4.04.2011

ჩეჩნები ოსმალეთში /იორდანიის ჩეჩნები ( ზერკა).


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 24 07, შაბათი, 22:17-ზე


იორდანიის ჩეჩნები : 

ესაა უმრავლეს შემთხვევაში 1977 წელს ქალაქი ზერკას მუნიციპალური მრჩეველი ოსმან შამს- -უდდინის და მისი მეგობარი აბდულ-ღანის მიერ ჩემთვის მოყოლილი ამბები. 
 1977
წელს იორდანიაში იყო დაახლოებით 15 000 ჩეჩენი. ისინი განაწილებული იყვნენ ქალაქ ზერკას და სოფლებში სუჰეილა,სუხნა და აზრაკი. მათმა წინაპრებმა თავისუფლების შესანარჩუნებლად გადაწყვიტეს ჩრდილოეთ კავკასიის ამწვანებული ფერდობე- 
ბის დატოვება და და საშუალო აღმოსავლეთის ამ ნახევრადუდაბურ რეგიონში დამკვიდრება. 
აი ისტორია მათი წინაპრების ჩასვლისა ჩეჩნეთში ისე როგორც მათ მომიყვნენ. 

ჩეჩნების ჩასვლა ზერკაში : 
რუსების მიერ კავკასიის დაპყრობის შემდეგ შამილის უფროსმა შვილმა კაზი-მუჰამედმა 1877 წელს,რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ისევ სცადა დაღესტანისა და ჩეჩნეთის აჯანყება. ამ აჯანყების მარცხის შემდეგ კავკასიას თავს დაატყდა საშინელი რეპრესიები. ათასობით მთიელი გადაასახლეს ციმბირში,ჩამოახრჩეს ხუთასზე მეტი მათი ბელადი და გადაწვეს ან დაანგრიეს მათი სოფლები. ამიერიდან წინააღმდეგობა ძალიან დიდ ხნით,პრაქტიკულად 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე გადავიდა იატაკქვეშეთში. 
 1878
წლიდან ჩეჩნების საკმაოდ შეზღუდულ რაოდენობას გარკვეული პირობებით ყოველწლიურად ეძლეოდა თურქეთში გადასახლების უფლება. 
 XIX
საუკუნის დასარულისთვის ხასავიურტის რეგიონში გამოჩნდა ნაყშბანდითა სუფიური მიმდინარეობის რელიგიური ლიდერი სოლთან დოღტიქი. ის ქადაგებდა თურქეთში მასიური ემიგრაციის სასარგებლოდ. იმ დროს ჩეჩნები დარწმუნებული იყვნენ რომ ზოგი მათი რელიგიური ლიდერი უშუალოდ იყო დაკავშირებული ღმერთთან რომელიც ამ ლიდერების პირით ელაპარაკებოდა ადამიანებს. 
წინასწარმეტყველებად მიჩნეული ეს ქადაგები ამბობდნენ რომ ჩეჩნეთის უბედურებები სულაც არ ყოფილა დამთავრებული. 
ტაუ-სოლთანს დაესიზმრა რომ მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში კავკასიაში უნდა მომხდარიყო საშინელი ამბები და რომ XX საუკუნეში ჩეჩენ ხალხს უნდა გადაეტანა დიდი უბედურებები,რომ ჩეჩენ ხალხს კიდევ დიდხანს მოუწევს ტანჯვა. 
 «
უნდა წავიდეთ ვიდრე კავკასიაში არ დაღამებულა,ჩვენთვის, 
ჩეჩნებისთვის ესაა ჩვენი თავისუფლების და ჩვენი რწმენის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება»,ამბობდა ის. 

რუსებისაგან წასვლის ნებართვა აიღო ხასავიურტის რეგიონის შვიდასმა ოჯახმა. 1899 წელს ისინი გაუდგნენ გზას. ისინი მატარებლით მივიდნენ თურქეთის საზღვრამდე და 1900 წლის იანვარში მათ მიაღწიეს სოფელ ჰასან-კალამდე. იქიდან ისინი ჩავიდნენ არზრუმში და გარკვეული დროით გაჩერდნენ ამ ქალაქის ახლოს მდებარე სოფელ ალუარში. 
თურქეთში ჩასვლისთანავე მათი ლიდერი ტაუ სოლთანი დაუკავშირდა სულთან აბდულ-ჰამიდს. აბდულ ჰამიდი დაჰპირდა მათ დახმარებას და დასახლებისათვის ასარჩევად შესთავაზა იმპერიის მრავალი რეგიონი. ტაუ სოლთანმა შეარჩია 7 კაცი რომელთაც უნდა ენახათ ეს მხარეები და გამოეთქვათ თავისი აზრი. 
ამ შვიდმა «მზვერავმა» ალუარი დატოვა 1900 წლის 30 მაისს. მათ მოიარეს ოსმალეთი. ისინი პირველ რიგში სირიაში და პალესტინაში ჩავიდნენ და სუეცის არხამდე მისვლის შემდეგ ისინი იორდანიის სანახავად დაბრუნდნენ. ისინი აკაბამდეც, წითელი ზღვის სანაîრომდეც მივიდნენ.შემდეგ მათ ნახეს კვიპროსი,როდოსი და ლესბოსი. ალუარში ისინი მხოლოდ 1901 წლის აპრილში დაბრუნდნენ. პატრიარქი ტაუ სოლთანი კი 1901 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. 
დაბრუნებისას ექსპედიციის წევრთა აზრები გაიყო. თავიდან ყოველ მათგანს ჰქონდა მთიანი და ტყეებით ამწვანებული კავკასიის ცოტათი მაინც მსგავსი რეგიონის პოვნის იმედი მაგრამ. მიუხედავად ამისა ორი მათგანი ფიქრობდა იორდანიაში,მდინარე ზერკასთან დასახლებაზე. 
მაშინ აღთქმული მიწისკენ დაიძრა 120 ოჯახი ჰაჯ აბდალლაჰ ადელის ხელმძღვანელობით. ეს მოგზაურობა იმდენად მძიმე იყო რომ 120 ოჯახიდან დათქმულ ადგილამდე მიაღწია მხოლოდ 85-მა ოჯახმა. დანარჩენები დაიღუპნენ ავადმყოფობათა,დაქანცულობის და გაჭირვების გამო. 
სირიაში ალეპოსთან ჩასვლისას მათი დრამატული მოგზაურობის შესახებ შეიტყო თურქულ გარნიზონში მოსამსახურე ჩეჩენმა ოფიცერმა რომელმაც მიმართა გუბერნატორს და მიიღო გადასახლებულებისთვის განკუთვნილი დახმარება: საჭმელი,გადასაფარებლები და თბილი ტანისამოსი,ვინაიდან ეს ხდებოდა დეკემბერში. 
ჩეჩნები ზერკაში ჩავიდნენ 1902 წლის 21 მარტს.ეს იყო გაზაფხულის პირველი დღე. მიუხედავად ამისა გადამხმარი, უბალახო,უყვავილო, იშვიათი ხის მქონე ადგილას მისვლისას ქალები და ბავშვები ატირდნენ. განა ეს იყო მათთვის დაპირებული სამოთხე? 
ჩეჩნებმა ჩასვლისთანავე დაიწყეს მუშაობა. თავიდან ისინი ცხოვრობდნენ ტოტების ქოხებში, მაგრამ ჩასვლიდან ერთი თვის შემდეგ, 
მდინარე ზერკაზე ხიდის აგების შემდეგ მათ დაიწყეს მათი სოფლის მშენებ- 
ლობა. წლის ბოლოსთვის სახლები დამთავრებული იყო. ბედუინთა შეტევებისაგან თავის დასაცავად ჩეჩნებმა თავისი საცხოვრებლები წრიულად,ერთმანეთთან ახლოს განალაგეს. სახურავებზე იყო კოშკები და ქონგურები იყო. ამ გამაგრებულ სოფელს ჰქონდა სამი დიდი მონუმენტური ჭიშკარი და დასავლეთ- 
-
აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ-სამხრეთით ორიენტირებული ორი ქუჩა. 
თურქებმა მათ ახლო-მახლო მიწები მისცეს და ჩეჩნებმა ძალიან მალე დაიწყეს მათი დამუშავება. მათ გაიყვანეს ველის სარწყავი არხები და ააგეს რეგიონში მანამდე უცნობი წყლის წისქვილი. 
 1903
წელს მათ ააგეს თავისი მიზგითი,თავისი სკოლები და შეიხებმა დაიწყეს ბავშვებისთვის არაბული ენის და ყორანის სწავლება. 
ჩასვლისთანავე ჩეჩნების ლიდერმა აბდალლაჰ ადელმა ბრძანა რომ ყოველ ოჯახს უნდა დაეწერა თავისი ისტორია. სწორედ ეს გვაძლევს დღეს ამ დეტალების ცოდნის საშუალებას.
იმ დროს ბედუინები რეგულარულად ესხმოდნენ თავს მექაში მიმავალ მლოცველებს. ისინი ჩეჩნებსაც ძარცვავდნენ, იტაცებდნენ მათ პირუტყვს. 
ზერკაში არ ყოფილა არც არმია და არც პოლიცია.ყველა იყო შეიარაღებული და იცავდა თავს როგორც შეეძლო. მხოლოდ თურქ ჯარისკაცთა რამოდენიმე ჯგუფს ევალებოდა თვალყურის დევნება ჰეჯაზიდან რკინიგზის გაყვანისთვის. ამ რკინიგზას დამასკო უნდა დაეკავშირებინა მედინასთვის. ადრე მლოცველთა დაცვა ევალებოდა ერთმანეთისგან დიდად დაშორებულ ქარვასლებში მყოფ სამხედროთა რამოდენიმე ჯგუფს თუ გარნიზონს. 
ჩეჩნების ჩასვლის შემდეგ რკინიგზის მშენებლობა გაგრძელდა ზერკას იქითაც. ძოგი ჩეჩენი მუშახელად მიიღეს მშენებლობაზე, უფრო იღბლიანები მიიღეს თურქულ ჯარში რათა მათ დაეცვათ რკინიგზა მშენებლობის დროს და შემდეგ მისი ექსპლუატაციისას 
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment