4.06.2011

რაინდობა–14: გრაალი



by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 22 03, ორშაბათი, 3:28-ზე

"რაღაცა რომ გააკეთო, რაღაცას რომ მიაღწიო, რაღაც უნდა იყო" ( გოეთე), შუა საუკუნეებში ის "რაღაც" რაც უნდა იყო არის წმინდა, უნდა იყო წმინდა.
«
თავისუფლება არაა დაჯერება იმისა რომ ჩვენზე მაღლა არაფერი არსებობს.
თავისუფლება არის სწორედ რწმენა იმისა რომ ჩვენზე მაღლა არსებობს
რაღაც და ამ ჩვენზე მაღალისთვის პატივის მიგება. მისი პატივისცემით ჩვენ ვმაღლდებით ჩვენზე უფრო მაღლისაკენ და ჩვენი აღიარებით ჩვენ ვააშკარავებთ ჩვენში არსებულ უმაღლესს, იმას რომ ჩვენ ვართ ღირსნი მისი თანასწორობისა» ( გოეთე).
graali
ჯვაროსნულ ლაშქრობებთან ძალიან არაპირდაპირაა დაკავშირებული გრაალი. ის პირველ რიგში დაკავშირებულია რაინდულ ხეტიალთან და ძიებასთან. ეკლესია ცდილობს უაზრო რაინდული თავგადასავლისათვის აზრის მიცემას. ეკლესიის აზრით უმიზნო ძიება ტურნირისავით უსარგებლო და საშიშია. 
გრაალის ძიება სულ სხვა რამეა,მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ წარმოსახვითის და მითის (მუდამ ცოცხალის,სხვათა შორის) ,არა ისტორიის, არამედ მითების ისტორიის სფეროში. 
გრაალი არის თასი, რომელსაც ვხედავთ ყველაზე უბრალო საცხოვრებლებში.
მაგრამ გრაალი არის წმინდა თასი რომელშიც იოსებ არიმათიელმა მოაგროვა ჯვარცმული ქრისტეს სისხლი. ეს წმინდა სისხლი და მისი შემცველი გრაალი გადაიქცა ძვირფას რელიქვიებად. ამას დაემატა წმინდა შუბი რომლითაც რომაელმა რაინდმა ლონგინმა გაკვეთა ქრისტეს გვერდი. არავინ არ ლაპარაკობს გრაალზე მანამ კრეტიენ დე ტრუამ არ მოიგონა ისტორია მის თხზულებაში «გალი პერსევალი ენუ გრაალის ზღაპარი». მან რომანი დატოვა დაუმთავრებელი გრაალის საიდუმლოს გახსნის გარეშე.
ესაა მეთევზე მეფის ისტორიაც:
მეფე არტურის კარზე მიმავალი პერსევალი ღამით ჩერდება ციხე-სასახლეში სადაც ხდება უცნაური სცენის მოწმე. ხუთი პირი გაივლის დიდ დარბაზს და შედის მომიჯნავე ოთახში. ერთ-ერთ პირს უკავია შუბი საიდანაც მოწვეთავს სისხლი,მეორეს უკავია გრაალი საიდანაც მოდის ზებუნებრივი სინათლე რომელიც ანათებს მთელ დარბაზს, მესამეს უკავია ხორცის საჭრელი დაფა. დედისაგან და აღმზრდელისაგან მიღებული გაკვეთილების პატივისმცემელმა პერსევალმა ვერ გაბედა ეკითხა თუ რას ნიშნავს ყველაფერი ეს; არადა მას რომ ეკითხა მისი მასპინძელი განიკურნებოდა და მისი სამეფო დაიბრუნებდა კეთილდღეობას.
კრეტიენ დე ტრუას თანახმად სხვებმა განაგრძეს მისი საქმე და ასე განა-
ვითარეს გრაალის «მითი». მეფე არტურის ყველა რაინდი ჩართულია გრაალის ძიებაში,მაგრამ მხოლოდ სამი რაინდი მოახერხებს წმინდა ჭურჭლის, გრაალის და მასში მყოფი მისტიკური საკვების ჭვრეტას. 
graali
დედოფალი
გენივრას სიყვარული ლანსლოს ჩამოაშორებს ამ ძიებას. გრაალს იხილავენ წმინდა რაინდები : ბოჰორტი, პერსევალი და გალაადი, ლანსლოს ვაჟიშვილი. გალაადი განკურნავს მეფეს მისი ქრისტეს სისხლით დალოცვით. რაინდული თავგადასავალი შეიძლება გადაიქცეს მისტიკურ ძიებად რომლის მიზანიცაა იერუსალიმი, ქრისტეს ვნების ქალაქი, ქალაქი სადაც გრაალში იქნა შეგროვებული მისი ძვირფასი სისხლი,ქალაქი რომელიც ჯვაროსნებმა დაუბრუნეს ქრისტიანებს. მაგრამ აქ ლაპარაკია გამონაგონზე. 
შუა საუკუნეების რეალური რაინდები გრაალს ეძებდნენ თეატრალიზებულ თამაშებში სადაც შუბის ხმარება,ესე იგი შუბის დარტყმა და ფარით დარტყმების მოგერიება ეწერებოდა რომანებიდან გამომდინარე დაწერილ სცენარში. ეს, მაშ,მუდამ თამაშია. ასე მოხდა რომ შუბით ფარიკაობაში დახელოვნებულმა რაინდებმა მოახერხეს თავი აერიდებინათ ეკლესიისთვის რომელიც ცდილობდა რაინდული კულტურის მჭიდროდ დაკავშირებას ქრისტიანობასთან. ტამპლიერები და გრაალი რა...წარმოსახვითი...ისტორიაა! 
პერსევალმა და გალაადმა გააერთიანეს რაინდული და ქრისტიანული სათნოებები და ამით წარმოსახვაში განახორციელეს ის რაც ტამპლიერებმა განახორციელეს ცხოვრებაში. 
XIII
საუკუნეში გერმანელმა პოეტმა ვოლფრამ ფონ ეშენბახმა დაწერა «პარსიფალი». 
mrgvali magida
ამ თხზულების გმირმა პარსიფალმა ( ანუ პერსევალმა), წმინდამ,
მიაღწია გრაალის უმაღლეს სამყარომდე მთა სალვაჟზე თუ მონტსალვატზე,
წმინდა ადგილზე რომელსაც იცავენ რაინდები რომელთა მოდელიც ვოლფრამმა ნახა ტამპლიერებში და კიდევ უფრო, ვინაიდან გერმანიაში ვართ, ტევტონ რაინდებში. .
ვოლფრამი როგორც ჰერმან დე სალზა , ტევტონელ რაინდთა ორდენის ერთ-ერთი პირველი და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიდი მაგისტრი ტიურინგიიდანაა. 
ჩვენ ვრჩებით გამონაგონის სფეროში,მაგრამ ეს ფანტაზია
ეს წარმოსახვა თავისი გამოცდილებით,თავისი მოლოდინით, თავისი უკმაყოფილებით, თავისი ოცნებებით და ზმანებებით კვებეს ნამდვილად და ძალიან რეალურმა რაინდებ-
მა, ისეთებმა როგორიც არის,მაგალითად, გიომ ლე მარშალი. მათ თავისთვის შექმნეს « წარმოსახვითი საზოგადოება»,რომლის განსრულებაცაა გრაალის ძიება. 






No comments:

Post a Comment