტიმიზმით უყურებდა პროგრესის იდეას და სვავდა კაცობრიობის მომავლისთვის ფუნდამენტურ ზოგ კითხვას.
    პროგრესი პირველ რიგში არის წინსვლა. ვინ მიდის წინ? კაცობრიობა, მაგრამ მას წინსვლა შეუძლია მხოლოდ მისი განვითარებისთვის ხელის შემშლელ წინაღობათა დაძლევით.
   1848 წლის “ლირიკული ილუზიის” და “ხალხთა გაზაფხულის” მარცხის, 2 დეკემბრის გადატრიალების შემდეგ გამეფდა სასოწარკვეთილება და ყველას თითქოს დამბლა დაეცა.
     მაგრამ ვიქტორ ჰიუგო აცხადებს რომ კაცობრიობა ისევ მიიწევს წინ მაშინაც კი როდესაც ისტორია თითქოს უკან იხევს.
       ზედაპირული უკანდახევა ხელს არ უშლის უხილავ წინსვლას. ზედაპირული მოძრაობა ზოგჯერ მხოლოდ საპირისპირო მოძრაობაა.
  ვიქტორ ჰიუგო ისევ განაგრძობს ბრძოლას ცივილიზაციისთვის რომლის მოთხოვნებიცაა თავისუფლება, სამართალი, მართლმსაჯულება და ძმობა რათა ყოველმა წინ გადადგმულმა ნაბიჯმა გზაზე არ დააგდოს არავინ.
  ცივილიზაციის ყოველ ფორმას აქვს თავისი ჭიპლარი. მისი მოჭრა პროგრესის საქმეა და ის ამას კარგად აკეთებს. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მას.
  კაცობრიობა,მაშ, ხვდება რომ ის არსებობს ყოველ ადამიანში. პროგრესის და კაცობრიობის განსრულების ჰორიზონტია “ედემი” რომლის მიღწევასაც ის გვპირდება და რომლის ხილის ჭამასაც ის ეხლავე ცდეილობს.
  რაც შეეხება ცივილიზაციას რელიგიურ კონცეფციაში სამოთხე უკანაა, წარსულში, ფილოსოფიურ კონცეფციაში კი ის წინაა, მომავალშია და ამაშია მათ შორის რადიკალური განსხვავება... პროგრესის ფილოსოფია ამქვეყნიური იმედის ფილოსოფიაა და პოეტი არის წინასწარმეტყველი და ხალხის აღმზრდელი. დაკარგული სამოთხის გამო გაუთავებელ გამოტირებას უპირისპირდებიან მომავლის შემქმნელნი.
  ციური რევოლუციები ხდება აუცილებლობის გამო, მიწიერი, ისტორიული რევოლუციები მოითხოვენ ადამიანის ნებას რომელიც ასევე განასახიერებს გარკვეულ აუცილებლობას, ამქვეყნიური უსამართლობისადმი მორჩილების ფსევდო-აუცილებლობის საპირისპირო ყველასათვის თავისუფლების აუცილებლობას.
  პროგრესი როგორც მუდმივი ბრძოლა:
  პროგრესი არაა ადვილი საქმე. ის ერთმანეთს უზავებს მშობიარობის ტკივილებს და აგონიის ტანჯვას. ხრწნას,დაშლას და რღვევას მოსდევს ელემენტების ხელახლა აწყობა. მომავლის სახე იშვიათადაა ხილული და ამოსაცნობი. ვინაიდან მისი კონტურები გაურკვეველია. და პროგრესის რევოლუციებში არაფერია ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი.
   პროგრესი არაა სწორხაზოვანი. ჰიუგო მრავალი რეგრესის, ბარბაროსობის მრავალჯერ განმეორების მოწმეა. ისტორია ოკეანესავითაა და მასაც ახასიათებს მოქცევა და ტალღების, წყლის უკანდახევა, მიქცევა.
ვიქტორ ჰიუგო
  მაგრამ ვიქტორ ჰიუგო რეალურად ენდობა ადამიანების ქმედებას და მთელი მისი შემოქმედების მიზანია ადამიანების გამხნევება და ის ამას აკეთებს განსაკუთრებით ყველაზე ბნელ მომენტებში,მაგალითად ლტოლვილობის ხანაში...
   “ მე ღრმად მწამს პროგრესისა, მზის დაბნელებები დროებითია, და როგორ შემეპარებოდა ეჭვი თავისუფლების დაბრუნების შესაძლებლობაში როდესაც ყოველი გამოღვიძებისას ვხედავ სინათლის დაბრუნებას?”(1865 წლის 10 დეკემბერი).
    მაგრამ ეს არაა მისტიკური პროვიდენციალიზმის სახეობა. თუ კი პროგრესი გარდაუვალია რატომ უნდა მოქმედებდეს ადამიანი გაუჩერებლად ისე როგორც ამას აკეთებს ვიქტორ ჰიუგო?
    ვიქტორ ჰიუგო ერიდება ყოველგვარ აპოლოგეტურ დემარშს. მას პროგრესი არ მიაჩნია ახალ კერპად რომელიც ციური მანანასავით უნდა მოვიდეს.
 ადამიანმა თვითონ უნდა მიაღწიოს პროგრესს. თიპოგრაფია, ორთქლის მანქანა,რკინიგზა აგვირგვინებენ ადამიანთა შრომას
  თავისუფლება და სამართალი,რესპუბლიკა და დემოკრატია,სისხლის სამართლის ჰუმანიზაცია და საერო ემანსიპაცია, ხალხთა უფლება და მშვიდობის იდეალი მოითხოვენ ადამიანთა გაბედულ ბრძოლას უსამართლობის და მონობის ყოველგვარი ფატალიზაციის წინააღმდეგ. უმეცრება მოითხოვს კულტურის შრომას და ზრუნვას ეროვნულ განათლებაზე.
    მოკლედ, პროგრესი, წინსვლა, ვერ იქნება ადამიანთა მუდმივი და შეგნებული საქმიანობის გარეშე. მაშ, არაა არავითარი გარკვეულობა და ღრმა დაფიქრება პოეტს აშორებს პროგრესის ყველანაირი რელიგიისაგან და აახლოებს კრიტიკულ ჰუმანიზმთან, ესე იგი ანთავისუფფლებს ყოველგვარი ილუზიისაგან.
  ვნახოთ გადამწვეტი საკითხი, ბავშვების შრომის და დეჰუმანიზაცია, ადამიანობის დაკარგვა რაც გამოიწვია არა მანქანამ როგორც ასეთმა არამედ მანქანის სოციალური დასაკუთრების პირობებმა:
   “პროგრესი რომელსაც ვითხოვთ: საით მიდის? რა უნდა?
ვინ ამსხვრევს ახალგაზრდობას ?ვინ აძლევს სულს მანქანას და ვინ ართმევს სულს ადამიანს ! » (მელანქოლია, სტროფები 138-140, ჭვრეტები). პოეტი გმობს კაპიტალიზმისთვის ზემოგების მომტან ბავშვთა შრომას :
«  ცუდი შრომა რომელიც კლანჭებში იქცევს ბავშვს, რომელიც ქმნის სიმდიდრეს სიღატაკის შექმნით ! » (იქვე).
  მომავალი არაა დახურული არანაირი უმაღლესი მიზნით.
   პროგრესი ჰიუგოსთვის არის ორიენტაცია რომლისკენაც მიემართება ადამიანის ყველა მონაპოვარი, მუდმივი მიახლოება და მუსდმივი მიუწვდომლობა.
   სამი ამოცანის ამოხსნა :
ვიქტორ ჰიუგოს დაკრძალვა
  საჭიროა მატერიის დამორჩილება, განთლება ობსკურანტისტური დოგმების წინააღმდეგ და სოციალური სამართლიანობა რომელიც კაცობრიობის დაპყრობებს აძლევს მათ უმაღლეს დანიშნულებას.
1. პირველი რიგში ბუნების დამორჩილება. ეს უფრო სწავლულებზე და ინჟინრებზეა დამოკიდებული ვიდრე პოლიტიკოსებზე ვინაიდან ესაა მეცნიერული და ტექნიკური წინსვლის შთამბეჭდავ დაჩქარებასთან დაკავშირებული ობიექტური ფენომენი. ჰიუგოს ესმის რომ მეცნიერება ბევრ საშუალებას აძლევს ადამიანს. ის ესალმება ვატის, სტეფენსონის,ვოლტას, ამპერის,ლაგრანჟის,ლა არპის,კლოდ ბერნარის,შარკოს აღმოჩენათა განხორციელებას. რკინიგზის,ელექტრობის,ტელეგრაფის და სხვა გამოგონებების წყალობით მანძილი და დრო მოკლდება. მეცნიერება, ვაჭრობა და წარმოება აჩენენ ახალ,ერთიან,სოლიდარულ და დინამიურ სამყაროს. პროგრესის ამ ობიექტური ძალების გავლენით პოლიტიკა იქნება საგნების გამგებლობა და არა ადამიანების მართვა,ამბობს ჰიუგო ისევე როგორც სტიუარტ მილი თუ მარქსი რომელსაც ის არ იცნობს. ადამიანი იმორჩილებს სტიქიებს, წყალს, ცეცხლს და ჰაერს და მთელი ქმნილებისთვის ის იქნება ის რაც ოდესღაც ძველი ღმერთები იყვნენ მისთვის, ამბობს ვიქტორ ჰიუგო.

2. პროგრესისთვის მეორე ბრძოლაა ბრძოლა
   დოგმების ფატალურობის, ღამის ძველი სულის, უმეცრების და სიძულვილის წინააღმდეგ.ისტორიამ, რა თქმა უნდა, იცის უკანდახევები. 1864 წელს, მაგალითად, რომის პაპმა პიუს IX-მ საგანგებო ენციკლიკით დაგმო ყველა ახალი იდეა:ლიბერალიზმი,სოციალიზმი,პოზიტივიზმი,მატერიალიზმი,დემოკრატია და რესპუბლიკა,ადამიანის უფლებები და აზროვნების თავისუფლებაც კი. ვიქტორ ჰიუგო პასუხობს საფრანგეთის, რევოლუციისა და საყოველთაო ემანსიპაციისთვის ბრძოლათა სამშობლოს ღირსებებ ღირსებათა შეხსენებით ის ხოტბას ასხამს თავის საუკუნესაა და მომავალს, ეს საუკუნე იქნება ცივილიზაციის მთელს მსოფლიოში ექსპანსიის საუკუნე…
3. დაბოლოს საფრანგეთის რევოლუციის თავისუფლების უწყება შეუჩერებლად ვრცელდება მსოფლიოში. და ბრძოლა სამართლისა და მართლმსაჯულებისთვის მდიდრდება და უნდა გამდიდრდეს ახალი მიზნებით:

  სოციალურმა სამართლიანობამ უნდა წარმართოს წარმოების მოგებათა განაწილება და დაამყაროს წარმოებისა და განაწილების ახალი წონასწორობა.
  ვიქტორ ჰიუგო მოითხოვს “ჭეშმარიტ სოციალიზმს” და რეალურ “სოციალურ დემოკრატიას”.ქალის, ბავშვის, ყველა ხალხის, ყველა “ემბრიონული ერის” უფლებათა რეალიზაცია კონკრეტულად აგრძელებს ადამიანის უფლებათა რეალიზაციას. ეხლა ადამიანის დიდი მისიაა ცივილიზაციათა უთანასწორობების გასწორება. ჩვენ ვილაპარაკებდით “განვითარების უთანაბრობაზე” ვინაიდან ჰიუგოს აზრი არ გულისხმობს რომელიმე ერის სხვაზე უპირატესობის იდეას.
  ვიქტორ ჰიუგო თავისი გალო(ფრანგო)ცენტრიზმის მიუხედავად არ იზიარებს კოლონიალისტურ ეთნოცენტრიზმს.

   ვიქტორ ჰიუგო უარყოფს ხალხთა იერარქიზაციის იდეას ვინაიდან თვლის რომ ყოველ ხალხს ძალუძს თავისი წვლილის შეტანა კაცობრიობის პროგრესში.ბევრად უფრო ადრე კლოდ ლევი-სტროსამდე ის აცხადებს რომ კულტურები უბრალოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და არ დგანან ერთმანეთზე მაღლა თუ დაბლა.
   დასავლეთში ობსკურანტისტული, განსაკუთრებით კლერიკალური და რეაქციული ცრურწმენების არსებობა შეუძლებელს ხდის დასავლეთის მოდელად გამოცხადებას.
  ვიქტორ ჰიუგოს კარგად ესმის რომ საფრანგეთს და ევროპას მწვავედ აკლია სამართალი და თავისუფლება.
   მოკლედ ვიქტორ ჰიუგოსთან არის პროგრესის კრიტიკული ფილოსოფია. ის თავს არიდებს ტექნოფილიის და ტექნოფობიის ალტერნატივას...
  “ სიმამაცე და წინ! საით მივდივართ მოქალაქეებო? მთავრობად გადაქცეული მეცნიერებისკენ, ერთადერთ საჯარო ძალად გადაქცეულ საგანთა ძალისკენ... დღის გარიჟრაჟის შესაბამის ჭეშმარიტების გარიჟრაჟისკენ,მივდივართ ხალხთა კავშირისკენ, მივდივართ ადამიანის ერთიანობისკენ,ფიქციების, პარაზიტების უარყოფისკენ, ჭეშმარიტით მართული ნამდვილი, აი მიზანი »(« განკიცხულნი »,V ნაწილი,I წიგნი, V თავი).

 // ეს საინტერესო წერილი გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში «ლიტერატურული ჟურნალი », საგანგებო ნომერი « ვიქტორ ჰიუგო, ლეგენდის ორი საუკუნე », ნომერი 405, 2002 წლის იანვარი //. 

გიორგი მარჯანიშვილი 

7.13.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-3: გნოზისი, მხსნელი ცოდნა

«მე ვარ წინაარსებული ღმერთის შვილი და მე ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი».
გნოსტიკოსი ცდილობს მიწიური ტყვეობიდან ზეციურ სამშობლოში გახედვას!

უმცირესობისთვის განკუთვნილი ძველი გნოზისი ადამიანს სთავაზობს მომთხოვნ სულიერ ძიებას :სასუფევლის მისაღწევად ადამიანმა ერთდროულად უნდა გაარკვიოს როგორც თავისი საწყისი ისე ხვედრი.
    II საუკუნის ალექსანდრიაში მცხოვრები გნოსტიკოსი ბასილიდის აზრით ადამიანის მხსნელი და მისთვის მისი ღვთაებრივი საწყისის მაჩვენებელი ცოდნის მიღება შეუძლია მსოლოდ ერთ კაცს ათასიდან და ორ კაცს ორი ათასიდან.
ნაგ ჰამადის ( ეგვიპტე) კოპტური ხელნაწერი «ალოგენი» (ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს უცხოელს) გადმოსცემს სიტყვებს რომლებსაც ანგელოზი ეუბნება ინიციირებულს მისი ზეციური ამაღლებისას :
   
«იოუელმა მითხრა: არავის არ ძალუძს ამ სიტყვების გაგება, ო ალოგენო, თუ კი ისინი თვითონ არ არიან დიდი ძალები. ნყველაფრის მამამ, მარადიულმა, შენ დიდი ძალა მოგცა აქ შენს გამოჩენამდე იმისთვის რომ გაარჩიო ის რაც ძნელი გასარჩევია და იცოდე ის რაც ვერ ეცოდინება სიმრავლეს».   

7.11.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-2

«მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს, მე ფეხი დავადგი პროზერპინას (ჯოჯოხეთის ქალღმერთის) ზღურბლს  მე გავიარე ყველა ელემენტი. და დავბრუნდი, უბნელეს ღამეში მე ვნახე მზის უძლიერესი ელვარება მე ვნახე ზეცის და ჯოჯოხეთის ღმერთების პირისპირ დგომა და სულ ახლოდან ვეცი თაყვანი მათ » (პულეუსი, მეტამორფოზები, XI,23,6-8).
   
დიონისე
«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის».
ეგვიპტოლოგი, ჟურნალისტი და ესეისტი ფლორანს ქვენტა

ანტიკური ხანის მისტერიების კულტები: 
წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ელევსისის,დიონისეს, დიდი დედის, იზისის და მითრას მისტერიები, ინიციაციის ესრიტუალები ადამიანს სთავაზობენ თვალისმომჭრელ შეხვედრას ღვთაებრივთან, საიქიოში მარადიული ბედნიერების დაპირებას (მითრაიზმი საქართველოშიც იყო დიდად გავრცელებული, მთარგმნელი).

«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის », ელევსისის მისტერია-საიდუმლოებებში განდობილის ეს სიტყვები გამოხატავდნენ ა,ტიკურ ხანაში გაჩენილი და წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ამ განსაკუთრებული ცერემონიების დროს მომხდარ შინაგან გარდაქმნას.   

7.10.2011

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-1

20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად (ფრანგული ჟურნალი «რელიგიათა სამყარო», საგანგებო ნომერი 10).
ჰერმეს თრისმეგისტოს
ფილოსოფოსი და რელიგიათა სოციოლოგი ფრედერიკ ლენუარი.   
არსებითი სახელი უნდა განვასხვავოთ ზედსართავი სახელისგან.  ცნება ეზოტერული მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან « ეზოტიროკოს» და ნიშნავს «შიგნითკენ სვლას ». ამას უპირისპირდება ცნება “ეგზოტერული”, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “ეგზოტერიკოს” და ნიშნავს “სვლა გარეთკენ”.
 
ამ ორმაგ ცნებას ვხედავთ ბერძნულ სიბრძნის სკოლებში, განსაკუთრებით არისტოტელესთან რომელიც  მხოლოდ დაწინაურებული, წინწასული მოწაფეებისთვის განკუთვნილ ცოდნას განასხვავებს ბრბოსთვის განკუთვნილი მოძღვრებისგან.
   
ცნება “ეზოტერიზმი” კი 1828 წელს შექმნა ალზასელმა ერუდიტმა ლუთერანმა ჟაკ მატერმა. ეს სხვადასხვა მნიშვნელობების მქონე ცნება გულისხმობს კონკრეტული რელიგიების გარეთ არსებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ აზრის მიმდინარეობებს.
 
ეზოტერიზმი მთლიანობაში ცდილობს ყველა ფილოსოფიაში და რელიგიებში
არსებული ცოდნის გაერთიანებას იდეასთან რომლის თანახმადაც მათ უკან იმალება კაცობრიობის თავდაპირველი, საწყისი რელიგია. ეზოტერიზმი, ამდენად, მუდამ მიუთითებს ოქროს ხანაზე როდესაც ადამიანს ჰქონდა ცოდნა რომელიც შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში.

7.06.2011

ანალოგიები, ანალოგიები, ჩესლავ მილოში, "დამონებული გონება"

«... 1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან...…

ანალოგიები, ანალოგიები...…ჩესლავ მილოში, «დამონებული გონება».
ა ჩელავ მილოში
ისევ სახელგანთქმული ლიტველ-პოლონელი მწერლის გახსენება (იმიტომ რომ ის დაიბადა 100 წლის წინ ანუ 1911 წელს ანუ წელს საიუბილეო წელია და არა მარტო მაგიტომ…«...1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან. Kკარგი იქნება გადავიკითხოთ გიბონის წიგნი «რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა», მასში ბევრი ანალოგიაა...

დაშლისა და ხრწნის ატმოსფერო, სექსუალური გადახრები, ნარკოტიკების გავრცელება, რაღაც საყრდენის ამაოდ მაძიებელი აზრის უსახლკარობა, ყალბი გაქრისტიანებები, ფსიქიური ავადმყოფობები, დისონანსებზე დაფუძნებული გიჟური მუსიკა.

   Y
ყველა უბედურია იმიტომ რომ არა სწამთ მათი საქმიანობისა და არა აქვთ მისი მნიშვნელობის განცდა. ქვეყანას ხუთავს მის თავზე შეკიდული უძლურებისა და უაზრობის ღრუბელი.    

7.03.2011

ილია ჭავჭავაძე – ზნეობრივი სიწმინდის მნიშვნელობა ერის მერმისისათვის


  საფრანგეთის მეცნიერი, სახელგანთქმული რენანი, ჰლაპარაკობს რა ქრისტეს აქედ, პირველის საუკუნის ნახევარზედ და გვიხატავს რა მთელის ქვეყნიერობის ცხოვრების სურათს ამ ხანში, ამბობს, რომ თუმცა რომის იმპერია მოწამლული იყო მრავალგვარის მწიკვლითა და გარყვნილობითა, მაგრამ მაინც ეს დრო იმისთანა არ იყო, რომ კაცს ამ მხრით სასოება წარეკვეთნა და ქვეყნის ზნეობითად დამხობის მოლო-დინს მისცემოდაო. “მართალიც არისო, განაგრძობს რენანი: ძველი სული რომისა კიდევ ჰსცოცხლობდა და ჰტრიალებდა. პატიოსნება კაცურის ხასიათისა ჯერ შორს იყო საუკუნოდ წაწყმედისაგან და არ გამქრა-ლიყო. დიდნი ანდერძნი თავმოწონებულის რიდისა და სათნოებისა შეიკედლა თავის საფარველს ქვეშ ზოგიერთმა ოჯახმა, რომელმაც იმპერატორის ნერონის დროს ხელისუფლებამდე მიაღწიეს და ბრწყინვალე შარავანდედი მოჰფინეს ანტონინების საუკუნესა, მჭერმეტყველებით ტაციტის მიერ აღწერილსა. იგი დრო, რომელმაც გამოზარდა, გამოაყენა, ახეირა ისეთი ღრმად პატიოსანის ჭკუის კაცნი, როგორც კვინტილიანი, პლინი უმცროსი, ტაციტი, იმისთანა არ იყო, რომ შესაძლო ყოფილიყო ადამიანი სასოწარ-კვეთილებას მისცემოდა, უმართებულობა ზედაპირისა თავის დღეში არ დასვწვდენია იმ დიდს საძირკველს პატიოსანებისა და ჭკვათამყოფლობისას, რომელსაც რომის კარგი საზოგადოება შეადგინა. ზოგიერთი ოჯახები ჯერ კიდევ თავდადებულნი იყვნენ კეთილ-ზნეობისათვის, მოვალეობის ერთგულებისათვის, თანხმობისა და სათნოებისათვის. კეთილშობილ სახლეულობაში კაცი შეხვდებოდა დიდად პატიოსანს მეუღლეს, მშვენიერს და დიდად პატიოსან დასა. განა ყოფილა ვისიმე ბედი გულშესატკივებელად სამაგა-ლითო, როგორც ახალგაზრდა და უბიწოებით სავსე ოკტავიასი, კლავდიის ასულისა და ნერონის ცოლისა, რომელსაც სიწმინდე თვისი არ შეუბღალვია არც ერთის მოქმედებითა, თუმცა ბილწი, მწიკვლი გარს ეხვია! იგი ოცდაორის წლისა მოაკვდინეს, ესე იგი, მაშინ როცა ჯერ არც ერთი სიხარულიც არ ეგემნა ქვეყნიერობაზედ. ცოლები ქმრებს მისდევდნენ ექსორიაში, სხვანი ქმრებთან ერთად ჰრჩეობდნენ სახე-ლოვანს სიკვდილსა. ძველი, სადა ცხოვრება რომისა არ იყო გამქრალი, შვილებს დიდის ზრუნვით და თავდადებით ჰზრდიდნენ. ქალები დიდის ოჯახებისა და გვარეულებისა არა ჰთაკილობდნენ მატყლის კეთებასა და რთვასა; მორთვისა და პრანჭიაობის ზრუნვა კარგს ოჯახებში თითქმის არც კი იცოდნენ, რა არის”.
 გარდა ამისა რა საოცარი მაგალითებია მაშინდელი კაცების დიდბუნებოვანობისა, ნუთუ მართლა გამოკე-თების ძალნი თვითვე არ აქვს იმ საზოგადოებას, რომე-ლიც ჰბადავს, ჰზდის და გამოაყენებს ხოლმე მტკიცე ხასიათების კაცებს, გმირებს? განა ამ შემთხვევაში სამართლიანად ხელზედ დასახვევი და ჭკუად მისაღები საბუთი არ არის, მაგალითებრ, ჰელვიდი პრისკუსის გმირობა, რომელსაც თვით რენანი მოგვითხრობს? ეს ჰელვიდი ვესპასიანის დროსა სცხოვრობდა და რად-განაც ამხილებდა იმ დროების ბოროტსა, სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს და როცა ვესპასიანმა ეს გა-მოუცხადა, _ ჰელვიდმა მშვიდობიანად და თავმოწო-ნებით უთხრა: “შენი საქმეა კვლა და ჩემი საქმე კი კა-ცურად სიკვდილიო”. ანუ მაგალითებრ დემეტრე ცინი-კის ამბავი, როცა განრისხებულს და გამწყრალს ნე-რონს უპასუხა: “თქვენ მე მემუქრებით სიკვდილს და ბუნება თქვენ გემუქრებათ მაგასვეო”.
 ამისთანა კაცების აღმზრდელი და სულისჩამდგმელი ძალი დიდი ძალია და ამ ძალის მექონს საზოგადოებას ვერ ეთქმის, რომ ფესვი ცხოვრებისა შეჰსუსტებია.
 ამაებზედ აფუძნებს რენანი იმ აზრს, რომ, საცა მის მიერ ჩამოთვლილნი სათნოებანნი ჯერ კიდევ არსებობენ, ბინას ჰპოულობენ და თავს ირჩენენ, იქ საზოგადოება ჯერ შორს არის აღმოფხვრისაგანა და გამძლეობის ძალნი თვითვე აქვსო. კაცობრიობა კი არა, რომი დაეცა, ვითარცა თვითმპყრობელი მაშინდელის ქვეყნისა და მის გასამძლეო ნაშთზედ აშენდა ახალი ქვეყანა, წარმოდგნენ სხვა, ახალნი თუ ძველნი ერნი, რომელთაც დღეს სვე-ბედი ქვეყნიერობისა ხელთ უჭირავთ და კაცობრიობას წინ უძღვებიან.
 ჩვენ ამ აზრის გარჩევაში არ შევალთ. ეს კი უნდა ვსთქვათ, რომ ძალიან დასაფიქრებელი აზრია, გულში მეტად მოსახვედრია და დასაჭდევი. მართალია იგი, თუ არ არის მართალი რომის ისტორიის ახსნისათვის, მაინც ძნელია კაცმა მაგ აზრს ანგარიში არ გაუწიოს, როცა რომელისამე ერის ყოფა _ ცხოვრებაში ღრმად ჩაიხედავს. ეს ერთი კი, ჩვენის ფიქრით, უეჭველია: თუ რენანის მიერ ჩამოთვლილნი სათნოებანი დედაკაცობისა, თუ მამაკაცობისა, აქა-იქ საზოგადოებაში დარჩენილნი, არ არიან თავმდებნი ბევრ წილად მიხწნილის ერის გამოკეთებისა, გამობრუნებისა, ამ სათნოებათა არქონა კი უსათუო ნიშანია, რომ ერი ქვეყნის ზურგიდამ ასაგველად გადადებულია. თუ ამ სათნოებათა კანტი-კუნტად ქონა ვერ შესძლებს ერი წინ წააყენოს გამოკეთების გზაზედ, არქონა კი უსათუოდ უკან დამ-წევი მიზეზია. ამიტომაც ერს, რომელსაც დღეგრძე-ლობა და მერმისი ჰსურს, ერთი ფიქრი უნდა ჰქონდეს: სათნოება დარგოს და ახაროს თავის გულში, თავის ოჯახში. ამისათვის საჭიროა ზნეობის ამაღლება და გაწმენდა. ამაზედ უნდა მიიქცეს მთელი ღონე ერის გულშემატკივარის კაცისა. იგი დედა, თუ მამა, რომელიც თავისი შვილისათვის მზრუნველობას იმაზედ არ მიაქცევს, რომ კაცური კაცი გამოუვიდეს, იგი ჭიაა, რომელიც თავის ერს მერმისის ძირს უთხრის და უღრღნის დღე მუდამ და იქნება არც კი ჰგრძნობდეს, რა ცოდვაში ჰდგება: იგი ნელ-ნელა ჰლესავს დანას, რომელსაც Ʈ4;დრე იქნება თუ გვიან ყელი უნდა გამოსჭრას მისვე შთამომავალსა, მისვე ერსა.
ტფილისი, 16 აპრილი.