4.09.2011

ქრისტიანობა დემოკრატიულად-7: პოლითეისტები არიან თუ არა ქრისტიანები?



by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 06 04, სამშაბათი, 1:50-ზე

«საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი,რამეთუ ღმერთისგანაა სიყვარული,ხოლო ყოველი,ვისაც უყვარს,ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს,მას არ შეუცნია ღმერთი,ვინაიდან ღმერთი სიყვარულია» ( 1 იოანე 4 7,8). 

პოლითეისტები არიან თუ არა ქრისტიანები ? 
ერთადერთი ღმერთის მორწმუნეებს შორის დღეს დიალოგის გამართვის მცდელობაში მთავარ სირთულედ ჩანს ქრისტიანთა მრწამსში გამოთქმული სამების რწმენა
სამებაპატმოსი
ახალი აღთქმის თანახმად იესოსა და ებრაულ ხელისუფლებათა ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი, დაპირისპირებათა და პროცესის ცენტრი იყო იესოს მიერ ღმერთთან მისი განსაკუთრებული კავშირის გაცხადება : 
«
იუდევლებმა უპასუხეს: კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ,არამედ 
ღვთისგმობისთვის და იმისთვის რომ კაცი ხარ და ღმერთად ხდი შენს თავს» 
(
იოანე 10,33). 
«
ამიტომ იუდევლებმა უფრო მეტად დაიწყეს ძებნა მის მოსაკლავად იმის გამო,რომ არა მარტო ტეხა შაბათი,არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავის თავს ღმერთს უტოლებდა ( იოანე 5,18). 

ექვსი საუკუნის შემდეგ აღშფოთდნენ მაჰმადიანები : 
«ურჯულოები არიან ისინი ვინც თქვეს: «ალაჰი არის სამების მესამე. ღმერთია მხოლოდ ერთადერთი ღმერთი» (ყორანი,V,7). 

რთადერთი ღმერთისადმი ძის და სულიწმიდის დამატებით ქრისტიანები განა შეუძლებელს ხდიან დიალოგს სხვა მორწმუნეებთან? 
იუხედავად ამისა სამების ორიგინალობა ამოუძირკვავია ქრისტიანობიდან. მაგრამ როგორ ავხსნათ ის რომ ქრისტიანები რომელთაც იესოს მსგავსად და მასთან ერთად სწამთ ერთადერთი ღმერთისა ახერხებენ იესოს რწმენასაც? 

იესოს სარწმუნოება : 
იესო რჩება მორწმუნის სრულყოფილ ნიმუშად 
( «
შევხედოთ რწმენის მოთავესა და სრულმყოფს იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად მოითმინა ჯვარი,უგულვებელყო სირცხვილი და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. გაიაზრეთ იმაზე,ვინც თავის თავზე და მოითმინა ესოდენი წინააღმდეგობა ცოდვილთაგან,რათა თქვენ არ დაუძლურდეთ და არ დასუსტდეთ თქვენი სულებით» ( ებრაელთა მიმართ 12,2,3). 
ერთადერთი ღმერთის ებრაული რწმენა თავიდან არაა რწმენა, აზროვნების სისტემა. პირველ რიგში ესაა ცხოვრების გარკვეული ხელოვნება : 
ესაა ცხოვრებისეულ არჩევანებში ჩვენება იმისა რომ მხოლოდ ღმერთია ღმერთი, რომ არაფერია ღმერთი ღმერთის გარდა. 
ესაა უწყვეტი ბრძოლა ყველაფერი არაღმერთის, ყოველგვარი «კერპის» (ძალაუფლება, ფული, ერი, სექსი, თვითონ რელიგიური რიტუალები...) გაღმერთების წინააღმდეგ. ბიბლიური მრწამსი «ისმინე იზრაელ, უფალი ჩვენი ღმერთი ერთადერთია» არაფერს აუქმებს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ის ამბობს რომ ყველაფერი ფარდობითია, ნაკლებად მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა ერთადერთ აბსოლუტთან, ღმერთთან შედარებით. 
ეს დღესაცაა ჭეშმარიტი განთავისუფლება ყველანაირი ფარაონისაგან. 
იესომ მისი მამებისაგან მიიღო ეს პროტესტული რწმენა. ის პირველიც კია ამ მონოთეიზმში : თუ კი მართლაც არის ვინმე ვისთვისაც არც კეისარია, არც ოჯახური კავშირებია,არც ტაძარი და არც შაბათია ღმერთი და მხოლოდ ღმერთია ღმერთი, ეს ნამდვილად იესოა. «ღმერთზე იყო მინდობილი;ჰოდა იხსნას იგი, ვინაიდან თქვა ძე ღმერთისა ვარო» ( მათე 27,43), აღიარებდნენ იესოს მტრებიც კი ჯვრის ძირში. იესომ სერიოზულად მიიღო მრწამსი და მოქმედებებში გამოხატა ის. 
წმენა, მაშ, არის ყველაფრისათვის თავისი ადგილის მიმჩენი ურთიერთობა ღმერთთან. იესოს პირველ თანამგზავრებზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს სწორედ ღმერთთან მისი ურთიერთობის სიმჭიდროვე, მისი სიახლოვე ღმერთთან. ესაა იესოს თავისებურება,რომელიც გამოიხატება მის ქცევაში, ლოცვაში. ის მშვიდი გამბედაობა, რომლითაც ის ქადაგებს : «თქვენ გსმენიათ, რა ეთქვათ ძველებს...მე კი გეუბნებით (მათე 5,21,22), ამის იესოსეული გამართლებაიესომ უპასუხა მათ და უთხრა :ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ იმისია,ვინც მე წარმომგზავნა» (იოანე 7,16).იესოს მიერ ღმერთის მიერ მიტევების განკარგვა იხილა რა იესომ მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს:შვილო; მოგეტევა შენი ცოდვები!», მარკოზ 2,5).ავადმყოფობისა და ბოროტების ძალთა დამარცხების იესოს ძალა. ყველაფერი ეს ადასტურებს იმას რომ იესოს სრულებით განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს იმასთან ვისაც ყველა უწოდებს ღმერთს და ვისაც იესო გაბედულად მიმართავს როგორც მამას, როგორც მის საკუთარ მამასაც კი. 
სწორედ ეიესოს ეს განსაკუთრებულობა ხიბლავს თუ აღაშფოთებს სხვებს. 

იესოს რწმენა : 
ეს იმდენად მოქმედებდა ადამიანებზე რომ ძალიან მალე იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მისმა მოწაფეებმა მათი რწმენის ტრადიციულ განცხადებას დაუმატეს ერთადერთ ღმერთთან იესოს უნიკალური ურთიერთობის დადასტურება : 
«
მაგრამ ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე,რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ» (მოციქულ პავლეს პირველი წერილი კორინთელთა მიმართ 8,6). 

ფრანგულად ეს შემდეგნაირად ითქმის : 
«
ჩვენთვის არის ერთადერთი ღმერთი რომლისგანაც ყველაფერი მომდინარეობს და რომლისკენაც ჩვენ მივდივართ და ერთადერთი უფალი,ვისითაც ყველაფერი არის და ვისითაც ვართ». 
იესოსთვის უფალის ამ წოდების მინიჭება არაა იესოთი ღმერთის შეცვლა: «და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად» ( მოციქულ პავლეს წერილი ფილიპელთა მიმართ 2,11). 
მამა ღმერთის სადიდებლად და არა მის ნაცვლად: უფალი ღმერთთან, მის მსგავსად და მასში, მასთან უნიკალური ურთიერთობის, ძის წოდებით ნაკარნახევი საწყისი და ახლო ურთიერთობის გამო. 
უნიკალურია, ერთადერთია ღმერთი, უნიკალურია, ერთადერთია ძე : 
იესოს რწმენის მემკვიდრეები,ქრისტიანები, მაშ ისევ აცხადებენ რომ მათ სწამთ ერთადერთი ღმერთი,და ის ნამდვილად არის შემოქმედი, სამყაროს შემქმნელი ღმერთი,აბრაჰამისა და მოსეს ღმერთი, ღმერთი რომელიც იხსნის კაცობრიობას და მთელ მის ქმნილებას და რომელიც სდებს ალიანსს. მაგრამ ქრისტიანები ამიერიდან მას უწოდებენ მამას ახალი და ბევრად უფრო ძლიერი მნიშვნელობით ვინაიდან ყველა ადამიანის შექმნამდეც და იზრაელის მამად და მეფედ ყოფნამდეც სამყაროს შემქმნელი ღმერთი მუდამაა მამა ძისა რომელიც გადაიქცა ერთ-ერთ ჩვენთაგანად, იესოსი. 
ახალ აღთქმაში ღმერთი დარჩა მამის სახელად. როდესაც ეს სახ'ელი არის წინადადების ქვემდებარე (ბერძნულად თეოს, არტიკლით), ის ყოველთვის აღნიშნავს ღმერთს. მაგრამ საოცარი სიახლე ისაა რომ აღდგომის შემდეგ იესოსაც მიაკუთვნეს ღმერთის წოდება.ასეთია რწმენა თომასი როდესაც ის სცნობს აღმდგარს იმავე დროს როდესაც ის სცნობს იარებს: 
«
შემდეგ თომას ეუბნება: მოიტანე აქ შენი თითი და იხილე ჩემი ხელები. მოიტანე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი არა,არამედ მორწმუნე იყავ. 
თომამ უთხრა მას პასუხად : უფალო ჩემო და ღმერთო ჩემოიოანე 21,27,28). 
ეს მახარებელს აძლევს მისი პროლოგიდანვე შემდეგი რამის განცხადების საშუალებას : 
«
დასაწყისში იყო სიტყვა; და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე შექმნილია მის მიერ; და მის გარეშე არაფერი შექმნილა,რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე. და სინათლე ბნელში ანათებს და სიბნელემ ვერ მოიცვა იგი» ( იოანეს სახარება 1,1-5). 
პავლე მოციქულის წერილებიც მრავალჯერ იხსენებენ ქრისტეს როგორც უფალს და ღმერთს...და აქედან გაჩნდა მრწამსშიც : 
«
მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა; 
და ერთი უფალი იესო ქრისტე,ძე ღვთისა მხოლოდშობილი,მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან,ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა,შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა რომლისაგან ყოველი შეიქმნა...» 

სულიწმინდა როგორც სხვა თვითონ : 
მრწამსი სულსაც უწოდებს უფალს, სიცოცხლის წყაროს და ის მამასთან და ძესთან ერთად მოცულია ერთიანი თაყვანისცემით. «და სულიწმინდა,უფალი და ცხოველს-მყოფელი,რომელი მამისგან გამოვალს , მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების,რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ...» 
და ქრისტიანებს აქაც არა აქვთ შეგრძნება იმისა რომ იგონებენ რაღაც ახალს. იესო ხომ დამშვიდობების სიტყვებში ლაპარაკობდა მასზე როგორც პიროვნებაზე და მიაწერდა მას პერსონალურ ქმედებებს (მოსვლა, სწავლება, შეხსენება, მოწმობა...: 
«
თუ მე გიყვარვართ,ჩემი მცნებანი დაიცავით. და მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ,რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ-ჭეშმარიტების სულს,რის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას,რადგან არ ხედავს და არ იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ მას,რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება...» იოანე 14,15-17). 
აი რატომაა რომ ერთადერთი ღმერთის იესოს რწმენის უარყოფის გარეშე ჩვენ გვწამს მამის, ძის და სულიწმიდისა. და ეს რადიკალურად ცვლის ჩვენს მიერ როგორც ღმერთის ისე ადამიანისა და მისი მოწოდების გაგებას. 

სამება : სინათლე ადამიანისთვის : 
სწორედ
ამ პუნქტში წარმოადგენს ქრისტიანთა « სამებისეული», «ტრინიტარული» მონოთეიზმი ჭეშმარიტ რევოლუციას : «უნიტარული მონოთეიზმი, ესე იგი მონოთეიზმი რომელშიც ღმერთი მარტოსულ არსებად იყო წარმოდგენილი რაღაც შემაშფოთებელია...ვინაიდან როგორ უნდა წარმოვიდგინოთ არსება რომელის გარს უვლის საკუთარ თავს, ბრუნავს საკუთარი თავის ირგვლივ და შესცქერის საკუთარ თავს? ...სწორედ ამ შემაძრწუნებელი კოშმარისაგან გაგვანთავისუფლა იესომ... თქმა იმისა რომ ღმერთი არაა მარტოსული ეს მაშინვე იმის თქმაა დე რომ ღმერთი მიდის სხვისკენ, რომ ღმერთის სიცოცხლე არის ლმობიერება, მოწყალება, ქველმოქმედება... ღმერთის სიცოცხლე ჩანს კონცენტრირებულად მამა-შვილის ურთიერმიძღვნაზე სულიწმიდის ერთობაში... ღმერთში რჩება არსებობის ერთადერთი ფორმა, საკუთარი თავის გაღება» (Maurice Zndel,homélie à Notre-Dame de Valentin à Lausann,1972 წლის 30 დეკემბერი); 
და ეს იმიტომ რომ «საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რამეთუ ღმერთისგანაა სიყვარული,ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღმერთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. 
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია» (1 იოანე 4 7-8). 
ადამიანი განსრულდება სიყვარულით. ღმერთი არაა მარტოსული და ამიტომ ადამიანი საკუთარ მეობას ნახულობს მხოლოდ სოლიდარული არსებობით. სწორედ ურთიერთობაში განსრულდება ადამიანი სამების პირთა მსგავსად ( Jean Grosjean, L'ironie christique,Gallimard,1997,გვ.146). 
უძლიერესი სიყვარულით გაერთიანებული მამის, ძისა და სულიწმიდის ეს ზიარება ქრისტიანებისთვის არაა ერთადერთი ღმერთის რწმენის გამართულებელი არასავალდებულო დამატება. 
ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმის აღმოჩენას რომ «არავინ, ღმერთიც კი არაა ვინმე მარტოსული, მარტოდმარტო» (Jean Grsjean,l'ironie christique,Gallimard,1997). 

No comments:

Post a Comment