4.06.2011

რაინდობა-12: რაინდები და ღმერთი


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 21 03, კვირა, 5:33-ზე

ჯვაროსნული ლაშქრობა, ტაძარი, გრაალი
რაინდები აგრეთვე უნდა იდგნენ ეკლესიის, ღმერთის სამსახურში. რაინდობის ურთიერთობა რელიგიასთან არაა მარტივი. ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ღმერთის რწმენა და ეკლესიის მითითებები. რაინდი შეიძლება იყოს კარგი მორწმუნე,მაგრამ ყოველთვის არ ასრულებდეს ეკლესიის გადაწყვეტილებებს : ტურნირს, მაგალითად, ეკლესია გმობს, მაგრამ რაინდები მასში მონაწილეოებენ. 
ეკლესია იმ დროს არის ინსტიტუტი რომლის მწვერვალზეც მეფობს პაპი რომელსაც მოსდევენ ეპისკოპოსები და ბოლოს «უბრალო» მღვდლები; და გვერდით ბერები, რელიგიური ორდენები. პაპი ზოგჯერ იწვევს ეპისკოპოსების,რელიგიური ორდენების ხელმძღვანელების, ღვთისმეტყველების და იურისტების კრებას. კრებები იღებენ ხოლმე კანონებად წოდებულ გადაწყვეტილებებს. 1139 წელს, 
ქედმაღალი რაინდი
მაგალითად,მიიღეს ტურნირის დამგმობი კანონი. გამოცხადებული იქნა რომ რომ ტურნირი არ ემსახურება არაფერს და,პირიქით, ღუპავს რაინდის სულს. 
არადა ეკლესია აღიარებს რაინდების ადგილს ქრისტიანულ საზოგადოებაში : საზოგადოების სასიკეთოდ მოქმედებით რაინდები მოქმედებენ თავისი სულის ხსნისთვისაც. თავისი სიცოცხლის მანძილზე თავისი ქმედებებით და ქცევით იმსახურებენ მარადიულ ანაზღაურებას, სამოთხეს. 
ტურნირი არ იძლევა ამის საშუალებას. ტურნირის დროს მოკლული რაინდი ცოდვილი კვდება და მას ვერაფერი იხსნის. 

ჯვაროსნული ლაშქრობა : 
მაშინ რაინდები ურჩობენ. და ეპისკოპოსს შეუძლია მათი დასჯა სულიერი სანქციით, ეკლესიისგან განკვეთით. ეკლესიისგან განკვეთილი რაინდი გაძევე- 
ბულია მორწმუნეთა თემიდან. მას უკეტავენ ეკლესიის კარებს და უარს ეუბნებიან საიდუმლოთა ჩატარებაზე (მაგალითად სიკვდილის წინ მირონის ცხებაზე). წმინდა ლუის ძმა რობერ დე კლერმონი განკვეთილია იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღო 
წინ!
ტურნირში მაშინ როდესაც მან დასდო ფიცი რომ აღარ გააკეთებდა ამას. დასჯილია უფრო მის მიერ სიტყვის, ფიცის გატეხვა და არა იმდენად მისი მონაწილეობა ტურნირში. ეკლესია ხშირად ხუჭავს თვალებს და უფრო ცდილობს რაინდის საეჭვო ქცევის წარმართვას ეკლესიის და სარწმუნოების სასიკეთოდ. 
ეკლესია რაინდებს სთხოვს ეკლესიის აზრით სამართლიანი საქმეების სამსახურში ჩადგომას. ტურნირების დამგმობი 1139 წლის კრების შემდეგ ლიეჟის მთავარმა-ეპისკოპოსმა მოუწოდა ამ « კეთილშოიბილ გმირებს» მიეტოვებინათ ამაო და მხოლოდ თავმომწონეობის ასპარეზად თუ უფრო ლამაზი და უკეთესად შეკაზმული ცხენის შოვნის საშუალებად ქცეული ტურნირები და და მასთან ერთად ალყაში მოექციათ ბუიონის ციხე-სასახლე : ესაა სამართლიანი საქმე და განა არის ეკლესიის მიერ გადაწყვეტილ და მისი პატრონაჟით წარმართულ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე უფრო სამართლიანი საქმე? 
ჯვაროსნული ლაშქრობის უპირველესი მიზანია იერუსალიმის «განთავი- 
სუფლება» და მისი დაბრუნება ქრისტიანებისთვის. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის გამართვა XI საუკუნის ბოლოს ოვერნში, კლერმონში მოწყობილი მშვიდობის და რეფორმის კრების შემდეგ გადაწყვიტა პაპმა ურბან მეორემ. პაპმა მრავალ დამსწრე რაინდს მოუწოდა საღვთო მშვიდობის დაცვისაკენ და დაგმო მრავალი შინაომი ( ტურნირები ჯერ არაა ფართოდ გავრცელებული ამ დროისთ- 
ვის) რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ. შემდეგ პაპმა რაინდებს მიუთითა ხნის გზისაკენ. რაინდებს დახმარება უნდა გაეწიათ აღმოსავლეთის ქრისტიანებისთვის რომელთაც ემუქრებოდნენ თურქები და გაენთავისუფლებინათ მაშინ არაქრისტიან « ურჯულოთა» ხელში ჩავარდნილი იერუსალიმი. 
რაინდების გასამხნევებლად პაპი მათ დაჰპირდა სულიერ ანაზღაურებას : ხანგრძლივი და საშიში წამოწყება ჯვაროსნული ლაშქრობა ისევე როგორც სალოცავი მოგზაურობა ჩაითვლება მონანიებად მათ მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის,თუ გნებავთ მათი უსაქციელობისთვის პატიების მოსაპოვებ- 
ლად. ჯვაროსნული ლაშქრობა, მაშ,სასახელოა და რაინდს იქ შეუძლია ხეტიალის და ძიების ატმოსფეროს ნახვა. ტურნირი და შინაომი რაინდს აშორებს ხსნისაგან,ჯვაროსნული ლაშქრობა რაინდს ხსნასთან აახლოებს. 
მაგრამ რაინდები განაგრძობენ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას და ეს კარგია იმიტომ რომ ჯვაროსნული ლაშქრობა ომია და საჭიროა ომის ხელოვნების უკეთესად დაუფლება. ტურნირები არის მზადება რეალური ბრძოლებისთვის. და პარადოქსულია,მაგრამ ტურნირი საუკეთესო ადგილია ჯვაროსნული ომის საქადაგებლად. 1199 წელს პაპმა ინოკენტ მესამემ გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობა და დააგზავნა ქადაგები ბრბოების მობილიზაციისთვის. ერთ-ერთი ქადაგი პიერ კაპუელი ჩადის ეკრიში ( ასფელდი,არდენებში) სადაც ტურნირმა მიიზიდა ჩრდილო-აღმოსავლეთი საფრანგეთის რაინდობის ნაღები. ის ასობით რაინდს არცხვენს იმიტომ რომ ისინი ერთობიან მაშინ როდესაც ისინი სჭირდებიან ქრისტეს. 
მაგალითს იძლევა შამპანის გრაფი. მას მიყვება მრავალი ფეოდალი და რაინდი : ისინი იღებენ ჯვარს და დებენ ფიცს რომ წავლენ იერუსალიმში 
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment