4.06.2011

რაინდობა-8 : ღერბი და ფერები



by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 18 03, ხუთშაბათი, 2:14-ზე

ნამიბიის ღერბი
რაინდთა სამოსზე და ფარებზე ვხედავთ ნახატებს,ესაა ღერბები. რაინდებმა მათი ფარის ფერადი ფიგურით შემკობა დაიწყეს მხოლოდ XII საუკუ- 
ნიდან. ესაა ემბლემა რომელიც იძლევა მუზარადით სახეშენიღბული რაინდის ცნობის საშუალებას. რაინდები,მაშ,იღებენ მათ საკუთარ ნიშნად ქცეულ ჰერალდიურ ფიგურას. ფარი იძენს სამკუთხა ფორმას და ღერბი ჩაეწერება ამ სამკუთხედში. ღერბები გავრცელდა ყველა წრეში. ღერბი იქცა ოჯახის,ჯგუფის თუ კოლექტივის,მაგ.ქალაქის,ემბლემად. ღერბი არაა მხოლოდ მეობის ნიშანი, ესაა აგრეთვე ინდივიდის თუ სოციალური ჯგუფის მიერ საზოგადოებაში დაკავებული ადგილის 
ნიშანი. ღერბები გახდა მემკვიდრეობითი, სტაბილური და განსაკუთრებით ფერადოვნების საკითხში დაექვემდებარა გარკვეულ წესებს. 
ტურნირების, სამხედრო-სპორტული თამაშების და ორთაბრძოლების დროს მეთვალყურეებმა ,ვისაც ევალება წესების დაცვაზე ზრუნვა,უნდა ამოიცნონ მონაწილეები, ესე იგი მათი ღერბებიც; ისინი იქცნენ ჰერალდიკის სპეციალისტებად და შეუძლიათ მაღალი რანგის რაინდის გარჩევა საშუალო რანგის თუ «ახლადგა- 
მოჩხრეკილი» რაინდისაგან. 
მუზარადის
სამკაულ-საფრთხობელა,ლომი
ფარზე ხატავენ გეომეტრიულ ფიგურებს,ზოლებს, წრეებს თუ სამკუთხედებს, 
მაგრამ აგრეთვე ციხე-სასახლეებს,მცენარეებს თუ ცხოველებს ფერების დაპი- 
რისპირებით. სამხედრო-სპორტული თამაშების მოედანზე შესვლისას რაინდმა თავისი ფარი უნდა შეჰკიდოს ღობეზე. ის « აჩვენებს თავის ფერს»,როგორც დღე- 
საც ამბობენ. ესაა ერთ-ერთი ელემენტი სპექტაკლისა და ის შორიდან უნდა იკით- 
ხებოდეს. ფერები კაშკაშა უნდა იყოს და მათი წყობა კონტრასტული : თეთრი და ყვითელი ერთ მხარეს,ლურჯი,მწვანე,შავი-მეორე მხარეს. ოქრო შეცვლის სიყალბესა და ტყუილთან ასოცირებულ ყვითელს... 
მუზარადის
სამკაულ-საფრთხობელა, არწივი
1150
წლიდან ღერბებზე ყველაზე ხშირად გვხვდება ლომის გამოსახულება,ის უწინ უსწრებს გეპარდს რომელიც ჰერალდიკაში არის ლომის ნაირსახეობა, და არწივს. ინგლისის მეფე რიჩარდს უწოდებდნენ ლომგულს, შოტლანდიის მეფე გიომს უწოდებდნენ გულუხვ ლომს. 
მაგრამ ცხოველებს და სხვა რამეებს ვხედავთ რაინდთა მუზარადეებზეც. ესაა მუზარადის ქედი, ხის ან გამოხარშული ტყავის მოხატული ქანდაკება, ის დამაგრებულია მუზარადზე... ამ დეკორის გამოყენება ძალიან ადრეა დადასტურებული გერმანელ და სკანდინაველ ხალხებში. შემთხვევათა ნახევარში ეს თავსამკაული ქანდაკება 
წარმოადგენს ცხოველს, რეალურს თუ წარმოსახვითს (დრაკონს),ზოგჯერ ურჩხულს,სიავის მოქმედ არსებას, მაგალითად კატას,რომელიც დიდად არ უყვარდათ შუა საუკუნეებში და რომელსაც აიგივებდნენ სიყალბესთან, 
კუდიანობასთანაც კი. თავსაბურავი ქანდაკების ფუნქცია განსხვავდება ღერბის 
ფუნქციისაგან. ის შთამბეჭდავი, შიშის მომგვრელი უნდა იყოს. ის უფრო მალავს ვიდრე ამჟღავნებს მის მატარებელ რაინდს. ის მალავს რაინდის ნამდვილ ბუნებას. ესაა ტოტემი,რაინდი თითქოს იძენს ცხოველის ძალას,მის დადებით თუ უარყოფით თვისებებს. ზოგ ჰერალდიურ ფიგურებს უწოდებენ «მეტყველებს», იმიტომ რომ ისინი მომდინარეობენ მათი მატარებელი რაინდის სახელიდან. იგივე ითქმის თავსაბურავ ქანდაკებებზე
რაინდის
მუზარადის სამკაული
XV საუკუნეში რაინდი ჟაკ გულმკვდარი მუზარადზე ატარებდა ქანდაკებას «მკვდარი გულით» : მუზარადიდან ამოდიოდა ადამიანის ორი ხელი რომლებიც ხელს უჭერდნენ გულს საიდანაც წვეთავდა სისხლი. ბატონ გულმკვდარს უტარებია კო ოდესმე ასეთი მუზარადი? არა გვაქვს ამის სარწმუნო ცნობები... 
არიან აგრეთვე უსახელო რაინდები, თეთრი რაინდი, შავი რაინდიც კი, 
ინგლისის ედვარდ III-ის შვილი, თუ ალისფერი რაინდი, ის ვისაც პერსევალმა მოპარა მისი ამჯარ-ჯავშანი. ეს სახელები მომდინარეობენ აბჯარ-ჯავშანის ფერიდან. ლანსლო მისი ხანგრძლივი ხეტიალის დროს მალავს თავის ვინაობას: ის ზედიზედ იყენებს ერთ,ორ,სამზოლიან ფარებს( წითლები თეთრ ფონზე). მრგვალი მაგიდის რაინდთა წარმოსახვითმა ჰერალდიკამ შემოინახა სამი ზოლი. ლანსლომ თავის ქალბატონ გენივრას თავი გააცნო მხოლოდ თავისი ძიების დასასრულს,რაც რომანის დასასრულიცაა,მაგრამ ესაა გამონაგონი და არა ისტორია. 
რაინდის მუზარადის
 სამკაული ვარსკვლავით

No comments:

Post a Comment