12.08.2011

ქრისტეს ნათქვამი ევროპელთა თვალით,თანასწორობა,სულით ღარიბნი::

იესო მოუწოდებს გადასახადების
ამკრეფ მათეს მასთან შეერთებისკენ.
 " ...ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის რომ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად"  //მარკოზ 10,45//.

 უარის თქმა განდევნაზე:
„..ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა. მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან? მოესმა რა ეს,იესომ უთხრა მათ:მკურნალი ჯანმრთელებს კი არა ავადმყოფებს სჭირდებათ. მართალთა კი არა,ცოდვილთა გამოსასწორებლად მოვედი" //მარკოზ 2,16-17//.
         იმხანად იუდაიზმი თავის თავს უყურებდა როგორც დიდ ოჯახს. ამ ოჯახის წევრები გაუთავებლად ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს მაგრამ ოჯახის ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ამ კინკლაობათა მიზეზი უნდა ვეძებოთ ძვ.წ.მე-6 საუკუნეში ლტოლვილობადან დაბრუნებაში. 
          ვინ არიან აბრაჰამის ტრადიციის ნამდვილი მემკვიდრეები? ეზდრასთან და ნეემიასთან ერთად ლტოლვილებმა შეიძლება ჩათვალონ თავი ამ ტრადიციის ნამდვილ მემკვიდრეებად ვინაიდან მათ გადაიტანეს დეპორტაცია და მერე უწყვეტად კითხულობდნენ და სწავლობდნენ,იკვლევდნენ წმინდა წიგნებს. პალესტინაში დარჩენილების თქმით კი მათ შეინარჩუნეს მიწა მაგრამ საფიქრებელია რომ მათ დაუშვეს კომპრომისები ოკუპანტ კერპთაყვანისმცემლებთან. 


            ლტოლვილობიდან დაბრუნების შემდეგ პალესტინური იუდაიზმი დაშლილ-დაქუცმაცებულია. ესაა პარტიებად დამსხვრეული იუდაიზმი და ყოველი პარტია თვლის თავს წმინდა წერილის საუკეთესო მცოდნედ და ყველაზე ერთგულ მიმდევრად. პარტიათა სიმრავლეს აერთიანებს კანონი და ტაძარი. ტაძარი იყო წმინდა ადგილი,თავისი ხალხი იზრაელისადმი ღმერთის ერთგულების სიმბოლო. კანონი გადმსცემს ღვთაებრივ ნებას რომელიც აწესრიგებს მორწმუნეთა ყოველდღიურობას. . იუდაიზმის არც ერთი მიმდინარეობა არ უარყოფს ამ ორ პოლუსს,მაგრამ ყოველი მათგანი მათ განმარტავს თავისებურად.


          სასულიერო წოდების წევრი სადუკევლები ნორმატიულად თვლიან მხოლოდ თორას პირველ ხუთ წიგნს. ეს კონსერვატორები ენდობიან მხოლოდ ნაწერს და უარყოფენ ზეპირ ტრადიციას.
          ისინი ასევე უარყოფენ მკვდრეთით აღდგომის ყოველგვარ იდეას ვინაიდან ის არაა დადასტურებული უძველეს წიგნებში. 


          მათ საწინააღმდეგოდ იესოს დროს მკვდრეთით აღდგომის იდეის პროპაგანდისტები არიან ფარისევლები. ფარისევლობა არის საერო მორწმუნეთა მოძრაობა რომლის მთავარი დოგმაცაა სიწმინდის წესების მკაცრი დაცვა. ხალხს მოსწონს მათი სწრაფვა წმინდა ცხოვრებისკენ და წმინდა წერილების ინტენსიური შესწავლა. 
         იუდას უდაბნოში გახიზნული კუმრანის სექტა მიისწრაფის ულტრა-
-სიწმინდისკენ, სექტის წევრების აზრით მხოლოდ უდაბნოში გასვლა და მესიას მოუთმენელი ლოდინი არ მისცემს ხალხს მათი დაბინძურების საშუალებას. 


         ზელოტების სექტის აზრით ამაოა მესიის ლოცვით ლოდინი. მხოლოდ შეიარაღებული ბრძოლა რომაელი ოკუპანტის წინააღმდეგ დაააჩქარებს დადგომას იმ დღისა როდესაც უფალი ძლიერი მკლავით დაეხმარება მეომრებს. 
         არის კიდევ აპოკალიპტური წრეები რომელთა წევრებიც ცდილობენ ისტორიის დასასრულის მომასწავებელი სამყაროს დამხობის და ღმერთის მოსვლის ნიშნების ამოცნობას. 
         ესენიელები ეწევიან ცხოვრებას როდესაც ყველაფერი საერთოა,არ უნდა დავივიწყოთ არც მკურნალი რაბიები და იოანე ნათლისმცემლის მიმდევრები.


         დაუხარისხებელი იესო:


        და იესო? მკვლევარებმა ის ხან მოძღვარ რაბიდ გამოიყვანეს,ხან  დროთა დასასრულის მქადაგებელ აპოკალიპტიკოსად,ხან ქარიზმატულ მკურნალად,ხან ზელოტ აქტივისტად. არადა იესოს ვერ მოვაქცევთ ვერც ერთ კატეგორიაში. ის ფარისევლების მსგავსად განმარტავს თორას,აპოკალიპტიკოსების მსგავსად იუწყება ღვთის მეუფების სიახლოვის შესახებ. ის ჯადოსნების მსგავსად კურნავს. როგორც მოძღვარ რაბის მას ჰყავს მოწაფეები. ის არ კმაყოფილდება რომელიმე ერთი მოდელით.


       ის ერთხელ პროვოკაციულად განკურნავს დავრდომილს შაბათ დღეს და მის კრიტიკოს ფარისევლებს უპასუხებს: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში,განა იმწამსვე არ ამოიყვანს შაბათს? //ლუკა 14,5//. იესო არ ამბობს სიახლეს. ის ერთვება მის დროს უკვე მიმდინარე კამათში იმის თაობაზე შეიძლება თუ არა შაბათს დასვენების წესის დარღვევა. ქუმრანი ამბობდა რომ არ შეიძლება ჭაში ჩავარდნილი ცხვრის შაბათს ამოყვანა. ფარისევლების აზრით დასაშვები იყო შინაური პირუტყვის შველა. არადა როდესაც იესო ლაპარაკობს ღმერთის და მოყვასის სიყვარულზე ის დგება ფარისევლობის ლიბერალურ ფრთაზე სადაც ბატონობს დიდი ჰილელის ფიგურა მაშინ როდესაც ფარისეველთა რიგორისტული უფრო ახლოა ქუმრანელთა სკრუპულოზურობასთან.

     იესო არასოდესაა მარტო და განმდგარი,ის ყოველთვის დგება პალესტინური იუდაიზმის სულ მცირე ერთი მიმდინარეობის პოზიციაზე. 


     მაგრამ ერთ,სიწმინდის საკითხში ის უპირისპირდება ყველას: არადა სიწმინდისკენ სწრაფვა ძველ იუდაიზმში მეობის საკითხია. ებრაელმა უნდა დაიცვას სიწმინდე ან ფიზიკური სისუფთავით ან წამბილწველი და უსუფთაო კონტაქტებისთვის თავის არიდებით. საჭიროა კვების კაშრუტის დაცვაც. 
     სიწმინდის დაცვა ხალხის სიწმინდის დაცვაა ის არის წარმართთა პირისპირ ებრაელთა განსაკუთრებულობის,თავისებურების დაცვა. უწმინდურს შეუძლია მთელი თემის დაავადება.


   დაპირისპირება სიწმინდის მოარულ გაგებასთან:


    იესოს დამოკიდებულებამ სიწმინდის მოთხოვნებთან გააკვირვა მისი თანამედროვეები. ის იღებდა ქალებს თავის ახლობელთა წრეში,მაშინ როდესაც ქალები მენსტრუაციათა გამო არ უნდა მოეშვათ ახლო. ის უახლოვდებოდა ავადმყოფებს მაშინ როდესაც ებრაელები თავს არიდებდნენ მათ რათა არ მოხვედრილიყვნენ უწმინდურობის სფეროში. მეტიც,ის ეხება ყველაზე უწმინდურთ უწმინდურებს შორის-კეთროვანებს. ის სუფრაზე იღებს ცუდი ყოფაქცევის ქალებად ცნობილ ქალებს და რომაელებთან ურთიერთობის მქონე გადასახადთა ამკრეფებს.  სახარებებში ჩანს სათნო ებრაელთა  იესოს ამ  ნაკლებად მორალური საქციელით აღშფოთების კვალი:"ფარისეველნი და მწიგნობარნი ბუზღუნებდნენ და ამბობდნენ: ეს ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამს"//ლუკა 15,2//. მოკლედ,იესოს ურთიერთობები იწვევს აღშფოთებას. 
           
      საიდან მომდინარეობს ეს დამოკიდებულება? ლიბერტინიზმი? პროვოკაციის სიყვარული? მნიშვნელობა უფრო ღრმადაა საძიებელი.


      სიწმინდის ფარისევლური კონცეფცია არსებითად თავდაცვითი იყო. ა პრიორი უწმინდური გარემოს მიერი მოწამლვის საშიშროების წინაშე მდგომი მორწმუნე მტკიცედ და ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცავდეს რიტუალურ კანონს. ქუმრანში ნაპოვნი რიტუალური აუზების სიმრავლე მოწმობს იმაზე თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სექტანტური თემისთვის განბანას და განწმენდას. სიწმინდის მოთხოვნა მორწმუნებს უბიძგებს პოტენციურად უწმინდური პიროვნებებისთვის თუ საზოგადოებებისთვის თავის არიდებისკენ.  სოციალურად ეს აჩენს განდევნის ეფექტს. 


       ამის გამო  ებრაული საზოგადოება იყოფა უფრო წმინდა და ნაკლებად წმინდა ადამიანებად, ადამიანებად ვისთანაც ურთიერთობა შეიძლება და ადამიანებად ვისთანაც ურთიერთობა არ შეიძლება, ახლობლებად და შორებლებად.


      ეს მოთხოვნა აფასებს ან არ აფასებს პიროვნებებს სიწმინდის ნორმისადმი მათი დამოკიდებულების შესაბამისად.


      მორალურად უწმინდურებად მიჩნეულ ადამიანებთან ურთიერთობით იესო არ უსვამს ხაზს მხოლოდ იმას რომ მორალი მეტია რიტუალურობაზე. ის უპირისპირდება სიწმინდის თავდაცვით კონცეფციას. რომელსაც უნდა რომ ზიარებას წინ უძღოდეს გამოსწორება, რომლის მტკიცებითაც გამოსწორება,
გამოსყიდვა არის ურთიერთობის და ზიარების აუცილებელი წინაპირობა.


     უწმინდურებთან,ავადმყოფების ჩათვლით, ურთიერთობის აღდგენა ფარისევლების აზრით შესაძლებელია თუ კი უწმინდურნი აღიარებენ თავის ცოდვებს და ჩაატარებენ განწმენდის პროცედურებს.
     საზოგადოებაში აბრუნებენ გამოსყიდვის,გამოსწორების შემდეგ.


     ნაზარეველი უტევს სიწმინდის ამ თავდაცვით კონცეფციას შემდეგი განცხადებით: 


    არაფერია ადამიანში გარედან შემავალი რასაც შეეძლოს მისი შებილწვა. არამედ ის რაც გამოდის, ბილწავს ადამიანს // მარკოზ 7,15//.


    ეს სიტყვები რევოლუციურია. ისინი პირობით ხასიათს ანიჭებენ კვების რიტუალს იმით რომ ცვლიან უწმინდურობის ადგილს. ადამიანის სიწმინდეს თუ უწმინდურობას განსაზღვრავენ ადამიანის საზოგადოებასთან დამაკავშირებელი სიტყვები თუ ქმედებები.


      სიწმინდეს ემუქრება არა ადამიანის გარეთ არსებული უწმინდურობა არამედ ის რაც გამომდინარეობს მისგან. 


     განსაზღვრების ამ სრული გადაბრუნებით იესომ ხაზი გაუსვა იმას რომ სხვასთან ურთიერთობა მორწმუნის სიწმინდის დაკონკრეტების ადგილია და არა დაბინძურების პოტენციური წყარო. სხვა ადამიანი შეხვედრის შანსია და არა პოტენციური საფრთხე. ამიტომ იღებს იესო სუფრასთან იმათ ვისაც რიტუალური კანონები აძევებდნენ საზოგადოების პერიფერიაზე. 


    ფარისეველთა თავდაცვითი სიწმინდის საწინააღმდეგოდ იესო განასახიერებდა ქარიზმატულად ელვარე სიწმიდეს.


                     აუტანელი რწმენა:


     ნაზარეველი არაა არც ვადამდე მოსული ეგალიტარისტი და არც ანარქისტი. მას ასულდგმულებს გულუხვი და უსაზღვრო სიყვარულით სავსე ღმერთის სახე. ღმერთისა რომელსაც მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე//მათე 5,45//.


     იესო უარყოფს ამ ღმერთზე დაყრდნობას სეგრეგაციონისტული, ადამიანთა დამახარისხებელი სისტემის გასამართლებლად. 


     დღეს სულ უფრო და უფრო აშკარაა რომ რელიგიურმა ავტორიტეტებმა არ უარყვეს იესო იმიტომ რომ ის თავს მესიად აცხადებდა. სხვა ებრაელი რაბი-მოძღვრები ამას თავს მესიად აცხადებდნენ იესომდე და სხვები კიდევ ამას იესოს მერე გააკეთებენ მაგრამ არც ერთი არც დაუსჯიათ სიკვდილით მკრეხელობისთვის.


     სადუკევლებმა და ფარისევლევმა უდიდეს საფრთხედ ჩათვალეს იესოს ბრძოლა თავდაცვით სიწმინდესთან იმიტომ რომ ის ემუქრებოდა როგორც მთელ რიტუალურ სისტემას ისე იზრაელის ხალხის მეობას. მათი აზროთ იესო ბღალავდა ხალხის სიწმინდეს და უპირისპირდებოდა თორას ათასწლოვან წაკითხვას რაც იწვევდა მთელი ებრაული საზოგადოების გარდაქმნას ადამიანთა თანასწორი ღირებულების აღიარების საფუძველზე. განდევნის და ადამიანთა დახარისხების იდეის უარყოფით იესო არყევდა იმ წარმოდგენას რაც იზრაელს ჰქონდა საკუთარი თავის შესახებ. 
     25 წლის შემდეგ მოციქულმა პავლემ გალატელებს უთხრა: "უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი,არც მონა და არც თავისუფალი,არც მამრი და არც დედრი,ვინაიდან ყველანი ხართ ერთი ქრისტე იესოში"!!გალატელთა მიმართ 3,28//.  ამით მოციქულმა პავლემ გამოხატა ნაზარეველის რწმენა.  ამიტომ შექმნა წარმართთა მოციქულმა თანასწორთა თემი სადაც ხელმძღვანელი შეიძლებოდა ყოფილიყო ყოველი წევრი მიუხედავად მისი სოციალური თუ რელიგიური სტატუსისა,წარმოშობისა თუ სქესისა. სწრაფად მოგუდულ თავისუფლების ამ სუნთქვას ეტყობოდა მესიის ხელწერა. 


       ნეტარ არიან სულით ღარიბნი,ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა//მათე 5,3//.      




. სულით ღარიბის ცნება შეიძლება მრავალნაირად იყოს განმარტებული. 


             შუა საუკუნეებში მრავალი თეოლოგი სულით სიღარიბეს განმარტავდა როგორც არსის გამოყოფას მიწიერი ფუფუნებისგან,მატერიალური სიმდიდრისგან და ხორცისგან. ეს ინტერპრეტაცია ეწერება სხეულისა და სულის დუალიზმის საეკლესიო კონცეფციაში. ეკლესია რიტუალს იაზრებს ინკარნაციისა და განკაცების თანახმად,ხაზს უსვამს სულის დაშვებას კონკრეტულ და ფიზიკურ რეალობაში. ...


             ეს შეიძლება გაგებული იყოს აგრეთვე როგორც თავმდაბლობა. . სულით ღარიბნი ყოველთვის თავმდაბლად ამბობენ რომ ისინი არარაობანი არიან. სხვათა შორის არსებობს რაბინთა გამოთქმა "დილით გაღვიძებისას ყოველმა ადამიანმა უნდა თქვას რომ სამყარო შექმნილია მისთვის მაგრამ თვითონ ის არაფერია". 


                  ესაა ბრძოლა ცოდნის ელიტიზმთან  რომელიც,
მისთვის საზღვრის დაუწესებლობის შემთხვევაში,
შეიძლება დამღუპველი იყოს ადამიანისთვის.არ უნდა ვენდოთ თვითმკმარობის სულისკვეთებას რომელიც არ სცნობს ადამიანის უძლურებას. 


            სულიერი და მეობის ნაკლი ქედმაღლობა ერთ-ერთ უდიდეს ცოდვადაა მიჩნეული ეკლესიის მიერ....


               ადამიანი ქმნილება, მეორადია,არასრულყოფილება არის მისი არსის ნაწილი.
       მისი სრულყოფილება ისაა რომ მას ძალუძს სრულყოფა.
               აწმყო უნდა მოსწყდეს ჯოჯოხეთს და წინაისტორიას რათა გადაიქცეს ისეთ ცათა სასუფევლად რომელიც შეესაბამება მორალურ და სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებულ ზეციურ კანონს. 
              
               სასუფეველი ცათა ეკუთვნის ყველა კეთილი ნების ადამიანს რომელთაც ძალუძთ ადამიანის მათი სტატუსის შენარჩუნება. 


         

No comments:

Post a Comment