4.17.2011

ესეც ევროპაა : კლოდ ლევი სტროსი იაპონელებს იაპონიაზე


 1986 წლის გაზაფხულზე ფონდი იშიზაკას მიწვევით იაპონიაში წაკითხული მოხსენებებიდან :

             « … ევროპელების და ამერიკელების დღევანდელი  აღფრთოვანება იაპონიით  არაა გამოწვეული მხოლოდ  მისი ტექნიკური პროგრესით და ეკონომიკური წარმატებებით.  ის მნიშვნელოვანწილად აიხსნება იმ ბუნდოვანი გრძნობით რომ ყველა თანამედროვე ერიდან თქვენს ერს შეუძლია საუკეთესოდ მოძრაობა ორ დაბრკოლებას შორის,  მხოლოდ მას შეუძლია შემუშავება სიცოცხლის და აზრის ფორმულებისა რომელთაც ძალუძთ XX საუკუნის კაცობრიობის გამტანჯველ წინააღმდეგობათა დაძლევა.

        იაპონია  გაბედულად და მტკიცედ შევიდა თანამედროვე ცივილიზაციაში, მაგრამ მან დღემდე შესძლო ამის გაკეთება მისი თავისებურებების, მისი ინდივიდუალობის უარყოფის გარეშე.  მეიჯის რესტავრაციის ხანაში, როდესაც იაპონიამ გადაწყვიტა გახსნილიყო ის დარწმუნებულიყო რომ ის უნდა დასწეოდა დასავლეთს ტექნიკურ პლანში თუ კი მას სურდა თავისი საკუთარი ღირებულებების გადარჩენა.  განუვითარებლად წოდებული ამდენი ხალხისაგან განსხვავებით იაპონია ხელფეხშეკრული არ ჩაბარებია ტყვედ უცხოურ მოდელს. ის დროებით გადგა განზე თავისი სუიერი ცენტრიდან მხოლოდ იმიტომ რომ თავისი გარემოს უკეთესად დაცვით უკეთესად დაეცვა თავისი სულიერი ცენტრი.

            იაპონიამ საუკუნეთა მანძილზე შეინარჩუნა წონასწორობა ორ მიდგომას შორის.  ის ხან გახსნილი იყო გარეშე გავლენებისადმი და მზად იყო მათ მისაღებად და ხან ჩაკეტილი იყო თითქოს იმისათვის რომ ჰქონდა  უცხოური წვლილის და იმპულსის ასიმილაციისა და და მათზე თავისი ნიშნის დასმის დრო. ორნაირ ქცევას შორის მოძრაობის,  როგორც ეროვნული ღმერთებისადმი  ერთგულების ისევე როგორც თქვენ თვითონ ბრძანებთ « მოწვეული ღვთაებებისათვის" ანგარიშის გაწევის»  ეს გასაოცარი იაპონური თვისება, ეს იდეები თქვენთვის უეჭველად ცნობილია და მე არა მაქვს თქვენთვის რაიმეს სწავლების პრეტენზია. მე უბრალოდ მსურს
რამოდენიმე მაგალითით უფრო ხილული გავცადო რითაც თქვენი ეს თავისებურებები ხიბლავენ დასავლელ დამკვირვებელს.

                ჩემს მეორე მოხსენებაში მე ხაზს ვუსვამდი ტრადიციული ცოდნისა და ხელობათა გადარჩენის, დაცვის აუცილებლობას და საჩქაროობას. თქვენ მონახეთ ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხი « ცოცხალ ეროვნულ საგანძურად» ( ნინგენ კოკუჰო) წოდებული სისტემის შექმნით. მე არ გავთქვამ სახელმწიფო საიდუმლოს იმის თქმით რომ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება ეხლა ამზადებს საკითხს საფრანგეთში თქვენი სისტემის მიერ უშუალოდ  შთაგონებული სისტემის  შემოღებას.

           თქვენი ისტორიის მეორე ასპექტი განსაკუთრებით ბევრისმთქმელია ფრანგებისთვის. ესაა ინდუსტრიულ ხანაში შესვლის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, მეტიც, მე ვიტყოდი ერთმანეთთან დაპირისპირებული ხერხი.  საფრანგეთში  რევოლუცია მოახდინა მცირე საკუთრების მოსურნე გლეხობასთან დაკავშირებულმა ადვოკატების და ბიუროკრატების ბურჟუაზიამ.  ამ რევოლუციამ ამავე დროს გააუქმა მოძველებული პრივილეგიები და მოგუდა ახალშობილი კაპიტალიზმი.

           იაპონიამ კი მოახდინა რესტავრაცია რომლის მიზანი ასევე იყო ხალხის ჩართვა  ეროვნულ თემში  მაგრამ მას არ მოუსპია თავისი წარსული და გამოიყენა ის. იაპონიამ ასე შესძლო ადამიანური რესურსების ჩაყენება ახალი წყობის სამსახურში იმიტომ რომ კრიტიკულ სულს არ აუოხრებია ქვეყანა და ძველი სიმბოლური წარმოდგენების მთელი აპარატი საკმაოდ სოლიდური იყო ისევ და მან იდეოლოგიური საფუძველი შეუქმნა იმპერიულ ხელისუფლებას და შემდეგ ინდუსტრიულ საზოგადოებას...

          საერთო ჯამში დასავლელთა  მიერ დანახული იაპონია ადასტურებს რომ კაცობრიობის შემადგენელი ყოველი კულტურა თუ კულტურათა ერთობლიობა რომ გადარჩეს და განვითარდეს აუცილებელია არსებობა გახსნისა და დახურვის ორმაგი
რიტმის შესაბამისად.  ორიგინალობის, თავისებურების შესანარჩუნებლად და ურთიერთიერთგამდიდრების საშუალების მომცემი დისტანციის შესანარჩუნებლად ყოველი კულტურა უნდა იყოს საკუთარი თავის ერთგული და ამის ფასია ერთგვარი სიყრუვე მათი ღირებულებებისაგან განსხვავებული ღირებულებების მიმართ, მთლიანი თუ ნაწილობრივი უგრძნობლობა მათ მიმართ.

            თქვენ მე მარგუნეთ პატივი წამეკითხა ეს მოხსენებები ალბათ იმ იმედით რომ ანტროპოლოგიას შეუძლია რაღაცის სწავლება იაპონიისთვის. მაგრამ მე მეოთხედ ვარ თქვენს ქვეყანაში  რომელიც ჩემში იწვევს  მუდამ სულ უფრო და უფრო მძაფრ ინტერესს და მე მიჩნდება დიდი სიმპატია მის მიმართ. ყოველი ჩემი ჩამოსვლა მე სულ უფრო და უფრო მარწმუნებს იმაში რომ იაპონიას თანამედროვე ადამიანის პრობლემების მისებური დასმით და გადაჭრით ბევრი რამის სწავლება შეუძლია ანტროპოლოგიისთვის» ( ფრაგმენტი წიგნისა კლოდ ლევი სტროსი, ანტროპოლოგი თანამედროვე სამყაროს პრობლემების პირისპირ, პარიზი, 2011, თარგმანი ფრანგულიდან).

               შენიშვნა: კლოდ ლევი-სტროსი ( 1908-2009) გახლავთ სახელგანთქმული ფრანგი ეთნოგრაფი, ეთნოლოგი, ანტროპოლოგი, სოციოლოგი და კულტუროლოგი და ეთნოლოგიაში სტრუქტურალიზმის სკოლის შემქმნელი.

4.13.2011

ემოციათა გეოპოლიტიკა-1

დომინიკ მოისი, "ემოციის გეოპოლიტიკა, რა ფორმას აძლევენ მსოფლიოს შიში, დამცირება და იმედი", ფლამარიონი, პარიზი,2008. ავტორი არის საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. უძღვნი მამაჩემი ჟიულ მოისის ხსოვნას. მისი ნომერი ოსვენციმში იყო 159721,ის გადაურჩა შიშს და დამცირებას იმიტომ რომ ჩემთვის იმედი ესწავლებინა.

წინათქმა : 
 2008
წლის 4 ნოემბერს მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მსგავსად მე ვნახე თუ როგორ ზეიმობდნენ პრეზიდენტი ბარაკ ობამას არჩევას გრანტ პარკი და ჩიკაგო. ეს იყო ემოციით დატვირთული ხატები. ამ სამახსოვრო ღამის უძლიერესი სიმბოლოდ ჩემთვის დარჩა სიხარულის ცრემლები რევერენდი ჯესი ჯეკსონის სახეზე. ამან მე გამახსენა თითქმის 20 წლის წინ ნანახი სიხარულის ცრემლები დიდი რუსი ვილონჩელისტი მსტისლავ როსტროპოვიჩისა რომელიც ლტოლვილობის წლების შემდეგ მოზეიმე ბრბოს წინაშე უკრავდა კედლის ნანგრევებზე. გამარჯვებისა და შერიგების, მსოფლიოსთან ჰარმონიის ცრემლები,სიხარულზე მეტყველი,ემოციების, კარგი ემოციების მიერ ნაზიდი ცრემლები-მამაკაცებს და ქალებს შეეძლოთ ისტორიის შეცვლა როგორც უკეთესობისკენ ისე უარესობისკენ. 



ერთი თვეც არ იყო გასული და «ცუდი ემოციები» მოქმედებდნენ მუმბაიში, ქალაქში რომელიც განასახიერებს ინდოეთის იმედს. დამცირება გადაიზარდა ტერორისტულ ძალადობაში. 
 
«რატომ უნდა გაგვიკეთოთ ეს,ჩვენ თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია»,ეუბნებოდა მძევალი შეიარაღებულ ადამიანს მანამდე სანამ მას მოკლავდნენ. 

შენ გახსოვს ბაბრი მასჯიდი? იყვირა საპასუხოდ ერთ-ერთმა ტერორისტმა. ბაბრი მასჯიდი იყო ინდოეთის პირველი მოღოლი იმპერატორის მიერ XVI საუკუნეში აგებული მიზგითი რომელიც ინდუისტმა ექსტრემისტებმა დაანგრიეს 1962 წელს. «შენ გახსოვს გოდრა?», იკითხა მეორე თავდამსხმელმა. გუჯარატის ამ ქალაქში 2002 წელს იფეთქა რელიგიურმა ჯანყებმა რომლებიც გადაიქცა მაჰმადიანების წინააღმდეგ მიმართულ პოგრომად. 

ემოციათა გეოპოლიტიკა-2 :

by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 18 04, კვირა, 18:35-ზ
კარგი ევროპელის ოხვრა: «სიამოვნებით ვატარებდი ნიღაბს და შევიცვლიდი სახელს» (სტენდალი, კორესპონდენცია).
ემოციათა შოკი, შეჯახება:
 «
მონდიალიზაცია შესანიშნავია, მაგრამ ის არაა ჩვენთვის. ჩვენ არც აზიელები ვართ და არც დასავლელები. ჩვენ ვერ მივაღწევთ მას, ჩვენ არ ვიქნებით მისი ნაწილი».
სამოთხიდან გაგდებული 
ევა, მაზაჩო
ეს იყო 2000 წლის ზაფხული. მე მიმიწვიეს რათა გავძღოლოდი საერთაშორისო კონფერენციას მონდიალიზაციის შესახებ უნივერსიტეტში აკჰავაინ იფრანში,რომლის თანადამაარსებლებიც იყვნენ მაროკოს და საუდის არაბეთის მეფეები. აქ ძირითადად ასწავლიდნენ მენეჯმენტს და ახალ ტექნოლოგიებს. ლექციებს იქ მხოლოდ ინგლისურად კითხულობენ და იქაური სტუდენტები მოუხდებოდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტსაც. პირსაბური იქ აკრძალულია. ქალ-ვაჟნი ხელიხელჩაკიდებულნი დადიოდნენ და ხალისით წამოწვებოდნენ ხოლმე უნაკლო მინდორ-გაზონებზე რომელთა სიმწვანეც მკვეთრად განსხვავდება კამპუსის გარეთ არსებული მშრალი,უნაყოფო გარემოსაგან. 

ამ საერთაშორისო თავყრილობაზე ფრანგის ყოფნით დაინტერესებულმა სტუდენტებმა შემომთავაზეს საღამოს გატარება მათ საზოგადეოებაში. ისინი მელაპარაკებოდნენ ფრანგულად, ენაზე რომელიც მათთვის მაინც უფრო ახლობელია ვიდრე ინგლისური. ისინი მოხიბლული იყვნენ მონდიალიზაციით, მაგრამ მათ სურდათ მათი საკუთარი თავის და მათი მომავლის შესახებ ეჭვების გაზიარება. მე შემძრა ერთ-ერთი მათგანის მიერ გამოხატულმა უნდობლობამ საკუთარი თავის მიმართ : « მონდიალიზაცია არაა ჩვენთვის».

ემოციათა გეოპოლიტიკა-3

დომინიკ მუასი
by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 19 04, ორშაბათი, 14:45-ზე
ძალის გადასვლა ამერიკიდან აზიაში ნაწილობრივ აიხსნება იდეალისა და სინამდვილის დაუმთხვევლობით, მათი კონტრასტით მეტისმეტად ბევრ დასავლურ და არადასავლურ ქვეყანაში...
მონდიალიზაცია და მეობითი ძიება: მონდიალიზაციის ხანაში თანამედროვე მსოფლიოს სირთულის გასაგებად აუცილებელია ამ მონდიალიზაციის ამსახველი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გაძლიერებული ემოციების გაგება. ემოციები თავის მხრივ გავლენას ახდენენ გეოპოლიტიკაზე. თუ კი გავიმეორებთ თომას ფრიდმანის სახელგანთქმულ მეტაფორას დედამიწა ისევ « ბრტყელია» ( Thomas L.Friedman,The World is Plat,London,Allen Lane,2005,// XXI საუკუნის მოკლე ისტორია//, ის როგორც არასდროს ჟინიანიც გახდა.

დომინიკ მუასი
ჩვენ მალე ვნახავთ თუ რატომ, მაგრამ თავიდან უნდა გავარკვიოთ თვითონ მონდიალიზაციის ბუნება ვინაიდან მრავალი არ იცნობს მას. თომას ფრიდმანმა თავის
წიგნში The Lexus and the Olive Tree» პედაგოგიკის კარგი დოზით მონდიალიზაცია განმარტა როგორც ცივი ომის შემდეგ დამყარებული საერთაშორისო სისტემა. მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ის არაა სტატიური:ის იწყებს დინამიურ და უწყვეტ პროცესს