4.06.2011

რაინდობა-5 : მეომრები, ომი, ტურნირები


by Gueorgui Mardjanichvli on 2010 წლის 15 03, ორშაბათი, 16:20-ზე

ომი : 
1100 წლისთვის რაინდი იქცა ჯარისკაცის ნიმუშად. მაგრამ მარტო ის არაა ცხენოსანი. ტაძრელთა თუ ჰოსპიტალიერთა რელიგიურ-სამხედრო ორდენებში არარაინდი ძმები-ცხენოსნები იბრძვიან რაინდი ძმები ცხენოსნების მხარდამხარ. 
შუა საუკუნეების ჯარში რაინდთა რაოდენობას არა ჰქონია მნიშვნელობა: 
მაგრამ ყოველ რაინდს ეხმარება 4-5 ადამიანი: მსახურები,მეჯინიბეები, 
შუა საუკუნეების ფარიკაობა
საჭურველთმტვირთველები.... და მათაც შეუძლიათ ბრძოლა. მაგრამ რაინდობის ჩარევა ბრძოლაში ხშირად გადამწყვეტია. პირველად ნორმანებმა გამოსცადეს 
ინგლისში და სამხრეთ იტალიაში მძიმე კავალერიის იერიში რომელიც იქცა იმდროინდელი ევროპული არმიების ბრძოლის თითქმის ერთადერთ ტაქტიკად. ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული რაინდები რომელთაც ჰორიზონტალურად უჭირავთ შუბები და მთელი რაინდული კავალერია მიჰყვება წინამძღოლს. რიგის დაურღვევლად მთელი ეს ლავა შეასკდება მოწინააღმდეგეს. რაკეტა ცხენი-ადამიანის ძალა ისეთია რომ ერთი შეჯახებაც საკმარისია ხოლმე მოწინააღმდეგეთა რიგის გასარღვევად და თუ ეს მაინც ვერ მოხერხდა რაინდები უკან ბრუნდებიან, ხელახლა ეწყობიან მეორე შეტევის დასაწყებად თუ კი შეტევაზე არ გადავა რაინდთა აქამდე მომლოდინე მეორე ხაზი. როდესაც მტრის მარცხი სრულია რაინდები მისდევენ გაქცეულებს,მაგრამ ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ რათა არ ჩავარდნენ ხაფანგში, არ მოტყუვდნენ მო- 
ჩვენებითი, სიმულირებული გაქცევით. ამ ხაფანგს მოხერხებულად აგებენ თურქთა ჯარები რომლებსაც დასავლელი რაინდები უპირისპირდებიან ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. 
თურქებიც ცხენოსნები არიან, მაგრამ ძალიან განსხვავებულად იბრძვიან; ისინი მსუბუქად არიან შეიარაღებულნი,სწრაფად მოძრაობენ და მოწინააღმდეგეებს აწუხებენ მათი ისრებით. ისინი ერთგვარად ზუზუნებენ მათი მტრების ირგვლივ. 
თურქები არიან მოისარი, მშვილდ-ისრით შეიარაღებული ცხენოსნები. ისინი ვერ უძლებენ დასავლელ რაინდთა შეტევას და ხსნიან თავის რიგებს რათა თავი აარიდონ შეჯახებას და უკან იხევენ, თამაშობენ გაქცევას. რაინდები გაებმებიან ხაფანგში თუ დაიჯერებენ ამას : თუ კი რაინდები თავგამოდებით გაეკიდებიან ვითომ გაქცეულ თურქებს ისინი დაარღვევენ თავის რიგებს და დაიფანტებიან. მაშინ დგება სწრაფი თურქი ცხენოსნების რიგი,ისინი მოტრიალდებიან და შეუტევენ დაბნეულ რაინდებს. 
ასე რომ არ მოხდეს უნდა იქნეს შერჩეული ფრონტალური შეტევისთვის ვარგისი , ღია , სწორი ან ნაკლებად უსწორმასწორო,მაგრამ არც მეტისმეტად ვრცელი ტერიტორია. საჭიროა ცდა, საკუთარი თავისა და ცხენების დაცვა მტრის ისრების ღრუბლებისაგან,მოქმედება ერთად და არა ინდივიდუალური ბრძოლის ძიება. მოწინააღმდეგის უკანდახევისა და გაქცევის შემთხვევაში მისი დევნა მხოლოდ სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სოლიდარულად მოქმედების შემთხვევაში. მრავალი მოსაგები ომი წაგებული იქნა მხოლოდ იმიტომ რომ დისციპლინის დამვიწყებელი რაინდები ფიქრობდნენ მხოლოდ ნადავლის შოვნაზე. ხშირად ამბობენ რომ რაინდები უდისციპლინოები იყვნენ და ყველაზე მეტად ფიქრობდნენ თვის გამოჩენაზე . რაინდები მართლაც ცდილობენ ინდივიდუალური გმირობის გამოვლენას რასაც აქებენ და ადიდებენ მოთხრობები ჯვაროსნულ ლაშქრობათა შესახებ და რომანები. მაგრამ რაინდების გასამართლებლად უნდა ითქვას რომ ბრძოლა ყოველთვის არ შემოიფარგლება რაინდობის შეტევით. მტრის რიგმა შეიძლება უკან დაიხიოს მაგრამ არ გაწყდეს,მაშინ იმართება არეული ხელჩართული ბრძოლა. რომანი « ტბის ლანსლო» კარგად აღწერს ამ ვითარებას : 
ერთმანეთს ებრძვის ოც-ოცი რაინდისაგან შემდგარი ორი ჯგუფი. « მათ შეუტიეს ერთმანეთს; მრავალი მიწაზე დაეცა და სხვებმა დაამსხვრიეს მათი შუბები დაცემის გარეშე. მათ ამოიღეს ხმლები და ხელჩართული ბრძოლა დაიწყო ქვეითადაც და ცხენზეც». მაშინ ცდილობენ ბელადის ან სახელოვანი რაინდის იზოლირებას და დამარცხებას ან დატყვევებას. 1214 წლის ბუვინის სახელგანთქმული ბრძოლა გადაიქცა პატარა ჯგუფების ბრძოლათა სერიად. ეს ჯგუფები დიდად არ იყვნენ დაინტერესებულნი იმით თუ რა ხდებოდა მათ გვერდით. მაგრამ რა დიდება,რა სიმდიდრე ელოდა მას ვინც შესძლებდა საფრანგეთის მეფე ფილიპე ავგუსტეს შეპყრობას! ეს არ მოხდა,სწორედ ფილიპე ავგუსტმა გაიმარჯვა ბუვინში. 
ტურნირი,ქორწილი
ფილმებში
ყველაზე მეტად აჩვენებენ ხმლების ცახაჩუხს,ცულებისა და კეტების ტრიალსაც კი. კინოს ურჩევნია ხმლით დუელების ჩვენება ეს უფრო შთამბეჭდავია ვიდრე შეტევა შუბით,მაგრამ ბრძოლაში ყველაფერი ამით იწყება. 

ტურნირები და სამხედრო თამაშები : 
რაინდებს შუბით რა თქმა უნდა ვხედავთ ტურნირებზე, თუმცა თავიდან იქ იყვნენ ხმლიანი რაინდებიც ! თავიდან ტურნირი ჰგავდა ომს. 
ტურნირი გაჩნდა ნორმანულ სამყაროში. ამბობენ რომ ის 1062 თუ 1066 წელს მოიგონა ჟოფრუა დე პრეილიმ ანჯუში; მაგრამ მოწმობა საეჭვოა. ყოველ შემთხვევაში ის სწრაფად გავრცელდა ჩრდილოეთ საფრანგეთში და ნიდერლანდებში XII საუკუნეში. ამ დროს ტურნირი ერთმანეთს უპირისპირებს რაინდთა ხშირად მნიშვნელოვან ჯგუფებს რომლებიც შეგროვებული იყო გამოცდილი მენტორის, მაგალითად გიომ ლე მარშალის მიერ. ტურნირებში 15 წლის მანძილზე მონაწილეობდა 1168 წელს 18 წლის ასაკში რაინდად ნაკურთხი გრაფი ბოდუენ დე ენო. 1172 წლის ზამთარში ის უძღვებოდა 200-კაციან ბანდას, რომელშიც 80 რაინდი იყო. 
ეს ჰგავდა გუნდს რომელიც უნდა დაუპირისპირდეს მეორე გუნდს. გუნდის წევრებს იყვანდნენ ისევე როგორც ეხლა იყვანენ მაღალი დონის სპორტსმენებს : 
საუკეთესოებს მეტს უხდიან ! ყველაზე მდიდრები,მაშ,ყველაზე ძლიერები არიან. რაინდთა მისაზიდად დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდის ხელმძღვანელსაც.
მონღოლთა კავალერია
 
ურნირი იმართება ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საზღვარზე, როგორც ამბობდნენ მაშინ,ესე იგი ორი ფეოდალის სამფლობელოთა,ორი საგრაფოს საზღვარზე. მრავალი დღის მანძილზე ტრიალ მინდორში,ველ მინდვრებში ერთმანეთს დაეძებენ და დასდევენ, უსაფრდებიან და ხაფანგებს უგებენ ერთმანეთს,შემდეგ იწყება არეული ხელჩართული ბრძოლა სადაც საკუთარ თავს არ ინდობენ; იქ ზოგჯერ ადამიანი კვდება. მაგრამ უპირველეს ყოვლისა ცდილობენ მოწინააღმდეგის დატყვევებას და მისი იარაღისა და ცხენის ხელში ჩაგდებას. ამ ახლო,ხელ- 
ჩართულ ბრძოლაში ხმარობენ მხოლოდ ხმალს. ტურნირის ადგილზე მოწყობილია თავშესაფრები რათა რაინდებმა შესძლონ ძალების აღდგენა. 
ტურნირი აგრეთვე სპექტაკლია, წარმოდგენაა, სანახაობაა სადაც მაყურებელი ამხნევებს მის გუნდს. ისევე როგორც ყველა დიდი შეკრებების დროს გამყიდველებმა მათი ნუგბარ-ნუგბარი რამეებისათვის ააგეს ბარაკები,ადამიანებს ართობენ ჟონგლიორები და სხვა აკრობატები,მუდამ სავსეა ხალხით ტავერნები. 
მკაცრმა ლამბერტ დარდრესმა;რომელმაც აღწერა გინესის და არდრესის ფეოდალთა ცხოვრება,ჩრდილო საფრანგეთში, დაგმო ეს « საზიზღარი ბაზრობები ანუ ტურნირები». ის სასულიერო პირია და ეკლესიამ 1139 წლიდან დაგმო ტურნირები. 
დაგმო იმიტომ რომ ტურნირი საშიში და ძალადობით სავსე იყო ! 
მეტიც, ეკლესია თვლიდა რომ გართობისათვის სიცოცხლის შეწირვას ჯობია სიცოცხლის შეწირვა ღვთაებრივი საქმისათვის,ჯვაროსნულ ომებში მონაწი- 
ლეობის მიღება. მაგრამ ეკლესია არ ცდებოდა როდესაც ლაპარაკობდა ბაზარზე და ბაზრობაზე ტურნირის მისამართით რადგანაც იქაა სეირი და უწესრიგობა. ვაჭრებს და ფულის გადამცვლელებს იზიდავდა ტურნირები იმიტომ რომ ტურნირი იყო 
ვაჭრობის ადგილი. იქ ყიდიდნენ მოგებულ ცხენებსა და იარაღს და სესხულობდნენ ფულს გამოსასყიდის გადასახდელად. 
არსებობენ ტურნირთა ანტრეპრენიორები და,ყველაზე მეტად, გამოწვევე- 
ბი, პროვოკაციები. ამა თუ იმ ადგილას იწვევდნენ «კრებას»,როგორც ნათქვა- 
მია რომანებში. XIV საუკუნის გერმანიაში ტურნირის მონაწილეთა საზოგა- 
დოებები აცხადებენ უახლოესი ტურნირების შესახებ და აღნუსხავენ გამო- 
წვევებს. ორგანიზებულია ციკლები,დაახლოებით ისევე როგორც თანამედროვე სპორტულ შეჯიბრთა კალენდარი. 
ტურნირში რა თქმა უნდა მარცხდებიან კიდეც მაგრამ გამარჯვებული იგებს თასებს, სიმდიდრეს,,იხვეჭს სახელს, მიიპყრობს ყურადღებას. ტურნირებში 
მონღოლი ცხენოსანი
მონაწილეობენ სიმდიდრის მოსახვეჭად: გამოსასყიდთა ფულის, ნადავლის, და- 
მარცხებულთა იარაღისა და ცხენების გულისთვის. ამას გარდა გამარჯვებული იღებს პრიზს. მაგრამ ტურნირებში მონაწილეობენ «რაინდობის» გამოსავლე- 
ნადაც,გმირობის გამოსავლენად და მდიდარი მემკვიდრე ქალიშვილის ან მდიდარი ქვრივის გულის მოსაგებად რასაც მოჰყვებოდა ქორწილი და მემკვიდრეობის მიღება. ამას გარდა რაინდს შეუძლია თავი მოაწონოს რომელიმე ფეოდალს, 
მეფეს ან უბრალოდ რომელიმე გუნდის უფროსს რომელიც მას აიყვანს და მისცემს კარიერის გაკეთების საშუალებას. 
ტურნირმა განიცადა ევოლუცია და ჯგუფური ბრძოლებიდან ის გადაიქცა ინდი- 
ვიდუალურ ორთაბრძოლებად. ორთაბრძოლების განსასხვავებლად ჯგუფური ბრძო- ლებისაგან მათ უწოდებენ თამაშებს. 
XII
საუკუნის არეული ხელჩართული ბრძოლიდან როდესაც განასახიერებდნენ ომს ტურნირი გადაიქცა სპორტულ თამაშად. ეს გარდაქმნა მოხდა XIII საუკუნე- 
ში და მას თან ახლდა შემუშავება რაინდობის კოდექსისა რომლის დაცვაზეც უნდა ეზრუნათ არბიტრებს ან მაცნეებს.შეიძლება ბრძოლა საკუთარი თავის და მოწინააღმდეგის დაუზოგავად, როგორც ომში, და შეიძლება ბრძოლა გასარ- 
თობად,სასეიროდ, მაგრამ საჭიროა ამის გამოცხადება. ყველაზე ხშირად იყენებენ «თავაზიან» იარაღს დაჩლუნგებული წვერით. ორი რაინდი ერთმა- 
ნეთს უპირისპირდება მხოლოდ შუბით 
ღობით საგანგებო და სიგრძეში ბარიერით ორად გაყოფილ განსაზღვრულ მოედანზე. ყოველი რაინდი დაიძრება თავისი ბოლოდან ბარიერის თავის მხარეს.ბრძოლის 
რაინდი აბდ ელ კადერი
ხანგრძლიობა განსაზღვრულია დამსხვრეული შუბების რაოდენობით; სამშუბიანი ბრძოლა,მაგალითად,გაგრძელდება მესამე შუბის დამსხვრევამდე. თამაშში გამარჯვებული შემდეგ ხვდება სხვა მოთამაშეებს და ყველაფერი გრძელდება მის დამარცხებამდე ან იყენებენ გამოთიშვის სისტემას რომელიც ჰგავს ჩვენს მეოთხედფინალს,ნახევარფინალს,ფინალს. 
გადაცემული პრიზი არაა თასი,მაგრამ მსგავსია. ესაა მატჩი. დახურული ველის გასწვრივ გამართულ ტრიბუნებზე არიან მაყურებლები. «მათი» რაინდების გასამხნევებლად მიდიან მანდილოსნები. თამაშების დროს სავარჯიშოდ იყენებენ ხოლმე მანეკენებსაც. 
მანეკენი, ფიტული ისეა ვერტიკალურად დამაგრებული რომ თუ კი რაინდი ააცდენს მას ან ცუდად დაარტყავს ის ბრუნდება და ურტყავს მას სახეში. სპორტული ვარჯიშები და ტურნირი-ხელჩართული ბრძოლები დიდი ხნის მანძილზე თანაარსებობდნენ. კრეტიენ დე ტრუა,რომელიც თავის რომანებს წერს XII საუკუნის ბოლო მესამედში მათ ყოველთვის უკავშირებს ერთმანეთს. ხელჩართული ბრძოლის წინ, როდესაც რაინდები იბრძვიან ხმლებით, ორი ბანაკის «ყოჩები» ერთმანეთს ებრძვიან შუბით. ერთგვარი «პრელუდია». ორთაბრძოლა და სპორტული თამაში არის მთავარი ბრძოლის,ჯგუფთა ხელჩართული ბრძოლის დამატება, რომელიც შემდეგ ავტონომიური გახდა. 
უნდა ვახსენოთ აგრეთვე «მაგიდა» თუ «მრგვალი მაგიდა», მესაჭურვლეებისთვის ან «ახალი», ნაკლებად გამოცდილი რაინდებისთვის განკუთვნილი ტურნირი. ესაა თამაშები და არა სერიოზული, თავგამოდებული ბრძოლები
(გაგრძელება იქნება).       

No comments:

Post a Comment